2012 წელს კოალიცია "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ მოსახლეობას უფასო ჯანდაცვას დაპირდა. მოსახლეობასთან შეხვედრისას, ასევე სარეკლამო ვიდეორგოლებში, არაერთხალ ითქვა, რომ სრულად დაფინანსდება სამედიცინო მომსახურების ხარჯები, მათ შორის ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების ღირებულება

gradacia 12.1

2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა და ყველა იმ მოქალაქეზე გავრცელდა, ვინც ჯანმრთელობის დაზღვევის სხვა პაკეტით არ სარგებლობდა. აღნიშნულმა პროგრამამ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა გარკვეულწილად გაზარდა. თუმცა, პროგრამა ხარჯებს სრულად მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევებისა და გეგმიური ამბულატორიული (ექიმის კონსულტაცია და ბაზისური ანალიზების) შემთხვევაში აფინანსებს. სხვა დანარჩენ შემთხვევებში კი, ის თანადაფინანსებას გულისხმობს.

იმ ფონზე, როცა ჯანდაცვის საერთო დანახარჯების ნახევარზე მეტი მედიკამენტებზე მოდის, საყოველთაო ჯანდაცვის საბაზისო პაკეტი ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების დაფინანსებას არ ითვალისწინებს. სამკურნალო საშუალებების ხარჯები 50%-იანი თანაგადახდით მინიმალური წლიური ლიმიტის (50, 100 და 200 ლარის) ფარგლებში მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებს უნაზღაურდებათ. აღნიშნული ჯგუფებს მედიკამენტები წინა ხელისუფლების პირობებშიც ანალოგიურად უნაზღაურდებოდათ (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია).

აღსანიშნავია, რომ 2014-2015 წლებში მედიკამენტებზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. შესაბამისად, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა უფრო მეტად აქტუალურია მოსახლეობისთვის, ვიდრე მანამდე იყო.

"ბიძინა ივანიშვილი -ქართული ოცნება" პირველ ეტაპზე ვალდებულებას იღებს,რომ ყველა კატეგორიის პენსიონერი მიიღებს პენსიას არანაკლებ საარსებო მინიმუმისა, რაც შესაბამისი კანონით იქნება გარანტირებული (საარჩევნო პროგრამა, გვ. 34)

gradacia 12.1

დაახლოებით მსგავსი შინაარსის დაპირება ჰქონდა კოალიცია "ქართული ოცნების" პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრ დავით ონოფრიშვილს, რომელიც აცხადებდა:"საქართველოში საარსებო მინიმუმი, ხელისუფლების გათვლით, 160 ლარს შეადგენს. ჩვენ ვთვლით, რომ ეს პარამეტრი შემცირებულია. რეალურად, "ქართული ოცნება" ამბობს, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, პენსია საარსებო მინიმუმის ტოლი იქნება. ექსპერტების გათვლებით, რეალური საარსებო მინიმუმი 30%-ით მეტია. სხვადასხვა გათვლებიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ეს ციფრი 200-220 ლარის ფარგლებშია".

2012 წელს ასაკობრივი პენსია 110-125 ლარი იყო. 2013 წლის აპრილიდან პენსიის ოდენობა ყველა ტიპის პენსიონერისათვის 125 ლარი გახდა, 2013 წლის სექტემბრიდან კი, 150 ლარამდე გაიზარდა. 2014 წელს პენსია არ გაზრდილა, ხოლო 2015 წლის სექტემბრიდან ასაკობრივი პენსიის ოდენობა 10 ლარით გაიზარდა და 160 ლარი გახდა. თუ 2013-2015 წლებში დაფიქსირებულ ინფლაციას (9%) გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ 2015 წელს რეალური პენსია არ გაზრდილა, რადგან 2013 წელს პენსიონერს 150 ლარით მეტი პროდუქციის შეძენა შეეძლო, ვიდრე 2015 წელს 160 ლარით. 2016 წლის 1 ივლისიდან ასაკობრივი პენსია 20 ლარით გაიზარდა და 180 ლარი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 2016 წლის ივლისის თვის მონაცემებით 156.6 ლარია. შესაბამისად, დღევანდელი მდგომარეობოთ, ასაკობრივი პენსია საარსებო მინიმუმს 23 ლარით აღემატება. თუმცა, საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგია არ შეცვლილა და არც კოალიციის წარმომადგენელთა მიერ დასახელებული საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი - 200-220 ლარი დასაბუთებულა.

დავძლევთ უმუშევრობას და სიღარიბეს, შევუქმნით უნარიან და მშრომელ მოქალაქეებს სიმდიდრისა და კეთილდღეობის პირობებს (საარჩევნო პროგრამა,გვ. 2)

ar shesrulda

4 წლის შემდეგ, უმუშევრობა და სიღარიბე ყველაზე აქტუალური პრობლემებია, რომელიც მოსახლეობას აწუხებს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის (2016 წლის ივნისის გამოკითხვა) მიხედვით, მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხების ჩამონათვალში პირველ და მეორე ადგილზე სამუშაო ადგილები და სიღარიბეა. გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ სიღარიბის კუთხით მდგომარეობა გაუარესდა. ამასთან, მოსახლეობის 63% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 2013-2015 წლებში 57 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა. საქართველოში უმუშევარი ოფიციალურად 260 ათასი ადამიანია. ამასთან, დასაქმებულთა 57% (1 მილიონ 18 ათასი ადამიანი) თვითდასაქმებულია (სოფლის მეურნეობაში, საცალო ვაჭრობაში და ასე შემდეგ). სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, თვითდასაქმებულთა უმრავლესობა თავს უმუშევრად და სამუშაოს მაძიებლად მიიჩნევს.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2011-2014 წლებში უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდებოდა და ეს ტენდენცია შემდეგ წლებშიც გაგრძელდება. მიუხედავად დადებითი ტენდენციისა, უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი, შეიძლება ითქვას, კვლავ კატასტროფულად მაღალია - მოსახლეობის 32.3% (2014 წლის მდგომარეობით) დღიურად 2.5 დოლარზე ნაკლებს მოიხმარდა.

საქსტატის მონაცემებით, 2012 წელს მოსახლეობის 22.4% საშუალო მოხმარების 60%-ზე ნაკლებს თუ მოიხმარდა, 2015 წელს ეს მაჩვენებელი 20.1%-მდე შემცირდა. რაც შეეხება რეგისტრირებული სიღარიბის მაჩვენებელს, 2012 წელს 501 445 ადამიანი იმყოფებოდა სიღარიბის ზღვარს მიღმა, მიმდინარე წლის ბოლო მონაცემებით კი, მათი რაოდენობა 477 840-ს შეადგენს.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში სიღარიბის შემცირების ტენდენციაა. თუმცა, სიღარიბის არსებული მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია. ანალოგიური ვითარებაა დასაქმების მხრივაც. მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის სიღარიბე და უმუშევრობა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

ბიძინა ივანიშვილი: "სიტყვას ვაძლევ ჩვენს დევნილებს, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ყველას დაუკანონდება ის ფართობები, რომლებშიც ახლა ცხოვრობენ, რათა მათ საშუალება ჰქონდეთ, დაგეგმონ საკუთარი ცხოვრება და მომავალი, ვიდრე დროებით დაკარგულ სახლ-კარს დაუბრუნდებიან"

shesrulda

იძულებით გადაადგილებულ პირთა ბაზაში დღეისთვის 264 630 დევნილია რეგისტრირებული, რაც 87 023 ოჯახს შეადგენს.მიმდინარე წლის მარტის მონაცემების მიხედვით, საცხოვრებელი ფართით 34 323 დევნილი ოჯახია დაკმაყოფილებული, ხოლო 52 647 კვლავ მოლოდინის რეჟიმშია.

2007 წლის 2 თებერვალს საქართველოს მთავრობის #47 განკარგულებით "იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია" დამტკიცდა. იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობებით დაკმაყოფილების პროცესი 2008 წლიდან დაიწყო. 2009 წლიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე საცხოვრებელი ფართი 26 359 დევნილი ოჯახმა, ხოლო 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ კი - 7 964 ოჯახმა მიიღო.

რაც შეეხება საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემას, ისინი 2012 წლამდე 15 379 დევნილ ოჯახს, ხოლო 2012 წლიდან დღემდე 17 642 ოჯახს დაუკანონდა. გარდა ამისა, უკვე გამოსულია მთავრობის განკარგულებები, რომელთა მიხედვითაც, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 2 613 ოჯახს გადაეცემა. ამჟამად დაკანონების პროცესი მიმდინარეობს.

თითქმის ყველა ოჯახს, რომლებიც 2012 წელს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულნი იყვნენ, ფართი დაუკანონდა. თუმცა, 87 023 დევნილი ოჯახიდან, 2012 წლის მონაცემებით, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი მხოლოდ 34 ათასამდე ოჯახი იყო. დევნილი ოჯახების დანრჩენილი ნაწილი კვლავ მოლოდინის რეჟიმშია.

გაიზრდება სახელმწიფო ხარჯები განათლებაზე მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით (საარჩევნო პროგრამა,გვ. 65)

shesrulda

2012 წელს "ქართულმა ოცნებამ" მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით განათლების ხარჯების ზრდის დაპირება გასცა.

იმის გასარკვევად, შესრულდა თუ არა "ქართული ოცნების" ეს დაპირება, ჩვენ, სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, 2013-2016 წლებში განათლებაზე დახარჯული თანხების მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ცვლილება დავითვალეთ. 2013-2016 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან განათლების სფეროსთვის გამოყოფილი თანხების ოდენობა შემდეგნაირად გამოიყურება:

ცხრილი 1:განათლების ბიუჯეტი (2013-2016 წლები)

წელი 2013 2014 2015 2016
ბიუჯეტი 679 860 700 741 111 700 840 800 000 975 190 000
ზრდა წინა წელთან შედარებით (%) 52 557 300 (8.3%) 61 251 000 (9%) 96 688 300 (13.4%) 134 390 000 (16%)

წყარო: სახელმწიფო ბიუჯეტი

როგორც ცხრილიდან ჩანს, განათლების ხარჯები ყოველწლიური ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი, მიმდინარე წელს დაფიქსირდა (16%). რაც შეეხება მთლიან შიდა პროდუქტს და მასთან სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაღებული თანხების შეფარდებას, ის შემდეგნაირად გამოიყურება.

ცხრილი 2:მშპ და განათლების ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან მშპ-თან მიმართებით (მლნ ლარებში)

წელი 2013 2014 2015 2016 (I-II კვ)
მშპ 26 847.4 29 150.5 31 691.6 223.1
  1. 2
განათლების ხარჯები მშპ-თან მიმართებით 2.53% 2.54% 2.65% 3.0% 3.2%

წყარო: საქსტატი; სახელმწიფო ბიუჯეტი

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2013-2016 წლებში მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან განათლების მიმართულებით გახარჯული თანხები ყოველწლიური ზრდის ტენდენციით ხასიათდება.

განათლების საერთო ხარჯების ზრდასთან ერთად, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მნიშვნელოვნად მოიმატებს დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება (საარჩევნო პროგრამა, გვ. 65)

მეტრილად შესრულდა

2012 წელს "ქართულმა ოცნებამ" პედაგოგების ხელფასების ზრდის დაპირება გასცა. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მასწავლებლების ხელფასების მატება პირველად 2013 წლის დასაწყისში მოხდა. 2013 წლის ბიუჯეტის ფარგლებში, მასწავლებელთა შრომის ანაზღაურება 26%-59%-ით გაიზარდა. სრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგის საბაზო ხელფასი 245 ლარიდან 305 ლარამდე გაიზარდა. ზრდა შეეხო სტაჟის ნაწილს და სხავადასხვა კატეგორიების პედაგოგების შრომის ანაზღაურებასაც. 2014 წელს პედაგოგების შრომის ანაზღაურების კუთხით რაიმე ცვლილება არ ყოფილა. 2014 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ 2015 წლის დასაწყისში პედაგოგები გაზრდილ ხელფასს მიიღებდნენ. 2015 წლის დასაწყისში პედაგოგების საბაზო ხელფასი 17%-ით (51.85 ლარით) გაიზარდა და 356.85 ლარი გახდა. პედაგოგების ხელფასის მატების კიდევ ერთი ეტაპი 2016 წლის აპრილში განხორციელდა და მასწავლებლების საბაზო ხელფასი 405 ლარამდე გაიზარდა. საჯარო სკოლების პედაგოგების ხელფასის მატება განათლებისა და მეცნიერების ახალმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ კიდევ ერთხელ მიმდინარე წლის სექტემბერში დააანონსა. მისი თქმით, მომავალი წლიდან მასწავლებლის საშუალო ხელფასი 800 ლარს გაუტოლდება.

გაიზრდება სკოლამდელი აღზრდა-განათლებისათვის, პროფესიული განათლებისა და უმაღლესი განათლებისათვის გამოყოფილი ხარჯები (საარჩევნო პროგრამა,გვ. 66)

მეტრილად შესრულდა

2012 წელს "ქართულმა ოცნებამ" სკოლამდელი აღზრდის, პროფესიული და უმაღლესი განათლებისათვის გამოყოფილი ხარჯების ზრდის დაპირება გასცა.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში შედის. საქართველოს მასშტაბით, 60 მუნიციპალიტეტია. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხარჯების ზრდა ჩვენ თბილისის მაგალითზე გავაანალიზეთ.

თბილისის ბიუჯეტის მიხედვით, 2012 წლისათვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის გამოყოფილი თანხის მოცულობა 27 987 000 ლარს შეადგენდა. 2013 წელს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ბიუჯეტი თითქმის გაორმაგდა და 55 760 000 ლარი გახდა. 2014 წელს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ბიუჯეტი 74 მილიონ ლარამდე, 2015 წელს კი 82 მილიონ ლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ბიუჯეტი 84 მილიონ ლარს შეადგენს.

2013-2016 წლებში მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა პროფესიული განათლების ბიუჯეტიც. თუკი, სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, 2013 წელს პროფესიულის მიმართულებით 14 301 600 ლარი იყო გათვალისწინებული, მიმდინარე წლის მდგომარეობით, აღნიშნული პუნქტისთვის ბიუჯეტით 35 838 000 ლარია გამოყოფილი. ანუ, სახეზეა ბიუჯეტის 150%-ით ზრდა.

რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, 2013 წლის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის უმაღლეს განათლებასა და სამეცნიერო კვლევების პროგრამებს ერთ ჯგუფში აერთიანებდა და აღნიშნული მიმართულებით გამოყოფილი თანხის მოცულობა 129 მილიონ 286 ათას ლარს შეადგენდა. 2014 წლისათვის, ბიუჯეტში უმაღლესი განათლების პუნქტს სამეცნიერო კვლევების პროგრამა ცალკე გამოეყო და უმაღლესი განათლება ცალკე კომპონენტად იქცა. 2014 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, უმაღლესი განათლების კომპონენტისთვის 102 მილიონ 415 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, 2016 წლის ბიუჯეტით კი უმაღლესი განათლება 106 ათას 617 ლარით ფინანსდება. ბოლო სამი წლის განმავლობაში უმაღლესი განათლების ბიუჯეტი მხოლოდ 4%-ით გაიზარდა.

ბიძინა ივანიშვილი:"2008 წლიდან მოყოლებული პროექტს ვამუშავებ ტექნიკურ უნივერსიტეტზე და არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი ქუთაისში განხორციელდეს და მაღალი ტექნოლოგიების საწარმოებიც იქ დაფუძნდეს"

verdiqtis_gareshe

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქუთაისის მოსახლეობას ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსებას დაპირდა. ბიძინა ივანიშვილმა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსების შესახებ დაპირება ჯერ კიდევ 2011 წელს გასცა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილმაგანაცხადა: "ქუთაისში დავაფუძნებთ საუნივერსიტეტო ქალაქს, აღჭურვილს ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით, რომელსაც ისეთი მნიშვნელობა ექნება საქართველოსთვის, როგორც გელათის აკადემიას ჰქონდა დავით აღმაშენებლის დროს".

თუმცა, დაპირება დაპირებად დარჩა. "ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისს" – მსგავსი მოთხოვნით 2015 წელს საინიციატივო ჯგუფმა ქუთაისში ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო და ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირების შესრულება მოსთხოვა. "გთხოვთ, და მოვითხოვთ, 2012 წელს გაცემული დაპირების შესრულებას და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ქუთაისში დაფუძნებას. ის ქალაქს ძალიან სჭირდება" – ნათქვამი იყო საინიციატივო ჯგუფის მიერ ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების მისამართით გავრცელებულგანცხადებაში. ტექნოლოგიური ინსტიტუტის პრეზენტაცია დაპირებიდან მხოლოდ ოთხი წლის თავზე, მიმდინარე წლის მაისშიგაიმართა. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ფარგლებში ჯამში 250 მილიონი ევრო უნდა დაიხარჯოს და მისი მშენებლობა 7 წლის შემდეგ დასრულდება. ხარჯებს სრულად "ფონდი ქართუ" დაფარავს. ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაციაზე ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პროექტის ფარგლებში ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობაც არის დაგეგმილი. 14 ივნისს ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ბიძინა ივანიშვილმადააზუსტა, რომ საუნივერსიტეტო ქალაქი ქუთაისთან ახლოს აშენდებოდა. ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას საფუძველი მიმდინარე წლის 12 სექტემბერს ჩაეყარა. უნივერსიტეტის შენობა 140 ჰექტარზე განლაგდება და ის 60 ათასი სტუდენტისთვის იქნება გათვლილი.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5346 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი