• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
30 ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამდებობა საჯარო სექტორში: პრეზიდენტი მე-8 ადგილზეა, პრემიერი 23-ზე

30 ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამდებობა საჯარო სექტორში: პრეზიდენტი მე-8 ადგილზეა, პრემიერი 23-ზე

სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში იყო. შრომის ანაზღაურება

19/08/2016
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა  შრომის ანაზღაურება ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში იყო. შრომის ანაზღაურება, თავის მხრივ, თანამდებობრივ სარგოს, პრემიასა და დანამატს გულისხმობს. ჩვენ მიერ მომზადებულ სტატიაში, საჯარო სექტორში დასაქმებულთა თანამდებობრივ სარგოზე გავამხვილებთ ყურადღებას, თუ რომელია სახელმწიფო სექტორში ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამდებობა.

 

მოძიებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო სექტორში ყველაზე მაღალი თანამდებობრივი სარგო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს აქვს და 16 537 ლარს შეადგენს. ამის შემდეგ მოდის, ამავე სტრუქტურის კომიის წევრთა ანაზღაურება. რაც 16 000 - 15 500 ლარის ფარგლებში მერყეობს.

 

როდესაც განსაკუთრებით მაღალ თანამდებობრივ სარგოზე ვსაუბრობთ, აუცილებელია განვსაზღვროთ, თუ ვის კომპეტენციაში შედის მისი განსაზღვრა. კანონმდებლობის მიხედვით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის და კომისიის აპარატში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებას თავად კომისია განსაზღვრავს. თანამდებობრივი სარგოს შემდეგ საფეხურს,  ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ხელფასი იკავებს, რომელიც ასევე კომისიის გადაწყვეტილებით რეგულირდება (2014 წლის 6 მარტის #6 დადგენილება).

 

აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ როგორც  სემეკი, ასევე კომუნიკაციების ეროვნული კომისია სახელმწიფოსგან არ ფინანსდება, ისინი მოგებას თავად გამოიმუშავებენ. თუმცა, ამ სტრუქტურებში გაცემული შრომის ანაზღაურება, საბოლოოდ მაინც ქვეყნის ბიუჯეტზე  აისახება, რადგან რაც უფრო მეტი თანამდებობრივი სარგო გაიცემა, მით უფრო ცოტა მოგება გადაირიცხება ქვეყნის ბიუჯეტში.

 

აღნიშნული ორგანოების მსგავსად, შიდა ბრძანების საფუძველზე განისაზღვრება, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ასევე სხვა თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგო (#110/04 ბრძანება).

 

რაც შეეხება სასამართლოში დასაქმებულთა ხელფასს, მას პარლამენტი განსაზღვრავს და როგორც ეს ცხრილშია ნაჩვენები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ხელფასი 7 000 ლარით განისაზღვრა. მათ თანამდებობრივ სარგოს სიმბოლურად 100 ლარით ჩამოუვარდება საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი, რომელიც პარლამენტის მიერ 6 900 ლარით არის განსაზღვრული.

 

დამოუკიდებლად  განისაზღვრება ხელფასის ოდენობა გენერალურ აუდიტშიც. ამ მხრივ დამოუკიდებლობა აქვს მინიჭებული ცესკოსაც. ის თავად წყვეტს, თუ რამდენი უნდა ჰქონდეს ხელფასი ცესკოს თანამშრომელს და თავმჯდომარეს.

 

ცხრილში ნაჩვენები  თანამდებობის პირთა ხელფასებს საგრძნობლად ჩამოუვარდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მინისტრებისა და მათი მოადგილეების ხელფასი.

 

გარდა სახელმწიფო სექტორში არსებული მაღალი  ხელფასებისა, განსაკუთრებით მაღალია თანამდებობრივი სარგო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ შპს-ებსა ან სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელთა შემთხვევაში. ამის კარგი მაგალითია სს „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელის დავით საგანელიძის მიერ ერთი წლის მანძილზე აღებული თანამდებობრივი სარგო. რომელიც  დეკლარაცის მიხედვით, 336 ათასი ლარი იყო, რაც თვეში 28 000 ლარია.

 

ასევე მაღალი თანამდებობრივი სარგო აქვს საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორს. სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს-ის ან სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელის ანაზღაურება კომპანიის შიდა წესდებით განისაზღვრება, რასაც კომპანიის  გამგეობა ან შიდა ბრძანება ადგენს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს კონტროლის მექანიზმი სუსტია.

 

სახელმწიფო სექტორში არსებულ მაღალი თანამდებობრივი სარგოს ოდენობასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე, საქართველოს პარლამენტის  წევრს პავლე კუბლაშვილს ვესაუბრეთ.

 

„მაღალი ხელფასები კარგი და სწორია იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამოვრიცხოთ კორუფციის საფრთხე. როდესაც ვსაზღვრავდით თანამდებობრივ სარგოს სხვადასხვა ორგანოში, მაშინ სწორედ ეს მიდგომა გვქონდა. თუმცა, დღეს ეს ორგანოები უფრო ტექნიკურ სამუშაოებს ასრულებს.

 

რაც შეეხება კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, სახელმწიფო აუდიტს და სხვა მსგავს სტრუქტურებს, ეს დამოუკიდებელი ორგანოებია. შესაბამისად, ფინანსური დამოუკიდებლობა მათი სრულყოფილი მუშაობის ერთ-ერთი გარანტია. ისინი მაქსიმალურად თავისუფლები უნდა იყვნენ პოლიტიკისაგან.

 

იმისათვის, რომ აღნიშნული ორგანიზაციების მიერ მინიჭებული დამოუკიდებლობის არაკეთილსინდისიერად  გამოყენება არ მოხდეს, შესაძლებელია გარკვეული ზომების მიღება. თუმცა, რა უნდა იყოს ეს, ამაზე კონკრეტულ პასხუს ვერ გაგცემთ. ალბათ, სამართლიანი იქნება, თუ მათი სახელფასო  ფონდი, საბიუჯეტო მაჩვენებლებზე იქნება მიბმული“ - აცხადებს კუბლაშვილი.

 

საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფო სექტორში კერძო სექტორთან შედარებით, გაცილებით დაბალი ანაზღაურებაა და ფინანსურ სექტორში კვალიფიციური მენეჯერის დაქირავება გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე  რომელიმე პოლიტიკური თანამდებობის პირის.

 

 

 

 

 

თანამდებობა

თანამდებობრივი სარგო

 

 

1

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე

16 537

 

 

2

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი

16 338

 

 

3

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე

12 648

 

 

4

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

12 500

 

 

5

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების  ეროვნული კომისიის წევრი

11 900

 

 

6

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე

7 000

 

 

7

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

7 000

 

 

8

საქართველოს პრეზიდენტი

6 900

 

 

9

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები

6 500

 

 

10

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

6 500

 

 

11

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე

6 300

 

 

12

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი

6 000

 

 

13

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

6 000

 

 

14

გენერალური აუდიტი

5 950

 

 

15

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე

5 800

 

 

16

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე

5 600

 

 

17

გენერალური აუდიტის პირველი მოადგილე

5 600

 

 

18

გენერალური აუდიტის მოადგილე

5 500

 

 

19

სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარე

5 300

 

 

20

ცესკოს თავმჯდომარე

5 040

 

 

21

სააპელაციო სასამართლოს მოსამრთლე

5 000

 

 

22

რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე

4 600

 

 

23

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

4 250

 

 

24

ცენტრალური საარჩევნო კომიისის თავმჯდომარე

4 030

 

 

25

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი

4 000

 

 

26

საქალაქო სასამართლოს  მოსამართლე

4 000

 

 

27

მთავარი პროკურორი

3 910

 

 

28

მინისტრი

3 540

 

 

29

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი

3 540

 

 

30

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი

3 540

 

 

 

 

თეგები:
საკონსტიტუციო კომისია
ვახტანგ გომელაური
TAV
ტრამვაი
კუპონი
ალექსანდრე ელისაშვილი
პენსია
ევროზონა
თელავი
სოკარი
ვენახი
Associated Press
ნიკოლოზ გაგუა
აგრარული სექტორი
გერგედავა
მელიორაცია
QR კოდი
დავით ბაციკაძე
ანგელა მერკელი
აფხაზეთი
ფრანსუა ოლანდი
ანი ნადირაშვილი
ანი ნადირაშვილი

ყველა სიახლე

  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა