მიმდინარე წლის 30 მაისს, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა და პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა, მოსახლეობას წერილით

მიმართა. წერილში შედარებულია ქვეყანაში არსებული მდგომარეობა წინა და მოქმედი მთავრობების მმართველობის პერიოდში. ივანიშვილის მოსაზრებით, ახალმა მთავრობამ სიტუაცია (მის მიერ ჩამოთვლილ) აბსოლუტურად ყველა სფეროში გააუმჯობესა.

ფაქტ-მეტრმა წერილში მოყვანილი რამდენიმე განცხადება უკვე გადაამოწმა და 7 ივნისს გამოაქვეყნა (იხ. ბმული).

ამჯერად, გადამოწმებული ფაქტების მეორე ნაწილს გთავაზობთ.

"2013-2015 წლებში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა წმინდა შემოსავალმა 4 მილიარდ  520 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც ორჯერ აღემატება 2010-2012 წლების ანალოგიურ მაჩვენებელს"
ricxvebit-manipulireba

ფაქტ-მეტრი ამ თემაზე ადრეც წერდა.

 2010-2012 წლებში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა წმინდა შემოსავლებმა 2 356 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2013-2015 წლებში ეს მაჩვენებელი 4 520 მლნ დოლარი იყო. ყოფილი პრემიერი რიცხვებს სწორად ასახელებს, თუმცა ტურისტების რაოდენობის და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების წარმატება/წარუმატებლობა იმის მიხედით განისაზღვრება, თუ როგორია მისი ყოველწლიური ზრდის ტემპი.

2010-2012 წლებში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 58%-ით, 2013-2015 წლებში კი 12%-ით გაიზარდა. ანალოგიურ მეთოდს იყენებს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ 2013-2015 წლებში ტურიზმის დარგის განვითარების ტემპი 2010-2012 წლებთან შედარებით შენელდა. აღნიშნული მაჩვენებლის ზრდის ტემპის შემცირება განსაკუთრებით 2014 წლიდან ფიქსირდება. ამას კი მთავრობის მიერ გატარებულმა არასწორმა სავიზო პოლიტიკამაც

შეუწყო ხელი (რაც მოგვიანებით მთავრობამ აღიარა), რაზეც თავის წერილში ბიძინა ივანიშვილი ყურადღებას აღარ ამახვილებს.

  გრაფიკი 1:

ვიზიტორთა რაოდენობის და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდის დინამიკა 2010-2015 წლებში

image001

"[ტურიზმის] ზრდა შთამბეჭდავია მიმდინარე წელსაც, იანვარ-აპრილში, ჩვენი შეფასებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი დაახლოებით 17%-ით გაიზარდა და 505 მლნ აშშ დოლარი შეადგინა"
simartle

რაც შეეხება 2016 წლის მონაცემებს, ამ შემთხვევაში ივანიშვილი შედარების სწორ მეთოდს იყენებს (ეს კი, თავის მხრივ იმაზე მიუთითებს, რომ მონაცემების შედარების მეთოდოლოგია სიტუაციების მიხედვით, იმ მიზნითაა შერჩეული, რათა არსებული სიტუაცია რეალურზე უკეთ წამორჩინდეს). მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მაჩვენებელი ჯერ არ გამოქვეყნებულა, შეიძლება დავუშვათ, რომ დასახელებული რიცხვი (17%-იანი ზრდა) სწორია. ქვეყანაში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი იანვარ-აპრილში 15.4%-ით არის გაზრდილი (ვიზიტორების ზრდისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდის ტემპები ძირითადად ერთმანეთს ემთხვევა ხოლმე). ჩვენ ასევე დავინტერესდით, თუ როგორი ზრდის ტემპით ხასიათდებოდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2010-2015 წლების იანვარ-აპრილში. თუმცა, ვინაიდან აღნიშნული მაჩვენებელი თვეების მიხედვით არ ქვეყნდება (ცნობილია მხოლოდ კვარტალური მონაცემები) ჩვენ შესადარებლად 2010-2016 წლების პირველი კვარტლის მონაცემები ავიღეთ.

გარფიკი 2: 2010-2015

წლების პირველ კვარტალში ტურიზმიდან  მიღებული შემოსავლები

image002

როგორც გრაფიკიდან ჩანს, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდის ტემპი, პირველი კვარტლის მონაცემებით, ყველაზე დაბალი 2014-2015 წლებში იყო. 2015 წლის იანვარ-მარტში შემცირდა როგორც ზრდის ტემპი, ასევე შემოსავლების მოცულობაც.

 
"2007-2009 წლებში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 5 მილიარდ 34 მლნ დოლარით გაიზარდა, 2010-2012-ში 4 მილიარდ 453 მნლ-ით, ხოლო 2013-2015 წლებში მხოლოდ 1 მილიარდ 686 მლნ დოლარით, ანუ წინა სამ წელთან შედარებით 2.5-ჯერ ნაკლებით. 2013 წელს დასრულდა პრაქტიკა, როცა ქვეყანა სავალუტო დეფიციტს მასშტაბური ვალის აღებით აბალანსებდა და პირიქით, ვალის აქტიურად დაფარვა დაიწყო"
ricxvebit-manipulireba

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი მოიცავს როგორც კერძო სექტორის, ისე სახელმწიფო სექტორის საგარეო ვალებს. 2007-2009 წლებში საგარეო ვალი 5 034 მლნ დოლარით, 2010-2012 წლებში 4 453 მლნ დოლარით, ხოლო 2013-2015 წლებში 1 686 მლნ დოლარით გაიზარდა. წერილში მოყვანილი რიცხვების სიზუსტე დასტურდება, მაგრამ სხვა საკითხია რეალურად რას უჩვენებს ეს რიცხვები და რამდენად იკვეთება ამ პროცესში მთავრობის დადებითი როლი.

როდესაც კერძო სექტორი საგარეო დაფინანსებას იზიდავს, ამაში ცუდი არაფერია. ეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს. საქართველოს საგარეო ვალის ნახევარზე მეტი სწორედ კერძო სექტორის დავალიანებაზე მოდის. რაც შეეხება სახელმწიფო სექტორის საგარეო ვალის ზრდას, 2008-2011 წლებში ეს ძირითადად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გავლენამ განაპირობა. 2003 წლიდან 2007 წლის ჩათვლით საგარეო სახელმწიფო ვალი (მთავრობის და ეროვნული ბანკის ჯამური დავალიანება) 26 მლნ დოლარით შემცირდა. სახელმწიფო ვალმა სწრაფი ზრდა 2008 წლიდან დაიწყო და 2011 წლის ჩათვლით წლიურად საშუალოდ 670 მლნ დოლარით იზრდებოდა.

რაც შეეხება 2013 წლიდან სახელმწიფო ვალის აქტიურ დაფარვას, ეს მართლაც ასე იყო 2013-2014 წლებში, მაგრამ 2015 წელს ვალი გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 2013-2014 წლებში სახელმწიფო ვალის შემცირება ეროვნული ბანკის მიერ საკუთარი ვალის დაფარვამ განაპირობა. ჯამში, 2013-2015 წლებში ეროვნულმა ბანკმა 363 მლნ დოლარის ვალი დაფარა, ხოლო მთავრობის ვალი 139 მლნ დოლარით გაიზარდა.

ზოგადად, როდესაც ქვეყნის სავალო ტვირთზეა საუბარი, მნიშვნელოვანია არა ვალის ნომინალური მაჩვენებლების ცვლილება (მლნ დოლარებში ცვლილება), არამედ ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) ფარდობითი მაჩვენებლის ცვლილება. ამ მხრივ კი, ბოლო 3 წელიწადში საქართველოს მდგომარეობა გაუარესდა (იხ. გრაფიკი). ვალის მშპ-თან ფარდობის გაურესება ძირითადად ლარის კურსის გაუფასურებამ და ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებამ განაპირობა.

მოსახლეობის შეცდომაში შემყვანია ის ფაქტიც, რომ წერილში საუბარია მთლიან საგარეო ვალზე და არა ცალკე აღებულ სახელმწიფო ვალზე, რომლის სიდიდეც მართლაც პირდაპირ არის დამოკიდებული მთავრობის საქმიანობაზე და საგარეო სახელმწიფო ვალის გარდა საშინაო სახელმწიფო ვალსაც მოიცავს. 2012 წლის 31 დეკემბერს საშინაო სახელმწიფო ვალი 1 895 მლნ ლარი (7.2% მშპ-ის მიმართ) იყო, ხოლო 2015 წლის ბოლომდე თითქმის 1 მილიარდი ლარით გაიზარდა და 2 827 მლნ ლარს მიაღწია (8.9% მშპ-ის მიმართ). მთლიანი სახელმწიფო ვალი 2012 წლის ბოლოს მშპ-ის 35% იყო, ხოლო 2015 წლის ბოლოს 42%-მდე გაიზარდა.

გრაფიკი 3:

სახელმწიფო და საგარეო ვალი მშპ-ის მიმართ

image003

"მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კონკურენტუნარიანობის რეიტინგში 2006-2007 წლებში 87- ადგილზე ვიყავით, 2011-2012 წლებში 88- ადგილზე დავქვეითდით, ხოლო 2015-2016 წლებში 66- ადგილზე გადავინაცვლეთ და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას გადავუსწარით"
metcilad_mcdari

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგს ყოველწლიურად აქვეყნებს. თითოეული წლის რეიტინგი წინა წლის მაჩვენებლებზე დაყრდნობით არის შედგენილი. მაგ: 2015-2016 წლის რეიტინგი 2014 წლის შეფასებას ემყარება. აქედან გამომდინარე, თუ გვინდა, რომ წინა ხელისუფლების დროს საქართველოს პოზიცია ბოლო წლების პოზიციას შევადაროთ, ამისთვის კონკურენტუნარიანობის შემდეგი ანგარიშები უნდა გამოვიყენოთ: 2013-2014 და 2015-2016. 2015 წლის მდგომარეობა 2016-2017 წლების ანგარიშში აისახება, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამოქვეყნდება.

2006-2007

წლების ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2005 წლის მდგომარეობას ასახავს, საქართველო 85 ადგილზე იყო (3.7 ქულით). 2005 წლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ქულა გაუმჯობესდა, 2009 წელს საქართველომ 93-ე ადგილზე გადაინაცვლა. ეს გამოწვეული იყო სხვა ქვეყნების უფრო სწრაფი პროგრესით. 2010 წლიდან ქულის მატება პოზიციის გაუმჯობესებაზეც აისახა და 2012 წლის მდგომარებით (რომელიც შეფასებულია 2013-2014 წლების ანგარიშში) საქართველომ 72-ე ადგილზე გადაინაცვლა. 2013-2014 წლებში საქართველოს ქულა მცირედით (0.07-ით) გაუმჯობესდა და 66-ე ადგილზე გადავინაცვლეთ.

2012

წლის მდგომარეობით აღნიშნულ რეიტინგში საქართველო ევროკავშირის წევრ (ახლანდელი მდგომარეობით) 4 ქვეყანას - ხორვატიას, რუმინეთს, სლოვაკეთს და საბერძნეთს უსწრებდა. ბოლო ანგარიშის მიხედვით კი, 3 ქვეყანას - სლოვაკეთს, ხორვატიას და საბერძნეთს ვუსწრებთ.

2003 2004 2005 2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014
ადგილი 94 86 85 90 90 90 93 88 77 72 69 66
ქულა 3.1 3.3 3.7 3.8 3.9 3.8 3.9 4.0 4.1 4.15 4.22 4.22

"2013-2015 წლებში, 2010-2012 წლებთან შედარებით, მშენებლობის მოცულობა მთელი საქართველოს მასშტაბით გაიზარდა 56%-ით, მათ შორის, თბილისში 63%-ით, ხოლო აჭარაში - 76% -ით"
naxevrad_simartle

ბიძინა ივანიშვილს არ დაუსახელებია ის კონკრეტული მაჩვენებელი, რომლის საფუძველზეც მან აღნიშნული განცხადება გააკეთა. სავარაუდოა, რომ მან ფართობის მიხედვით გაცემული მშენებლობის ნებართვები იგულისხმა. მის მიერ დასახელებული რიცხვები სწორედ ამ სტატისტიკასთან მოდის თანხვედრაში.

საქსტატის მონაცემებით, 2010-2012 წლებში, ფართობის მიხედვით, საქართველოში სულ 15 081 023 კვ.მ -ზე გაიცა მშენებლობის ნებართვა, ხოლო 2013-2015 წლებში ამ რიცხვმა 23 472 552 კვ.მ შეადგინა. შესაბამისად, სახეზეა 56%-იანი ზრდა, რაც წერილში მოყვანილ რიცხვთან თანხვედრაშია. თბილისის შემთხვევაში ზრდა 63%-ია, ხოლო აჭარაში 70%. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ 2010 და 2011 წლები პოსტკრიზისული პერიოდია, რა დროსაც ბევრმა სამშენებლო ფირმამ დროებით შეაჩერა საქმიანობა ან გაკოტრდა.

ცხრილი 1:

გაცემული სამშენებლო ნებართვები, კვ.მ

  2010 2011 2012 2013 2014 2015
სულ 2 800 199 5 682 595 6 598 229 8 374 817 7 258 011 7 839 726
თბილისი 1 010 785 3 933 260 4 494 893 5 957 076 4 626 021 4 842 318
აჭარა 879 942 914 402 1 165 742 1 589 905 1 650 138 1 80 4297

ისევე როგორც ზოგიერთ სხვა შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი მშენებლობის სექტორში მიმდინარე პროცესების საჩვენებლადაც არასწორ შედარებას აკეთებს. ის, რომ 2013-2015 წლებში უფრო მეტ ფართობზე გაიცა სამშენებლო ნებართვა ვიდრე 2010-2012 წლებში, სექტორის განვითარების მთავარი მაჩვენებელი არ გახლავთ. აქ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, თუ როგორ იზრდებოდა მშენებლობის ნებართვების მოცულობა (კვ.მ-ებში) წლიდან წლამდე. ამის გარკვევა 2011 წლიდან შევძელით. 2011-ში ნებართვები გაორმაგდა, ხოლო 2012 წელს 16%-ით გაიზარდა. 2013-ში ანალოგიური მონაცემი 27%-ით გაიზარდა, 2014-ში 13%-ით შემცირდა, ხოლო 2015-ში 8%-ით გაიზარდა. 2011-2012 წლებში ზრდა საშუალოდ 60% იყო, ხოლო 2013-2016 წლებში 7% -ია. აღსანიშნავია ისიც, რომ 2015 წლის მაჩვენებელი 2013 წლისას 6%-ით ჩამოუვარდება.