გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ დეპუტატობის პარალელურად, კობიაშვილს შეუძლია დარჩეს სფფ-ს პრეზიდენტის პოსტზე, ვინაიდან კანონმდებლობა ამის შესაძლებლობას იძლევა.
ფაქტ-მეტრი ამ საკითხით დაინტერესდა.
ფეხბურთის ფედერაციის წესდებისთანახმად (38-ე მუხლის მე-5 ნაწილი), სფფ-ს პრეზიდენტი შეიძლება იყოს 24-70 წლამდე პირი, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე, გააჩნია უმაღლესი განათლება და არ არის ნასამართლევი. სფფ-ს პრეზიდენტისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ ჩანაწერი ამ მუხლში არ გვხდება. თუმცა, არსებობს ცალკე ნორმა, რომელიც ამ საკითხს არეგულირებს. ფეხბურთის ფედერაციის წესდების მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „სფფ არის ნეიტრალური პოლიტიკურ და რელიგიურ საკითხებში“. ლოგიკურია, რომ აღნიშნული დათქმა ფედერაციის პრეზიდენტზეც ვრცელდება, ვინაიდან ის ორგანიზაციაში აღმასრულებელ და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ითავსებს. ჩვენთან საუბარში აღნიშნული მოსაზრება არ გაიზიარეს სფფ-ს წარმომადგენლებმა და განაცხადეს, რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი ფედერაციამ უნდა დაიცვას და არა ფედერაციის პრეზიდენტმა. თუმცა არ განუმარტიათ, ამ ორი საკითხის ერთმანეთისგან გამიჯვნა პრაქტიკაში როგორ უნდა მოხდეს.
შიდა კანონმდებლობის გარდა, ეს საკითხი "ფიფას" ეთიკის კოდექსისმიხედვითაც (მე-14 მუხლი) რეგულირიდება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეროვნულმა ფეხბურთის ფედერაციამ უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი სამთავრობო და საერთაშორისო დაწესებულებებთან ურთიერთობებში. ფიფას პრინციპებისა და მიზნების თანახმად, უნდა დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და იმოქმედოს საკუთარი ფუნქციების შესაბამისად.
ამ საკითხის შესახებ მსჯელობისას, მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითგანსაზღვრული ნორმების გათვალისწინებაც. რეგლამენტის მე-10 მუხლის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის წევრი იმავდროულად შეიძლება ეწეოდეს სამეცნიერო, პედაგოგიურ და სახელოვნებო საქმიანობას, თუ ასეთი საქმიანობა არ ითვალისწინებს ადმინსტრაციული ფუნქციების განხორციელებას. ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება კი, დაწესებულებაში საკადრო, დისციპლინალურ და სხვა საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას გულისხმობს. სფფ-ს პრეზიდენტის ერთ-ერთი მოვალეობა საკადრო და სხვა ტიპის ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების მიღებაა. შესაბამისად, პარლამენტის წევრობა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე ყოფნა ერთდროულად შეუთავსებელია.
რეგლამენტით განსაზღვრული აკრძალვების უგულებელყოფა და სხვადასხვა სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელობა საქართველოსთვის უცხო არ არის. მოქმედი პარლამენტიდან, სოსო ჯაჭვლიანი საპარლამენტო უფლებამოსილების განხორციელების პარალელურად, მკლავჭიდის ფედერაციას ხელმძღვანელობდა, ლერი ხაბელოვი კი, დღემდე ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტისპოსტს იკავებს. ანალოგიური ტიპის შემთხვევები წინა ხელისუფლების პერიოდშიც ხშირად ფიქსირდებოდა.
დასკვნასაქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წესდებისა და ფიფას ეთიკის კოდექსის მიხედვით, სფფ პოლიტიკურად ნეიტრალური ორგანიზაცია უნდა იყოს. ეს ნორმა ფედერაციის პრეზიდენტზეც ვრცლდება, ვინაიდან ის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით არის აღჭურვილი. ასევე, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის წევრობა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე ყოფნა ერთდროულად შეუთავსებელია.
ამგვარი პრაქტიკა წინა ხელისფლების დროსაც ხშირი იყო, რაც დღევანდელი ხელისუფლების პირობებშიც გაგრძელდა. ფაქტ-მეტრის აზრით, პარლამენტის წევრები, საკუთარი პირდაპირი უფლებამოსილების პარალელურად, მაღალ თანამდებობას სხვადასხვა ტიპის სპორტულ ფედერაციებში არ უნდა იკავებდნენ. ამ "ტრადიციის" აღმოფხვრის ერთ-ერთ ეფექტიან გზად კი, კანონის უფრო მეტად დაზუსტება და მისი დაცვა გვესახება.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ფეხბურთის ფედერაციის განცხადება არის მცდარი.