იტვირთება

"

ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, "რკინიგზის გადაზიდვები კატასტროფულადაა დაცემული 2012 წლის შემდეგ და წლის პირველ კვარტალში ლამის 1/3-ითაა შემცირებული".

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

2011-2015

წლებში სატრანსპორტო დარგების (საავტომობილო, სახმელთო, სარკინიგზო) მიერ ჯამურად გადაზიდული ტვირთების მოცულობა გრაფიკ 1-ზეა მოცემული. როგორც ამ მონაცემებიდან ჩანს, 2015 წლის მაჩვენებლები ბოლო 5 წლის განმავლობაში მინიმალურია, როგორც საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთის, ისე სატრანსპორტო დარგების (საავტომობილო, სამოქალაქო ავიაცია, რკინიგზა) მიერ ჯამურად გადაზიდული ტვირთების შემთხვევაშიც.

გრაფიკი 1: 

გადამუშავებული ტვირთების მოცულობის დინამიკა 2011-2015 წლებში (მლნ ტონა)

image001 წყარო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

სარკინიგზო გადაზიდვებმა 2015 წელს 14.1 მლნ ტონა შეადგინა. საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვის ტენდენცია მოცემულია გრაფიკზე 2. როგორც გრაფიკიდან ჩანს, ბოლო წლებში კლების ტენდენცია გამოიკვეთა. 2015 წლის მონაცემი კი 5 წლის განმავლობაში დაფიქსირებულ მინიმალურ მაჩვენებელს წარმოადგენს. ანალოგიური ვითარებაა მგზავრთა გადაყვანის თვალსაზრისითაც. 2015 წელს რკინიგზამ 2.6 მლნ მგზავრი გადაიყვანა, რაც 2011-2015 წლების მინიმალური მაჩვენებელია. მგზავრთა ნაკადის შემთხვევაშიც კლების ტენდენცია ცალსახადაა გამოკვეთილი.

გრაფიკი 2: 

საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვის დინამიკა 2011-2015 წლებში

image002 წყარო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

კვარტალური მონაცემების ცვლილების ტენდენციას ცხრილი 1 ასახავს. საქართველოს რკინიგზის ოფიციალური მონაცემებიდან ჩანს, რომ 2012-2016 წლებში, როგორც პირველი კვარტლის, ასევე 5 თვის (იანვარ-მაისის) მონაცემები კლების ტენდენციით ხასიათება და მინიმუმს 2016 წელს აღწევს. მაჩვენებლები კლებადია როგორც შიდა, ისე საერთაშორისო გადაზიდვების შემთხვევაში. თუმცა, ჯამური მაჩვენებლის შემცირების ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი საერთაშორისო გადაზიდვების შემცირებაა.

ცხრილი 1: 

რკინიგზის გადაზიდვები (მლნ ტონა)

წელი სულ ადგილობრივი გადაზიდვა საერთაშორისო გადაზიდვა
I კვ. 5 თვე I კვ. 5 თვე I კვ. 5 თვე
2012 4.55 8.09 0.68 1.25 3.86 6.85
2013 4.55 7.40 0.58 1.07 3.98 6.33
2014 3.80 6.48 0.52 0.95 3.28 5.53
2015 3.77 6.14 0.56 0.95 3.21 5.19
2016 2.84 4.71 0.49 0.80 2.34 3.90
წყარო: საქართველოს რკინიგზა

2016

წლის პირველი კვარტლის მონაცემი, 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1.71 მლნ ტონით არის შემცირებული, რაც 37.6%-ს შეადგენს. პირველი 5 თვის მონაცემებით კი, კლება 2012 წელთან შედარებით 3.39 მლნ ტონას (41.8%) შეადგენს.

  დასკვნა

წლიური მაჩვენებლების გაანალიზებით ირკვევა, რომ სარკინიგზო გადაზიდვების, ისევე როგორც მთლიანად სატრანსპორტო დარგების მიერ დამუშავებული ტვირთის მოცულობა, 2011-2015 წლებში კლების ტენდენციით ხასიათდება და 5 წლიანი პერიოდის მინიმუმს 2015 წელს აღწევს. 2016 წლის პირველი კვარტლისა და პირველი 5 თვის მონაცემები კი, 2012 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს შესაბამისად 1.71 მლნ (37.6%) და 3.39 მლნ ტონით (41.8%) ჩამოუვარდება.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

4672 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი