წარმოგიდგენთ ვანი-ხონის #54 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატთა ინტერვიუებს. ესენი არიან: გრიგოლ ლილუაშვილი („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“), ზურაბ ჯიბუხაია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), მელორ ტყეშელაშვილი („პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“), იური ლორთქიფანიძე („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“), ვლადიმერ კახიანი („ეროვნული ფორუმი“)
ინტერვიუები მომზადდა წინასწარ მომზადებული კითხვარის მიხედვით, რომელიც ყველა კანდიდატისთვის ძირითადად ერთნაირი იყო. მიღებული პასუხები იმგვარადაა დაჯგუფებული, რომ მკითხველს კანდიდატთა პოზიციების ერთმანეთთან შედარება გაუადვილდეს.
კითხვა 1: რატომ იყრით კენჭს ამ კონკრეტულ ოლქში?
გრიგოლ ლილუაშვილი („ქართული ოცნება“)
იმიტომ, რომ ვარ იმერელი, დავიბადე ქუთაისში, სკოლაც იქ დავამთავრე, წარმოშობით ვარ ვანის რაიონიდან, ჩემი მშობლები დღესაც ვანის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობენ და რომ მოვხუცდები მეც სიამოვნებით ვიცხოვრებ იქ. მაქვს საფუძვლიანი შეხება ვანის რაიონთან. რაც შეეხება ხონს, ეს ცესკოს დამსახურებაა, თუმცა ერთადერთი, დისკომფორტს განვიცდი გეოგრაფიული დაშორების გამო, რაც მოგვარებადია და დიდ სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენს. ამ ორი რაიონისთვის პრობლემების სპექტრი იგივეა, მენტალურად ისინი ერთმანეთს ჰგავს, ტრადიციები, წეს-ჩვეულებები, არანაირი სხვაობა არ არის.
ზურაბ ჯიბუხაია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
დავიბადე, გავიზარდე და მთელი ჩემი შრომით და საზოგადოებრივი საქმიანობა დღემდე გრძელდება მშობლიურ ხონში. ძალიან კარგად ვიცნობ ხონის ყველა დასახლებაში არსებულ პრობლემატიკას, ვიცნობ აქურ ადამიანებს, ვიცი მათი გაჭირვება და და დალხინება, მათი მიზნები, მისწრაფებები. ასევე საკმაოდ ახლოს გავეცანი ვანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის პრობლემებს და შემიძლია თამამად ვთქვა, ვანისა და ხონის მოსახლეობას დიდწილად ერთი და იგივე საკითხები აწუხებთ. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ არჩევის შემთხვევაში, შემიძლია ხონი და ვანი ღირსეულად წარმოვადგინო ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში.
იური ლორთქიფანიძე („პატრიოტთა ალიანსი“)
მე გახლავართ ვანსა და ხონში #54 საარჩევნო ოლქში მაჯორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. წარმოშობით ვანიდან ვარ და ვანელების პრობლემა ჩემს ცხოვრებაზე პირდაპირ აისახება. მათ წინაშე მდგარ პრობლემებს (რაზეც ქვემოთ მოგახსენებთ) მინდა პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხით მივუდგე და სადეპუტატო ვადაში მაქსიმალურად გადავუჭრა.
მელორ ტყეშელაშვილი („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“)
იმიტომ, რომ ეს ჩემი მშობლიური რაიონია, სადაც ჩემმა ხალხმა დეპუტატად ამირჩია 1999-2003 წლებში. ამ პერიოდში ბევრი რამ სასარგებლო ერთად გავაკეთეთ, გასაკეთებელიც ბევრი დაგვრჩა და მინდა, ის გასაკეთებელი დავასრულო.
ვლადიმერ კახიანი („ეროვნული ფორუმი“)
დავიბადე ქალაქ ვანში, 43 წელია ვცხოვრობ ამ რაიონში, ვიცნობ მოსახლეობას და ნაცნობია ამ რაიონის პრობლემები ჩემთვის. ამიტომაც გადავწყვიტე, კენჭი მეყარა საპარლამენტო არჩევნებზე „ეროვნული ფორუმიდან“ აღნიშნულ ოლქში.
კითხვა 2: ჩამოთვალეთ 3-5 (ან მეტი) მთავარი პრობლემა, რომელიც თქვენი ოლქის ამომრჩევლებს (და არა ზოგადად ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას) განსაკუთრებით აწუხებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?
გრიგოლ ლილუაშვილი („ქართული ოცნება“)
ადამიანებს სოფლებში აინტერესებთ ზოგადი განვითარების მიმართულებები, ქვეყნის საგარეო კურსი, დაწყებული, გარდამავალი და დასრულებული რეფორმები, თუმცა საბოლოო ჯამში დავდივართ მაინც თითოეული ადამიანის კეთილდღეობაზე. პრობლემები რასაც ჩემი ამომრჩევლები აყენებენ პირდაპირ უკავშირდება საყოფაცხოვრებო თუ საცხოვრებელი პირობების მოგვარებას, ისეთი როგორიც არის გზა, განათება, გაზიფიცირება , სოციალური დახმარება. მოგეხსენებათ, რომ ძაილან ბევრი გაჭირვებული ადამიანია სოფლად და მწირი მიწების არსებობის შემთხვევაში (ვანში და ხონში ბევრი უნაყოფო ნიადაგია და გელხი ვერ არის დამოკიდებული მოსავალზე) ორივე რაიონში მკვეთრად იგრძნობა სოციალური გაჭირვება. ამის გამოსწორების გზა გადის ერთადერთ მიმართულებაზე: ეს არის რაც შეიძლება მეტი ხელშეწყობა ბიზნესს, მეწარმეს, ფერმერს იმისთვის, რომ შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილები.
მე ხალხს ვეუბნები რაც სწორად მიმაჩნია, სახელმწიფო რომელიც ცდილობს გაზარდოს სოციალურად დაუცველების რაოდენობა და ამის დაკმაყოფილებით ცდილობს ამ ადამიანების გულის მოგებას, ეს არის დათური სამსახური, რა თქმა უნდა ვისაც ეკუთვნის ეს დახმარება იმან უნდა მიიღოს თუმცა ისეთი სახე მიიღო ამან რომ ეს არის პენსია და ხალხი უკვე ითხოვს დამატებით პენსიას სოციალური დახმარების სახით, ეს რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა და ხალხს ვუხსნი რომ ეს ასე არ გამოვა.
როდესაც დამსაქმებელი ვიყავი „ქართუ ჯგუფში“ და მერიაში ვცდილობდი, რომ ახალგაზრდები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან დამესაქმებინა და როდესაც საქმე ხელფასის დანიშვნაზე მიდიოდა მათ ეშინოდათ რომ დახმარება მოეხსნებოდათ. ეს საკითხი მოსაგვარებელია.
ზურაბ ჯიბუხაია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
გარდა იმ პრობლემებისა, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას აწუხაბს, ჩვენი ოლქის მცხოვრებლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
- ხონში ოკაცეს საკურორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის შეჩერება;
- ვანში სულორისა და ამაღლების კურორტების ფუნქციონირების შეწყვეტა;
- მოუწესრიგებელი სარწყავი და სანიაღვრე ინფრასტრუქტურა.
იური ლორთქიფანიძე („პატრიოტთა ალიანსი“)
უპირველესი პრობლემა ახალგაზრდებიც მიგრაციაა რაიონიდან. ფაქტობრივად, ახალგაზრდების უდიდეს ნაწილი რაიონში დაუსაქმებელია. ისინი თვითრეალიზებას ვერ ახდენენ. ასევე რაიონი პარალიზებულია. წარმოიდგინეთ ინვესტიცია არ ხორციელდება ამ რაიონებში, რაც სტაგნაციას იწვევს. პრაქტიკულად სახელწიფო უწყებების გარდა არაფერი მუშაობს. ასევე სოფლის მეურნეობის წახალისების პრობლემა. თუ გადახედავთ, ვანის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მაქსიმალურ მოსავალს ვერ იღებს. განსაკუთრებით ავღნიშნავ პრობლემას ვანში კულტურის კერების არარსებობის შესახებ. პრაქტიკულად არ მუშაობს კინო, არ არის თეატრი, ახალგაზრდები სულიერ საზრდოს ვერ ღებულობენ.
მელორ ტყეშელაშვილი („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“)
უმუშევრობა, სოფლის მეურნეობის განვითარება-აღორძინების დაბალი დონე, ინვესტიციების ნაკლებობა, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა.
ვლადიმერ კახიანი („ეროვნული ფორუმი“)
მოსაწესრიგებელია გარკვეულ სოფლებთან მისასვლელი გზები, საკანალიზაციო სისტემა, ყველა სოფელს არ მიეწოდება გაზი, დაბინძურებულია მდინარეები. ამ ორი რაიონიდან ხდება ახალგაზრდების და არამარტო ახალგაზრდების გადინება. არსებულ ოლქში არის უმუშევრობა და მძიმე სოციალური ფონი. უნდა მოხდეს ფინანსური სისტემის რეალური დეცენტრალიზაცია,მუნიციპალიტეტებს კანონით უნდა განესაზღვროთ საკუთარი საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლების საკმარისი ბაზა, რათა რეალურად შეძლონ საკუთარი თვითმმართველობის განხორციელება.
კითხვა 3: რა არის თქვენი მთავარი წინაასარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის? რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი.
გრიგოლ ლილუაშვილი („ქართული ოცნება“)
ამომრჩევლებს პირველ რიგში ვპირდები, რომ საქმიანობას ყველაზე მწვავე სოციალურ პრობლემაზე მუშაობით დავიწყებ, ადამიანები თვლიან რომ უსაფუძვლოდ და არასამართლიანად მოეხსნათ დახმარებები და დაუყონებლივ ვაპირებ შუამდგომლობით მივმართო სოციალური მომსახურების სააგენტოს იმისთვის, რომ შევძლოთ და თავიდან გადავამოწმოთ ამ ადამიანების სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა.
არ გამოვრიცხავ, რომ ხშირად შეიძლება ადგილი ჰქონოდა მექანიკური გზით ქულების მინიჭებას ან პირიქით.
ადამიანებს აქვთ პრობლემა და პრეტენზია შეფასების კრიტერიუმებთან დაკავშირებით, ამიტომ საჭიროა გაჩნდეს ამ ფორმლუბაში რაიმე ადამიანური კრიტერიუმი, რომელიც მექანიკურად არ გადაწყვეტს ადამიანის ბედს. მე დავინტერესდები, შეხვდები ამ უწყების ხელმძღვანელებს რომ გავერკვეთ ვითარებაში და ვიპოვოთ გამოსავალი.
რაც შეეხება გაზიფიცირების პროცესს, კონკრეტულად ჩემს რაიონში ამას ახორციელებს სოკარი და მათთან მოლაპარაკებების გზით ჩვენ რაც შეიძლება მალე მოვახერხებთ გაზიფიცირებას.
ზურაბ ჯიბუხაია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
ჩემი წინასაარჩევნო დაპირებები და ამ დაპირებათა შესრულების გრაფიკი, ძირითადად, ემთხვევა „ერთაინი ნაციონალური მოძრაობის“ დაპირებებსა და შესრულების გრაფიკს.
მე ინტენსიურად ვიმუშავებ მოსახლეობისათვის მიცემული ყველა კონკრეტული დაპირების შესრულებისთვის.
იური ლორთქიფანიძე („პატრიოტთა ალიანსი“)
მე ვთავაზობ ვანისა და ხონის მოსახლეობას სპეციალურ ეკონომიკურ საინვესტიციო პროექტს, სადაც მაქსიმალურად არის გათვალისწინებული რამდენიმე ინვესტიცია. ვიზრუნებ ვანისა და ხონის ერთიან ტურისტულ რუკაში შეტანის შესახებ. ხელს შევუწყობ ტურიზმის განვითარებას რაიონში, ეს იქნება საოჯახო სასტუმროები, მოწესრიგებული ტურისტული ობიექტები და ა.შ.
მელორ ტყეშელაშვილი („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“)
საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მყოფი ბიზნესმენების მოწვევითა და ინვესტიციების მოზიდვის შედეგად მოგვარდება პრობლემური საკითხები, ეს მხოლოდ გადაწყდება ჩემი ოთხწლიანი მოღვაწეობის პერიოდში.
ვლადიმერ კახიანი („ეროვნული ფორუმი“)
აღნიშნული რაიონების პრობლემების მოგვარებას შეძლებისდაგვარად.
კითხვა 4: გვითხარით ის რეალური გზები, თუ როგორ აპირებთ დაპირებების შესრულებას მაშინ, როდესაც ამ ტიპის საქმიანობა ძირითადად ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმართველობის კომპეტენციაა?
გრიგოლ ლილუაშვილი („ქართული ოცნება“)
ბუნებრივია გიორგი ლილუაშვილი მარტო ვერაფერს შეძლებს. როდესაც მე ხალხს ვპირდები, რომ დავინტერესდები და შუამდგომლობით მივმართავ ამა თუ იმ უწყებას ვგულისხმობ, რომ უშუალოდ ჩემი კომპეტენცია არ არის ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღება, თუმცა საკითხის დაყენება, ინიცირება და მერე პასუხისმგებლობის აღება, გარკვეულ ფარგლებში კონტროლის განხორციელება არის სწორედ საკანონმდებლო ფუნქცია და იქნება ჩემი, როგორც მაჟორიტარის მოვალეობა. მე ვფიქრობ რომ მომავალი პარლამენტი იქნება უფრო შეკრული, უფრო მოქმედი და ეფექტური ვიდრე წინა და ეს იქნება წინაპირობა მაჟორიტარებისთვის, რომ დაპირებები შეავასრულოთ. მე ვიქნები საკუთარი ამომრჩევლების წარმომადგენელი და ლობისტი, მათი ხმა პარლამენტში.
ზურაბ ჯიბუხაია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
ჩვენი დაპირებები არ განეკუთვნება მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციებს. ცენტრალურ აღმსრულებელ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მჭიდრო და საქმიანი ურთერთობით შევძლებთ მოსახლეობისთვის ყოფითი საკითხების მოგვარებას.
იური ლორთქიფანიძე („პატრიოტთა ალიანსი“)
მე ვიქნები შუამავალი ხალხსა და იმ უწყებებს შორის, რომელთა დახმარებაც დასჭირდება ამ ადამიანებს. მე მივაწვდი მათ ხმას მუნიციპალიტეტს.
მელორ ტყეშელაშვილი („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“)
ჩვენი პარტია უმრავლესობით აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას. ურთიერთობები გაგვაჩნია საქართველოში და მის გარეთ მყოფ უამრავ ბიზნესმენთან და ნაცნობ–მეგობართან, რომლებიც დაგვეხმარებიან სიძნელეების დაძლევაში. აქ მთავარი იქნება ჩემი პირადი ნაცნობობა და ურთიერთობა.
ვლადიმერ კახიანი („ეროვნული ფორუმი“)
საპარლამენტო ვადის პერიოდში გამოვიყენებ საპარლამენტო ტრიბუნას, რათა ხელი შევუწყო რაიონებში არსებული პრობლემების მოგვარებას.
კითხვა 5: რამდენად არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა (ანუ, რა უფლებები გაქვთ ან არ გაქვთ როგორც მაჟორიტარს და ამ მხრივ რას შეცვლიდით) და ეკონომიკური რესურსი იმ დაპირებების შესასრულებლად, რასაც თქვენ იძლევით?
გრიგოლ ლილუაშვილი („ქართული ოცნება“)
ჩემს დაპირებებს არანაირი დიდი ეკონომიკა არ სჭირდება, აქ საჭიროა ყურადღება, მონდომება და სამართლიანობა. საუბარი არ არის კოლოსალურ თანხებზე, საუბარია გაზიფიცირებისა და წყალმომარაგების პროცესის დაჩქარებაზე, მდინარეების არხების და კალაპოტების გაწმენდაზე, გზების მოწესრიგებაზე, მოხრეშვით სამუშაოებზე, ამ მხრივ სახელმწიფო ისედაც ინტერესდება, ამას სჭირდება სამეურნეოდ განწყობილი კარგი გუნდი და მე ვცდილობ და ვეცდები, რომ გავააქტიურო ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება სოფელთან მიმართებაში.
ზურაბ ჯიბუხაია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
ვცდილობ, ყველა ჩემი დაპირება არ გაცდეს იმ კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებს, რომელსაც არსებული საკანონმდებლო ბაზა იძლევა. შევეცდები, დაპირებათა შესასრულებლად ეკონომიკური რესურსი გამოინახოს ბიუჯეტის ფორმირებისა და დამტკიცების პროცესში. ვფიქრობ, რომ თუ არსებობს მაჟორიტარული სისტემა, ამ კატეგორიის დეპუტატთა უფლებაბი გახდეს იდენტური განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებისა.
იური ლორთქიფანიძე („პატრიოტთა ალიანსი“)
მე ამომრჩევლებს ვპირდები, რომ მათ საკითხს და პრობლემებს გავაჟღერებს პარლამენტში და მუნიციპალიტეტში, რასაც არ დასჭირდება ფინანსები, ეს იქნება ჩემი, როგორც მაჟორიტარის უშუალო საქმიანობა.
მელორ ტყეშელაშვილი („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“)
ჩემი საქმიანი წარსულიდან ადვილად შევძლებ ამ საკითხის დაძლევას.
ვლადიმერ კახიანი („ეროვნული ფორუმი“)
საკანონმდებლო ბაზა მეტნაკლებად არსებობს, თუ ხარვეზი იქნება, შევეცდები აღმოფხრას.
კითხვა 6: რომელი კანონების ინიცირებას გეგმავთ პარლამენტში თქვენს საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით?
გრიგოლ ლილუაშვილი („ქართული ოცნება“)
ტყითსარგებლობის კანონი არის ძალიან მკაცრი და ის შესაცვლელია. ტყე უნდა დაუბრუნდეს ადამიანებს. მე პარლამენტში არჩევისთანავე დავაყენებ ამ ინიციატივას.
ზურაბ ჯიბუხაია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
პარლამენტში არჩევის შემთხვევაში ვგეგმავ, აქტიური მონაწილეობა მივიღო აგროსექტორის მასტიმულირებელი კანონპროექტის შემუშავება-ინიცირებაში.
იური ლორთქიფანიძე („პატრიოტთა ალიანსი“)
აღვნიშნავ იმას, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტში გაუკეთებს ინიცირებას იმ კანონმდებლობას, რასაც ჰქვია ეფექტური იმპიჩმენტი - ეს ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებაცაა.
მელორ ტყეშელაშვილი („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“)
საჭიროებას საქმე გვიჩვენებს.
ვლადიმერ კახიანი („ეროვნული ფორუმი“)
მიმაჩნია, გარკვეულწილად ინიცირება არის ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური დეცენტრალიზაცია.
კითხვა 7: რას ფიქრობთ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების იდეაზე? უნდა გაუქმდეს თუ არა და რატომ?
გრიგოლ ლილუაშვილი („ქართული ოცნება“)
ვფიქრობ, რომ სიტყვა მაჟორიტარი უბრალოდ სალანძღავი გახდა წინა ხელისუფლების დროს. მიმაჩნია, რომ ისეთ ღირსეულ რაიონებს როგორიც ვანი და ხონია და ასევე სხვა რაიონებსაც საქართველოში, უნდა ჰყავდეთ ლობისტი პარლამენტში, რადგან ისინი ამას იმსახურებენ. მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით ვფიქრობ, რომ მათ სჭირდებათ მაჟორიტარი კანდიდატი, რომელსაც აირჩევენ და შემდეგ პასუხს მოსთხოვენ, რადგან სამწუხაროდ ადამიანები პიროვნებებს უფრო ენდობიან ვიდრე პარტიებს. არც პროპორციულ სისტემაში ვხედავ ტრაგედიას, თუ პარტია აიღებს პასუხისმგებლობას ეს იქნება გუნდური პასუხისმგებლობა, თუმცა ვთვლი, რომ ადამიანებს ურჩევნიათ ჰყავდეთ ნდობით აღჭურვილი წარმომადგენელი პარლამენტში და ისინი ამას იმსახურებენ.
ზურაბ ჯიბუხაია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
მიმაჩნია, რომ მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს, ვინაიდან დღევანდელი პოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, პროპორციული სისტემა გაცილებით ზუსტად ასახავს მოსახლეობის განწყობასა და არსებულ პოლიტიკურ ძალთა თანაფარდობას ქვეყანაში.
იური ლორთქიფანიძე („პატრიოტთა ალიანსი“)
პასუხი არ არის.
მელორ ტყეშელაშვილი („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“)
პრაქტიკამ მანახა, რომ ჩემი მაჟორიტარობის დროს ბევრი რამ გავაკეთე, მინდა, ეს საქმიანობა გავაგრძელო ვანსა და ხონში. ამიტომ არ ვეთანხმები მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას.
ვლადიმერ კახიანი („ეროვნული ფორუმი“)
თვითმმართველობა თუ იქნება გაძლიერებული, მაჟორიტარული სისტემა ძალას კარგავს.
კითხვა 8: პარლამენტში თქვენი არჩევის შემთხვევაში თუკი ოპოზიციაში იქნებით, რა გზებით შეეცდებით თქვენი დაპირებების განხორციელებას?
გრიგოლ ლილუაშვილი („ქართული ოცნება“)
ამის წინაპირობა არ არსებობს, „ქართული ოცნება“ არ იქნება ოპოზიციაში, რადგან მე ჩვენდა სამწუხაროდ ვერ ვხედავ ალტერნატიულ ძალას რომელიც მოახერხებს ქვეყანაზე პასუხისმგებლობის აღებას. ბედნიერი ვიქნებოდი თუ კონკურენტულ ბრძოლაში თანაბარი შესაძლებლობების პარტიები იქნებოდნენ წარმოდგენილები ვისაც ქვეყნის მართვის ჯანსაღი ამბიცია ექნებოდა, თუმცა დღეს სამწუხაროდ ქართული ოცნების გარდა მე ასეთ ძალას ვერ ვხედავ.
ზურაბ ჯიბუხაია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
ჩემი დაპირების შესასრულებლად გამოვიყენებ ყველა გზასა და მეთოდს, რომელიც დადგენილია კანონით და არ კრძალავს კანონმდებლობა.
იური ლორთქიფანიძე („პატრიოტთა ალიანსი“)
მე ვიქნები კონსტრუქციული, ხოლო, რაც შეეხება დაპირებებს – საპარლამენტო ტრიბუნა ამის განხორციელების საუკეთესო საშუალება იქნება. შევეცდები, დეპუტატის მანდატი წარმატებით და პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხით ვატარო.
მელორ ტყეშელაშვილი („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“)
ოპოზიციაში არასდროს ვყოფილვარ და არც არასდროს ვიქნები. მე ვიქნები იქ, სადაც ჩემს სამშობლოს დაჭირდება.
ვლადიმერ კახიანი („ეროვნული ფორუმი“)
ყველა შესაძლო კანონიერი გზით.
კითხვა 9: გექნებათ თუ არა კონკრეტული ინიციატივები, რომლებსაც მთავრობას და პარლამენტს შესთავაზებთ სამუშაო ადგილების გაზრდისა და უმუშევრობის შესამცირებლად?
გრიგოლ ლილუაშვილი („ქართული ოცნება“)
ბუნებრივია მექნება. მე ვსაქმიანობდი ყველაზე დიდ ჯგუფში, ქართუ ჯგუფში, მაქვს გამოცდილება როგორ შეიძლება დასაქმდნენ ადამიანები, ასევე მაქვს უცხოურ საფინანსო დონორებთან ურთიერთობის გამოცდილება და რასაც საქართველოს ბიუჯეტი ვერ გასწვდება ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ დონორების და გრანტის ელემენტების გათვალისწინებით. მაგალითად ეკომიმართულება : გამწმენდი ნაგებობები, კალაპოტების გაწმენდა ამ მიმართულებას, მწვანე მიმართულებას აფინანსებენ დონორი ორგანიზაციები, ამიტომ უფრო მეტი აქტივობით და შეწუხებით ჩვენ მოვახერხებთ პრობლემების მოგვარებას და დაფინანსების მიღებას.
ზურაბ ჯიბუხაია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
მაქვს მოაზრებული რამდენიმე ინიციატივა, რომელიც ჩამომიყალიბდა მოსახლეობასთან შეხედრების შედეგად და ამ ინიციატივებს აუცილებლად წარვუდგენ ხელისუფლებას.
იური ლორთქიფანიძე („პატრიოტთა ალიანსი“)
რა თქმა უნდა, ჩემი ინიციატივები გათვლილი იქნება მუნიციპალიტეტის მოსახლოების დასაქმებასა და კეთილდღეობაზე.
მელორ ტყეშელაშვილი („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“)
რა თქმა უნდა, ინიციატივები მაქვს და მექნება.
ვლადიმერ კახიანი („ეროვნული ფორუმი“)
კონკრეტულ ინიციატივებზე და მათი გადაჭრის გზებზე „ეროვნულ ფორუმს“ თავის პროგრამაში ვცლად აქვს ამაზე პასუხი გაცემული.
კითხვა 10: იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გახდებით პარლამენტის წევრი, რა ინტენსივობით და როგორ გააგრძელებთ ამომრჩეველთან კომუნიკაციას?
გრიგოლ ლილუაშვილი („ქართული ოცნება“)
ახლა მე ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებ ამომრჩევლებთან შეხვედრას. მაქვს 66 საარჩევნო უბანი და თითოეულ მათგანში რამდენიმე სოფელი შედის. რა თქმა უნდა ეს რეჟიმი ვერ შენარჩუნდება რადგან ასე აზრი არ ექნება ჩემს საკანონმდებლო საქმიანობას. მე მომიწევს, რომ ძირითადი ყურადღება გადავიტანო საკანომდებლო საქმიანობაზე, თუმცა მხოლოდ არჩევნების წინ არ ვაპირებ მოსახლეობასთან გამოჩენას. გარკვეულ პერიოდულობას შევიმუშავებ და შეხვედრები ბუნებრივია გაგრძელდება, ოღონდ არა იმ ინტენსივობით როგორც ახლა.
ზურაბ ჯიბუხაია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
ამომრჩეველთან მექნება ინტენსიური გრაფიკით გაწერილი შეხვედრები ოლქის თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში. ამომრჩეველს ექნება საშუალება დაუბრკოლებლად შემხვდეს ნებისმიერ მისთვის საჭირო საკითხზე.
იური ლორთქიფანიძე („პატრიოტთა ალიანსი“)
მე ჩემს მოსახლეობასთან მუდმივად ვიყავი ინტენსიურ კავშირში და დეპუტატობა არ უნდა აღმოჩნდეს ხელშემშლელი მიზეზი ამ კაშირის შეწყვეტისთვის. ჩვენი ურთიერთობა შენარჩუნდება და კიდევ უფრო გაღრმავდება, მით უმეტეს, მე რეალურად ვაპირებ იმ პრობლემის გადაჭრას, რომელიც რაიონის მოსახლეობის წინაშე დგას.
მელორ ტყეშელაშვილი („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“)
ჩემს ამომრჩევლებთან ვაპირებ ინტენსიურ და ხშირ ურთიერთობას. პირადად გვერდით დავუდგები მათ პრობლემების გადაწყვეტაში.
ვლადიმერ კახიანი („ეროვნული ფორუმი“)
ამომრჩეველთან გავაგრძელებ კომინიკაციას პარლამენტში ყოფნის პერიოდშიც, რათა არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები.
კითხვა 11: არჩევის შემთხვევაში მომდევნო წლები იქნებით დეპუტატი, თუ შეიძლება აღმასრულებელ ხელისუფლებაში გიხილოთ?
გრიგოლ ლილუაშვილი („ქართული ოცნება“)
დღეს ვანისა და ხონის რაიონების მაჟორიტარობის კანდიდატი გახლავართ და მიმაჩნია რომ დღეს ყველაზე მეტად აქ, ვანსა და ხონში ვხედავ ჩემი შესაძლებლობების გამოყენების აუცილებლობას, თუმცა სადაც გამოვადგები ხალხს, ქვეყანას მზად ვარ ყველგან თავდაუზოგავად ვიშრომო.
ზურაბ ჯიბუხაია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
ვფიქრობ, რომ არ ვიქნები აღმსრულებელ ხელისუფლებაში. შევეცდები ამომრჩევლისთვის მიცემული დაპირებების შესრულებას დეპუტატის ამპლუაში.
იური ლორთქიფანიძე („პატრიოტთა ალიანსი“)
მე ვთქვი, რომ დეპუტატის მანდატს წარმატებით და პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხით ვატარებ.
მელორ ტყეშელაშვილი („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“)
არსად არ ვაპირებ გადასვლას. აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკმაოდ თანამდებობები მქონდა და ახლა დეპუტატის რანგში ვაპირებ მოღვაწეობას.
ვლადიმერ კახიანი („ეროვნული ფორუმი“)
არა. დავრჩები პარლამენტში.
კითხვა 12: რა წინადადებები გექნებათ ადგილობრივი თვითმართველობის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად?
გრიგოლ ლილუაშვილი („ქართული ოცნება“)
თვითმმართველობა მსხვილ ქალაქებში უფრო დახვეწილია, მიახლოებულია მიზნებთან, რაიონებში ეს რა თქმა უნდა არის ჩანასახის დონეზე. მე თბილისში მერის მოადგილედ ყოფნის პერიოდში შევძელი თვითმმართველობის როლი და ჩართულობა გამეზარდა და ვატყობ რომ იგივე უნდა გავაკეთო ჩემს ორ რაიონშიც. მეტი ატქიურობაა საჭირო ხალხის მხრიდან, მეტი ჩართულობა, ამისთვის კი, უფრო მეტად უნდა ავამაღლოთ მოსახლეობის ცნობიერება თვითმმართველობის საკითხებში და შევუქმნათ მათ შესაბამისი მოტივაცია.
ზურაბ ჯიბუხაია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის სრული და რეალური დეცენტრალიზაცია. შესაცვლელია კანონმდებლობა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ.
იური ლორთქიფანიძე („პატრიოტთა ალიანსი“)
ჩემ მიერ ჩამოთვლილი პრობლემური საკითხების ერთი ნაწილი კი ცენტრალური ხელისუფლების მიერაა გადასაწყვეტი, მე ამ საკითხების გადაწყვეტაში მოსახლეობას დავეხმარები.
მელორ ტყეშელაშვილი („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“)
საქმე გვიჩვენებს.
ვლადიმერ კახიანი („ეროვნული ფორუმი“)
ფინანსური დეცენტრალიზაცია და საკადრო პოლიტიკის ოპტიმიზაცია.
კითხვა 13: გაქვთ თუ არა კონკრეტული მოსაზრებები რეგიონში სტიქიური მოვლენების პრევენციისა და მათზე რეაგირებისათვის?
გრიგოლ ლილუაშვილი („ქართული ოცნება“)
გარემოს ეროვნული სააგენტოს ფარგლებში ისედაც არსებობს სამსახური რომელიც შეისწავლის სტიქიური უბედურებების რისკებს და გეგმავს პრევენციულ ზომებს, თუმცა საჭიროა ამ ინსტიტუტის გაძლიერება და გააქტიურება. დასავლეთ საქართველოში უამრავი მეწყერული ზონაა, უამრავი მდინარეა რომელიც შეიძლება რაიონისთვის საფრთხეს წარმოადგენს, ამიტომ საკანონმდებლო ორგანოში ჩემი საქმიანობის ფარგლებში ვეცდები მეტი ყურადღება დაეთმოს სტიქიური უბედურებების პრევენციისთვის შესაბამისი სამსახურების საქმიანობის გააქტიურებას და ამ მიმართულებით თანხების გამოყოფის საკითხს.
ზურაბ ჯიბუხაია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში საკმაოდ ხანგრძლივი მუშაობის შედეგად ვფიქრობ, მაქვს საინტერესო წინადადებები სტიქიური მოვლენების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის.
იური ლორთქიფანიძე („პატრიოტთა ალიანსი“)
აქტიურად ჩავერთვებით ამ საკითხებში. შევიმუშავებთ პროექტს, რაც ამ პრობლემების მოგვარებას გაგვიადვილდებს.
მელორ ტყეშელაშვილი („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“)
საქმე გვიჩვენებს.
ვლადიმერ კახიანი („ეროვნული ფორუმი“)
საჭიროა მდინარეებზე წინანწარი შეტყობინების, სასიგნალო დანადგარების დაყენება წყალმოვარდნის შემთხვევაში.
კითხვა 14: უჭერთ თუ არა მხარს, რომ პარლამენტმა საქმიანობა ქუთაისში განაგრძოს?
გრიგოლ ლილუაშვილი („ქართული ოცნება“)
ახლა ეს საკითხი ძალიან მწვავედ დადგა, თუმცა კარგად ვიცი პრემიერის სიტყვები, რომ ეს საკითხი ახლა არ განიხილება. ჩემი აზრით გარკვეულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ხელოვნურად შექმნეს პრობლემა, იმისთვის, რომ ქუთაისელები ხელისუფლებაზე გაენაწყენებინათ. მინდა აღვნიშნო, რომ ქუთაისი იძენს ყველაზე მთავარ და მნიშვნელოვან სტატუსს - საგანმანათლებლო სტატუსს, რადგან ტექნოლოგიური უნივერსიტეტი შენდება სწორედ ქუთაისში და თუ ოდესმე დადგება პარლამენტის გადატანის საკითხი, ქუთაისს ეს აღარ შეაწუხებს.
ზურაბ ჯიბუხაია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
ცალსახად ვუჭერ მხარს პარლამენტის ქუთაისში საქმიანობას და ეს მოსაზრება მყარ არგუმენტებს ეფუძნება.
იური ლორთქიფანიძე („პატრიოტთა ალიანსი“)
პარლამენტის ქუთაისში გადმოტანა, რაღაც კონტესში დადებითი როლი ითამაშა რეგიონის განვითარებისთვის. მაგრამ აღვნიშნავ, იმასაც, რომ ვერ მივიღეთ ის ეფექტი, რომელსაც ამ კანონის ავტორები ისახავდნენ მიზნად. ბევრი საკი