რომ აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა და სახელფასო ფონდი შემცირებულია.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალური მონაცემებით,2010 წელს უმაღლეს საბჭოში 90 ადამიანი იყო დასაქმებული, შრომითი ანაზღაურებისთვის კი 1.88 მლნ ლარი გამოიყო. მომდევნო წლებში ხელფასებისა და თანამშრომელთა რაოდენობა გაიზარდა.
ცხრილი 1:
აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა და შრომის ანაზღაურება, 2010-2016 წლები
წელი | დასაქმებულთა რაოდენობა | სახელფასო ფონდი (ათასი ლარი) | სახელფასო ფონდის ზრდა (%) |
2010 | 90 | 1 884 | - |
2011 | 93 | 2 315 | 23% |
2012 | 96 | 2 640 | 14% |
2013 | 110 | 2 933 | 11% |
2014 | 120 | 3 388 | 16% |
2015 | 125 | 3 468 | 2% |
2016 (გეგმა) | 125 | 3 478 | 0.2% |
აღსანიშნავია, რომ აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოში დასაქმებულთა რაოდენობისა და შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხების ზრდის ტენდენცია წინა ხელისუფლების პირობებშიც შეინიშნებოდა, თუმცა 2010-2012 წლების განმავლობაში დასაქმებულთა რაოდენობა მხოლოდ 6 ადამიანით გაიზარდა, ანუ ზრდის საშუალო მაჩვენებელი საანგარიშო პერიოდში 2.1%-ს შეადგენდა. 2013-2015 წლებში კი, ზრდის მაჩვენებელი 29 ადამიანი, ანუ დაახლოებით 9.2 %-ია. რაც შეეხება აღნიშნულ ორგანოში სახელფასო ფონდის ზრდას 2011 წლიდან დღემდე, ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდებოდა, თუმცა, 2015 და 2016 (გეგმა) წლების მონაცემებით, ზრდის ტემპი საგრძნობლად შემცირებულია.
რაც შეეხება აჭარის ა/რ მთავრობაში დასაქმებულთა რაოდენობას, ბოლო 7 წლის ბიუჯეტებისშედარებით ირკვევა, რომ 2013 წლამდე აჭარის მთავრობაში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა კლების ტენდენციით ხასიათდება, ხოლო ამის შემდგომ ისევ ზრდას იწყებს და 2016 წლისთვის, 2012 წელთან შედარებით, 50%-ით იმატებს (იხ. ცხრილი 2). ამავე ცხრილით კარგად ჩანს, რომ სახელფასო ფონდი ყოველწლიურად იზრდება და 2016 წელს 28%-ით აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს.
ცხრილი 2:
აჭარის ა/რ მთავრობაში დასაქმებულთა რაოდენობა და წლიური სახელფასო ფონდი, 2009-2016 წლები
წელი | 2009 | 2010 | 2011 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 (გეგმა) |
დასაქმებულთა რაოდენობა | 542 | 485 | 361 | 373 | 371 | 530 | 555 | 559 |
სახელფასო ფონდი (ათასი ლარი) | 4 029 | 5 390 | 5 158 | 6 557 | 6 838 | 7 998 | 8 150 | 8 382 |
საკითხის დასაზუსტებლად ჩვენ დავით ბაციკაძეს დავუკავშირდით. ის დაგვპირდა, რომ ინფორმაციას დააზუსტებდა, მაგრამ ამის შემდეგ, მიუხედავად ჩვენი მრავალგზის მცდელობისა, განცხადების ავტორთან კომუნიკაცია ვერ მოხერხდა.
დასკვნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალური მონაცემებით,
2012 წლის შემდეგ გაზრდილია როგორც სახელფასო ფონდი, ასევე დასაქმებულთა რაოდენობა, როგორც უმაღლეს საბჭოში, ისე აჭარის ა/რ მთავრობაში. აჭარის უმაღლეს საბჭოში, 2012 წლის მონაცემით, 96 ადამიანი იყო დასაქმებული, ხოლო 2016 წლის ბიუჯეტში უკვე 125 ადამიანია გათვალისწინებული. 2012 წელთან შედარებით, 2016 წელს სახელფასო ფონდი თითქმის მილიონი ლარითაა გაზრდილი. აჭარის მთავრობაში ბოლო ოთხ წელიწადში დასაქმებულთა რაოდენობა 186 კაცით, სახელფასო ფონდი კი 1.8 მლნ ლარით (28%-ით) გაიზარდა.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, დავით ბაციკაძის განცხადება არისტყუილი.