• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
რატომ მცირდება საქართველოს მოსახლეობა

რატომ მცირდება საქართველოს მოსახლეობა

2002 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 4 371 535 ადამიანისგან შედგებოდა. 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით კი

14/09/2016
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

2002 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 4 371 535 ადამიანისგან შედგებოდა. 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით კი, საქართველოს მოსახლეობამ 3 713 804 ადამიანი შეადგინა, რაც წინა აღწერასთან შედარებით 15%-ით (657 731-ით) ნაკლებია. საინტერესოა, თუ რატომ მცირდება საქართველოს მოსახლეობა.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის (საქსტატი) და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის 2003-2016 წლების მონაცემები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ეს იმითაა განპირობებული, რომ 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგებზე დაყრდნობით საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოსახლეობის 2003-2014 წლების სტატისტიკის კორექტირება არ განახორციელა.

„საქასტატის“ მონაცემების მიხედვით, 2014 წლიდან 2015 წლამდე, 1 წელიწადში, საქართველოს მოსახლეობა 776 800 ადამიანით შემცირდა, რაც არარეალურია. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა კი 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგებზე დაყრდნობით და წრფივი ინტერპოლაციის მეთოდის გამოყენებით 2003-2014 წლების მონაცემები დააკორექტირა (ცხრილი 1).

ცხრილი 1: საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 1 იანვრის მდგომარეობით

წელი საქსტატი სავალუტო ფონდი
2002 4 371 500 4 372 000
2003 4 342 600 4 318 000
2004 4 315 200 4 265 000
2005 4 321 500 4 211 000
2006 4 401 300 4 158 000
2007 4 394 700 4 104 000
2008 4 382 100 4 051 000
2009 4 385 400 3 997 000
2010 4 436 400 3 944 000
2011 4 469 200 3 890 000
2012 4 497 600 3 837 000
2013 4 483 800 3 783 000
2014 4 490 500 3 730 000
2015 3 713 700 3 690 000
2016 3 720 400 3 678 000

ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობა არის აღწერის პერიოდში ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა. საქართველოს მოსახლეობა არ ნიშნავს არც ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას და არც საქართველოს მოქალაქეების ჯამურ რაოდენობას. მაგალითად, ქართველი ემიგრანტი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, მაგრამ არ შედის საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობაში და პირიქით, თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ცხოვრობს, ის საქართველოს მოსახლეობის ნაწილია.

 

მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებას სამი ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს - შობადობა, სიკვდილიანობა და მიგრაცია. შობადობას  ყოველ ათას კაცზე დაბადებულ ბავშვთა რაოდენობით, ხოლო სიკვდილიანობა ყოველ ათას კაცზე გარდაცვალების რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება. შობადობისა და სიკვდილიანობის სხვაობას კი ბუნებრივი მატება ჰქვია.

 

მიგრაცია ნიშნავს ადამიანის საცხოვრებელი ადგილის შეცვლას. არსებობს შიდა და საერთაშორისო მიგრაცია. შიდა მიგრაცია ნიშნავს ქვეყნის შიგნით გადაადგილებას, ხოლო საერთაშორისო - ქვეყნებს შორის. ქვეყნის მოსახლეობის აღწერისათვის საჭიროა საერთაშორისო მიგრაციის კვლევა, რათა გავიგოთ რამდენი ადამიანი ტოვებს ქვეყანას და პირიქით, შემოდის ქვეყნის ტერიტორიაზე.

 

გაეროს მონაცემებით, 2010-2015 წლებში, საქართველო შობადობის მაჩვენებლის მიხედვით 138-ე ქვეყანაა მსოფლიოში - საშუალოდ, 13.7 ახალშობილით ყოველ 1 000 ადამიანზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და მესამე პოზიციას ვიკავებთ აზერბაიჯანისა და ირლანდიის შემდეგ.

 

თავის მხრივ, ევროპის ქვეყნების საშუალო შობადობა დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით ყველაზე ნაკლებია და შეადგენს 10.8-ს. ეს განპირობებულია სხვადასხვა მენტალურ-კულტურული ფაქტორებით. მაგალითად, ევროპაში მაღალია სოციალური პასუხისმგებლობა შვილების მიმართ. განვითარებად ქვეყნებში კი, ხშირ შემთხვევაში, ბავშვებს უყურებენ, როგორც დამატებით მუშახელს და არ ფიქრობენ, თუ რამდენათ აქვთ ბევრი შვილის აღზრდის მატერიალური საშუალება.

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში შობადობის კოეფიციენტი მაღალი არ არის, საქართველოში დადებითი ბუნებრივი მატებაა, ანუ ყოველ წელს შობადობა სიკვდილიანობას ჭარბობს (ცხრილი 2). 2002-2015 წლებში, ჯამში, საქართველოში 161 013 ადამიანით მეტი დაიბადა, ვიდრე გარდაიცვალა.

 

 

 

ცხრილი 2: შობადობა, სიკვდილიანობა და ბუნებრივი მატება საქართველოში (ათასი კაცი)

 

 

 

წელი

შობადობა

სიკვდილიანობა

ბუნებრივი მატება

 

 

2002

10.7

10.7

0

 

 

2003

10.7

10.6

0.1

 

 

2004

11.5

11.3

0.2

 

 

2005

10.7

9.9

0.8

 

 

2006

10.9

9.6

1.3

 

 

2007

11.2

9.4

1.8

 

 

2008

12.9

9.8

3.1

 

 

2009

14.4

10.6

3.8

 

 

2010

14.1

10.7

3.3

 

 

2011

12.9

11.1

1.8

 

 

2012

12.7

11.0

1.7

 

 

2013

12.9

10.8

2.1

 

 

2014

16.3

13.2

3.1

 

 

2015

15.9

13.2

2.7

 

 

 

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

 

 

ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებლის მიუხედავად, საერთაშორისო მიგრაციის უარყოფითი ბალანსის გამო, 2002 წლიდან 2015 წლამდე საქართელოს მოსახლოება 658 ათასით შემცირდა. ემიგრაცია დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის დამახასიათებელი მოვლენაა. გაეროს 2015 წლის ანგარიშით, 2010-2015 წლებში დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებიდან მდიდარ ქვეყნებში 16 მილიონი ადამიანი წავიდა ემიგრაციაში. ამავე ანგარიშიდან ჩანს, რომ 2000-2005 წლებში საქართველო 309 021-მა ადამიანმა დატოვა, 2005-2010 წლებში 289 538-მა, ხოლო 2010-2015 წლებში 296 323-მა. 2000- 2015 წლებში, ჯამში, საქართველოდან ემიგრაციაში 894 882 ადამიანი წავიდა.

 

მოსახლეობის რიცხოვნობის კლების შეჩერება შესაძლებელია ემიგრაციის მნიშვნელოვნად შემცირებით, შობადობის და სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ზრდით. სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა ნიშნავს, საშუალოდ რამდენი წელი ცხოვრობს ადამიანი. სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო ასაკის ზრდა ქვეყნის მოსახლეობის ზრდას უწყობს ხელს, რადგან სიკვდილიანობის მაჩვენებელს ამცირებს.

 

„საქსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 72.9 წელია. აღსანიშნავია ისიც, რომ 2009-დან 2013 წლამდე სიცოცხლის ხანგრძლივობა იზდებოდა, ხოლო 2014-2015 წლებში შემცირდა.

 

 

 

ცხრილი 3: სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა საქართველოში, წელი

 

 

 

 

2008

2009

2010

2011

2012

2013

2014

2015

 

 

სიცოცხლის ხანგრძლივობა

74.2

73.6

74.4

74.5

74.7

75.2

72.9

72.9

 

 

 

წყარო: საქართველოს სტატისტიკის  ეროვნული სამსახური

 

 

 

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც მომავალში მოსახლეობის რაოდენობაზე უარყოფითად იქონიებს გავლენას, მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურის ცვლილებაა. მოხუცებისა და ახალგაზრდების პროცენტული შეფარდება მოხუცების სასარგებლოდ იცვლება, რადგან გასული საუკუნის 50-60-იან წლებში საქართველოში გაცილებით მაღალი შობადობის მაჩვენებელი იყო, ვიდრე ბოლო ათწლეულებშია. ეს მოვლენა „მოსახლეობის დაბერების“ სახელითაა ცნობილი.

 

2008 წელს საქართველოში 658 ათასი ასაკით პენსიონერი იყო, 2016 წლისთვის კი მათი რაოდენობა 713 ათასამდე გაიზარდა. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად არ გაიზარდა, მოსახლეობის დაბერება სიკვდილიანობის ზრდის წინაპირობა გახდება, რაც ბუნებრივ მატებას შეამცირებს. თავის მხრივ, ბუნებრივი მატების შემცირება უარყოფითად იმოქმედებს მოსახლეობის რიცხოვნობაზე.

 

საქართველოს მოსახლეობის შემცირების ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ემიგრაციაა, რაც თავის მხრივ, საქართველოს არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობითაა განპირობებული. საქართველო არაა გამონაკლისი შემთხვევა, გლობალური მასშტაბით, შედარებით ღარიბი ქვეყნებიდან ხალხი მდიდარ ქვეყნებში მიდის.

 

საქართველოში, მთავრობა მოსახლეობის შემცირების შეჩერებას სოციალური პროგრამებით შობადობის წახალისებით ცდილობს, თუმცა ეს არაეფექტური მიდგომაა. გაეროს მონაცემებიდან (ცხრილი 4) ჩანს, რომ მაღალი შობადობა მთავრობისგან წახალისებით ან კარგი ეკონომიკური მდგომარეობით არ არის განპირობებული. მითუმეტესეს, საქართველოს ამ ეტაპზე დადებითი ბუნებრივი მატების მაჩვენებელი აქვს.

 

 

 

ცხრილი 4: ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი შობადობის მქონე ქვეყნები

 

 

 

ყველაზე მაღალი შობადობა

ყველაზე დაბალი შობადობა

 

 

ქვეყანა

1000 ადამიანზე

ქვეყანა

1000 ადამიანზე

 

 

ნიგერი

49.8

იაპონია

8.3

 

 

ანგოლა

46.2

გერმანია

8.3

 

 

ჩადი

45.9

პორტუგალია

8.5

 

 

მალი

44.4

იტალია

8.6

 

 

ბურუნდი

42.2

მალტა

8.9

 

 

სომალი

43.9

საბერძნეთი

8.9

 

 

უგანდა

43.7

ბოსნია ჰერცოგოვინა

9.1

 

 

გამბია

42.8

სამხრეთ კორეა

9.2

 

 

კონგოს დემ. რესპ.

42.6

სინგაპური

9.3

 

 

ბურკინა ფასო

40.1

ესპანეთი

9.3

 

 

 

წყარო: გაეროს მოსახლეობის დაყოფის ანგარიში 2015, შობადობის მონაცემები 2010-15 წლებში

 

 

 

ასევე აღსანიშნავია, რომ თუ შობადობის მხარდამჭერი სოციალური პროგრამებით შობადობის დონის ზრდას მივაღწევთ, ეკონომიკური ფონის მკვეთრად გაუმჯობესების გარეშე, საქართველოს მოსახლეობა მაინც შემცირდება, რადგან ზრდასრული ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი ემიგრაციაში წავა. ეკონომიკური წინსვლის გარეშე შობადობის გაზრდა მხოლოდ წარმომავლობით ქართველების რაოდენობის ზრდას გამოიწვევს და არა საქართველოს მოსახლეობისას. ამასთან, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ მსგავსი სოციალური პროგრამები გადასახადებიდან ფინანსდება, რაც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად აისახება.

 

მოსახლეობის შემცირების დაბალანსების შემდეგ კი, ზრდის ერთადერთი წინაპირობა ქვეყნის საცხოვრებლად მიმზიდველობის ზრდაა, რაც ძირითადად ეკონომიკური ფაქტორებით განისაზღვრება. ასეთ შემთხვევაში, საქართველოში მაცხოვრებლებს არათუ საქართველოდან ემიგრირების სურვილი გაუქრებათ, იმ ემიგრანტთა ნაწილიც დაბრუნდება, ვინც საქართველო უკვე დატოვა. ასევე, საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვისაც გახდება მიმზიდველი.

თეგები:
ლევან ვასაძე
საყოველთაო დაზღვევა
გამწვანება
ყარსის ხელშეკრულება
Mediacity.ge
Presidential Address
ლუკა ხიმშიაშვილი
ლუკა ხიმშიაშვილი

ყველა სიახლე

  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა