• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
თვითაცილება და ძაღლების გასეირნება

თვითაცილება და ძაღლების გასეირნება

ერთ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ხელისუფლების

08/09/2016
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

ერთ თვეზე მეტი გავიდა  მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ შესაძლო  ზეწოლაზე ისაუბრა და სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდა. მართალია, მის განცხადებას საქართველოს მთავარი პროკურატურის მხრიდან დროული რეაგირება მოჰყვა, რაც გამოძიების დაწყებასა და მოსამართლეთა დაკითხვაში გამოიხატა, მაგრამ საზოგადოებისთვის გამოძიების საბოლოო შედეგები ამ დრომდე უცნობია.

 

28 აგვისტოს კი  გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში მომზადებული სიუჟეტი გავიდა, სახელწოდებით „დედათა ტრილოგია“, რომელშიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეზე ხელისუფლების მხრიდან შესაძლო ზეწოლის შესახებაა საუბარი. კერძოდ, სიუჟეტი მოსამართლე ლალი ფაფიაშვილის დედას, ნოტარიუს ტატიანა ახვლედიანს ეხება, რომლის სანოტარო ბიუროშიც 2015 წელს ყალბი დოკუმენტები დამზადდა. როგორც თავად ტატიანა ახვლედიანი აცხადებს, აღნიშნული ფაქტის გამოაშკარავების შემდეგ საქმეზე პროკურატურას თავად შეატყობინა, რასაც პროკურატურის მხრიდან მისი დაკითხვა მოჰყვა.

 

აღნიშნულ სიუჟეტს საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოეხმაურა, რომელმაც დაადასტურა თაღლითური ჯგუფის მიერ, მოტყუებით, ნოტარიუს ტატიანა ახვლედიანის სანოტარო ბიუროში ყალბი მინდობილობის დამზადებისა და აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაწყებული გამოძიების შესახებ. პროკურატურის განცხადებით, დანაშაულებრივ ფაქტზე 2016 წლის 10 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმე არსებით განსახილველად წარიმართა და ამ დრომდე მიმდინარეობს საქმის განხილვა.

 

სიუჟეტში თავად ლალი ფაფიაშვილმაც გააკეთა კომენტარი.

 

„იმ კონტექსტიდან გამომდინარე, რა დამოკიდებულებაც, ზოგადად, არსებობდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიმართ და სასამართლოს მიმართ მთლიანობაში, დამერწმუნეთ, ოდნავ მაინც ხელჩასაჭიდი ვინმეს რამე რომ ჰქონოდა, ეს საქმე ასე არ დამთავრდებოდა“, – განაცხადა ლალი ფაფიაშვილმა.

 

ის, თუ რა დამოკიდებულებასა და კონტექსტზე საუბრობდა მოსამართლე და შეიძლება თუ არა ამას გიორგი პაპუაშვილის მიერ მოსამართლეთა ზეწოლის შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასთან რაიმე კავშირი ჰქონდეს, უცნობია, რადგან ჟურნალისტის დამაზუსტებელი კითხვა მოსამართლემ შეურაცხყოფად მიიღო და დამატებითი განმარტებებისგან თავი შეიკავა. მოგვიანებით კი სპეციალური ბრიფინგი გამართა, „რუსთავი 2“-ის რეპორტაჟი ფაქტებით მანიპულირებად და მასა და მისი ოჯახის წევრებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლად შეაფასა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით, გახმაურებულ საქმეებზე თვითაცილების  შესახებ შუამდგომლობის დაყენება დააანონსა:

 

„იმისთვის, რომ მხარის აშკარა და არაერთგზის გამოხატული, მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება უარყოფითად არ აისახოს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ლეგიტიმაციასა და სანდოობაზე, თავს ვალდებულად ვთვლი, მივმართო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, ე.წ. გახმაურებული საქმეების განხილვაში მონაწილეობისგან თვითგანრიდების შუამდგომლობით, ვინაიდან, მოსარჩელის ზოგიერთი წარმომადგენლისგან განსხვავებით, სასამართლო განხილვა ფორმალობად არ მიმაჩნია“.

 

„კაბელების საქმის“ ადვოკატის, ლევან სამუშიას განცხადებით, ლალი ფაფიაშვილის თვითაცილების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები ჩნდება.

 

„აცილების საფუძველი შესაძლებელია, არ იყოს მხოლოდ ქალბატონი ფაფიაშვილის გადაწყვეტილება და ეს იყოს, გარკვეულწილად, კოლექტიური გადაწყვეტილებაც, რომ პროცესი გაჭიანურდეს და საერთოდ ჩაიშალოს“, – განაცხადა ლევან სამუშიამ, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება პირველ სექტემბერს „კაბელებისა“ და გიგი უგულავას გაერთიანებულ სარჩელზე ჩანიშნულ არსებით განხილვაზე უარყოფითად არ იმოქმედებდა.

 

ადვოკატის იმედები არ გამართლდა და ეს სხდომა მეორე კოლეგიის მოსამართლეების გამოუცხადებლობის გამო, უკვე მეორედ ჩაიშალა. გამოუცხადებლობის მიზეზი მხოლოდ ლალი ფაფიაშვილმა დაასახელა.

 

„მე დაყენებული მაქვს თვითაცილების შესახებ შუამდგომლობა. შესაბამისად, სანამ ამ შუამდგომლობაზე პლენუმი არ იმსჯელებს, მანამდე იურიდიულადაც არ მაქვს შესაძლებლობა, რომ სხდომას დავესწრო“, – განაცხადა ფაფიაშვილმა.

 

დანიშნულ სხდომაზე დანარჩენი მოსამართლეების გამოუცხადებლობის მიზეზები კი დღემდე უცნობია. მოსამართლე ოთარ სიჭინავა, რომელიც სხდომაზე გამოცხადების ნაცვლად, „რუსთავი 2“-ის გადამღებმა ჯგუფმა თბილისში ძაღლების გასეირნებისას დააფიქსირა, სხდომის გაცდენის მიზეზებზე არ საუბრობს და საზოგადოებას სასამართლოს  ოფიციალური განცხადების დალოდებისკენ მოუწოდებს.

 

საკონსტიტუციო სასამართლოში კი ვერ ამბობენ, როდისთვის გაკეთდება ეს განცხადება.

 

„ნამდვილად ვერ გეტყვით, როდისთვის იგეგმება განცხადების გაკეთება და იმასაც ვერ გეტყვით, იგეგმება, თუ არა“, – განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს პრესმდივანმა.

 

„ფაქტ-მეტრი“ მოსამართლე მერაბ ტურავასთან დაკავშირებასა და სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზის დადგენას შეეცადა, თუმცა, მოსამართლე ჩვენს სატელეფონო ზარებსა და წერილებს არ პასუხობს.

 

ჯერჯერობით უცნობია, როდემდე გაჭიანურდება ე.წ. კაბელების საქმისა და გიგი უგულავას გაერთიანებული სარჩელის არსებითი განხილვა და როგორი შემადგენლობით განიხილავს სასამართლო საბოლოოდ ამ სარჩელს. შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 4 მოსამართლეს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა 30 სექტემბერს  ეწურება.

თეგები:
მიხეილ დუნდუა
ალექსანდრე ელისაშვილი
ირაკლი ქადაგიშვილი
პური
თინათინ ვახანია
მელიორაცია
თამარ ქეცბაია
თამარ ქეცბაია

ყველა სიახლე

  • „დიღმის ჭალებში“ იქნებაო წალკოტი

    „დიღმის ჭალებში“ იქნებაო წალკოტი

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • მთლიანობაში ვაკის პარკის განახლება 61 მლნ ლარი დაჯდება

    მთლიანობაში ვაკის პარკის განახლება 61 მლ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2025 წლის I კვარტალში ქვეყანაში დასაქმება/უმუშევრობის მაჩვენებლები გაუარესდა

    2025 წლის I კვარტალში ქვეყანაში დასაქმებ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა