["ქართული ოცნების" ხელისუფლება] ხელს შეუწყობს ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის გაზრდას და უზრუნველყოფს დოლარიზაციის მასშტაბების შემცირებას(საარჩევნო პროგრამა,გვ. 48)

ar shesrulda

2012წლის ოქტომბერში ლარის კურსი დოლარის მიმართ 1.66 იყო, 2016 წლის დასაწყისში 2.50-ს მიაღწია, დღეს კი, კურსი 2.33-ია. ლარის გაუფასურებამ, ბუნებრივია, ლარის მიმართ ნდობა შეამცირა.

ლარისადმი ნდობას ყველაზე კარგად დოლარიზაციის მაჩვენებელი გამოხატავს. დოლარიზაციის მაჩვენებელი გულისხმობს, თუ რა წილი უჭირავს უცხოურ ვალუტაში განხორციელებულ დეპოზიტებს ქვეყანაში არსებულ დეპოზიტებში. მოსახლეობა რაც უფრო მეტად ენდობა ლარს, მით უფრო დაბალია დოლარიზაციის დონე. ამასთან, თუ მოსახლეობას სესხი და დანაზოგი ლარში აქვს, ლარის კურსის მერყეობა მის მდგომარეობას არ დააზარალებს და სავალუტო რისკებიც მინიმიზირებულია.

2012სექტემბრის ბოლოს საბანკო დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი 60.7%, ხოლო მთლიანი არასაბანკო დეპოზიტების 63.8% იყო. იმავე წლის ოქტომბრის ბოლოს საბანკო დეპოზიტების დოლარიზაცია 61.8%, ხოლო არასაბანკო დეპოზიტების 65% იყო. 2016 წლის ივლისის ბოლოს კი, საბანკო დოლარიზაციის კოეფიციენტმა 66.3%, ხოლო არასაბანკომ 68.9% შეადგინა. "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში დოლარიზაციის მასშტაბები კი არ შემცირდა, პირიქით, გაიზარდა.

სწორი პოლიტიკის განხორციელებით უზრუნველყოფილი იქნება [სახელმწიფოს] ვალების ოპტიმალურ დონეზე შენარჩუნება და მართვა, რაც ამავე დროს ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას (საარჩევნო პროგრამა, გვ. 52)

metwilad ar shesrulda

2012წლის ბოლოს, საქართველოს საშინაო ვალი 1.89 მილიარდი ლარი (მშპ-ის 7.2%), 2016 წლის ივნისის ბოლოს კი, 2.87 მილიარდი ლარი (მშპ-ის 8.9%) იყო. სახელმწიფო საშინაო ვალი დაახლოებით ერთი მილიარდით გაიზარდა. გრაფიკ 1-ზე ჩანს, თუ როგორ იცვლებოდა სახელმწიფო საშინაო ვალი ბოლო წლებში ("სხვა კრედიტორული დავალიანების" ჩათვლით).

გრაფიკი 1:საქართველოს საშინაო ვალი

image001 წყარო:საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

2012წელს საგარეო სახელმწიფო ვალი 4.35 მილიარდ დოლარს შეადგენდა, 2016 წლის ივნისში კი, 4.40 მილიარდი დოლარი იყო. შესაბამისად, ზრდა დაახლოებით 50 მილიონი დოლარია. ცალკე აღებული მთავრობის საგარეო ვალი 2012 წლის ბოლოს 4 მილიარდი დოლარი, 2016 წლის ივნისის ბოლოს კი, 4.4 მილიარდი დოლარი იყო. ზრდა დაახლოებით 400 მილიონი დოლარია. მთავრობის და სახელმწიფო ვალების შემცირებას შორის არსებული მნიშვნელოვანი სხვაობა ეროვნული ბანკის მიერ საკუთარი ვალდებულებების დაფარვამ განაპირობა. 2012 წლის ბოლოს ეროვნულ ბანკს 360 მლნ დოლარის საგარეო ვალი ჰქონდა, 2016 წლის ივნისის მონაცემებით ვალი მხოლოდ 12 მლნ-ს შეადგენს.

გრაფიკი 2:სახელმწიფო ვალის მიმართება მშპ-თან

image003

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ნომინალში გაზომილი ვალით ვერ მივხვდებით, თუ რა ზომის ტვირთია ის სახელმწიფოსთვის. ქვეყნის ვალი შეიძლება ნომინალში ძალიან დიდი ჩანდეს, მაგრამ თუ ეკონომიკაც დიდია (ქვეყანა მდიდარია), მაშინ ნომინალში მაღალი ვალი დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. 2012 წელს სახელმწიფო ვალი მშპ-ის 34%-ს შეადგენდა. როგორც გრაფიკი 2-დან ჩანს, ვალის მოცულობამ მშპ-ის მიმართ მაქსიმუმს 2015 წელს მიაღწია, როდესაც 41.5%-მდე გაიზარდა, 2016 წელს კი, ის 0.5% პუნქტით შემცირდა და 41% შეადგინა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2012 წლიდან 2016 წლის ივნისამდე სახელმწიფო საგარეო ვალი 3 მილიარდი ლარით გაიზარდა, რაც მნიშვნელოვანწილად ლარის გაუფასურების შედეგია. საგარეო ვალს ქვეყანა უცხოურ ვალუტაში იღებს, გასტუმრების დროს კი, მას უწევს ლარით შეიძინოს დოლარი და ისე გადაიხადოს. შესაბამისად, ვალის მომსახურება ქვეყნის ბიუჯეტში ლარშია დაანგარიშებული. აქედან გამომდინარე, საგარეო ვალის მომსახურების ტვირთზე ლარის გაუფასურება პირდაპირ აისახება. ხელისუფლებას დამატებითი საგარეო ვალი რომც არ აეღო, ლარის გაუფასურების გამო ლარში გამოსახული ვალი მაინც გაიზრდებოდა, როგორც ნომინალში, ასევე მშპ-ის მიმართ.

2012წლიდან 2016 წლამდე როგორც საგარეო, ასევე საშინაო სახელმწიფო ვალი გაიზარდა. საშინაო ვალის ზრდის და ლარის გაუფასურების გამო, ლარში გამოხატული სახელმწიფო ვალი 4 მილიარდი ლარით გაიზარდა. შედეგად, სახელმწიფო ვალმა მშპ-თან მიმართებით 34%-დან 41%-მდე მოიმატა. ვალის ტვირთის მაჩვენებელს ყველაზე კარგად სწორედ მისი მშპ-თან ფარდობის მაჩვენებელი გამოხატავს.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ვალი გაიზარდა, მას იმ ნიშნულამდე არ მიუღწევია, რომ მისი მომსახურების პრობლემა შექმნილიყო და ქვეყნა სავალო კრიზისის წინაშე აღმოჩენილიყო.

სანქციების დაწესების შემთხვევაში, არ განხორციელდება კომპანიის მარაგების დალუქვა და არ შეიზღუდება მისი ბიზნეს აქტივობა (საარჩევნო პროგრამა,გვ. 45)

ar shesrulda

საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფას საქართველოს საგადასახაო კოდექსის მე-11 კარი, საგადასახადო დავის პერიოდში საგადასახადო ვალდებულების უზრუნველყოფას და მოცემულ პროცესში საგადასახადო ორგანოს უფლებებს კი, საგადასახადო კოდექსის 254-ე მუხლი არეგულირებს.

"მარაგების დალუქვაში" სავარაუდოდ ვალდებული პირის ქონებაზე ყადაღის დადებაა ნაგულისხმევი. უზრუნველყოფის ღონისძიების ერთ-ერთ სახეს ყადაღის დადებას საგადასახადო კოდექსის 241-ე და 242-ე მუხლი განსაზღვრავს. აღნიშნული მუხლების დღეს მოქმედი რედაქციით, "საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში". დამატებითი მითითება, გამონაკლისის სახით, ქონების ცალკეული კატეგორიაზე (მარაგებზე) აღნიშნული ქმედების გაუვრცელებლობის შესახებ არ გვხვდება.

აღნიშნული დაპირება არ შესრულდა, თუმცა, ზოგადად, გადახდევინების უზრუნველყოფის პროცედურების თვალსაზრისით გარკვეული დადებით ცვლილებები განხორციელდა (იხ. ფაქტ-მეტრის კვლევა).

შეიქმნება"სოფლის მეურნეობის განვითარების"1 მილიარდიანი ფონდი. ფონდი სოფლის მეურნეობის პროგრამებს დააფინანსებს, თავისი ფულადი სახსრებით თანამონაწილეობას მოახდენს გლეხებისთვის (ფერმერებისთვის) შეღავათიანი კრედიტების გაცემის უზრუნველყოფაში, ასევე აგრარულ დაზღვევაში (საარჩევნო პროგრამა,გვ. 37)

shesrulda

სოფლის დახმარების პროგრამის განსახორციელებლად 2013 წლის 22 იანვარს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი "სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი" დაფუძნდა. ფონდის შემომწირველები კერძო სამართლის ორი იურიდიული პირი - "სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი" და საერთაშორისო საქველმოქმედო "ფონდი ქართუ" არიან.

"სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი" ორ პროექტს ახორციელებს, ესენია: "მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი" და "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი".

"მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი" 2013 წლიდან ხორციელდება. პროექტის ფარგლებში ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ბარათები გადაეცემათ, რომლის საშუალებითაც მიწის უფასო დამუშავება, სათესლე მასალის და სასუქის მიღებაა შესაძლებელი.

2013 წელს "მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში" (იხ. ფაქტ-მეტრისსტატია 1,სტატია 2) 701 220ბენეფიციარი იყო ჩართული და მოხნული მიწის ფართობმა 208 375 ჰექტარი შეადგინა. 2016 წლის აპრილის მონაცემით, პროექტში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა 428 116-მდე შემცირდა და ამ დროისთვის 173 291 ჰექტარი მიწა მოიხნა.

რაც შეეხება "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს" (იხ. ფაქტ-მეტრისსტატია 1,სტატია 2,სტატია 3), 2016წლის აპრილისთვის, ამ პროექტის ფარგლებში 111 ახალი საწარმო იყო გახსნილი და 26 000 სასესხო ხელშეკრულება იყო გაფორმებული. 2014 წლის პირველი სექტემბრიდან აგროდაზღვევის პროფგრამა ამოქმედდა (იხ. ფაქტ-მეტრისსტატია).

პროგრამის პირობები შემდეგნაირია: სადაზღვევო პაკეტის ღირებულების 70%-დან 90%-მდე სახელმწიფო ფარავს. 2016 წლის აპრილისთვის 28 690 სადაზღვევო პოლისი იყო გაცემული და 23 667 ჰექტარი მიწაა დაზღვეული.

ბიძინა ივანიშვილი: "ყურძენი ერთ ლარზე ნაკლები არ უნდა ღირდეს"

gradacia 12.1

წლების განმავლობაში მთავრობას გარკვეული წვლილი შეაქვს ყურძნის ფასის განსაზღვრაში, რაც ყურძნის სუბსიდირების ფორმით ვლინდება. სახელმწიფო ყურძნის სუბსიდირებას 2008 წლიდან ახდენს. სუბსიდირების გადაწყვეტილება მთავრობამ რუსეთის ემბარგოს ნეგატიური შედეგების გასანეიტრალებლად და მევენახეობა-მეღვინეობის დარგის წახალისების მიზნით მიიღო.

ყურძნის ჩაბარების ფასი, სუბსიდიის ჩათვლით, წლების განმავლობაში შემდეგნაირი იყო:

image005

ყურძენზე გასაცემი სუბსიდია კი, წლების მიხედვით შემდეგი ოდენობით დადგინდა:

ცხრილი 2: 2008-2014 წლებში ყურძნის სუბსიდირებისთვის გამოყოფილი თანხა ლარებში

image007

როგორც ცხრილიდან ჩანს, ყურძნის ფასი ბოლო წლებში (2013-2014 წლები) ლარზე ნაკლები არ ყოფილა. გამონაკლისი იყო გასული წელი, როდესაც ყურძენზე შედარებით დაბალი ფასი დაფიქსირდა, რამაც მევენახეების უკმაყოფილება გამოიწვია.

როგორც აღვნიშნეთ, ყურძნის სუბსიდირება 2008 წლიდან ხორციელდება. ამ წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირების მიზნით 133.8 მილიონი ლარი გამოიყო. სახელმწიფო დახმარების მიუხედავად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში კვლავაც პრობლემები რჩება. 2015 წელს მეზობელ ქვეყნებში განვითარებულმა მოვლენებმა მსხვილ საექსპორტო ბაზრებზე (რუსეთი, უკრაინა) ღვინის ექსპორტის შემცირება გამოიწვია, რასაც, თავის მხრივ, ყურძენზე მოთხოვნის შემცირება მოჰყვა. საბაზრო ეკონომიკის პირობებში პროდუქტის ფასს მოთხოვნასა და მიწოდებას შორის თანაფარდობა განსაზღვრავს. 2015 წელს ყურძნის მიწოდება (მოსავალი) წინა წელთან შედარებით გაზრდილი, მოთხოვნა კი (ღვინის ექსპორტის შემცირების გამო) შემცირებული იყო. ამ რეალობიდან გამომდინარე ყურძენზე ფასიც უნდა შემცირებულიყო. თუმცა, პოლიტიკოსების მიერ გაცემულმა დაპირებებმა (კერძოდ, ზემოაღნიშნულმა დაპირებამ) და წლების განმავლობაში (როგორც წინა, ასევე დღევანდელი მთავრობის დროს) მიმდინარე სუბსიდირების პოლიტიკამ მევენახეებში გადაჭარბებული მოლოდინი შექმნა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს ყურძნის სუბსისდირების მიზნით ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარი გამოიყო, მევენახეები ყურძნის ფასმა მაინც იმედგაცრუებული დატოვა.

ის, რომ დარგის მუდმივი სუბსიდირება გამოსავალი არ არის, მთავრობისთვისაც ცხადია. სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა ოთარ დანელიამ მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე განაცხადა, რომ "სუბსიდირება არ არის სწორი ზოგადად და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დარგს სუბსიდირება არ დასჭირდეს".

თუმცა, 2016 წლის ივლისში ოთარ დანელიამ მიმდინარე წელს ყურძნის სუბსიდირება კვლავ დააანონსა: 1 კილოგრამ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე სუბსიდირება 45 თეთრი იქნება, 1 კილოგრამ საფერავზე - 20 თეთრი, 1 კილოგრამ მუჯურეთულსა და ალექსანდროულზე - 2 ლარი.

ბიუჯეტი გამარტივებული ფორმატით გამოქვეყნდება და მისი საჯარო განხილვა მოხდება; გაუშიფრავი ე.. "სხვა ხარჯების"წილი ბიუჯეტში შემცირდება (საარჩევნო პროგრამა, გვ. 51)

gradacia 12.1

2012წელთან შედარებით, 2016 წელს სახელმწიფო ბიუჯეტზე ინფორმაცია გაცილებით მეტად ჩაშლილად და სრულყოფილად გამოქვეყნდა. ეს საქართველოს საბიუჯეტო სისტემის პროგრამულ ბიუჯეტირებაზე გადასვლის შედეგია. 2016 წელი არის პირველი წელი, როდესაც ფინანსთა სამინისტრომ პროგრამული ბიუჯეტის თანმხლები ყველა დოკუმენტი გამოაქვეყნა. ფორმატი საერთაშორისო სტანდარტებს და მოთხოვნებს შეესაბამება. სხვა საკითხია, რომ ჯერჯერობით პროგრამულ ბიუჯეტირებას საქართველოში პირობითი ხასიათი აქვს და თავად პროგრამების შემუშავების ხარისხი ხშირ შემთხვევაში დაბალია. მაგალითად, კარგად არ არის ჩამოყალიბებული საბოლოო და შუალედური მიზნები და შეფასების ინდიკატორები. პროგრამების შესრულების ეფექტური მონიტორინგი არ ხორციელდება და მხარჯავი დაწესებულების კარგ მუშაობად ისევ გამოყოფილი დაფინანსების სრულად ათვისება ითვლება და არა ის, თუ გამოყოფილი დაფინანსებით რა ხარისხის შედეგი აჩვენა.

მოსახლეობისთვის ბიუჯეტის მიწოდების ყველაზე მარტივი ფორმატი ე.წ. "მოქალაქის გზამკვლევია". აღნიშნული გზამკვლევი 2012 წლის ბიუჯეტსაც ახლდა, მაგრამ 2016 წლის "მოქალაქის გზამკვლევი" უფრო ყოვლისმომცველად არის შედგენილი, ვიდრე ეს 4 წლის წინ იყო.

რაც შეეხება საჯარო განხილვებს, ასეთ განხილვებს ფაქტობრივად ადგილი არ აქვს. საზოგადოების ფართო წრეებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტი ხელმისაწვდომი ნოემბერში ხდება, როდესაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი განხილვა იწყება. შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოების ფართო ნაწილი ბიუჯეტის შედგენაში ჩართული არ არის და მას მხოლოდ ფინანსთა სამინისტრო და მხარჯავი დაწესებულებები ადგენენ.

2013წლამდე ბიუჯეტის "სხვა ხარჯების" მუხლი ჩაშლილად არ ქვეყნდებოდა. 2013 წლიდან, ყოველწლიურად, "სხვა ხარჯების" მუხლი დეტალურად ჩაშლილი ქვეყნდება და სამინისტროს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. "სხვა ხარჯების" წილს რაც შეეხება, 2012 წელს ის 1 147 მლნ ლარი იყო, რაც მთლიანი ხარჯების 17% იყო. 2016 წელს "სხვა ხარჯები" 1 307 მლნ ლარია, რაც მთლიანი ხარჯების 15.3%-ია. "სხვა ხარჯების" წილი უმნიშვნლოდ შემცირდა. ამასთან, წილის შემცირება მთლიანი ხარჯების ზრდამ განაპირობა და არა თავად "სხვა ხარჯების" შემცირებამ.

აუცილებლად მიგვაჩნია, კონსტიტუციით განისაზღვროს, რომ სტატისტიკის სახელმწიფო სამსახური არის დამოუკიდებელი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული დაწესებულება, რომლის დირექტორსაც 5 წლის ვადით, პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიციის უმრავლესობის თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი(საარჩევნო პროგრამა, გვ. 13)

ar shesrulda

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი დაპირება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურს (საქსტატს) ეხებოდა, რომელიც, პროგრამის ავტორთა აზრით, წინა ხელისუფლების პერიოდში მთავრობისგან დამოუკიდებელი არ ყოფილა.

"ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში საქსტატის საქმიანობა კონსტიტუციით არ განსაზღვრულა. საქსტატი "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ კანონით" ხელმძღვანელობს, რომელიც 2009 წლის 11 დეკემბერსაა მიღებული. კანონის მერვე მუხლის თანახმად, აღმასრულებელ დირექტორს ოთხი წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ამ კანონში ცვლილება ორჯერ განხორციელდა, 2013 და 2015 წლებში, თუმცა არცერთი შესწორება "ქართული ოცნების" დაპირებასთან კავშირში არ ყოფილა.

უმოკლეს ვადებში განვახორციელებთ ტარიფების ხელახალ და სამართლიან გადაანგარიშებას,ტარიფების მნიშვნელოვანი შემცირების მიმართულებით (საარჩევნო პროგრამა,გვ. 31)

ბიძინა ივანიშვილი:"ასეთი დონის გადასახადები, რაც დღეს საქართველოში არსებობს, ხვალიდანვე შეძლება ამის განახევრება... ელექტროენერგია საქართველოს აქვს ძალაინ იაფი, ბევრი ჰიდროელექტროსადგური გვაქვს და იქედან იაფი დენი იწარმოება, ძალიან დიდი რაოდენობის გაზი გვეკუთვნის უფასოდ, რამდენადაც ეს ტრუბა გადის ჩვენს ტერიტორიაზე, აზერბაიჯანიდან მიღებული კომერციული ფასიც ძალიან დაბალია... ეს რომ ერთად დავაჯგუფოთ, უკეთეს შემთხვევაში გაზის გადასახადი დღევანდელის მესამედი გამოვა".

ar shesrulda

"ქართული ოცნების"დაპირების თანახმად, უმოკლეს ვადებში ტარიფების ხელახალი და სამართლიანი გადაანგარიშება და მათი მნიშვნელოვანი შემცირება უნდა განხორციელებულიყო.

2013 წლის იანვრიდან, 300 კვტსთ-მდე მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფი 3.54 თეთრით, ხოლო 300 კვტსთ-ს ზემოთ დაახლოებით 2.7 თეთრით შემცირდა. ლარის გაუფასურების გამო, ენერგოკომპანიებს იმპორტირებული და თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ღირებულება გაუძვირდათ. 2015 წლის აგვისტოსა და სექტემბრში ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა და შემცირებამდე არსებულ ნიშნულს ყველა კატეგორიაში გადააჭარბა (101 კვტსთ-ის ქვემოთ მოხმარებული ენერგის გარდა). ფაქტ-მეტრი ამ თემაზე ადრეცწერდა. ბიძინა ივანიშვილის დაპირებისმიხედვით, 3-ჯერ უნდა შემცირებულიყო გაზის ტარიფი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებული ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2012 წლის შემდეგ გაზის ტარიფები გადაიხედა. 2013 წლის 1 მარტიდან ბუნებრივი აირის ღირებულება საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის 5 თეთრით (10%-ით შემცირდა).

მოხდება საწვავის, ფარმაცევტული პროდუქციისა და სხვა საქონლის ფასების კლება,რაც ჯანსაღი კონკურენციის შედეგად მიიღწევა და რასაც მოსახლეობა პრაქტიკულად დაუყოვნებლივ იგრძნობს (საარჩევნო პროგრამა, გვ. 44)

ar shesrulda

საქსტატის მონაცემებით, 2011-2012 წლებში მედიკამენეტებზე ფასები შემცირდა. ეს ტენდენცია 2013 წელსაც გაგრძელდა, მართალია მცირედით, მაგრამ ფასების შემცირება ნამდვილად დაფიქსირდა. 2014-2015 წლებში კი, ძირითადი მოხმარების მედიკამენტებზე ფასები 32.5%-ით გაიზარდა. რაც შეეხება 2016 წლის მონაცემებით, მედიკამენტებზე ფასები გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით კვლავ გაზრდილია.

რაც შეეხება ზოგადად ქვეყანაში სასაქონლო ფასების ზრდას, საქსტატის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით, ჩვენ დავინაგარიშეთ, თუ რამდენით გაიზარდა სურსათზე ფასები 2012 წლის შემდეგ. 2012 წლის ბოლოს გარკვეული რაოდენობის და დასახელების პროდუქციის შესაძენად თუ 200 ლარი გჭირდებოდათ, მიმდინარე წლის დასაწყისში იმავე რაოდენობის ანალოგიური პროდუქციის შესაძენად 225 ლარი იყო საჭირო. შესაბამისად, 2013-2015 წლებში სურსათზე ფასები 12.5%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის მონაცემებით, სურსათზე ფასების ზრდა ფაქტობრივად შეწყდა. აგვისტოში სურსათზე წლიურმა ინფლაციამ 0.6% შეადგინა.

რაც შეეხება საწვავის ფასებს, მსოფლიო ბაზარზე 1 ტონა ბენიზინის საშუალო ფასი 2012 წელს 1 050 დოლარი იყო, მიმდინარე წლის მონაცმებით კი, 392 დოლარია.

საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2012 წლის სექტემბერში საცალო ქსელში საწვავის საშუალო ფასი შეადგენდა:

  • სუპერი ტიპის ბენზინი: 2.33 ლარი ლიტრზე;
  • პრემიუმი ტიპის ბენზინი: 2.27 ლარი ლიტრზე;
  • ევრო რეგულარი ტიპის ბენზინი: 2.12 - 2.17 ლარი ლიტრზე;

2016წლის სექტემბრის თვის მონაცემებით, საცალო ქსელში საწვავის საცალო ფასი შეადგენს:

  • სუპერი ტიპის ბენზინი: 1.89 ლარი ლიტრზე;
  • პრემიუმი ტიპის ბენზინი: 1.75 ლარი ლიტრზე;
  • ევრო რეგულარი ტიპის ბენზინი: 1.62 ლარი ლიტრზე;

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბაზარზე ბენზინის საშუალო ფასი 2016 წელს 2012 წელთან შედარებით დაახლოებით 53%-ით შემცირდა. როგორც მოცემული ინფორმაციიდან ჩანს, 2012 წელთან შედარებით, ბენზინის ფასი საცალო ქსელში საქართველოში მცირედით, დაახლოებით 12%-ით შემცირდა. სხვა დამატებით ფაქტორებთან ერთად, საწვავის ფასზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა დოლართან მიმართებაში ლარის კურსს აქვს. შესაბამისად, რომ არა ბოლო წლებში დაფიქსირებული ლარის გაუფასურება, დღეს საწვავის ფასი გაცილებით დაბალი იქნებოდა.

საქართველოს ხელისუფლებას აქციზის და დამატებითი ღირებულების გადასახადი 2012 წლის არჩევნების შემდეგ არ შეუმცირებია. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ხელისუფლების პოლიტიკას საწვავის ფასის შემცირებაზე პირდაპირი გავლენა არ ჰქონია. ამასთან, კოალიცია - "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საერთაშორისო ბაზარზე ვაჭრობის შედეგად დადგენილი ფასების შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასის როგორც კლება, ისე ზრდა რამდენჯერმე დაფიქსირდა. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლების ჩარევის შედეგად საწვავის ფასის შემცირება მოხდა, არასწორია.

თეგები: