წარმოგიდგენთ გარდაბნის #31 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატთა ინტერვიუებს. ესენი არიან: სავალან მირზოევი („ქართული ოცნება“), რამინ ბაირამოვი („ნაციონალური მოძრაობა“), არაზ მაშოვი („პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“), გიგა მოლაშხია („ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“), გელა ხუციშვილი („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“), ნინო მეტრეველი („ლეიბორისტული პარტია“).

ინტერვიუები მომზადდა წინასწარ შედგენილი კითხვარის მიხედვით, რომელიც ყველა კანდიდატისთვის ძირითადად ერთნაირი იყო. მიღებული პასუხები იმგვარადაა დაჯგუფებული, რომ მკითხველს კანდიდატთა პოზიციების შედარება გაუადვილდეს.

კითხვა 1: რატომ იყრით კენჭს ამ კონკრეტულ ოლქში?

სავალან მირზოევი („ქართული ოცნება“)

მე გარდაბნელი ვარ, აქ დავიბადე, აქ გავიზარდე და მაქვს იმის ამბიცია, რომ ჩემს რაიონს ვემსახურო და ვემსახურო სხვაზე უკეთ.

რამინ ბაირამოვი („ნაციონალური მოძრაობა“)

В отличие от кандидата Грузинской Мечты и большинства других кандидатов от других партий, я - местный, родился, вырос и живу в этом округе. Я являюсь идейным представителем своей политичекой команды - Единого Национального Движения, которая оказалась в оппозиции, и которой необходимо взять власть в свои руки, так как сегоднящняя правящая команда ведет Грузию в пропасть, и необходимо вернуть страну в правильное русло - на путь развития и процветания. Имеено с приходом нащей команды во главе Михаила Саакашвили мы сможем улучщить уровень жизни нащих граждан. Я уверен в победе нащей команды по всей стране, так же, как и уверен и в своей победе в Гардабанском округе, что позволит мне заняться вплотную проблемами района и решить наболевщие опросы гардабанцев.

გიგა მოლაშხია („თავისუფალი დემოკრატები“)

ამ კონკრეტულ ოლქში კენჭს ვიყრი, რადგან წლების მანძილზე აქ არის უსამართლობა. როგორც შეიარაღებული ძალების ვეტერანი და ყოფილი სამხედრო, ვფიქრობ, ოლქში წესრიგია დასამყარებელი და სამართლიანობაა აღსადგენი.

არაზ მაშოვი („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“)

აქ მყავს ნათესავები, მეგობრები, გახლდით გარდაბნის გამგებლის მოადგილეც. დედაც დაბადებულია გარდაბანში.

გელა ხუციშვილი („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი»)

გარკვეული დროის განმავლობაში ვიმუშვე გაარდაბნის მუნიციპალიტეტში. მქონდა

ბევრი საინტერესო პროექტი, რომლის განხორციელება დროის სიმცირის გამო ვერ შევძელი. იმედი მაქვს, საკანონმდებლო დონეზე უფრო მეტ საინტერესო და სასარგებლო საქმეს გავაკეთებ.

ნინო მეტრეველი («ლეიბორისტული პარტია“)

პირველ რიგში, მოგესალმებით და ჩემს კოლეგებს - ჟურნალისტებს წარმატებებს გისურვებთ.

რაც შეეხება გარდაბნის ოლქს, ბევრი მიზეზი მაქვს საიმისოდ, რომ გარდაბანში კენჭი ვიყარო. მე აქაური ვარ, სოფელ სართიჭალიდან, ძირძველი სართიჭალელი. აქ ცხოვრობს ჩემი ოჯახი, აქ არიან დაკრძალული ჩემი მშობლები, წინაპრები. აქ ჩემი ხალხია, ჩემი სისხლი და ხორცი. მე ზუსტად ვიცი მათი პრობლემები (სხვებივით ახლა არ ვიწყებ გაცნობას), რადგან ისევე ვცხოვრობთ, როგორც ჩემი ხალხი. ამის გარდა მე ვარ გარდაბნის საკრებულოს წევრი და ორი წელია მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ხალხისთვის ვიბრძვი და ეს მთელმა რაიონმა იცის. ვამხელ ყველას და ყველაფერს, რაც ჩემს ხალხს ნორმალურად ცხოვრების საშუალებას არ აძლევს. შესაბამისად, არც დამიშვია სხვაგან კენჭის ყრა. ჩემი ხალხის ბედს სხვას ვერ ვანდობ. მინდა მოვსპო გარდაბანში დღემდე დაუძლეველი კორუფციულ-კლანური სისტემა, რისი დამარცხებაც არავინ ისურვა (ან ვერ შეძლეს), რადგან ახლები იოლად ერეოდნენ იგივე სქემაში. მინდა ჩემმა ხალხმა თქვას, რომ თურმე შეიძლება მათი გაჭირვებით არავინ ივაჭროს და ისარგებლოს... მინდა მათი ბედნიერი თვალები და ვნახო და არა უიმედო და სიღარიბისგან შეწუხებული.

კითხვ2: ჩამოთვალეთ 3-5 (ან მეტი) მთავარი პრობლემა, რომელიც თქვენი ოლქის ამომრჩევლებს (და არა ზოგადად ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას) განსაკუთრებით აწუხებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?

სავალან მირზოევი (ქართული ოცნება»)

პრობლემები ყველა სოფელში პრაქტიკულად ინდივიდუალურია, მაგრამ ძირითადი, რაც ყველას აწუხებს, არის მიწების რეგისტრაციის, სასმელი და სარწყავი წყლის, სახლების პრივატიზებისა და შიდა გზების პრობლემა. მწვავედ დგას მაწანწალა ძაღლების პრობლემა, დასუფთავების პრობლემა და შიდა გზებზე გარე-განათების პრობლემები. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ინფორმაციის ნაკლებობაა. მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია მიწის რეგისტრაციის კანონის შესახებ. რაც შეეხება სარწყავ და სასმელ წყალს, არსებობს პროექტები, რომლებიც უახლოეს წელიწადნახევარში განხორციელდება. მაწანწალა ძაღლების პრობლემა მთლიანად საქართველოში დგას და ამ მიმართულებით სახელმწიფო პროგრამა უნდა შემუშავდეს. დასუფთავების პრობლემა დამატებითი სანაგვე ურნების დადგმითა და მოსახლეობამდე იმის დაყვანით, რომ ნაგავი ურნაში უნდა ჩაყარონ, მოგვარდება. გარე-განათებებისა და შიდა გზების მოწყობა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაგეგმილ პროექტებშიც არის და მოგვარებადია.

რამინ ბაირამოვი („ნაციონალური მოძრაობა")

На мой взгляд, главными проблемами избирателей нашего района являются возросшая криминогенная ситуация, низкий экономический уровень, постепенное разрущение имеющихся асфальтных дорог и их отсутствие в сельских местностях, отсутствие питьевой воды в некоторых селах, отчаянность населения в связи с бездействием властей по отношению к их социальным и бытовым проблемам. Страх высказывать глассно свою политическую позицию из за давления властей.

Все это связано с непрофессионализмом правящей команды, их коррумпированностью и халатным отношением. Катализатором подобного отношения к населению являетсе практика проведения выборов путем тотального подкупа и давления на избирателей. Уверяя себя в том, что при любом обстоятельстве они поддасуют итоги выборов в свою пользу, власть становится безответственной, исходя из чего и страдает само население.

გიგა მოლაშხია (თავისუფალი დემოკრატები»)

პირველის ეს არის სასმელი წყლის არ არსებობა დასახლებულ პუნქტებში; დევნილების საყოფაცხოვრებო პრობლემები; აბსოლიტურად მთელ რეგიონში ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობა; სასოფლო მიწების არათანაბრად განაწილება და ანარქია; სოფლებში სარწყავი არხების მოუწესრიგებლობა.

ყველაფერი ეს მოგვარდება, თუ ადგილობრივი თვითმმართველობა სწორად გაანაწილებს ბიუჯეტს, რომელიც ყოველწლიურად გაწერილია, ამით პირველ რიგში მოგვარდება საყოფაცხოვრებო-ადგილობრივი პრობლემები.

არაზ მაშოვი („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“)

ძალიან ბევრი პრობლემაა გარდაბნის მუნიციპალიტეტში. პირველი - ქალაქ გარდაბანში მწვავედ დგას ქუჩის ძაღლების პრობლემა. ასევე, მოსახლეობა შეწუხებულია სასმელი წყლის გრაფიკით მიწოდების გამო. აქვთ პრობლემები სარწყავი წყლის ტარიფთან დაკავშირებითაც.

გელა ხუციშვილი („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“)

უმუშევრობა, პროდუქტიული ასაკის მოსახლეობის გადინება, მებახჩეობისა და მებოსტნეობის რაიონი მთლიანად მეცხოველეობაზე არის ორიენტირებული, ყველაზე დიდი პრობლემაა ეროვნებათშორისი ინტეგრაციის პროცესის ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობა. საშუალო სპეციალური და უმაღლესი განათლების კერების არქონა.

ნინო მეტრეველი («ლეიბორისტული პარტია»)

სამი კი არა, უთვალავია. ოდესმე ხომ უნდა იყოს ისე, რომ ხელისუფლება ემსხურებოდეს ხალხს და არა ხალხი ხელისუფლებას?! კლანური სისტემის მოსპობით ბევრი პრობლემის მოგვარება დაიწყება, მათ შორის უსამართლობის და შერჩევითი სამართლის, როგორც სამართალის კუთხით, ისე სოციალურით.

ჩემი ხალხის მთავარი პრობლემა უწყლობაა. ამის მოგვარებისთვის მხოლოდ სურვილია საკმარისი. არსებობს პროექტი, რომლის გამხორცილების დაწყებას საშველი არ დაადგა და მხოლოდ იმიტომ, რომ 4 მლნ ვერ გამოინახა, როცა, როგორც გითხარით მარტო პრემიებზე წელიწადში 1 მლნ იხარჯება. უამრავჯერაა ჩაყრილი ფული ამ კუთხით და არცთუ ცოტა, მაგრამ სოფლების აბსოლიტური უმრავლესობა კვლავ სასმელი წყლის გარეშეა.

მიწის პრობლემა - კვლავ ერთეულების ხელში ასობით ჰექტარია. ხალხს კი სათესი და სათიბიც არ აქვს. ე.წ. სოფლის მიწების (რომელსაც ხალხი საძოვრად და სათიბად ხმარობს) ჩამორთმევის საშიშრობა ყოველ წუთსაა. ასე იყო სოფელ ლემშვენიერასა და მზიანეთში, როცა სოფლის საძოვარ-სათიბი (ეს ხალხი მხოლოდ მეცხოველეობით ირჩენს თავს) ასობით ჰექტარი მიწა ხალხს უბოდიშოდ წაართვეს და ბურებს გადასცეს, რაც დარჩა ისიც წართმევის საფრთხის ქვეშაა.

რეალური თვითმართველობის დამყარება სოფელს მისცემს საშუალებას თავად განკარგოს თავისი ქონება. სოფელი ეკომომიკის სამინისტროდან არ უნდა იგებდეს (უფრო ზუსტად, ვერც იგებს), როგორ გასხვისდა მისი მიწა თუ შენობა და გაყიდული ქონებიდან ფული ადგილზე უნდა რჩებოდეს.

კითხვა 3: რა არის თქვენი მთავარი წინაასარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის? რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი.

სავალან მირზოევი („ქართული ოცნება)

მთავარი დაპირება არის ის, რომ მე არ ვიქნები ხალხის რჩეული მხოლოდ ერთი დღით, არ შევცვლი ტელეფონის ნომერს, რომელსაც ყველა შეხვედრაზე ხმამაღლა ვამბობ, არ დავიმალები და მოსახლეობასთან გავმართავ ინტენსიურ შეხვედრებს არჩევის შემდეგაც. მაქსიმალურად შევეცდები, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გარდაბნის რაიონის ყველა მაცხოვრებელმა იცოდეს ქართული ენა. შევეცდები, ყველა სახელმწიფო პროგრამაზე ყველა სოფელში ჰქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია და აქტიურად იყვნენ ჩართულები საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

რამინ ბაირამოვი („ნაციონალური მოძრაობა“)

Мои обещания избирателям вмешаются в четырехлетний график, в первый год которой будут решаться наиболее актуальные и острые вопросы. Существуют вопросы, решение которых зависит от больших финансовых трат и состояния местного или центрального бюджета, будут выполняться поэтапно в течение 2 лет. трех или четырех.

გიგა მოლაშხია („თავისუფალი დემოკრატები)

ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება არის ის, რომ გაიცემა მხოლოდ ის დაპირება, რომლის შესრულებასაც შევძლებთ. პირველ რიგში, დავიწყებთ იმას რომ ოლქში მოგვარებული იქნება პირველადი საყოფაცხოვრებო პრობლემები, რომელიც აუცილებელია ადამიანის საარსებოდ, ეს რეგიონს დაეტყობა პირველივე წელს.

არაზ მაშოვი („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“)

ჩვენი გუნდი მიიჩნევს, რომ სოციალური, ინფრასტრუქტურის, თუ სხვა სახის პრობლემების მოსაგვარებლად საჭიროა ქვეყანაში გატარდეს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა. ჩვენ გუნდს აქვს სწრაფი ეკონომიგური განვითარების გეგმა, რაც შეცვლის არსებულ მდგომარეობას.

ამ გეგმის ნაწილის საშემოსავლო და ქონების გადასახადის განახევრება.

გელა ხუციშვილი („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“)

არასდროს, არასდროს არ მოვატყუებ მათ.

ნინო მეტრეველი («ლეიბორისტული პარტია»)

ჩემი მთავარი დაპირება, ალბათ მიხვდით, კლანურ-კორუფციული სისტემის დაშლაა და აქედან დაიწყება პრობლემების მოგვარება. ეს არის პარტიის მთავარი ხაზის ნაწილი - არცერთი ოლიგარქი ხელისუფლებაში! უნდა დასრულდეს ოლიგარქიული მართველობა, რაც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ინტერესების ლობირებას ნიშნავს და დიდი იმედი მაქვს, ამ წლებში ხალხი ამას მიხვდა. ქვეყანაში უნდა იყოს ბევრი მდიდარი, მაგრამ არა ხელისუფლებაში. ისინი უნდა ასაქმებდნენ ხალხს, იხდიდნენ გადასახადებს და ეწეოდნენ ქველმოქმედებას. ქველმოქმედი ბიზნესმნებისთვის საგადასახადო ტარიფი განსხვავებული უნდა იყოს. უნდა მოხდეს უკანონოდ მისაკუთრებული სტრატეგიული ობიექტების კანონიერების გადახედვა. ვინც კონსტიტუციით განსაზღვრული სტარატეგიული ობიექტები უფასოდ და კორუფცული გარიგეგებით მიისაკუთრა, კეთილი ინებონ და ამ ობიექტის ღირებულება გადაიხადონ ბუჯეტში.

და ამის გაკეთებას დავიწყებთ არჩევიდან ძალიან სწრაფად და არა მე, არამედ შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლო, რომელიც აღარ იქნება პოლიტიკური წნეხის ქვეშ.

უფრო ადგილობრივ პრობლემებზე თუ ვიტყვით, სასწრაფოდ მოვაგვარებ წყლის პრობლემას, იმით, რომ ყველანაირად შევეცდები ცენტრალური ბიუჯეტიდან გადაირიცხოს იმ პროექტის ასამუშავებლად საჭირო თანხა, რომელიც რამდენიმე სოფელს უზრუნველყოფს მუდმივი სასმელი წყლით.

დაწვრილებით აღარ ვიტყვი „ლეიბორისტული პარტიის“ დაპირებებზე, რომელიც ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემთხვევაში განხორციელდება, ესაა - უფასო უმაღლესი განათლება; სრული სამედიცინო დაზღვევა, ვისაც მაღალი ხელფასი აქვს თავად დაეზღვიოს კერძო დაზღვევით; საბანკო პროცენტი არაუმეტეს 6-7 პროცენტი უნდა იყოს; პენსიები - საბაზისოს პლუს სტაჟის მიხედვით; ხოლო 80 წლის შემდეგ ყველა წელზე 100 ლარი დანამატი; სიმდიდრის გადასახადი, რაც არაერთ ქვეყანაშია...

კითხვა 4 გვითხარით ის რეალური გზები, თუ როგორ აპირებთ დაპირებების შესრულებას მაშინ, როდესაც ამ ტიპის საქმიანობა ძირითადად ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმართველობის კომპეტენციაა?

სავალან მირზოევი (ქართული ოცნება)

ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, დაგეგმილ პროექტებზე კონტროლით, ხშირი შეხვედრებითა და კომუნიკაციით ამ პრობლემების მოგვარება შესაძლებელია. ამ შემთხვევაში ჩემი, როგორც დამკვირვებლის ჩართულობა ვფიქრობ, ეფექტური იქნება.

რამინ ბაირამოვი („ნაციონალური მოძრაობა“)

Многие вопросы будут решаться при сплоченной работе всей нашей команды, ибо я уверен, что 8 октября станет днем возврашения ЕНД к власти. Исходя из общей единой идеологии всех наших соратников - каждая проблема каждой общины, села или города будет для каждого из нас ставиться как задача для максимального ее решения.

გიგა მოლაშხია (თავისუფალი დემოკრატება)

პირველ რიგში, აღვადგენ კავშირს და ხიდს ადგილობრივ თვითმმართველობას შორის, რომელიც დღეისთვის ჩატეხილია და არ არსებობს კომუნიკაცია. ჩვენ უნდა დავავალდებულოთ ადგილობრივი თვითმმართველობა, რომ მოუსმინოს ხალხს და მოახდინოს რეაგირება, რათა გაითავისონ თითოეული ის პრობლემა, რაც ხალხს აწუხებს.

არაზ მაშოვი („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის»)

როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩვენ გადავდგამთ ეკონიკის განვითარებისთვის აუცილებელ ნაბიჯებს.

გელა ხუციშვილი („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“)

მოსახლეობას არ ვპირდები იმ პრობლემათა მოგვარებას, რომელიც ადგილობრივი მმართველობის ორგანოების კომპეტენციაა. პარლამენტში კანონშემოქმედებითი საქმიანობით თანამოაზრე პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად მაქსიმალურ ძალისხმევას მოვახმარ სახელმწიფოსთვის და შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებისათვის საციცოცხლო მნიშვნელობის მქონე საკითხების გადაწყვეტას.

ნინო მეტრეველი („ლეიბორისტული პარტია“)

სასმელი წყლის მოსაგვარებლად 4 მლნ ლარამდეა საჭირო, რისი საშუალებაც ადგილობრივ ბიუეჯტს არ აქვს და ცენტრალურის დახმარებაა საჭირო, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს თანხა გამოინახოს. კარგად ვიცი ადგილობრივი და ცენტრალური ხელსუფლებების ფუნქციები და ჩემი დაპირებები არ დადის ადგილობრივი ხელისუფლების ფუნქციებამდე.

კითხვა 5: რამდენად არსებობს შესაბამისი საკონონმდებლო ბაზა (ანუ, რა უფლებები გაქვთან არ გაქვთ როგორც მაჟორიტარს და ამ მხრივ რას შეცვლიდით) და ეკონომიკური რესურსი იმ დაპირებების შესასრულებლად, რასაც თქვენ იძლევით?

სავალან მირზოევი („ქართული ოცნებ)

საკანონმდებლო ბაზაც და რესურსიც რეალურად არსებობს. სწორედ ამაზე გავამახვილე ყურადღება, რომ ამ რესურსების და ამ საკანონმდებლო ბაზის არსებობის ცოდნის ნაკლებობაა სოფლებში და მოსახლეობამდე ამ ინფორმაციას აუცილებლად მივიტან.

რამინ ბაირამოვი („ნაციონალური მოძრაობა“)

Естественно, все наши обещания, в отличие от обещаний Грузинской Мечты, исходят из реальных имеющихся возможностей, а та же от профессиональной стратегии и менеджмента на будущее, что позволит повысить экономический уровень в стране, увеличить приток инвестиций в страну, урезать нецелевые растраты государственного бюджета и создать более эффективную и блодотворную среду для ведения малого, среднего и большого бизннеса. Все это позволит увеличить доходы в бюджет страны и. соответственно, решить многие проблемы наших граждан.

გიგა მოლაშხია („თავისუფალი დემოკრატები)

ჩვენი დაპირებების შესრულება აწყობილია სწორად გათვლილ ბიუჯეტზე. თუ ჩვენ სწორად გავანაწილებთ არსებულ ბიუჯეტს აუცილებლად მივიღებთ შედეგს, რომელიც დადებითად აისახება ხალხზე და რეგიონზეც.

არაზ მაშოვი („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის)

დიახ, საჭირო იქნება რიგ კანონებში ცვლილებების შეტანა.

გელა ხუციშვილი («საქართველოს პატრიოტთა ალიანსი»)

ნამდვილად არ ვპირდები მოსახლეობას პენსიების გაზრდას, ხელფასების მომატებას და სოციალური დახმარების სიჭარბეს. ქვეყანაში უნდა განვითრდეს ეკონომიკა. ნებისმიერი ნორმალური სახელმწიფო უნდა აწარმოებდეს მერკანტილიზმის პოლიტიკას, როდესაც საქონლის გატანა ამეტებს კაპიტალის გატანას. ამისათვის კი, სამრეწველო დარგების და აგრარული სფეროს განვითრებაა საჭირო და რაც მთავარია, ყველა საშუალებით უმთავრესი მონაპოვარია საჭირო - ეს არის გასაღების ბაზარი.

ნინო მეტრეველილეიბორისტული პარტია“)

ხალხს აქვს ჯანდაცვის, განათლების, სიცოცხლის კონსტიტუციური უფლება და კანონი უნდა უზრუნველყოფდეს ამას. პრობლემა მაინც კანონი კი არა, მისი სამართლიანად აღსრულებაა.

კითხვა 6: რომელი კანონების ინიცირებას გეგმავთ პარლამენტში თქვენს საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით?

სავალან მირზოევი (ქართული ოცნება“)

კონკრეტულად მხოლოდ ჩემს საარჩევნო ოლქთან მიმართებაში კანონის ინიცირება რთული იქნება, თუმცა შესაძლებელია კანონის ინიცირება მთლიანად ქვემო ქართლის რეგიონთან მიმართებაში. რაც შეეხება კონკრეტულ ინიციატივებს, ამას პარლამენტში მოხვედრისა და ქვემო ქართლის მაჟორიტარ დეპუტატებთან კონსულტაციების შემდეგ გადავწყვეტ.

გიგა მოლაშხია („თავისუფალი დემოკრატები“)

ზუსტად იმ კანონების ინიცირებას ვგეგმავ, რომელიც იქნება მხოლოდ და მხოლოდ რეგიონის და ხალხის საკეთილდღეო.

არაზ მაშოვი („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“)

ჩვენი მიზანია პოზიტიური ცვლილებები შევიტანოთ მრავალ მოქმედ კანონში. მათ შორისაა კანონები სასამართლოს და საგადასახადო სისტემასთან დაკავშირებით.

გელა ხუციშვილი („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი»)

21-ე, ამჟამად 31-ე საარჩევნო ოლქი საზღვრისპირა რეგიონია. უპირველესად დავაყენებ საკითხს რევიზია ჩაუტარდეს დღემდე გაფორმებულ ყველა საერთაშორისო შეთანხმებას და ხელშეკრულებას დაკავშრებულს სასაზღვრო საკითხებთან. ინიცირებას მოვახდენ იმ კანონების, რომლებიც დაარეგულირებენ საზღვრისპირა სოფლებისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას. მოვამზადებ კანონპროექტს სასაზღვრო დასახლებების შესახებ და სხვა მნიშვნელოვან პროექტებს, რომელთა გახმიანება ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიმაჩნია.

ნინო მეტრეველი („ლეიბორისტული პარტია“)

ამ ეტაპზე ვერ ვხდევავ რაიმე განსაკუთრებული კანონის მიღების აუცილებლობას, რაც კონკრეტულად გარდაბნისთვისაა აუცილებელი.

კითხვა 7: რას ფიქრობთ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების იდეაზე? უნდა გაუქმდეს თუ არა და რატომ?

სავალან მირზოევი („ქართული ოცნება“)

ჩემი აზრით, არ უნდა გაუქმდეს, რადგან არსებობს სერიოზული საშიშროება იმისა, რომ რომელიმე დიდი რაიონი წარმომადგენლის გარეშე დარჩეს, ანუ სიით ვერ გავიდეს და ვერ მოხვდეს ვერცერთი წარმომადგენელი და ეს უარყოფითად აისახება კონკრეტულ რაიონზე.

რამინ ბაირამოვი („ნაციონალური მოძრაობა“)

Я считаю, что для нашей страны на этом этапе необходимо анулировать мажоритарную систему.

გიგა მოლაშხია („თავისუფალი დემოკრატები“)

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა არ უნდა გაუქმდეს, ვიდრე არ იქნება საარჩევნო სისტემის რეფორმის მნიშვნელოვანი დასაბუთება და მათ შორის, იმის გამოც, რომ დარღვეულია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.

არაზ მაშოვი („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“)

მე ჩემი გუნდის წინააღმდეგ არ წავალ. მართლაც ყველა ამბობს, რომ უნდა გაუქმდეს და აქვთ არგუმენტები. მე, უბრალოდ, ჩემს აზრს გეტყვით, რომ არის რეალობა, როდესაც მმართველი პარტიის დამარცხებაც კი შეუძლია ამა თუ იმ რეგიონში გინდა ოპოზიციური პარტიის, თუ საინიციატივო ჯგუფის წარდგენილ ადამიანს და რატომ არ უნდა მივცეთ ასეთ ადამიანს ამის შანსი?!

გელა ხუციშვილი („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“)

არათუ გაუქმება, პირიქით მაჟორიტარი დეპუტატების პასუხისმგებლობის ამაღლების მიზნით და ამომრჩევლების მიმართ მათი ანგარიშვალდებულების გაძლიერებისათვის უნდა შევიდეს ცვლილება კანონმდებლობაში - ამომრჩეველს უნდა ქონდეს უფლება, გამოიწვიოს ის დეპუტატი, რომელიც არ პასუხობს ამომრჩველთა მოთხოვნებს.

ნინო მეტრეველი („ლეიბორისტული პარტია“)

აუცილებლად უნდა გაუქმდეს და ეს ჩვენი, „ლეიბორისტების“ ინიციტივაა. სამწუხაროდ, 2013 წელს, როცა პირადად მე ვმართავდი ოპოზციურ პარტიებთან კონსულტაციებს, ოპოზიციამ მხარი არ დაგვიჭირა, მერე კი მიხვდნენ და თავად წამოსწიეს მაგრამ ამის სანაცვლოდ „ქართულმა ოცნებამ“ ის აბდა-უბდა დადო, რაც დღესაა, რომ მე თქვენ გესაუბრებით არა როგორც გარდაბნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატია, არამედ რაიონის რაღაც ნაგლეჯის, რასაც უბრალოდ ოლქი დაარქვეს. რა უგუნურობაა, სართიჭალას სხვა დეპუტატი ეყოლება, მარტყოფს სხვა და გამარჯვებას კიდევ სხვა. ერთს ვერ პოულობდა ხალხი და სამს იპოვინიან?

ძაღლის თავი იმაშია, რომ მაჟორიტარების არსებობა ყველა ხელისუფლებას აწყობს, რადგან ისინი არიან ყველა ხელისუფლების „ოქროს ფონდი“. მაჟორიტარები ძირითადად დიდ ფული პატრონები ან ვინმე მდიდრების მარიონეტები არიან, რომლებიც საარჩევნოდ დიდ ფულს ხარჯავენ და მერე ჩემი ხალხის კისრიდან ათმაგს იღებენ. არჩევნების მერე ვეღარც ხედავს მათ ხალხი. გაიარეთ და იკითხეთ ვინაა დღეს მაჟორიტარი გარდაბანში? არავინ იცის და არც ის იციან, იმ მაჟორიტარმა, ფეიქრიშვილმა, როგორ იშოვა პარლამენტში შესვლისთანავე წავკისში 18 მიწის ნაკვეთი, როცა შესვლისას ერთი ჰქონდა?! სად მიდის მაჟორიტარის ბიუროსთვის ყოველ თვიურად გამოყოფილი 5 ათასი ლარი? და ეს არაა მხოლო ფეიქრიშვილის ნაკლი. ყველა მაჟორიტარის სენია. თუნდაც ამის გამო არაა საჭირო მაჟორიტარების არსებობა.

კითხვა 8: პარლამენტში თქვენი არჩევის შემთხვევაში თუკი ოპოზიციაში იქნებით, რა გზებით შეეცდებით თქვენი დაპირებების განხორციელებას?

სავალან მირზოევი („ქართული ოცნებ)

მჯერა იმის, რომ გუნდს, რომელსაც წარმოვადგენ, ოპოზიციაში ყოფნა არ ემუქრება. თუ ასეთი რამ მოხდება, იმ ამომრჩეველთან ერთად, ვინც მხარი დამიჭირა და შესაბამისად, რაიონში უმრავლესობაა, შევეცდები ყველა ბერკეტი გამოვიყენო და დაპირებების განხორციელება ვაიძულო იმ ძალას, რომელიც ხელისუფლებაში იქნება, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებაში სწორედ ის გუნდი იქნება, რომლის კანდიდატიც ვარ.

გიგა მოლაშხია („თავისუფალი დემოკრატები»)

გამოვიყენებთ ყველა გზას, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს ყველამ უნდა მოუსმინოს ხალხს, ვიყოთ ხალხისათვის და ვუსმინოთ ხალხს და არა პირიქით გვისმინოს ხალხმა.

გელა ხუციშვილი („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“)

როდესაც საკითხი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა, მისი არგუმენტირებული დასაბუთების შემთხვევაში ოპოზიციონერობა არაფერ შუაშია.

ნინო მეტრეველი („ლეიბორისტული პარტია“)

გარდაბნის საკრებულოში პრაქტიკულად ერთადერთი ოპოზიციონერი ვარ, იმ გაგებით რომ სხვისი პროტესტი არ მსმენია. ამის მიუხედავად ბევრი პრობლემის მოგვარება შევძელი. მაინც მივიჩნევ რომ პრინციპულობას, სამართლიანობას და სიმართლეს პარტიულობა არ აქვს და ამის გამოც მიწევენ ანგარიშს მუნიციპალიტეტში და ჩემს მიერ წამოწეულ საკითხებს ანგარიშს უწევენ. ასე შევძელი რამდენიმე პრობლემის მოგვარება გარადბნელებისთვის. ყოველ შემთხვევაში, არცერთი პრობლემა, რის გადასაჭრელადაც მოუმართვათ, გვერდზე არ გადამიდევს. თუ ვერ მოვაგვარე, ვეცადე და ეს იმ ადამიანებმა იციან. გამოთხოვილი მაქვს ყველა დოკუმენტი რის სამართლიანობაში ეჭვი მეპარებოდა და მერე ვასაჯაროვებდი, მათ შორის პრემია-დანამეტებზე. მაქვს ინეტრნეტგვერდი „საქართველოს ლეიბორისტული პარტია - გარდაბანი“, სადაც ყველა ინფორმაციას ვაწვდი ჩემს ამომრჩეველს. შეგიძლიათ გადაამოწმოთ და დარწმუნდეთ.

კითხვა 9: გექნებათ თუ არა კონკრეტული ინიციატივები, რომლებსაც <strong

თეგები: