• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
არის თუ არა თხილის ექსპორტიორებს შორის კარტელური გარიგება

არის თუ არა თხილის ექსპორტიორებს შორის კარტელური გარიგება

თხილი საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის პირველ ათეულში შედის. 2013 წელს მთლიან ექსპორტში თხილის წილი 5.7% იყო, 2014 წელს 6.4%-ია

13/08/2016
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

თხილი საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის პირველ ათეულში შედის. 2013 წელს მთლიან ექსპორტში თხილის წილი 5.7% იყო, 2014 წელს 6.4%-ია, 2015 წელს კი თხილის  წილმა მთლიან ექსპორტში 8% შეადგინა (შედარებისთვის, 2015 წელს ღვინის წილი მთლიან ექსპორტში მხოლოდ 4% იყო).

 

ევროპის ბაზარზე საქართველო თურქეთის შემდეგ ერთ-ერთ მსხვილ მიმწოდებლად ითვლება (ბაზრის მოთხოვნის დაახლოებით 8%).

 

მსოფლიო ბაზარზე თხილის ფასს მისი რაოდენობა და ხარისხი განაპირობებს. თურქეთი წელიწადში, საშუალოდ, 600 000 ტონა თხილს აწარმოებს და მსოფლიო ბაზრის მოთხოვნის დაახლოებით 80%-ს აკმაყოფილებს. ცხადია, მსოფლიოში თხილის ფასსაც მეტწილად ის განსაზღვრავს.

 

მიმდინარე წელს საქართველოში თხილის ფასი წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად დაეცა. შარშან ამავე პერიოდში თხილი, საშუალოდ, 6-7 ლარი ღირდა. წელს, აგვისტოში თხილის ფასი 3.2 ლარსა (ახალი მოსავალი, სველი) და 4.2 ლარს (ძველი მოსავალი) შორის მერყეობს.

 

გლეხებს თხილზე ფასების მკვეთრი ვარდნა საეჭვოდ მიაჩნიათ და თხილის ჩამბარებელ კომპანიებს შორის კარტელურ გარიგებაზე საუბრობენ. მათი აზრით, თხილის ექსპორტიორი კომპანიები ჩასაბარებელ ფასზე ერთმანეთში  თანხმდებიან და თხილის ღირებულებას ხელოვნურად ამცირებენ.

 

საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ალექსანდრე მოწერელია თხილის ექსპორტიორებს შორის კარტელურ გარიგებას კატეგორიულად გამორიცხავს. მისი განცხადებით, ჩვენთან  თხილს  ყიდულობს ყველა, ვისაც ამის სურვილი აქვს.

 

საქართველოში თხილის დაახლოებით 75 ექსპორტიორი მუშაობს (შედარებისთვის,  თურქეთში თხილის დაახლოებით 35 ექსპორტიორია). აქედან გამომდინარე,  თხილის შესყიდვის გაკონტროლება და მით უმეტეს, ექსპორტიორებს შორის ფასზე შეთანხმება შეუძლებელია.

 

მოწერელიას განცხადებით, საბაზრო ეკონომიკის პირობებში პროდუქტის ფასს მოთხოვნასა და მიწოდებას შორის თანაფარდობა განსაზღვრავს. გარდა ამისა, თხილის ფასი დიდად არის დამოკიდებული ხარისხზე. ამიტომ ქართული თხილის ფასის პირდაპირ თურქულთან შედარება მართებულად არ მიაჩნია.

 

მისი თქმით, თურქული თხილის ხარისხი გაცილებით მაღალია (თურქული თხილის გამოსავლიანობა დაახლოებით 50%-ია, ქართულის კი – 30%-35%), ვიდრე ქართულის. ხარისხი მრავალ გარემოებაზეა დამოკიდებული. უმთავრესი პრობლემა კი გლეხების მხრიდან თხილის მოვლისა და შენახვის პირობების დარღვევაა.

 

"თუ გვინდა, რომ თხილის ფასი მაღალი იყოს, გლეხებმა აქცენტი არა თხილის რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე უნდა გააკეთონ", – დასძინა ალექსანდრე მოწერელიამ.

 

თხილის ექსპორტიორებს შორის კარტელურ გარიგებას შეუძლებლად მიიჩნევს თხილის გადამამუშავებელი საწარმოს „ნათს ინვესტის“ დირექტორი დავით სვანიძე. მისი აზრით, თხილის ექსპორტიორებს შორის იმხელა კონკურენციაა, რომ ყოველგვარი გარიგება გამორიცხულია.

 

მისი განმარტებით, ქართული თხილის ფასი თურქული თხილის ფასზეა დამოკიდებული. შარშანდელი მაღალი ფასი იმით იყო განპირობებული, რომ თურქეთში თხილის მოსავალი წინა წლებთან შედარებით  ნაკლები გახლდათ. შედარებისთვის, თურქეთში შარშან გარჩეული თხილის ფასი 14 დოლარამდე აღწევდა, დღეის მონაცემით კი 6.5 დოლარია.

 

წელს თურქეთში საკმაოდ მაღალი მოსავალია და აქედან გამომდინარე, თხილის ფასის განსაკუთრებულ მატებას არ უნდა ველოდოთ.

 

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, მსოფლიო ბაზარზე თხილის ფასს თურქეთი განსაზღვრავს, რადგან ის თხილის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია. საქართველო კი თურქეთის შემდეგ თხილის ერთ-ერთ მსხვილ მიმწოდებლად ითვლება. დარგის სპეციალისტების განმარტებით, თუ თხილის საექსპორტო მოცულობას მნიშვნელოვნად გავზრდით და თხილის ხარისხსაც გავაუმჯობესებთ, ევროკავშირის ბაზარზე დამკვიდრების დიდი შანსი გვექნება და თხილის ფასებიც შედარებით დასტაბილურდება.

თეგები:
პროცესშია
ალტ-ინტერვიუ
სკოლები
ლევან ლორთქიფანიძე
ბათუმის ბულვარი
რეგიონი
სესხები
მიწისზედა მეტრო
ვერიკო სუხიაშვილი
ვერიკო სუხიაშვილი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა