წარმოგიდგენთ მარნეულის № 35 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატთა ინტერვიუებს. ესენი არიან: რუსლან გაჯიევი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“, აზერ სულეიმანოვი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ქამრან მამედოვი საარჩევნო ბლოკიდან „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის“ და გია სისვაძე „თავისუფალი დემოკრატებიდან“.
ინტერვიუები მომზადდა წინასწარ მომზადებული კითხვარის მიხედვით, რომელიც ყველა კანდიდატისთვის ძირითადად ერთნაირი იყო. მიღებული პასუხები იმგვარადაა დაჯგუფებული, რომ მკითხველს კანდიდატთა პოზიციების ერთმანეთთან შედარება გაუადვილდეს.
კითხვა 1: რატომ იყრით კენჭს ამ კონკრეტულ ოლქში?
რუსლან გაჯიევი („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“)
როგორც იცით, წლევანდელი არჩევნებიდან უკვე მარნეულს ეყოლება ორი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, მარნეული გაყოფილია ორ ოლქად, 35-ე და 36-ე ოლქებად. მე კენჭს ვიყრი 35-ე ოლქიდან, სადაც შედის 7 ადმინისტრაციული ერთეული თავის სოფლებით. მეც სოფელში დაბადებული და გაზრდილი ვარ, აქედან გამომდინარე, უკეთ ვიცი რა აწუხებს სოფლად მცხოვრებ ადამიანებს და როგორ შეგვიძლია მათი დახმარება. ამიტომ ვარ ამ ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
აზერ სულეიმანოვი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
მე მარნეულელი ვარ და ჩემთვის კარგად ნაცნობია მარნეულში არსებული პრობლემები, სწორედ ამიტომ ვიყრი აქ კენჭს.
ქამრან მამედოვი („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის“)
იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი რა პრობლემებია აღნიშნულ ოლქში.
გია სისვაძე („თავისუფალი დემოკრატები“)
ვიცნობ რაიონს, არცერთი ოლქი ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, მე წლებია რაც მარნეულის მუნიციპალიტეტში ვმუშაობ, ვარ მარნეულელი და ვფიქრობ, ამ რაიონის პრობლემებს და საჭიროებებს წარმოდგენილ კანდიდატებთან შედარებით უკეთ ვიცნობ. ვფიქრობ, რომ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ჩემი ოლქის ამომრჩეველს მნიშნვნელოვნად დავეხმარები.
კითხვა 2: ჩამოთვალეთ 3-5 (ან მეტი) მთავარი პრობლემა, რომელიც თქვენი ოლქის ამომრჩევლებს (და არა ზოგადად ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას) განსაკუთრებით აწუხებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?
რუსლან გაჯიევი („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“)
საქართველო პატარა ქვეყანაა და პრობლემები თითქმის ყველგან იდენტურია. ჩვენი რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, აქ მოსახლეობას ძირითადად აწუხებს ის პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია სოფლის მეურნეობასთან და ინფრასტრუქტურასთან. მაგალითად, სარწყავი წყლის პრობლემა, საძოვრებთან დაკავშირებული პრობლემები, გზების პრობლემა, სასმელი წყლის, გაზიფიცირების და ა.შ. ჩვენი გუნდის, ჩვენი პარტიის მმართველობის პერიოდში ეს პრობლემები ნაწილობრივ მაინც აღმოიფხვრა. სარწყავ წყალთან დაკავშირებული პრობლემები თითქმის აღარ არსებობს, დაიგო გზები და ეს პროცესი კვლავ მიმდინარეობს. ასევე მიმდინარეობს სოფლების გაზიფიცირება. რამოდენიმე დღის წინ ბუნებრივი აირი მიეწოდა სოფელ კირიხლოს და ახლო მდებარე სოფლებს, ამ სოფლებში ბუნებრივი აირი არასდროს ყოფილა. ჩვენ გუნდს გეგმაში გვაქვს, რომ 2018 წლისთვის მარნეულში ბუნებრივი აირის გარეშე არ დარჩება არცერთი დასახლება.
აზერ სულეიმანოვი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
ჩემი ოლქის ამომრჩევლებს ყველაზე მეტად განათლების, სპორტის, მელიორაციის (სარწყავი წყალი), სასმელი წყალის, პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტების და ახალგაზრდების დასაქმების პრობლემები აწუხებს. პრობლემების ერთადერთი მოგვარების გზა არის სწორი მართვა და უფრო მეტი ადგილობრივების დასაქმება მარნეულის მუნიციპალურ სამსახურებში.
ქამრან მამედოვი („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის“)
სასმელი წყალი, საძოვარი მიწები, გზები, გაზიფიკაცია, გარე განათებები, სარწყავი წყალი. ჩემი აზრით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებით და ერთობრივი მუშაობით, თხოვნით უნდა გაკეთდეს საქმე.
გია სისვაძე („თავისუფალი დემოკრატები“)
პირველი არის სოციალური საკითხი, მეორე ინფრასტრუქტურის, მესამე და ყველაზე მწვავე, ეს არის ენობრივი ბარიერის პრობლემა. ასევე, სოფლის მეურნეობის დარგში არსებული პრობლემები მნიშნვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ბიუჯეტიდან უფრო მეტი თანხა უნდა გამოიყოს სოციალური პროექტების დასაფინანსებლად. ასევე, ჩვენი პარტია აპირებს, რომ პენსიები გავზარდოთ 300 ლარამდე, ეს მოხდება ბიუჯეტის გაზრდის და ბიუროკარატიული ხარჯების შემცირების ხარჯზე.
კითხვა 3: რა არის თქვენი მთავარი წინაასარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის? რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი.
რუსლან გაჯიევი („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“)
ჩემი მთავარი დაპირება არის მათ გვერდში ყოფნა, მათთვის ხელმისაწვდომი დეპუტატი ვიქნები. ჩემი მოსახლებასთან შეხვედრები პერმანენტული ხასიათის იქნება, არ ვიქნები ის დეპუტატი, რომელიც მხოლოდ წინასაარჩევნოდ ხვდება მოსახლეობას. მე პირადად დავინტერესდები მათი პრობლემებით და ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ ყველა პრობლემა აღმოიფხვრას. ცვლილებებს ისინი იგრძნობენ ჩემი დეპუტატობის პირველივე წლებში.
აზერ სულეიმანოვი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
ჩემი მთავრი წინასაარჩევნო დაპიება მეტი სამუშაო ადგილების შექმნაა, დევიზით - არა ნეპოტიზმს. ამ დაპირებების შესრულება კი, იგეგმება ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2017 წლიდანვე.
ქამრან მამედოვი („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის“)
მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ ყველა სოფელს უფასო მასწავლებლები ჰყავდეს, ყველა სოფელს თავისი სტადიონი ჰქონდეს, სოფლის პროექტებში დასაქმდეს იმავე სოფლის ადგილობრივი მოსახლეობა, ყველა სოფლის გაზიფიკაცია მოხდეს, გზები ეტაპობრივად მოწესრიგდეს, გარე განათება ყველა სოფელში გაკეთდეს. ამ ყოველივეს კი, 4 წლის განმავლობაში განვახორციელებთ.
გია სისვაძე („თავისუფალი დემოკრატები“)
პენსიებს გავზრდით ერთ წელიწადში 300 ლარამდე, ასევე ვაპირებთ მინიმალური ხელფასის გაზრდას 500 ლარამდე და ამას ორ წლამდე პერიოდში შევძლებთ. სოფლის მეურნეობას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება, უნდა დავხვეწოთ სარწყავი სისტემა. ეს კი, უნდა მოხდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სუბსიდირებით სოფლის მეურნეობაში.
კითხვა 4: გვითხარით ის რეალური გზები, თუ როგორ აპირებთ დაპირებების შესრულებას მაშინ, როდესაც ამ ტიპის საქმიანობა ძირითადად ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმართველობის კომპეტენციაა?
რუსლან გაჯიევი („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“)
ჩვენთან პრობლემები ძირითადად ბიუროკრატიული რეჟიმიდან მოდის. მოსახლეობამ არ იცის რა დროს ვის უნდა მიმართოს. პირველ რიგში, მე ვიქნები შუამავალი მოსახლეობასა და ადგილობრივ, აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის. სწორედ ესაა მაჟორიტარი დეპუტატის კომპეტენცია, გააჟღეროს თავისი ამომრჩევლების ხმა პარლამენტში და საჭიროების შემთხვევაში შუამავალი იყოს ადგილოვრივ და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის.
აზერ სულეიმანოვი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
მეტი სამუშაო ადგილების შექმნა და ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესობა სახელმწიფოს, მთავრობის (სათავეში მყოფი პარტიის) საქმეა.
ქამრან მამედოვი („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის“)
დიახ, ზუსტად ერთად უნდა გავაკეთოთ. მე ხალხის თხოვნით და მათი პრობლემებით მივალ ადგილობრივ ხელისუფლებაში და თხოვნით მივმართავ, და თუ არ გაიგებენ მაშინ კანონიერი გზით ვიმოქმედებ. ასევე, ტრიბუნიდან ვიტყვი იმ ყველა პრობლემას, რასაც ხალხი ითხოვს რომ მოუგვარდეთ.
გია სისვაძე („თავისუფალი დემოკრატები“)
მე უკვე ავღნიშნე, რომ ენობრივი ბარიერის პრობლემა მწვავედ დგას რეგიონში, ვაპირებთ, რომ სკოლამდელ დაწესებულებებში შევიტანოთ ქართული ენა და მოვახდინოთ ამ თვალსაზრიდით ფუნდამენტალური ცვლილებები. აგრეთვე, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშეწყობა. არ ვაპირებ ადგილობრივი ხელისუფლების ლანძღვას, არც არავის არ ვადანაშაულებ რამეში, თუმცა მე ვპირდები ჩემს ამომრჩეველს, რომ ჩვენ უკეთესად ვიმუშავებთ, ვიდრე მუშაობენ დღეს. მუნიცპალიტეტში მოსახლეობას არ შეუძლია დასრულებული პროექტებით სარგებლობა. რეგიონში აშენდება რაიმე შენეობა და ის წლების მანძილზე არ იხსნება, ანუ მოსახლეობას არ აქვს ამ შენონებით სარგებლობის უფლება. ასე მოხდა სოფელ წერეთელში, სარიტაულო სახლის შემთხვევაში, სამი წელია გაიხსნა ეს შენობა და მოსახლეობა ჯერაც ვერ სარგებლობს, ახლა, წინაასაარჩევნოდ, დაიწყეს მუშაობა, მშენებლობებს არჩევნებს ამთხვევენ და ეს არ არის ჯანსაღი პროცესი.
თუკი მე დეპუტატი გავხდები უფრო მეტი უფლებამოსილება მექნება, შემეძლება ხალხის პრობლემა უფრო დიდი ტრიბუნიდან გავაჟღერო. საშუალება მექნება, რასაც არ აკეთებს ადგილობრივი ხელისუფლება მივაწოდო ინფორმაცია ცენტრალურ ხელისუფლებას და მან დაავალდებულოს თვითმმართველბა ეფექტურად უმუშაოს.
კითხვა 5: რამდენად არსებობს შესაბამისი საკონონმდებლო ბაზა (ანუ, რა უფლებები გაქვთ ან არ გაქვთ როგორც მაჟორიტარს და ამ მხრივ რას შეცვლიდით) და ეკონომიკური რესურსი იმ დაპირებების შესასრულებლად, რასაც თქვენ იძლევით?
რუსლან გაჯიევი („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“)
ჩვენს პარტიას, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, აქვს თავისი ეკონომიკური პროგრამა. ჩვენი დაპირებებიც არ სცილდება ამ პროგრამას. რაც შეეხება საკანონმდებლო ბაზას, მე არ ვაპირებ რომელიმე უწყების საქმიანობაში ან ვინმეს კომპეტენციაში ჩარევას. ჩემი დაპირებაც სწორედ ისაა, რომ მე ვიქნები შუამავალი სახელმწიფო უწყებებსა და ჩემ ამომრჩევლებს შორის.
აზერ სულეიმანოვი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
ყველა დაპირების შესასრულებლად არის ხელისუფლებაში ყოფნა საჭირო, ამისათვის კი მე და ჩემი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ.
ქამრან მამედოვი („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის“)
არანაირი საკანონმდებლო ბაზა არ მჭირდება დაპირებების შესასრულებლად. როდესაც კარგ ურთიერთობაში იქნები ადგილობრივ ხელისუფლებასთან, გამოდის, რომ ხალხისთვის რამეს გააკეთებ. შესაბამისად, მზად ვარ ხალხისთვის ვიმუშავო 24 საათი, რათა საქმე გაკეთდეს.
გია სისვაძე („თავისუფალი დემოკრატები“)
ჩვენ მოვიზიდავთ გარე და შიდა ინვესტიციას, გარანტირებულს გავხდით ბიზნესს და ეს შემოიტანს ეკონომიკურ რესურსს, ფულს და ამით ბიუჯეტი გაიზრდება. ხოლო, გაზრდილი ბიუჯეტის ხარჯზე შევასრულებთ ყველა იმ პროგრამას, რაზეც მე უკვე ვისაუბრე.
კითხვა 6: რომელი კანონების ინიცირებას გეგმავთ პარლამენტში თქვენს საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით?
რუსლან გაჯიევი („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“)
პირველი და მთავარი, ეს არის სოფლად მცხოვრები ადამიანებისა და ფერმერებისთვის სახელმწიფო სუბსიდიების გაზრდა, საბანკო კრედიტების პროცენტების დაწევა. ჩემი წინა საქმიანობიდან გამომდინარე, ვგეგმავ საგანმანათებლო სფეროსთან დაკავშირებული პროექტების ინცირებას. მთელ ჩემს ძალას გამოვიყენებ საიმისოდ, რომ ჩემ მიერ ინიცირებული კანონპროექტები მიღებული იქნას საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მიერ.
აზერ სულეიმანოვი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
ვაპირებ, რომ პარლამენტში შევიტანო ისეთი კანონპროექტები, რომელიც ეხება თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭების საკითხებს.
ქამრან მამედოვი („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის“)
ამის საფუძელს ჯერჯერობით ვერ ვხედავ და თუ მომავალში რაიმე პრობლემატური კანონი გამოჩნდება, აუცილებლად შევიტან ცვლილებებს.
გია სისვაძე („თავისუფალი დემოკრატები“)
ჩვენ ვგეგმავთ, რომ პირველადი საკითხები, რომლთა ინიცირებასაც მოვახდენთ, აუცილებლად უნდა უკავშირდებოდეს განათლების სფეროს. ყურადღებას დავუთმობთ ახალგაზრდების პრობლემებს, რომ უფრო მეტი წინსვლის საშუალება ჰქოდეთ. მაგალითად, ყიზლაჯლოში მოსახელობამ მითხრა, რომ მათ სოფელში სულ 50 ადამიანია უმაღლესი განათლებით. ამ პრობლემის დასაძლევად კი, საჭიროა ვიზრუნოთ ენობრივი ბარიერის პრობლემის მოგვარებაზე.
კითხვა 7: რას ფიქრობთ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების იდეაზე? უნდა გაუქმდეს თუ არა და რატომ?
რუსლან გაჯიევი („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“)
ეს არის ღრმად განსახილველი საკითხი. პირადად ჩემი პოზიცია არის, რომ არ უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა. პირველი არგუმენტი კი არის ის, რომ ყველა რეგიონს უნდა ყავდეს თავისი წარმომადგენელი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. პროპორციული სიით ამის განსაზღვრა ცოტა ძნელი იქნება.
აზერ სულეიმანოვი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
მაჟორიტარული სისტემა უდაოდ უნდა გაუქმდეს. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული და გეოგრაფიული მოწყობიდან გამომდინარე მაჟორიტარული სისტემა ვერ ამართლებს.
ქამრან მამედოვი („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის“)
არ მგონია, კარგი აზრი იყოს გაუქმება, იმიტომ, რომ ხალხი გირჩევს, ხარ ხალხის მიერ არჩეული დეპუტატი, ხალხის ხმა პარლამეტში, ვერ გაუცრუებ ხალხს იმედს.
გია სისვაძე („თავისუფალი დემოკრატები“)
არ ვარ მომხრე, რომ გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა, იქნებ პირიქით სჯობდეს?! არ ვეთანხმები, რომ ხელისუფლების ხელდასმული პირი იყოს მაჟორიტარი, ისე როგორც ახლა ხდება. სადაც მიდის სამთავრობო პარტიის კანდიდატი თან დაჰყვება ადგილობრივი ხელისუფალიც, ეს ბუნებრივია ახდენს ამომრჩეველზე გავლენას, უმჯობესია იყოს ხელისუფლებიგან დამოუკიდებელი კანდიდატი.
კითხვა 8: პარლამენტში თქვენი არჩევის შემთხვევაში თუკი ოპოზიციაში იქნებით, რა გზებით შეეცდებით თქვენი დაპირებების განხორციელებას?
რუსლან გაჯიევი („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“)
ჩემი ოპოზიციაში მოხვედრის ალბათობა არ არსებობს. ჩვენი პარტია ლიდერია ყველა მხრივ და მოსახლეობა ჩვენ გვიჭერს მხარს.
აზერ სულეიმანოვი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
ოპოზიციაში ყოფნა შეზღუდვას არ ნიშნავს, საჭიროა ყოველთვის იბრძოლო ხალხის კეთილდღეობაზე და წამოწიო ის საკითხები, რაც აწუხებს მოსახლეობას.
ქამრან მამედოვი („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის“)
მოვითხოვ ჩემს კუთვნილ წუთებს, რათა გამოვიდე ტრიბუნიაზე და პარლამენტიდან ვთქვა ხალხის წუხილი და თხოვნა.
გია სისვაძე („თავისუფალი დემოკრატები“)
შევიტანთ ახალ კანონპროექტებს, განვავითარებთ ეკონომიკას, ძირითადად, სახელმწიფოს მართავს ეკონომიკა და არა პერსონა, თუკი ეკონომიკა იქნება მყარი, სახელმწიფო იქნება ძლიერი, ამიტომ ეს ჩვენი უპირველესი ამოცანაა. სწორედ აქედან გამომდინარე ვაპირებ, მხარი დავუჭირო და ჩემი მხრივ ინიცირება მოვახდინო ყველა იმ კანონპროექტის, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას.
კითხვა 9: გექნებათ თუ არა კონკრეტული ინიციატივები, რომლებსაც მთავრობას და პარლამენტს შესთავაზებთ სამუშაო ადგილების გაზრდისა და უმუშევრობის შესამცირებლად?
რუსლან გაჯიევი („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“)
ჩვენს პარტიას აქვს თავისი ეკონომიკური პროგრამა, ჩვენს ამ პროგრამას განვახორციელებთ, ამაში შედის უმუშევართა რიცხვის შემცირება. ჩვენ ამაზე მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს.
აზერ სულეიმანოვი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
ჩვენ გუნდს უკვე გვაქვს დაწერილი ეკომნომიკური გეგმა ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით. გადასახადების შემცირებაა საჭირო.
ქამრან მამედოვი („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის“)
რა თქმა უნდა, მექნება ინიციატივები უმუშევრობაზე, რათა მეტი ადამიანი დავასაქმოთ.
გია სისვაძე („თავისუფალი დემოკრატები“)
უმუშევრობა არის საქართველოს ყველაზე დიდი პრობლემა, ჩვენ, და პირადად მე, აქტიურად ვიმუშავებთ ამ საკითხზე. კონკრეტულად კი, ამ პრობლემის მოგვარებას ქვეყანაში უცხოური და შიდა კაპიტალის ინვესტირებით ვაპირებთ.
კითხვა 10: იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გახდებით პარლამენტის წევრი, რა ინტენსივობით და როგორ გააგრძელებთ ამომრჩეველთან კომუნიკაციას?
რუსლან გაჯიევი („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“)
მე მექნება ოფისი მარნეულში და ჩემი ოფისის კარი იქნება ყველასათვის ღია. თუ ვინმეს ექნება მაჟორიტართან შეხვედრის სურვილი, მე ყოველთვის ვიქნები ხელმისაწვდომი. ასევე, როგორც აღვნიშნე, პერმანენტულად მექნება გასვლები მოსახლეობაში. ზუსტი ინტენსივობის განსაზღვრა ძნელია, მაგრამ შეხვედრები ყოველთვის მექნება.
აზერ სულეიმანოვი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
მე ისედაც მაქვს მჭიდრო კავშირი მარნეულის მოსახლეობასთან, რადგან აქ ვცხოვრობ და მიწევს ყოველდღიურად შეხვედრა ხალხთან. მე ვფიქრობ, რომ მაინც საჭიროა შეხვედრების დაგეგმვა უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდების მიზნით. მე ვეცდები, უფრო მეტად ვიყო ხალხის გვერდით.
ქამრან მამედოვი („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის“)
რა თქმა უნდა, ისეთივე ინტენსივობით გავაგრძელებ შეხვედრებს, როგორც ახლა ვხვდები.
გია სისვაძე („თავისუფალი დემოკრატები“)
პარლამენტი ქუთაისშია, ჩემი ოლქი კი მარნეულში, მოგეხსენებათ მათ შორის მანძილი საკაოდ დიდია, დეპუტატის ვალდებულებაა იყოს პარლამენტში და იყოს ხალხთანაც, ორივე ეს, ერთად, საკმაოდ რთულია. ამიტომ, მე ვაპირებ, რომ მყავდეს ჩემი წარმომადგენელი, ისინი უშაუალოდ მომაწვდიან რა სახის პრობლემები აქვს ადგილობრივ მოსახლეობას. თუკი სახელმწიფო მომცემს საშუალებას, მინდა, რომ ეს წამრმომადგენლები მიზერული თანხით დავაფინანსო. ჩემი აზრით, ასე უფრო ეფექტურად ვიმუშაევბთ. ასევე, თვეში ერთხელ, პირადად, ერთი სოფლის მოსახლეობას მაინც შევხვდები და მოვისმენ მათ პრობელმებს.
კითხვა 11: არჩევის შემთხევევაში მომდევნო წლები იქნებით დეპუტატი, თუ შეიძლება აღმასრულებელ ხელისუფლებაში გიხილოთ?
რუსლან გაჯიევი („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“)
ვფიქრობ, ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა ხარ ხალხის მიერ არჩეული. ამიტომ, არჩევის შემთხვევაში, ვიქნები პარლამენტში მომდევნო 4 წლის განმავლობაში.
აზერ სულეიმანოვი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
მე ვიქნები იქ, საიდანაც შევძლებ უფრო მეტი წილი შევიტანო ჩემი ქვეყნის კეთილდღეობაში.
ქამრან მამედოვი („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის“)
მე მომწონს დეპუტატობა, იმიტომ, რომ ხალხი გირჩევს და მომწონს ხალხის პრობლემების მოგვარება და შესაბამისად არ ვაპირებ სხვა თანამდებობის მოპოვებას.
გია სისვაძე („თავისუფალი დემოკრატები“)
ასეთი რამ ჩემს გეგმებში არ შედის.
კითხვა 12: რა წინადადებები გექნებათ ადგილობრივი თვითმართველობის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად?
რუსლან გაჯიევი („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“)
ამისთვის საჭიროა მეტი ურთიერთთანამშრომლობა. მე ყოველთვის მზად ვიქნები ჩვენს ადგილობრივ თვითმმართველობასთან ურთიერთთანამშრომლობისთვის.
აზერ სულეიმანოვი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
ადგილობრივ თვითმმართველობას მოვუწოდებ მჭიდრო კავშირი ჰქოდნეს მოსახლეობასთან.
ქამრან მამედოვი („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის“)
ახალი იდეები, ინიციატივები უნდა შევთავაზო და ერთიანი ძალით ეფექტიც მიიღწევა.
გია სისვაძე („თავისუფალი დემოკრატები“)
მარნეულის მუნიციპალიტეტში ექვსი საათის შემდეგ გადაწყვეტილების მიმღები პირი რეალურად არ რჩება. როგორ უნდა იმუშაოს ეფექტურად ადგილობრივმა თვითმმართველობამ, როდესაც გამგებელი და მისი გუნდის უმეტესობა თბილისიდან, მცხეთიდან დადის სამსახურში?! 11 საათზე იწყებენ მუშაობას და იმაზე ფიქრობენ სახლში რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ და ამ ფონზე რთულია თვითმმართველობის ეფექტიანობაზე იმსჯელო. მოვითხოვ იმას, რომ მარნეულელებიდან იყვნენ დანიშნულნი საჯარო მოხელეებად სამ წამყვან თანამდებობაზე მაინც და თუკი აქ ვერ იცხოვრებენ კვირაში ერთხელ ღამეს მაინც უნდა ათევდნენ რეგიონში.
კითხვა 13: გაქვთ თუ არა კონკრეტული მოსაზრებები რეგიონში სტიქიური მოვლენების პრევენციისა და მათზე რეაგირებისათვის?
რუსლან გაჯიევი („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“)
ჩვენს რეგიონში იშვიათია სტიქიური მოვლენები. რა თქმა უნდა, თუ ხდება სტიქიური მოვლენა, მასზე უნდა მოხდეს სწრაფი და ეფექტური რეაგირება. ჩვენს გუნდს გვაქვს სოციალური პროგრამაც, სადაც სტიქიური მოვლების დროს დაზარალებული მოსახლეობის დახმარებაც არის გათვალისწინებული. როგორც გასული ოთხი წლის განმავლობაში იყო, ისე მომდევნო ოთხი წლის განმავლობაშიც ჩვენი ბიუჯეტი იქნება მოქალაქეებზე მორგებული.
აზერ სულეიმანოვი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
ისტორია გვაჩვენებს, რომ დიდი მასშტაბებით მარნეულის მუნიციპალიტეტში არ ყოფილა სტიქიური მოვლენები, ამიტომ ამაზე არ მიფიქრია.
ქამრან მამედოვი („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის“)
რა თქმა უნდა, სოფლის ყველა მიწის ნაკვეთები უნდა დავაზღვიოთ, უნდა ავუხსნათ გლეხებს რატომ უნდა დააზღვიონ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და რა სარგებელს მიიღებენ ისინი აღნიშნულით.
გია სისვაძე („თავისუფალი დემოკრატები“)
ვერ გაგცემთ ამასთან დაკავშირებით კვალიფიციურ პასუხს.
კითხვა 14: უჭერთ თუ არა მხარს, რომ პარლამენტმა საქმიანობა ქუთაისში განაგრძოს?
რუსლან გაჯიევი („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“)
შეიძლება ჩემი მოსაზრება ქუთაისელებს არ მოეწონოთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პარლამენტი უნდა იყოს თბილისში. ელემენტარულია, როცა ამხელა მანძილით ხარ დაშორებული დედაქალაქს, სადაც ყველა სახელმწიფო ორგანოა თავმოყრილი, ჩნდება კომუნიკაციის პრობლემა. ჩვენ ვართ საპარლამენტო სახელმწიფო, პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება უნდა იყოს მუდმივ ურთიერთქმედებაში, აღმასრულებელი ხელისუფლება ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. დიდ მანძილზე რთულდება მუშაობის პროცესი და ეს ყველაფერი ისახება ხარისხზეც.
აზერ სულეიმანოვი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
კი, ვუჭერ.
ქამრან მამედოვი („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის“)
სიმართლე გითხრათ, ეგ ნამდვილად არ მაინტერესებს, იმიტომ, რომ მე უფრო ჩემი ხალხის გვერდით ვიქნები და ალბათ თვეში 4 ჯერ ან 5 ჯერ მივალ პარლამენტში, ისიც იმიტომ, რომ ტრიბუნიდან ვთქვა ხალხის პრობლემები.
გია სისვაძე („თავისუფალი დემოკრატები“)
დეპუტატების პოზიციიდან არ ვიცი ამაზე რა პასუხი გაგცეთ, ჩემთვის, როგორც მარნეულის დეპუტატისთვის კარგი იქნება თბილისში იყოს პარლამენტი, მაგრამ რომელიმე დეპუტატისთვის, ვინც დიდი მანძილით დაშორებულია თბილსს, მათთვის არ იქნება ხელსაყრელი. ზოგადად კი, მგონი უკეთესია, პარლამენტი ქუთაისში იყოს.
კითხვა 15: რას ფიქრობთ პარლამენტში ქალთა სავალდებულო კვოტირების იდეაზე? თქვენი აზრით, თქვენი პარტიის მიერ წარმოდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებში და საარჩევნო სიაში დაცულია თუ არა გენდერული ბალანსი და თუ არ არის დაცული - რატომ?
რუსლან გაჯიევი („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“)
ქალების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მოხარული ვიქნები, თუ პარლამენტში რაც შეიძლება მეტ ქალ ვიხილავთ. რაც შეხეება „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“, ჩვენ გვყავს ოთხი უჭკვიანესი და პროფესიონალი ქალბატონი პროპორციული სიის ათეულში. ჩვენ ძალზედ მგრძნობიარედ ვეკიდებით მსგავს საკითხებს და ჩვენი კარი ყველა პროფესიონალისთვის ღიაა.
აზერ სულეიმანოვი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
მე ვუჭერ მხარს გენდერულ ბალანს პარლამენტში და ჩვენ პარტიას წარდგენილი ყავს მაჟორიტარები და სიაშიც არის დაცული გენდერული ბალანსი.
ქამრან მამედოვი („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის“)
„მეტი ქალი პარლამენტში” - ამის მომხრე ვარ. რა თქმაუნდა, ჩვენს პარტიას აქვს დაცული გენდერული ბალანსი და ამით ვამაყობ.
გია სისვაძე („თავისუფალი დემოკრატები“)
ჩვენ პარტია წარმოადგენილია ქალთა რაოდენობის 30%-ით, როგორც ვიცი სხვა პარტიებთან შედარებით უფრო დაცული გვაქვს გენდერული ბალანსი. ვფიქრობ, პარლამენტშიც ასეთი პრინციპით უნდა გადანაწილდეს გენდერული კვოტა - 70% კაცები და 30% ქალები.
კითხვა 16: თქვენი აზრით, უნდა ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში, რომ ქორწინება არის ქალის და მამაკაცის კავშირი? რატომ?
რუსლან გაჯიევი („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“)
პასუხი არ აქვს
აზერ სულეიმანოვი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
არა, მე ვთვლი, რომ ქორწინება ისედაც ქალის და მამაკაცის კავშირია.
ქამრან მამედოვი („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის“)
ქორწინება არის ქალისა და კაცის კავშირი, მე ჩემი ქვეყნის ტრადიციებს დავიცავ ყოველთვის, ეს ტრადიციები კი ასეთ კავშირს აღიარებს. რაც შეეხება უმცირესობაში დარჩენილ განსხვავებული ორიენტაციის მქონდე პირებს, მათი უფლებები უნდა დაიცვას სახელმწიფომ, მათი შეურაცხყოფა კი უნდა დაისაჯოს შესაბამისად.
გია სისვაძე („თავისუფალი დემოკრატები“)
მე კონსერვატორულად ვაზროვნებ და ბუნებრივია ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი. კონსტიტუციაშიც უნდა ჩაიწეროს ეს საკითხი, ქორწინება უპირობოდ ქალისა და მამაკაცის კავშირია.
კითხვა 17: აპირებთ თუ არა პარლამენტში საქართველოს ევროატლანტიკური საგარეო კურსის მხარდაჭერას? თქვენი აზრით რა პოლიტიკა უნდა გაატაროს საქართველომ რუსეთთან და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით? უნდა შეიცვალოს თუ არა რაიმე ამ პოლიტიკაში?
რუსლან გაჯიევი („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“)
გასული 4 წლის განმავლობაში ჩვენი პარტიის პოზიცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით ყველასთვის ცნობილია, ასევე ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის პოზიცია. არც ჩემი პოზიცია განსხვავდება ამასთან დაკავშირებით. მე მხარს ვუჭერ ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას. რაც შეეხება რუსეთის ფენომენს, ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენს ურთიერთობებში გარკვეული წინსვლები შეიმჩნევა. ქართული პროდუქტი თავისუფლად გადის რუსულ ბაზარზე, ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ ვიზის პრობლემა. იმედი მაქვს, რომ მალე საერთოდ არ დასჭირდებათ ვიზა რუსეთის ფედერაციაში წასასვლელად. მაგრამ ერთი რამ ყველასთვის ცხადია, ჩვენ არ ვაპირებთ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით დათმობაზე წავლას. ჩვენ ყველა ძალ-ღონეს ვიხმართ, რათა აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ამას, ჩვენ შევძლებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.
აზერ სულეიმანოვი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)
მე ვუჭერ მხარს ევროატლანტიკური კურსს და პარლამენტშიც დავუჭერ მხარს. უნდა შეიცვალოს პოლიტიკა რუსეთთან, ჩვენ უნდა ვიყოთ მკაფიო და ძალიან პრინციპული საერ