წარმოგიდგენთ ქალაქ გორის №41 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატთა ინტერვიუებს. ესენი არიან: იოსებ მაკრახიძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“), ალექსი გოგლიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), ირაკლი ალასანია („ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“), მამუკა ნოზაძე („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“), შოთა წკრიალაშვილი („პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“).
ინტერვიუები მომზადდა წინასწარ შედგენილი კითხვარის მიხედვით, რომელიც ყველა კანდიდატისთვის ძირითადად ერთნაირი იყო. მიღებული პასუხები იმგვარადაა დაჯგუფებული, რომ მკითხველს კანდიდატთა პოზიციების შედარება გაუადვილდეს.
რაც შეეხება კიდევ ერთ კანდიდატს, ირაკლი ოქრუაშვილს, მან ჩვენს კითხვებს არ უპასუხა.
კითხვა 1. რატომიყრით კენჭს ამ კონკრეტულ ოლქში?
იოსებ მაკრახიძე („ქართული ოცნება“)
გორში დავიბადე, აქ გავიზარდე, აქ ვიშრომე და მთელი შეგნებული ცხოვრება აქ მაქვს გატარებული, სწორედ ამიტომ ვიყრი გორის მაჟორიტარად კენჭს.
ალექსი გოგლიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
იმიტომ, რომ გორი და გორის რაიონი ჩემი მშობლიური მხარეა.
ირაკლი ალასანია („ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“)
თავიდან ვფიქრობდით, რომ სიის პირველი ნომერი არსად არ ყოფილიყო მაჟორიტარად წარდგენილი, მაგრამ მას შემდეგ, რაც გორში ჩვენმა კანდიდატმა, თამაზ შიოშვილმა მოხსნა საკუთარი კანდიდატურა და პოლიტიკიდან წავიდა, გადავწყვიტე, რომ თანაპარტიელებს ბრძოლის მაგალითი მაინც ლიდერმა უნდა მისცეს. ამიტომ, ვიფიქრე, თუ რატომ არ უნდა მოვახმარო საკუთარი გამოცდილება, რომელიც ბევრი მიმართულებით დამიგროვდა, საქართველოს გულს, ქართლს, გორს? შიდა ქართლის მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული გრძნობითა და დამოკიდებულებით ვიყავი განწყობილი; განსაკუთრებით 2008 წლის რუსული აგრესიის შემდეგ გაღვივდა ჩემი პატივისცემა ქართლის მაცხოვრებლებისადმი- მაშინ გაეროსა და უშიშროების საბჭოში ვიცავდი საქართველოს ინტერესებს და ძალიან კარგად მახსოვს, თუნდაც სხვადასხვა კადრზე აღბეჭდილი ის დიდი შინაგანი სიმტკიცე ქართლის მოსახლეობისა, განსაკუთრებით კი სამაჩაბლოს მოსახლეობის, რაც ომის დროს გამოიჩინეს. სწორედ ეს მაძლევდა სტიმულს, იქ საქმე მეკეთებინა და დამეცვა საქართველოს ინტერესები. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილება მოვახმარო გორს.
მამუკა ნოზაძე („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“)
კენჭს ვიყრი ქალაქ გორის 41-ე ოლქში. კენჭისყრაში მონაწილეობა გადამაწყვეტინა იმ მომენტმა, რომ ჯერ ერთი, მე გახლავართ პროფესიონალი ადვოკატი და ამ სფეროში ვმოღვაწეობ წლების განმავლობაში. მიმაჩნია, რომ პარლამენტი უნდა იყოს დაკომპლექტებული პროფესიონალი კადრებით და უპირველესად იურისტებით, რომლებსაც აქვს საკმარისი კვალიფიკაცია და გამოცდილება, ასევე უნარ-ჩვევები. საკმაოდ დიდი ცოდნა და გამოცდილება მაქვს დაგროვილი, ვარ კვალიფიციური იურისტი და ამიტომ გადავწყვიტე მიმეღო მონაწილეობა არჩევნებში, მითუმეტეს, როდესაც გადავავლე თვალი პარტიების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს, მათ წარსულს, ვფიქრობ, რომ დიდი ნაწილის მიერ წარმოდგენილი კადრებს საერთოდ ვერ გაუსიგრძეგანებიათ, რა არის პარლამენტი, რა ორგანოა და რას ნიშნავს. პარლამენტარიზმი. სწორედ ეს იყო მოტივაცია, მიმეღო მონაწილეობა, მითუმეტეს, რომ საზოგადოება მცნობს და მხოლოდ ეს ცნობადობა არაა საკმარისი. ბუნებრივია, ადამიანმა უნდა იცოდეს საკუთარი შესაძლებლობა და გააცნობიეროს, შეუძლია თუ არა ის სამუშაო შეასრულოს, სადაც მიდის. პარლამენტი არის ჩვეულებრივი სამუშაო ადგილი, სადაც პარლამენტის წევრმა უნდა წეროს კანონი, გამოიჩინოს საკანონმდებლო ინიციატივები, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი გამოსახულებითი უნარი აქვს ამ ადამიანს. შესაძლოა ადამიანი იყოს ინტელექტუალი, მაგრამ თუ კი ხდება პარლამენტარი, უნდა იყოს მოსაუბრე, სპიკერი, რომელმაც თავისი მოსაზრებები უნდა მიაწოდოს საზოგადოებას და გააჟღეროს პარლამენტში.
შოთა წკრიალაშვილი („პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“)
მე ქალაქიდან გახლავართ მაჟორიტარი, 41-ე საარჩევნო ოლქია, „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ და თუ რატომ ვიყრი კენჭს, მოგახსენებთ- თავდაპირველად პოლიტიკის ინტერესი ნამდვილად არ მქონია, მაგრამ რაც დრო გავიდა, ჩამოვყალიბდი როგორც უკვე დიდი ადამიანი და თვალყურს რომ ვადევნებდი საქართველოში და ჩვენს ქალაქში მიმდინარე მოვლენებს, გადავწყვიტე, ეს ნაბიჯი გადამედგ . გულწრფელად გეტყვით, რომ დავიღალე ამ ერთი და იგივე სახეების ყურებით, არაფრის გამკეთებლები არ არიან, არ სტკივათ გორი და არ აინტერესებთ ჩვენი ქალაქის გულისცემა. ვფიქრობ, რომ სწორედ ახალგაზრდებმა უნდა უნდა ითაონ ქალაქის მართვა, რადგან ისინი ენერგიულები არიან. რა თქმა უნდა, განათლებულ ახალგაზრდებზე მაქვს საუბარი და მე თავს არ ვიქებ.
მე პოლიტიკური განათლება საქართველოს საღვრებს შიგნითაც მივიღე და მის საზღვრებს გარეთაც და მინდა, ჩემი განათლება და თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გადავიტანო- სწორედ იმახალგაზრდების ტკივილი, რომლებიც ჩვენს ქალაქში ასე მრავლად არინ.
კითხვა 2. ჩამოთვალეთ3-5 (ან მეტი) მთავარი პრობლემა, რომელიც თქვენი ოლქის ამომრჩევლებს (და არა ზოგადად ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას) განსაკუთრებით აწუხებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?
იოსებ მაკრახიძე („ქართული ოცნება“)
პრობლემები ყველგან ერთი და იგივეა: წყალი, გზა, კანალიზაცია, ინფრასტრუქტურა; მათ მოსაგვარებლად სახელმწიფო პროგრამაში უნდა ჩაიდოს პროექტები, მერიამ უნდა გამოყოს სპეციალური ბიუჯეტი და ერთად შევიმუშავოთ გეგმა, რათა ეფექტურად დავხარჯოთ ყველა თანხა. ჩვენ ვართ ხალხის მსახურები და ბოლომდე მათ სამსახურში უნდა ვიდგეთ.
ალექსი გოგლიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
გორის ციხის მიმდებარე ქუჩების და სახლების რეაბილიტაცია, ცენტრალური საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია. ბარაკების დაკანონება და სანიაღვრე სისტემის მოწყობა.
ირაკლი ალასანია („ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“)
მე უკვე დავიწყე შეხვედრები მოსახლეობასთან და პირველი, რაც დავინახე, არის აბსოლუტური უპერსპექტივობის განცდა, რაც გამოწვეულია იმით, რომ ადამიანები ვერ პოულობენ სამუშაო ადგილს. ვინც დასაქმებულია, მისთვისაც კი შემოსავლები არ იმატებს და ცხოვრების ხარჯები იზრდება. ანუ, სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირე და უპერსპექტივობა. აქედან გამომდინარე, დასაქმების პრობლემის გადაწყვეტა ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება იმით, რომ ჩვენ დავიწყოთ შიდა და გარე ინვესტიციის მობილიზება, რათა მცირე და საშუალო ბიზნესს დავეხმაროთ. დასაქმების კუთხით აუცილებელია, რომ გადამამუშავებელი ბიზნესი განვავითაროთ- გორის რაიონი უმდიდრესი მხარეა მეხილეობით და ამ მიმართულებით მუშაობა აუცილებელია- უნდა მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ საირიგაციო სისტემის მოწყობა, რომ გლეხს აღარ ჰქონდეს სარწყავი წყლის პრობლემა და შექმნას პროდუქცია, რომელსაც გადავამუშავებთ ან ბაზრამდე მივატანინებთ.
მეორე ეს არის, რომ ქალაქს არ აქვს სტრატეგიული ქალაქგანვითარების გეგმა, როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი, როგორ უნდა მოეწყოს ინფრასტრუქტურა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ისე, რომ ადვილი იყოს ერთი ადგილიდან მეორემდე გადაადგილება, რათა ტურისტებისთვისაც მეგობრული ქალაქი გახდეს. უამრავი ტურისტი, საშუალოდ 350 კაცი სტუმრობს სტუმრობს გორს, სტალინის მუზეუმს და ამ 350-მა კაცმა შეიძლება, უფრო მეტი დახარჯოს, თუკი ინფრასტრუქტურა სწორად იქნება მორგებული მის მოთხოვნებს.
ძალიან მნიშვნელოვანია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა- საღამოს 6 საათის შემდეგ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის, ხალხს ძალიან უჭირს გადაადგილება - ქალაქდაგეგმარების გეგმა და სტრატეგიული განვითარების ხედვა, არქიტექტურულიც და სივრცითიც, გორს არ აქვს და ეს უნდა შევიმუშავოთ.
როგორც უკვე ვახსენე, პრობლემაა ტურიზმის განვითარების კუთხით, ვახსენე ინფრასტრუქტურის მოწყობა, მაგრამ ამას გარდა, კეთილმოწყობილი უნდა იყოს თვითონ ისტორიული ძეგლებიც, რათა უფრო მეტი ტურისტი დაინტერესდეს და ჩამოვიდეს თუნდაც სტალინის ძეგლის სანახავად, გორიჯვრის სანახავად, სადაც ისინი დატოვებენ გარკვეულ დანახარჯებს და ეს წავა არა ცენტარალურ, არამედ გორის ბიუჯეტში. ეს კიდევ ცალკე თემაა, დეცენტრალიზაციის და ადგილობრივი თვვიმმართველობის, რაც ჩვენ გეგმაში გვაქვს და აუცილებლად განვახორციელებთ, როცა მოვალთ.
შემდეგი პრობლემა ეს არის დაცულობის პრობლემა- ხალხს უსაფრთხოების განცდა უნდა ჰქონდეს. როდესაც მავთულხლართებთან ყოველდღიურად ხდება გარკვეული ინცინდენტები, ჩვენი თანამოქალაქეების დაკავება; ამ კუთხით, თავისუფალ დემოკრატებს და პირადად მეც მაქვს დიპლომატიური გამოცდილება, მათ შორის ის გამოცდილება, რომელიც დავაგროვე აფხაზეთში მოლაპარაკებების დროს, რომელიც წარმატებით ვაწარმოე 2005-06 წლებში. სწორედ ამ რესურს გამოვიყენებ იმისთვის, რომ შევიმუშავოთ უსაფრთხოების სწორი გეგმა.
ასევე, თავდაცვისუნარიანობის ამაღლება- მე დიდი ხანია, ჩაფიქრებული მაქვს და მინდოდა, ბოლომდე მიმეყვანა საჰაერო თავდაცვის სისტემა. გორს განსაკუთრებით კარგად ახსოვს, თუ რა აქილევსის ქუსლი იყო ჩვენთვის ეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ამიტომ ამ კუთხით ვაპირებ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგას- შესაძლოა, ზოგიერთი საკითხი გადიოდეს ეროვნულ მასშტაბზე, მაგრამ ყველაფერი ეს განსაკუთრებულად გამოადგება ჩემს ოლქს და მთლიანად გორის რაიონს.
მამუკა ნოზაძე („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“)
გორში არ არის განყენებული პრობლემები, რომლებიც შეიძლება მთელ საქართველოში არ არის. როგორც მთელ საქართველოში, აქაც არის უმუშევრობა, უსამართლობა, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები. პირი, რომელიც მაჟორიტარული სისტემით იყრის კენჭს, არ აქვს მნიშვნელობა, ქალაქის მასშტაბით იყრის კენჭს, თუ ჩხორუწყუში, ის არის სრულიად საქართველოს პარლამენტის წევრი და არ შეიძლება, ჩაიკეთოს თავისი რაიონის, თავისი ოლქისთვის დამახასიათებელ პრობლემებში. ანუ პრობლემები არის,სოციალურ-ეკონომიკური, პრობლემაა ასევე ის, რომ ქვეყანაში შეჩერებულია ინფრასტრუქტურული ცვლილებები. ქალაქში დავდივარ და კატასტროფული მდგომარეობაა.ზოგიერთ ქუჩაში ტაქსიც კი არ მიდის,რადგან ორმოულები და მოუწესრიგებელი გზებია. მართალია, მაჟორიტარის ფუნქცია არაა, რომ ქალაქი ააყვავოს, როგორც ზოგიერი იძლევა ამ დაპირებას. პარლამენტმა უნდა განსაზღვროს საშინაო და საგარეო პოლიტიკა კონსტიტუციით ასეა და ასევე აკონტროლოს მთავრობა, რომელსაც ირჩევს, რომ გამოსწორდეს ის პრობლემები, რაც ქვეყანაშია და ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა შეუზღუდავად განახორციელონ თავისი საქმიანობა, საგადასახადო და საპოლიციო სისტემისგან დამოუკიდებლად. ჩვენ ვიცით, რომ მიუხედავად 2012 წლის ცვლილებებისა, კერძო ბიზნესში მაინც არის ჩარევები. ის პირები, რომლებიც თანხებს სწირავდნენ ნაციონალურ მოძრაობას, თანხებს სწირავენ დღესაც ,,ქართულ ოცნებას“. ეს არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ ბიზნესი დღეს არ არის თავისუფალი. ხშირ შემთხვევაში პოლიციელები ძალადობენ მოქალაქეებზე და ამის არაერთი მაგალითი იხილა საზოგადოებამ. შესაბამისად, ადამიანებს აღარ აქვთ ბრძოლის სურვილი, რადგან აქვთ განცდა, რომ მათ საჩივარს ადეკვატური რეაგირება არ მოჰყვება.
ძალიან დიდი პრობლემაა სასამართლო რეფორმაც. ის მოსაზრება, რომ ადამიანები აღარ იმყოფებიან ზეწოლის ქვეშ, ეს ასე არ არის, რადგან ადამიანებს ეშინიათ საკუთარი უფლებების დაცვისა, რომ არ გადაეკიდნონ, ეს უკვე სიმპტომატურია. ამ პრობლემების მოგვარება მე მესახება ისევ და ისევ ქმედებებით. სწორედ ეს არის პარლამენტის წევრის მოვალეობა, რომ იბრძოლოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად და შესაბამისი ცვლილებების შესატანად.
შოთა წკრიალაშვილი („პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“)
ყველა მთავრობა გვპირდება და დღემდე პრობლემად რჩება ის, რომ გზებია დასაგები. საერთოდ სასაცილოა 21-ე საუკუნეში ადამიანები ისევ ამ პრობლემაზე რომ ვსაუბრობთ. ერთხელ და სამუდამოდ ისე უნდა იყოს გაკეთებული, რომ ამაზე საფიქრალი კი არა, სალაპარაკოც არ უნდა იყოს. ჩვენს ქალაქში ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავ; შეიძლება, გალამაზებული და მოწესრიგებული იყოს. ქალაქში ტურიზმის დიდი პოტენციალია და ინფრასტუქტურული პროექტების განხოპრციელების შემთხვევაში, უფრო მეტ ტურისტს მოვიზიდავთ, რაც ჩვენი ქალაქის ბიუჯეტზე აისახება, თუმცა რატომღაც აფერხებენ ამას. სანდო წყაროებიდან ვიცი, რომ უკვე მეორე წელიწადია, ჩვენი ქალაქის ბიუჯეტს საკმაოდ სოლიდური რაოდენობის თანხა რჩება ასათვისებელი. ეს ყველაფერი ტენდერებზეა დამოკიდებული, თუმცა ცდილობენ, ეს ტენდერები თავისმა შიანურებმა მოიგონ და ამ თნხებით თვითნ მოითბონ ხელი.
მინდა, კიდევ ერთ რამეს შევეხო - თითეულ გორელს აწუხებს ის, რომ წყალზე საკმაოდ მაღალი გადასახადებია; რა თქმა უნდა, ეს გადასახადები აუცილებელია, მაგრამ ჩვენი ქალაქი მთლიანად წყალზე დგას და ნამდვილად არ არის იმის საჭიროება, რომ მოსახლეობა ამხელა ტარიფს იხდიდეს. ეს გადასახადი კიდევ ორმაგად დიდია საწარმოებზე , ანუ ისინი იხდიან როგორც მოხმარების, ისე კანალიზაციაში გაშვების თანხას. მე ვეღარ ვიგებ, რას ეძახიან ბიზნესის ხელშეწყობას?!
რაც შეეხება ამ პრობლემების მოგვარებას; პირველი, რაც ვთქვი, იყო გზების პრობლემა, მინდა, კიდევ ერთ რამეს შევეხო - თითეულ გორელს აწუხებს ის, რომ წყალზე საკმაოდ მაღალი გადასახადებია; რა თქმა უნდა, ეს გადასახადები აუცილებელია, მაგრამ ჩვენი ქალაქი მთლიანად წყალზე დგას და ნამდვილად არ არის იმის საჭიროება, რომ მოსახლეობა ამხელა ტარიფს იხდიდეს. ეს გადასახადი კიდევ ორმაგად დიდია საწარმოებზე , ანუ ისინი იხდიან როგორც მოხმარების, ისე კანალიზაციაში გაშვების თანხას. მე ვეღარ ვიგებ, რას ეძახიან ბიზნესის ხელშეწყობას?!
რაც შეეხება ამ პრობლემების მოგვარებას; პირველი, რაც ვთქვი, იყო გზების პრობლემა, აუცილებელია, რომ როდესაც ხდება ამ გზების დაგება, მოხდეს კეთილსინდისიერად- გაკეთდეს მთლიანი ტრასა და არა პატარ-პატარა ორმოები, რათა სწრაფად არ გაფუჭედეს.
კითხვა 3. რაარის თქვენი მთავარი წინაასარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის? რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი.
იოსებ მაკრახიძე („ქართული ოცნება“)
მე რომ ვთქვა, ყველას ყველაფრის გაკეთებას დავპირდები, ასე არ გამოვა. თუმცა ჩვენი დაპირებები არის შემდეგი, რომ მოვუგვაროთ ის მინიმალური პრობლემები, რომლებიც ამ ეტაპზე აწუხებთ და რისი გაკეთებაც შეგვიძლია. როცა ბიუჯეტი შედგება, ის გაწერილი თანხები ხალხთან ერთად უნდა გავანაწილოთ სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებლად. მოსახლეობამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რა აწუხებს ყველაზე მეტად და რისი მოგვარება სჭირდება; იქნება ეს სახურავების შეკეთება, თუ სხვა საკითხი, უნდა ვიბრძოლოთ, რომ ერთად მოვაგვაროთ. მე ასე მგონია, რომ ყველა ეს დაპირებება 2017 წლის ბოლომდე უნდა შესრულდეს. პროგრამაშიც ასეა გაწერილი და შესაბამისად, ჩვენც ამას მივყვებით.
ალექსი გოგლიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
გადასახადების შემცირება, პენსიის 50 ლარით გაზრდა, მასწავლებლის ხელფასი მინიმუმ 650 ლარიდან. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამარჯვების მეორე დღიდანვე დაიწყებს ყველა პროექტის განხორციელებას.
ირაკლი ალასანია („ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“)
მე მინდა, გორელებს ვუთხრა, რომ მე ვიქნები მათი დაუღალავი ადვოკატი, როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ისე ადგილობრივ თვითმმართველობასა და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. მე მათ ვპირდები, რომ ჩემი გამოცდილებით შევძლებ, შევქმნა უსაფრთხო გარემო, რაც ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად ხელს შეუწყობს სერიოზული ინვესტიციების მოზიდვას გორში. ვაპირებ, გორში ჩავატარო საინვესტიციო ფორუმი- მე უკვე ვიყავი ამერიკაში, ისრაელში, ევროპის ქვეყნებში, სადაც ბიზნესმენები დავაინტერესე, რომ ინვესტიციები ჩადონ სწორედ გორში, ვინაიდან აქ სასოფლო-სმეურნეო პროდუქციის წარმოებისა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის შექმნისთვის უამრავი შესაძლებლობაა. უნდა შეიქმნას გადამამუშვებელი ქარხნები, უკვე მყავს წარმოდგენილი, რომელი ინვესტორები ჩადებენ ფულს, რათა შეიქმნას სამუშაო ადგილები. სამუშო ადგილებს თავად სახელმწიფო ვერ შექმნის, ეს უნდა შექმნას ბიზნესმა, იქნება ეს მცირე, საშულო თუ მსხვილი ბიზნესი. ამ კუთხით ჩვენი გეგმა იქნება საფუძველი იმისა, რომ გორელებს მიეცეთ დასაქმების შესაძლებლობა.
ქალაქში არ არის იმდენი სპორტული დარბაზი, რომ ბევრმა ახალგაზრდამ იაროს, არ არის კონოთეატრი, არ არის ისეთი დაწესებულებები, რომლებიც მოსახლეობას დასვენებისა და რეაბილიტაციის საშუალებას მისცემს. სწორედ ასეთი კულტურული და საგნმანათლებლო ცენტრები უნდა შეიქმნას, რათა სწორედ ამ კუთხით უნდა დაინახოს ახალგაზრდობამაც საკუთარი განვითარების პერსპექტივა. აი, სწორედ აქ შეუძლია უკვე სახელმწიფოსა და ბიზნესს თანმშრომლობა- ხელისუფლებამ ბიზნესმენს უნდა მისცეს შეღავათი, რათა მან სწორედ ამ ტიპის დაწესებულებების შექმნაში, სჯარო სივრცის განვითარებაში ჩადოს ინვესტიცია. ზუსტად იმის განსაზღვრა, თუ რა დროში შეიძლება, მოხერხდეს ამ ყველაფრის გაკეთება, რთულია- ამისთვის საფუძველის ჩაყრასაც კი თვეები და წელიწადზე მეტიც კი შეიძლება დასჭირდეს, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე. მე არ მივცემ მოსხლეობას ისეთ დაპირებას, რომელსაც ვერ შევასრულებ. არ მოვატყუებ, რომ ჩემს დაპირებას რამდენიმე თვეში შევასრულებ, რადგან თუნდაც 2017 წლის ბიუჯეტი ამ ხელისუფლების პირობებში უკვე დაგემილია და მის ცვლილებაზე მე ვერ გავხდები პასუხისმგებელი. თუმცა, ჩვენ შევქმნით პირობებს, რომ 2017 წლის შემდეგ დავიწყოთ გეგმების განხორციელება.
მამუკა ნოზაძე („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“)
მე არავის არაფერს ვპირდები. დაპირება ეს არის ძველმოდური ქმედება, თუნდაც კარდაკარ სიარული. ხდება ადგილობრივი რესურსის მობილიზება. მათ შორის საჯარო სივრცეში დასაქმებული პირებისაც და ამ დროს გასცემენ ისეთ დაპირებებს, რომლებიც საერთოდ არ არის პარლამენტარის მოვალეობა. ასეთ კანდიდატებს ვურჩევ, წაიკითხონ საქართველოს კონსტიტუცია. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მასშტაბით კანდიდატების დიდ ნაწილს კონსტიტუცია წაკითხულიც კი არ აქვს. მე არაფერს არ ვპირდები გარდა იმისა, რაზეც ვისაუბრე, ანუ ვიქნები თითოეული ადამიანის უფლების დამცველი საქართველოს პარლამენტში და მე მათ პრობლემას არ მივუყურისძირებ და მივიტან როგორც პარლამენტამდე, ისე მთავრობამდე და გავაკონტოლებ მოგვარდება თუ არა ესა თუ ის პრობლემა. სამართლებრივ ჭრილსა და ჩარჩოში ვიქნები მათი ერთგული იმ პრობლემების მოგვარებაში, რაც მათ გააჩნიათ და ბოლომდე ვიბრძოლებ. გავხდები თუ არა პარლამენტის წევრი, იმ დღიდანვე დავიწყებ მუშაობას იმ პრობლემების მოგვარებაზე, რაც მოქალაქეებისთვის იმ პერიოდისთვის აქტუალური იქნება. ასე მზა რეცეპტი არ მაქვს, 2-3 თვეში თუ გვიან, თუმცა ვაცხადებ, რომ თუ გავხდი დეპუტატი, მეორე დღიდანვე შევუდგები მუშაობას ამ ადამიანების უფლებების დასაცავად.
შოთა წკრიალაშვილი („პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“)
ჩვენს ქალაქში, როგორც ყველგან, ძალიან აწუხებთ უმუშევრობა, არის ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი ადამიანი . მათთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ძალიან არაკეთილსინდისიერად ექცევიან ამ ხალხს- რაღაც ელემენტარულს რომ შეიძენებ, იქნება ეს სარეცხის მანქანა, მაცივარი თუ რა, ეშინიათ, სოციალური აგენტი რომ მივიდეს, მაღალ ქულებს დაუწერენ და ამ სოციალურ დახმაებას ვეღარ მიიღებენ, ანუ ყველანაირად ცდილობენ, ისინი მუდმივ გაჭირვებაში ამყოფონ. ამიტომ ასეთი რაღაცების თავიდან ასაცილებლად, სოციალურად დაუცველებისთვის ჩვენ გვაქვს რევოლუციური პროექტი. ჩვენ ვთავაზობთ გარანტიას, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში ვისაც დანიშნული აქვს სოციალუროი დახმარება, მათ სოციალურო აგენტი არ ეწვევა სახლში, ანუ მათ ჩვეულებრივ საშუალება ეძლევათ იმისა, რომ იზრუნონ გაიუმჯობესონ, თავიანთი სოციალური მდგომარეობა. აქ არის კიდევ პატარა ნიუანსი, რასაც მინდა შევეხო- ჯერ 50%-ით ვზრდით სოციალურად დაუცველთა ანაზღაურებას და ოთხი წელი, როცა ადამიანს ექნება გარანტია, იმას ბანკიც მისცემს სესხს. ამ ოთხი წლის განმავლობაში გადახდისუნარიანობაზე პრობლემა არ ექნება. ეს დღევანდელი ბიუჯეტითც შესაძლებელია, რომ აი ეს პროექტი განახორციელდეს. ვფიქრობ, ჩვენი გამარჯვების მეორე დღიდანვე შევძლებთ ამის განხორციელებას. ამის გაკეთება 2012 წლიდანაც შეიძლებოდა. შეიძლებოდა, ასევე პენსია ყოფილიყო 250 ლარი, მაგრამ რატომღაც არ აკეთებენ. ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში მეორე დღიდანვე შეიძლება, პენსია იყოს 250 ლარი, სოციალური დახმარება გახდეს 50%-ით მეტი და ოთხი წელი მიეცეს გარანტია, რომ არავინ მოუხსნის ამ დახმარებას.
ასევე, პენსიონერებზე, ომის ვეტერანებსა და სოციალურად დაუცველებზე უფასო მედიკამენტები. იქნება უფასო სამედიცინო დაზღვევა-ოღონდ არა ისე, როგორც ახლაა, 70%-ს რომ სახელმწიფო გიფინასებს და 30% რომ შენი მოსაძიებელია- ამ შემთხვევაში ამ სამი კატეგორიის ადამიანს ყველანაირი მედიკამენტები და სამედიცინო ხარჯები ექნება უფასო.
კითხვა 4. გვითხარითის რეალური გზები, თუ როგორ აპირებთ დაპირებების შესრულებას მაშინ, როდესაც ამ ტიპის საქმიანობა ძირითადად ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმართველობის კომპეტენციაა?
იოსებ მაკრახიძე („ქართული ოცნება“)
მე, როგორც მაჟორიტარს, შემიძლია, პატარ-პატარა სამუშაოები შევუსრულო; მაგალითად, ეზოში წყალი გავუკეთო ან სხვა ასეთი მცირე სამუშაო გავუკეთო. მე ხომ არ მაქვს ცალკე ბიუჯეტი? ამიტომ, რა უფლებაც მომეცემა, მე გავაკეთებ იმაზე მეტს, ვიდრე სხვა, იმიტომ, რომ ეს შემიძლია...
მე ასევე ვიქნები შუამავალი ხალხსა და ხელისუფლებას შორის, ვუშუამდგომლებ მათ როგორც პარლამენტში, ასევე მერიაშიც, რათა პრობლემები უფრო ეფექტურად მოგვარდეს.
ალექსი გოგლიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
პარლამენტიდან ჩვენ შევქმნით ისეთ გარემოს, რომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში სხვა გზას აღარ დავუტოვებთ აღმასრულებელ ხელისუფლებას.
ირაკლი ალასანია („ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“)
მე ვიქნები ის მაჟორიტარი, რომელიც დაუღალავად იმუშავებს პარლამენტიდან როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მოვთხოვ მათ, შეასრულონ ის ვლდებულებები, რაც აქვთ მოსახლეობის მიმართ და თითოეული თეთრი გამოიყენონ გეგმაზომიერად, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი მთავარი ჩანაფიქრი ის არის, რომ განვახორციელოთ თვითმმართველობის რეფორმა- რაც იმაში მდგომარეობს, რომ ბიუჯეტითაც და პასუხისმგებლობითაც უნდა მოხდეს დეცენტრალიზაცია. უნდა მოხდეს საკანონმდებლო ცვლილება, რათა ადგილზე შემოსული თანხები ტრიალებდეს ადგილობრივ ბიუჯეტში. მაგალითისთვის, სტალინის სახლ-მუზეუმში შემოსული თანხები უნდა მიდიოდეს არა ცენტრალურ ბიუჯეტში, არამედ ადგილზე უნდა რჩებოდეს და გორის თვითმმრთველმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს, სად და როგორ გახარჯოს ეს თანხა. უნდა მოხდეს ასევე გადაწყვეტილების დელეგირება- ამა თუ იმ გადაწყვეტიების მიღებისთვის თბილისში არ უნდა იყურებოდეს გამგებელი იქნება, გუბერნატორი თუ მერი, მას გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უფლება მიეცემა.
მამუკა ნოზაძე („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“)
მაჟორიტარობა არ ნიშნავს იმას, რომ გამარჯვების შემდეგ გამოიკეტო და დაივიწყო ის ამომრჩეველი, რომელმაც ხმა მოგცა, რა თქმა უნდა, მე თუ მოვხვდი პარლამენტში, ინტენსიურად დავინტერესდები მათთვის დამახასიათებელი პრობლემების მოგვარების მიმართულებებით და გავაკონტროლებ, რამდენად იქნება ყველა ის შესაძლებლობა გამოყენებული, რაც იმ პერიოდისთვის ამ პრობლემურ საკითხებს მოაგვარებს.
შოთა წკრიალაშვილი („პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“)
მე ერთი რამის თქმა შემიძლია - მესმის, რომ საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული გზების რეაბილიტაცია, მაგრამ იმ შემთვევაში რაც წეღან აღვნიშნე, რომ ადგილობრივ ბიუჯეტს 2 700 000 დარჩა აუთვისებელი, ნუთუ არ შეიძლებოდა, ამ თანხით გზა გაკეთებულიყო? აი ასე, უბრალოდ კეთლი ნებაა საჭირო. მე არ ვამბობ, რომ ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში ეს პრობლემა ერთ წელიწადში მოგვარდება, მაგრამ ყოველ შემთვევაში აუთვისებელი თანხები არ დარჩება და ის თანხები, რომელიც მიმართულია საქმისთვის, მართლა საქმეს მოხმარდება, იმიტომ, რომ ამას პირადად მე გავუწევ კონტროლს, თითოეულ ლარს, დანახარჯს, თავადვე გავაკონტროლებ და მივცემ ისეთ მიმართულებას, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქალაქისთვის იქნება დახარჯული და არა ვიღაცების კეთილდღეობისთვის.
რა თქმა უნდა დეპუტატს არ აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობაში ჩარევის უფლება , მაგრამ კონტროლის უფლება აუცულებლად აქვს და მე ზუსტად ჩემი გორელების ხმა ვიქნები პარლამენტში და მის გარეთაც- არ მივცემ იმ ის საშუალებას, რომ ის, რაც მათ ეკუთვნით, ვიღაცამ თავისი ბოროტური ზრახვებისთვის გამოიყენოს.
კითხვა 5. რამდენადარსებობს შესაბამისი საკონონმდებლო ბაზა (ანუ, რა უფლებები გაქვთ ან არ გაქვთ როგორც მაჟორიტარს და ამ მხრივ რას შეცვლიდით) და ეკონომიკური რესურსი იმ დაპირებების შესასრულებლად, რასაც თქვენ იძლევით?
იოსებ მაკრახიძე („ქართული ოცნება“)
შესაცვლელია საგადასახადო სისტემა. ბიზნესმენები უნდა განთავისფულდნენ დიდი გადასახადებისგან. კონკრეტულად კანონპროექტზე არ მიფიქრია, მაგრამ ის, რომ საგადასახადო სისტემა შესაცვლელია, დანამდვილებით ვიცი. გორი იყო მრეწველობის ქალაქი, მაგრამ დღეს ეს სფერო მთლიანად გამქრალია. არა და, მეწარმეების ხელშეწყობა მნიშვნელოვნად განავითარებს ქალაქს. მაგალითად, ადამიანს, რომელსაც აქვს შემუშავებული ბიზნეს-გეგმა და უნდა, დაიწყოს რაიმე მცირე ბიზნესი, მას სახელმწიფოსგან უნდა ჰქონდეს ხელშეწყობა- იგი ბიზნესის დაწყებიდან ერთი წელი უნდა განთავისუფლდეს საშემოსავლოს გადასახადებისგან. არიან ქვეყნები, სადაც მეწარმეები ბიზნესის დაწყებიდან 5 წელი გადასახადებისგან თავისუფლები არიან, ან იხდის იმაზე ბევრად ნაკლებს, რაც უნდა გადაიხადოს სხვა მეწარმემ, რომელსაც უკვე დიდი ხანია, დაწყებული აქვს ბიზნესი. როცა უკვე შემოსავლები გაეზრდება, ის უკვე უნდა ჩაერთოს დღგ-ს აქტიურ გადახდაში.
ალექსი გოგლიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
დეპუტატს უფლება აქვს, საკანონმდებლო დონეზე ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველობის საკითხებში.
ირაკლი ალასანია („ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“)
სწორად დაგეგმილი ბიუჯეტისა და ეფექტური ხელისუფლების პირობებში , რა თქმა უნდა, არსებობს იმის რესურსი, რომ მთელს ქვეყანაში, და რა თქმა უნდა გორშიც, მოახდინო მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება, ამის ბიუჯეტი არსებობს, უბრალოდ სწორი ხარჯვაა საჭირო. ჩვენ გვაქვს ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი გეგმა, რაც გულისხმობს იმას, რომ მომდევნო ოთხ წელიწადში რეალურად მოხერხდება ჩვენი ბიუჯეტის 4 მილიარდით ზრდა და ეს არ არის მიუღწეველი- 2.5 მილიარდი ინვესტიცია რომ შემოვიტანოთ საქართველოში და საქართველო გავხადოთ ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანა, ეკონომიკის ასეთი ზრდა გარდაუვალია.
აუცილებელია ბიუროკრატიის შემცირება- ბიუჯეტის 30 %, ან ცოტა მეტი იხარჯება ბიუროკრატიის შენახვაზე. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს დავიყვანოთ მინიმუმამდე- პირველ წელს 25%-მდე, დანარჩენ ს