რომ მიუხედავად 6 თვის დაბალი მონაცემებისა, ქუთაისის მერიას პრივატიზების პრობლემა არ აქვს.
"500-ზე მეტი ობიექტი გვაქვს საპრივატიზაციო ნუსხაში, რომელიც საკრებულოს მიერ არის დამტკიცებული. ვერ გეტყვით, რამდენი ობიექტია ამ დროისთვის აუქციონზე გატანილი. თუმცა, პრივატიზების მხრივ გვაქვს კარგი მონაცემები, ასევე საკმაოდ მაღალი გეგმა შესრულების პერსპექტივით" - აღნიშნა კლდიაშვილმა.
მიმდინარე წელს ქუთაისის ბიუჯეტში პრივატიზაციიდან მისაღები თანხების მოცულობა 3.5 მლნ ლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 700 ათასი ლარით მეტია.ადგილობრივ თვითმმართველობას საპრივატიზაციო ნუსხაში 500-მდე ობიექტი აქვს შეტანილი. ამჟამად, ელექტრონულ აუქციონზე 13 ობიექტია გატანილი. ყველაზე ძვირადღირებული ობიექტი, რომელსაც მერია ყიდის, ხანძთელის ქუჩაზე მდებარე შენობა და მიწის ნაკვეთია (ე.წ. კოლიზეუმი). მისი საწყისი ფასი 1.9 მლნ ლარია.
მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, მხოლოდ 784 600 ლარის ქონება გაიყიდა, რაც წლიური გეგმის 22.4%-ია. 2012-2016 წლებში ქუთაისში სახელმწიფო ქონების პრივატიზების კუთხით არსებულ ტენდენციას კი ცხრილი 1 ასახავს.
ცხრილი 1:
პრივატიზების მაჩვენებლები წლების მიხედვით (ათასი ლარი)
წლები | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 |
გეგმა | 2 700 | 4 587 | 2 300 | 3 000 | 3 500 |
ფაქტი | 1 722 | 810 | 2 392 | 2 947 | 785 (6 თვე) |
გეგმის % | 63.7 | 17.6 | 104 | 98.2 | 22.4 (6 თვე) |
ვინაიდან პანტელეიმონ კლდიაშვილმა 2016 წლის გეგმის წარმატებით შესრულების ვარაუდი მიმდინარე წლის მხოლოდ ხუთი თვის მონაცემებით გამოთქვა, აღნიშნული მონაცემი გასული წლის ხუთი თვის მონაცემებს შევადარეთ.
ცხრილი 2:
ქუთაისის მუნიციპალიტეტში პრივატიზაციიდან შემოსული თანხები იანვარ-ივნისში, წლების მიხედვით (ათასი ლარი)
წელი | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 |
შემოსული თანხა | 497.9 | 435.3 | 1 318.6 | 880.4 | 784.6 |
გეგმის % | 18.4 | 9.4 | 57.3 | 29.3 | 22.4 |
წინა წლების მონაცემების ანალიზიდან ირკვევა, რომ ქუთაისის თვითმმართველობა საპრივატიზაციო ობიექტების უმეტესობას წლის მეორე ნახევარში ყიდდა.
დასკვნა ქუთაისის მერიის ინფორმაციით ირკვევა, რომ იანვარ-ივლისის მონაცემებით, ბიუჯეტში მხოლოდ 784 600 ლარია შესული, რაც გეგმის მხოლოდ 22.4%-ია. დარჩნილ 6 თვეში მერიამ 2.7 მილიონი ლარის ქონება უნდა გაყიდოს. გეგმის შესრულების მიმდინარე წლისა და გასული პერიოდების ტენდენცია თანხვედრაშია, თუმცა შესრულების პერსპექტივაზე მსჯელობის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ გვაქვს. შესაბამისად, ფაქტ-მეტრი პანტელეიმონ კლდიაშვილის განცხადებას ამ ეტაპზე ვერდიქტის გარეშე ტოვებს და აღნიშნულ საკითხს მოგვიანებით დაუბრუნდება.