სახელმწიფოს საგარეო-სავაჭრო პოლიტიკის პრიორიტეტი იქნება პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმების მოპოვება უცხოეთის ქვეყნებთან, უპირველესად, ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან, ევროკავშირსა და აშშ-თან, ასევე რუსეთისა და სხვა ტრადიციულ ბაზრებზე დაბრუნება (საარჩევნო პროგრამა, გვ. 38)

gradacia 12.1

საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება მრავალწლიანი მოლაპარაკებების შედეგად 2014 წელს გაფორმდა. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით პროცესი ოფიციალურად 2011 წლის დეკემბერში გაიხსნა. მოლაპარაკებების ფარგლებში 6 რაუნდი და ათეულობით ვიდეოკონფერენცია გაიმართა. მოლაპარაკებები 2013 წლის ივლისში დასრულდა. 2014 წლის 27 ივნისს, ქალაქ ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას. ხოლო, შეთანხმების რატიფიცირება საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის 18 ივლისს მოახდინა. 2014 წლის 1 სექტემბრიდან შეთანხმების ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებების, მათ შორის DCFTA-ს ამოქმედება დაიწყო.

რაც შეეხება აშშ-თან თავისუფალ ვაჭრობას, 2012 წლის 30 იანვარს თეთრ სახლში ბარაკ ობამასა და მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტმა საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა. აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დიალოგი სწორედ ამ დროიდან იწყება. დღემდე, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (FTA) მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა.

2012წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდგომ, დაიწყო მოლაპარაკებები რუსეთთან სავაჭრო შეზღუდვების გაუქმების მიმართულებით. 2006 წელს რუსეთის ფედარაციის მიერ, ცალმხრივად, საქართველოსთვის დაწესებული ემბარგოს შედეგად რუსეთში ექსპორტი წინა წელთან შედარებთ 2-ჯერ შემცირდა. შემცირების ტენდენცია მომდევნო წლებშიც შენარჩუნდა. როგორც ცხრილიდან ჩანს, არსებული ბარიერები პრაქტიკაში 2013 წელსვე შერბილდა და ექსპორტის მაჩვენებელი რუსეთში 307.6%-ით, 46.8 მლნ-დან 190.8 მლნ დოლარმდე გაიზარდა.

ცხრილი 1:ექსპორტის ცვლილების დინამიკა (მლნ ლარი)

image002

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2014წლის 26 მაისიდან კი, ემბარგო ოფიციალურად მოიხსნა და 2014 წელს, მთლიანი ექსპორტის შემცირების ფონზე, ექსპორტი რუსეთში 44%-ით, 274.8 მლნ დოლარამდე გაიზარდა, მთლიან ექსპორტთან მიმართებით კი 9.6%-იან მაჩვენებელს მიაღწია. გასულ წელს მთლიანი ექსპორტის მნიშვნელოვანი შემცირების (22.9%) პარალელურად ექსპორტმა რუსეთის ფედერაციაში 40.7%-ით იკლო, შესაბამისად, მთლიან ექსპორტში წილიც 7.4%-მდე შემცირდა.

2016წლის 8 თვის მონაცემებით, რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულებამ 118 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 9%, ხოლო დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტის 27.6%-ია. ზრდამ გასული პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელთან მიმართებით 20.5% შეადგინა. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ აბსოლუტური მნიშვნელობით რუსეთში ექსპორტმა ემბარგოს დაწესებამდე არსებულ მაჩვენებლებს გადააჭარბა, მთლიან ექსპორტში წილის თვალსაზრისით კი, 2006 წლამდე არსებულ ნიშნულს მნიშვნელოვნად ჩამორჩება, თუმცა, 2005 წელთან შედარებით გაცილებით დივერსიფიცირებული ქართული საექსპორტო ბაზრიდან გამომდინარე, ეს მოსალოდნელი შედეგია იყო.

ქართული პროდუქციისთვის რუსეთი ამ ეტაპზე გახსნილ, თუმცა მაღალი რისკის მატარებელ ბაზრად უნდა მივიჩნიოთ. პოლიტიკური დაძაბულობის გამომწვევი ფუნდამენტური პრობლემები გადაჭრილი არ არის, რუსული მხარე კი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად აღნიშნული საკითხით მანიპულირებას განაგრძობს.

აღსადგენია საჰაერო და სანაპირო თავდაცვის ძალები. ეს უკანასკნელი უნდა დაუბრუნდეს შეირაღებულ ძალებს და მჭიდროდ იქნეს ინტეგრირებული სახმელეთო სანაპირო თავდაცვის სისტემასთან (საარჩევნო პროგრამა, გვ. 61)

ar shesrulda

2010 წელს ჩატარებული რეფორმის შედეგად, სამხედრო საჰაერო ძალების ცალკე არსებობა მიზანშეუწონლად ჩაითვალა, რის შემდეგაც, საავიაციო და საჰაერო თავდაცვის ბრიგადის სახით, სახმელეთო ჯარების დაქვემდებარებაში გადავიდა. კოალიცია "ქართული ოცნება" აღნიშნულ რეფორმას აკრიტიკებდა და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საჰაერო ძალების ტრადიციული სახით აღდგენის დაპირებას იძლეოდა, თუმცა, ეს პრაქტიკაში არ განხორციელებულა. სამხედრო-საჰაერო ძალები დღესაც 2010 წელს ჩატარებული რეფორმის მიხედვით ფუნქციონირებს. გასათვალისწინებელია ასევე ისიც, რომ 2014 წელს თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ უახლოეს პერიოდში ხუთი ერთეული სუ-25-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავის გაყიდვა

იგეგმებოდა, მიღებული თანხები კი შეიარაღებული ძალების განვითარებას მოხმარდებოდა.

კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ დაპირებული სტრუქტურული ცვლილებები არც სანაპირო თავდაცვის ძალებს შეხებია. 2008 წელს, რესურსების ოპტიმიზაციის მიზნით, სამხედრო ფლოტისა და სანაპირო დაცვის შერწყმა განხორციელდა, რის შედეგადაც შსს-ს დაქვემდებარებაში მყოფი საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახური შეიქმნა. ამ მიმართულებით, რაიმე ცვლილებები მოქმედი ხელისუფლების პირობებში არ განხორციელებულა. მეტიც, აღნიშნული იდეის მიმართ სკეპტიკურადიყო განწყობილი თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი. მისი თქმით, მაღალი ღირებულების გამო, საზღვაო ძალების არსებობაზე ფიქრი ამ ეტაპზე უტოპიას წარმოადგენს.

ბიძინაივანიშვილი:შეიქმნებასეტყვის საწინააღმდეგო სისტემა

shesrulda

სსიპ "დელტას" მიერ შექმნილი სეტყვის საწინაარმდეგო სისტემა კახეთში 2015 წლის მაისის ბოლოდან ამოქმედდა. სისტემის მოწყობაზე 14 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. კახეთში სულ 83 ერთეული ავტონომიური საცეცხლე-სარაკეტო დანადგარი განთავსდა.

სპეციალისტების განმარტებით, სისტემას სეტყვისგან მიყენებული ზარალი 80%-90%-ით უნდა შეემცირებინა. სსიპ "დელტას" ინფორმაციით, 2015 წელს კახეთში სეტყვის 40 პროცესი (სეტყვის ღრუბელი) დაფიქსირდა, აქედან 37-ის დაშლა მოხერხდა.

მიმდინარე წელს, იმის გამო, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა არ ფუნქციონირებდა, კახეთის ათზე მეტი სოფელი დაისეტყვა და მოსავალი თითქმის მთლიანად განადგურდა. გაირკვა, რომ სისტემის უმოქმედობის მიზეზი ღრუბლის გასაფანტი სპეციალური ჭურვების არქონა იყო (იხ. ფაქტ-მეტრისსტატია). აღმოჩნდა, რომ გასულ წელს სეტყვის გასაფანტი ჭურვების შეძენა ბულგარეთსა და მაკედონიაში ხდებოდა, 2016 წელს კი სსიპ "დელტამ" ჭურვების დამზადება თავად გადაწყვიტა, თუმცა თავდაცვის სამინისტროდან წარმოებისთვის საჭირო თანხის დაგვიანებით გამოყოფის გამო პროცესი შეფერხდა. ეს ინფორმაცია მოგვიანებით სამინისტროს წარმომადგენლებმაც დაადასტურეს,თუმცა პროცესის შეფერხების მიზეზი არ დაუსახელებიათ.

ჩვენ სსიპ "დელტას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, თამარ გვარიშვილს დავუკავშირდით. მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ არსებული პრობლემა აღმოიფხვრა, თავდაცვის სამინისტრომ სსიპ "დელტას" სეტყვის გასაფანტი ჭურვების დასამზადებლად საჭირო თანხა გადაურიცხა და ამჟამად ჭურვების დამზადება შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ჩვენი გამარჯვების შემდეგ ზუგდიდის ეკონომიკაში 100 მლნ-ზე მეტი ჩაიდება. ზუგდიდში კავკასიის რეგიონის მასშტაბის სამედიცინო ცენტრი და უნივერსიტეტი აშენდება. აქ მკურნალობა და სწავლა ზუგდიდელებისთვის უფასო იქნება.

ar shesr3ulda

2014 წელის 25 აგვისტოს შპს "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ", საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფელ რუხში 220 ადგილიანი მრავალპროფილური საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო.

კომპლექსი 7 ბლოკისა და სხვადასხვა ტიპის საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობებისგან შედგება. საერთო სამშენებლო ფართი 30 000 კვ.მ-ზე მეტს შეადგენს.

კლინიკის ტერიტორიაზე განთავსდება უნივერსიტეტის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, ასევე რეზიდენტებისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, ავტოსადგომები, შიდა სავალი გზები, აუზები და სკვერები. კლინიკაში სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისა და ახლობლებისათვის 92 ადგილიანი საერთო საცხოვრებელი იფუნქციონირებს.

პროექტი (შენობა და შიდა სამუშაოები) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 41 მილიონ 264 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოებზე 154 ადამიანი დასაქმდა, მათი დიდი ნაწილი ადგილობრივი მაცხოვრებელია.

საავადმყოფო რეგიონის მოსახლეობასა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს მოემსახურება.

ამ დროისთვის ყველა ბლოკის მშენებლობა თითქმის დასრულებულია, ფასადების შეღებვა დასრულების ფაზაშია. ასევე დასრულებულია შიდა ტერიტორიის შემოღობვა და მისი კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, მშენებლობა 2017 წლის თებერვალში უნდა დასრულდეს.

ბიძინა ივანიშვილი: ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კანონის ფარგლებში აღვადგენთ ერგნეთის ბაზრობას. მიგვაჩნია, რომ ამ ბაზრობის აღდგენით გამყოფი ხაზის სხვადასხვა მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის ნდობის აღდგენაც დაიწყება და ურთიერთობებიც დალაგდება

ar shesrulda

ე.წ. "ერგნეთის ბაზრობა", რომელიც ცხინვალის შესასვლელთან მდებარეობდა, 2004 წლის მაისში საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით დაიხურა. ბაზრობის დახურვის ძირითად მიზეზად ქვეყანაში ამ გზით კონტრაბანდის შემოდინება დასახელდა, რაც ქვეყნის ეკონომიკას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა.

იმ პერიოდში "ერგნეთის ბაზრობა" ერთის მხრივ ქართველი და ოსი მოსახლეობის დამაკავშირებელ "ხიდად" ითვლებოდა, სადაც სავაჭრო ურთიერთობები დაახლოების საფუძველი ხდებოდა, ხოლო მეორეს მხრივ, ცხინვალის რეგიონის გავლით, საქართველოს ტერიტორიაზე რუსული წარმოების კონტრაბანდული კვების პროდუქტები, ნავთობპროდუქტები, სიგარეტი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ხორბალი და ფქვილი შემოდიოდა.

მაშინდელი საბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციით,ცხინვალის რეგიონში არსებული კონტრაბანდული ტვირთბრუნვის გამო, საქართველოს ყოველწლიურად დაახლოებით 120 მლნ აშშ დოლარის ზარალი ადგებოდა. "ერგნეთის ბაზრობის" დახურვამ და კონტრაბანდული გზების გადაკეტვამ კი, უწყების განმარტებით, საბაჟო შემოსავლები მკვეთრად გაზარდა.

ივანიშვილის დაპირების მიხედვით, "ერგნეთის ბაზრობა" "კანონის ფარგლებში" გაიხსნებოდა. მაგრამ, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან 4 წლის თავზეც ბაზრობის აღდგენის არანაირი წინაპირობა არ შექმნილა.

კონფლიქტის ზონაში დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე, რაიმე ობიექტის გახსნამდე, რომლითაც ორივე მხარე ისარგებლებს, პირველ რიგში ე.წ.საზღვრის გახსნაა საჭირო. თუმცა, ამ საკითხზე შეთანხმების მიღწევა დღესდღეობით ნაკლებად რეალურად გამოიყურება. გადაადგილების ერთი დღით აღდგენაზეც კი, მიმდინარე წლის აპრილში ოსურმა მხარემ მკაცრი უარი განაცხადა, როდესაც ქართული მხარე აღდგომის დღესასწაულისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე წინაპართა საფლავების მოსანახულებლად მოსახლეობის მცირე ნაწილის რამდენიმე საათით შეშვებას ითხოვდა.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია