პრემიერმა.
ფაქტ-მეტრი პრემიერის განცხადებით დაინტერესდა.
2014 წლის 2 მაისს მუნიციპალური განვითარების ფონდმადუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ როშკასა და არხოტის თემის სოფლების ახიელი-ჭიმღა-ამღას დამაკავშირებელი 25 კილომეტრიანი გზის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებელი კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის პირობების თანახმად, გამარჯვებულ კომპანიას 130 კალენდარულ დღეში დეტალური საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტი უნდა წარედგინა, ამის შემდეგ მოხდებოდა გზის სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებული ტენდერის გამოცხადება. მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საპროექტო დოკუმენტაციაზე მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ მონაკვეთზე გზა არასდროს ყოფილა და სრულიად ახალი გზის გაჭრა უნდა მოხდეს.
2015 წლის 21 ოქტომბერს სოფელ როშკა-არხოტის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო. გზის სამშენებლო სამუშაოებს შპს Fin-Estate ახორციელებს. პროექტის ღირებულება 10.9 მილიონი ლარია და გზის მშენებლობა 2017 წელს უნდა დასრულდეს.აღსანიშნავია ისიც, რომ გზის მშენებლობა ზღვის დონიდან 3 000 მეტრის სიმაღლეზე მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, კლიმატური პირობების გამო, სამუშაო სეზონი შეზღუდულია.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული გზის მშენებლობასთან დაკავშირებით მუნიციპალური განვითარების ფონდს დაუკავშირდა. ფონდის ინფორმაციით, ამ ეტაპზე როშკა-არხოტის გზის მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობას და არანაირი შემაფერხებელი ფაქტორი არ არსებობს.
ჩვენ შპს Fin-Estate-ის წარმომადგენლებსაც ვესაუბრეთ. მათაც დაგვიდასტურეს, რომ გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, გრუნტის გზის გაყვანა უკვე დასრულებულია და მთლიანი სამუშაოების დაახლოებით 50%-ია დარჩენილი. აქედან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ პროექტი 2017 წლის განმავლობაში დასრულდება, თუ მკაცრმა კლიმატურმა პირობებმა მშენებლობა ხარგრძლივი დროით არ შეაფერხა.
აქვე აღვნიშნავთ, რომ პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი გზის პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ეს არის საზღვრისპირა ადგილი, სადაც ამჟამად მხოლოდ 4 ოჯახი ცხოვრობს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ გზის გაყვანით რამდენიმე ოჯახი მთაში დაბრუნდება და ამ ადგილის გამოცოცხლება მოხდება. აღნიშნული გზა ხევსურეთის ტურისტული პოტენციალის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.
დასკვნა
როშკა-არხოტის გზის მშენებლობა 2015 წლის 21 ოქტომბერს დაიწყო. როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანიის (Fin-Estate) წარმომადგენლები ამბობენ, გზის მშენებლობის სამუშაოების ნახევარი დასრულებულია და მშენებლობა მთლიანად 2017 წლის განმავლობაში დასრულდება. აღსანიშნავია ისიც, რომ პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი სამანქანო გზა აქამდე არ არსებობდა.
ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის სიმართლე.