წინასაარჩევნო პერიოდზე ისაუბრა და ამჟამინდელი ხელისუფლების მუშაობაც შეაფასა. ოქრუაშვილის თქმით, "ქართული ოცნება" ქვეყნის მართვას უპასუხისმგებლოდ მოეკიდა. ამ თემაზე საუბრისას, მან ყურადღება გორზე გაამახვილა და განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" ოთხწლიანი მმართველობის პერიოდში ქალაქში მხოლოდ ერთი პროექტი განხორციელდა.
ფაქტ-მეტრი ოქრუაშვილის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ქალაქ გორის მერიის ინფორმაციით, 2010 წლის 14 მაისს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ა(ა)იპ საქართველოს რაგბის კავშირს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს რაგბის კავშირს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გორში, ჭალის დასახლებაში მდებარე (გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული) 35 186 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადაეცა.ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად, მხარემ იკისრა ვალდებულება, ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი წლის ვადაში ბავშვთა და მოზარდთა სარაგბო სათამაშო-სავარჯიშო სპორტული კომპლექსი მოეწყო.
აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, გორში სარაგბო კომპლექსი აშენდა. მშენებლობა 2016 წლის პირველ ნახევარში დასრულდა. კომპლექსი "ფონდი ქართუს" დაფინანსებით შენდებოდა.კომპლექსში შედის სათამაშო არენა ბუნებრივსაფარიანი მოედნით და გადახურული ტრიბუნებით, რომელზეც 2 500 მაყურებლისთვის ინდივიდუალური სავარძელია დამონტაჟებული.
"ფონდმა ქართუმ" 23 სარაგბო-ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა.სარაგბო ბაზა გორის გარდა თბილისში, ქუთაისში, ასპინძაში, რუსთავში, ფოთსა და მარტყოფშიც შენდება.
რაც შეეხება "ქართული ოცნების" მმართველობის დროს გორში განხორციელებულ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, გორის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის თქმით, პროექტების დიდი ნაწილი 2015 წელს განხორცილდა.
"ამ წელს მოეწყო საკანალიზაციო ქსელის გამწმედი ნაგებობა რკინიგზის დასახლებაში. ნაგებობა ბაქტერული მეთოდით ამუშავებს ფეკალურ მასალებს და გარდაქმნის ტექნიკურ წყლად, რომელიც მდინარეში ჩაედინება. ამავე წელს გარემონტდა მეთორმეტე საბავშვო ბაღი, რომელიც დამწვარი იყო. ახლა კი, იქ სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. მეთორმეტე ბაღთან ერთად სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა სკოლამდელი აღზრდის კიდევ 8 დაწესებულებას. რეაბილიტაცია ჩავუტარეთ სამხატვრო სკოლას. ასევე, მოვაწყვეთ საზოგადოებრივი ტუალეტი ტაბიძის ქუჩაზე. სპორტული კომპლექსის სრულყოფისთვის, ნუგზარ სხირელის სახელობის საჭიდაო დარბაზში მოეწყო სპორტსმენების დასასვენებელი კომპლექსი. ათ სადარბაზოს გავუკეთეთ მოფილაქნებული შესასვლელები", - განმარტავს ფაქტ-მეტრთან საუბარში იაგო წიკლაური.
მისივე ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება 2016 წელსაც გრძელდება. კერძოდ, როგორც წიკლაურმა აღნიშნა, უკვე დასრულებულია ჯანო ბაგრატიანის სახელობის სკვერის მოწყობა. ასევე, ათობით კორპუსში მოეწყო წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემის საერთო სარგებლობის ქსელი.
ქალაქ გორის მერიის მუშაობის ანგარიშიინტერნეტშია ხელმისაწვდომი და მასში მოცემულია ინფორმაცია იმ პროექტებისა თუ აქტივობების შესახებ, რომლებიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ 2014 წლიდან დღემდე განახორციელა.
გარდა ამისა, 2016 წელს, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ენერგეტიკის სამინისტროს ინიციატივით, ქარის პირველი ელექტროსადგური დამონტაჟდა.გორის ელექტროსადგური ძირითადად EBRD-ის სესხით შენდება, რომელიც 24 მილიონ დოლარს შეადგენს. დამატებით 6 მილიონი კი ენერგეტიკის განვითარების ფონდისა და ნავთობისა და გაზის კორპორაციის სახსრებია.
დასკვნა 2012-2016
წლებში გორში სარაგბო კომპლექსი საქართველოს რაგბის კავშირმა ააშენა. დამფინანსებელი მართლაც "ფონდი ქართუ" იყო. თუმცა, ეს არ არის მხოლოდ ერთი პროექტი, რაც აღნიშნული პერიოდის მანძილზე ქალაქში განხორციელდა. "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში გორში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. მათი ნაწილისთვის ფინანსები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. ამავე პერიოდში, გორში კიდევ ერთი მსხვილი პროექტის - საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. პროექტი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ეკუთვნის და ამ ეტაპისთვის ტურბინების მონტაჟი დასრულებულია.
ამრიგად, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება არის მცდარი.