• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
რა გვჭირდება – მყარი ლარი თუ დედოლარიზაცია

რა გვჭირდება – მყარი ლარი თუ დედოლარიზაცია

მიმდინარე წლის თებერვალში ლარის კურსმა დოლარის მიმართ გამყარება დაიწყო და აპრილში 2.12-ზეც კი ჩამოვიდა. თუმცა, მაისიდან ისევ გაუფასურდა და დღეს ერთი დოლარი 2.35 ლარი ღირს.

13/08/2016
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

მიმდინარე წლის თებერვალში ლარის კურსმა დოლარის მიმართ გამყარება დაიწყო და აპრილში 2.12-ზეც კი ჩამოვიდა. თუმცა, მაისიდან ისევ გაუფასურდა და დღეს ერთი დოლარი 2.35 ლარი ღირს.

 

თებერვალში დაწყებულ გამყარებას ჰქონდა როგორც ობიექტური, ასევე არაობიექტური მიზეზები. ობიექტური მიზეზები იყო ის, რომ მიმოქცევაში არსებული ლარის მასა შემცირდა, შემცირდა უცხოური პროდუქციის იმპორტი (იმპორტს ქვეყნიდან გააქვს დოლარი), გაიზარდა ტურიზმი და ყველაფერმა ამან ბიძგი მისცა ლარის კურსს, გამყარებულიყო.

 

შემდეგ ამას დაემატა არაობიექტური ფაქტორი, რაც გამოიხატა იმაში, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები და ეკონომისტები გამოდიოდნენ განცხადებებით, რომ ლარის შეუქცევადი გამყარებისკენ წავედით. შეიქმნა მოლოდინი, რომ ლარი კიდევ უფრო გამყარდებოდა. მოსახლეობამ დოლარის ლარში გადაცვლა დაიწყო, ლარზე მოთხოვნა გაიზარდა და ლარი მნიშვნელოვნად გამყარდა.

 

ამ დროს ისეთი ეკონომიკური საფუძვლები არ არსებობდა, რომ ლარი ასე მნიშვნელოვნად გამყარებულიყო. ამოიწურა მოლოდინის გავლენა, ანუ ვისაც დოლარის გადაცვლა უნდოდა, გადაცვალა და დაიწყო უკუპროცესი – ლარის გაუფასურება.

 

ლარის ხელოვნური გამყარება შეუძლებელია. თუ გვინდა, ლარის გამყარება შეუქცევადი პროცესი იყოს, ჩვენს ეკონომიკას ზრდის მაღალი ტემპი უნდა ჰქონდეს, რაც დაფუძნებული იქნება ექსპორტის, ტურიზმისა და ინვესტიციების ზრდაზე. დღეს ის კურსია, რაც ქვეყანაში შემომავალი დოლარის ნაკადებს შეესაბამება.

 

ლარის გაუფასურება საქართველოსთვის, პირველ რიგში, იმიტომ არის პრობლემა, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს სესხი დოლარში აქვს, შემოსავალი კი – ლარში. როდესაც ლარი უფასურდება, უფრო მეტი ლარის დახარჯვა უწევს დოლარის შესაძენად. ამან პოპულარული გახადა აზრი, რომ ბანკებს შეეზღუდოს დოლარში სესხის გაცემა. ამ პროცესს დედოლარიზაცია უწოდეს და ამასთანავე, აღნიშნავენ, რომ საქართველოს ეკონომიკაში დოლარის მაღალი როლი პრობლემაა.

 

ამ დროს დოლარიზაცია სერიოზული გამოწვევაა მხოლოდ მაშინ, როდესაც ლარის კურსის მერყეობა მაღალია, სხვა შემთხვევაში ის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ზოგადად, კარგია, თუ ყველა შეძლებს სესხის ლარში აღებას, მაგრამ ზოგჯერ ეს შეუძლებელია, რადგან გრძელვადიან, დიდი მოცულობის სესხებს ბანკები მხოლოდ დოლარში გვთავაზობენ, თანაც დოლარში სესხზე პროცენტი უფრო დაბალია.

 

დოლარიზაციის მაჩვენებელი რომ შემცირდეს, ამისთვის აუცილებელია, მოსახლეობამ დანაზოგი ლარში გააკეთოს და არა დოლარში. ლარში დანაზოგის გაკეთებას კი ისევ ლარის კურსისადმი უნდობლობა უშლის ხელს. ანუ მთავარი პრობლემა აქაც ლარის კურსის არასტაბილურობაა.

 

მოსახლეობა დოლარის გარეშე ცხოვრებას ვერ შეეჩვევა და არც უნდა შეეჩვიოს. ჩვენ ღია ეკონომიკა გვაქვს, დიდი კავშირებით სხვა ქვეყნებთან და ადამიანებს მოუწევთ სხვადასხვა ქვეყნების ვალუტებთან ჰქონდეთ შეხება. მოსახლეობა უდოლარობას უკვე იყო შეჩვეული საბჭოთა კავშირში ცხოვრების დროს და ისევ მსგავს, ჩაკეტილ სისტემაში თუ დავბრუნდებით, მხოლოდ ამ შემთხვევაში „შეძლებს“ მოსახლეობა უდოლაროდ ცხოვრებას.

 

ჩვენ რომ დოლარიზაციის მაჩვენებელი შევამციროთ და თან, პარალელურად, არაფერი გავაფუჭოთ, ამის ერთადერთი გზაა საქართველოს ეკონომიკის სწრაფი ზრდა. ბოლო 12 წლის ისტორიას თუ გადავხედავთ, როდესაც საქართველოს ეკონომიკას ზრდის მაღალი ტემპი ჰქონდა, ლარის კურსი მყარდებოდა, ან სტაბილური იყო. შედეგად ლარის საჭიროება მატულობდა, ლარისადმი ნდობა იზრდებოდა და დოლარიზაციის მაჩვენებელი თავისით მცირდებოდა. აქედან გამომდინარე, ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ მხოლოდ ერთი რამ უნდა გააკეთონ – ხელი შეუწყონ საქართველოს ეკონომიკის სწრაფ ზრდას.

 

არსებობს დოლარიზაციის შემცირების მეორე, ხელოვნური გზა, რომელსაც მარტივად შეიძლება მიმართოს ხელისუფლებამ. ეს არის რეგულაციების გამკაცრება. ყველაზე რადიკალური ნაბიჯი იქნებოდა, ბანკებს დოლარში სესხის გაცემა ავუკრძალოთ. ეს გზა დამანგრეველი იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის. თუ ბანკი სესხს დოლარში არ გასცემს, ეს არ ნიშნავს, რომ ვისაც დოლარში მისცემდა სესხს, ახლა ყველას ლარში მისცემს. არა, ნაკლები ადამიანი აიღებს სესხს და თან უფრო მაღალი პროცენტით. თუ ასეთ რადიკალურ გზას არ ავირჩევთ და რეგულაციებს გარკვეულ დონეზე გავამკაცრებთ, მაშინ ეკონომიკის ნგრევის ეფექტიც შენელდება, მაგრამ ზიანს აუცილებლად მიაყენებს.

 

სინამდვილეში ეს აზრები (დედოლარიზაციაზე) გაჩნდა იმიტომ, რომ ხელისუფლებას ეკონომიკის განვითარების ერთიანი ხედვა არ აქვს. ყველა ცალკე აღებულ სახელმწიფო უწყებას უნდა, მის საქმეში არ იყოს პრობლემა და იმაზე არ ფიქრობენ, ჯამში, ქვეყნისთვის რა შედეგს მივიღებთ.

 

დოლარიზაციის ხელოვნურად შემცირება კარგი იქნება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ეფექტურობის გაზრდისთვის, მაგრამ, სამაგიეროდ, ეკონომიკისთვის იქნება ცუდი. ჩვენი მიზანი არ შეიძლება იყოს თავად მონეტარულ პოლიტიკაზე ზრუნვა, ჩვენი მიზანი უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა.

თეგები:
შშმ პირები
სკოლები
დავით კირკიტაძე
დავით ბატაშვილი
მედეა აბაშიძე
თემურ ხუბულური
რომის პაპა
კახა კალაძ
ცხოვრების დონე
თამარ ხულორდავა
ბესო ნამჩავაძე
ბესო ნამჩავაძე

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა