თბილისის ბიუჯეტს ნარმანიას ერთი უკანონო გადაწყვეტილება, ჩემი თანამდებობიდან გათავისუფლების სახით, 41 ათასი ლარი დაუჯდა, ასეთი შემთხვევები კი ბევრია".
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერიაში სოციალური სამსახურის უფროსის პოზიციას 2013 წლიდან იკავებდა, თუმცა, თვითმმართველობის არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ, დავით ნარმანიას 2014 წლის 22 აგვისტოს ბრძანებულების თანახმად, იგი თანამდებობიდან გათავისუფლდა. თითქმის ერთწლიანი დავის შემდეგ, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე (აღნიშნული გადაწყვეტილება ზედა ინსტანციის სასამართლოებმაც ძალაში დატოვეს), თბილისის მერიას ხაბეიშვილის თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენა და 2015 წლის 27 იანვრიდან - 2015 წლის 18 სექტემბრამდე პერიოდში მიყენებული ფინანსური ზიანის ანაზღაურება (თვეში 3 600 ლარის გადახდა) დაეკისრა, რაც ჯამში დაახლოებით 27 ათას ლარს უდრის. აღნიშნული გადაწყვეტილების გარდა, უზენაესმა სასამართლომ თბილისის მერიას ლევან ხაბეიშვილის სასარგებლოდ, გაცდენილი ხელფასის სახით, დამატებით 14 ათასი ლარის კომპენსაცია დააკისრა. ჯამში, მერიის მიერ ლევან ხაბეიშვილისთვის გადასახდელმა თანხამ 41 ათასი ლარი შეადგინა. თანამდებობაზე ხელახლა აღდგენისშემდეგ ლევან ხაბეიშვილმა თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტი იმავე დღესვე, საკუთარი სურვილით დატოვა.
ანალოგიური ვითარებაა მერიის სოციალური სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, ნინო ქაცარავას შემთხვევაშიც, რომელიც თანამდებობიდან ხაბეიშვილთან ერთად გაათავისუფლეს. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისმიხედვით, მისი სამსახურიდან დათხოვნის ბრძანება ბათილად გამოცხადდა და თბილისის მერიას აღნიშნული გადაწყვეტილებით გამოწვეული ზიანისთვის, კომპენსაციის სახით, 10 ათასი ლარის გადახდა, ასევე გაცდენილი ხელფასის ანაზღაურება დაეკისრა. ჯამში, დედაქალაქის ბიუჯეტიდან ქაცარავასთვის გადასახდელმა თანხამ 23 ათასი ლარი შეადგინა.
დაკავებული თანამდებობიდან უკანონო გათავისუფლებების შემთხვევები რეგიონებშიც ფიქსირდება. ფაქტ-მეტრმა ხაბეიშვილის მიერ დასახელებული ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევა გადაამოწმა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ 2016 წლის 18 აპრილს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ნანა კაკაურიას სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილადა მისი ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთინების დირექტორის თანაშემწის პოზიციიდან გათავისუფლების შემთხვევა უკანონოდ მიიჩნია. სასამართლომ ასევე უკანონოდ მიიჩნია მისთვის ხელფასის დაქვითვის შემთხვევაც და ააიპ "ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებას" ნანა კაკაურიას თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენა დააკისრა.
დასკვნა 2014
წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საჯარო მოხელეების დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლება სასამართლომ არაერთ შემთხვევაში მიიჩნია უკანონოდ. აღნიშნული შემთხვევებიდან ირკვევა, რომ ხშირად თვითმმართველ ორგანოებს გათავისუფლებული მოხელის თანამდებობაზე აღდგენასთან ერთად კომპენსაციის გადახდაც ეკისრებოდათ, რასაც ჩვენ მიერ შესწავლილი შემთხვევებიც ადასტურებს.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიური მდგომარეობა არაერთ სახელმწიფო უწყებაში გვხვდება. მაგალითისთვის, სასამართლოს მიერ 2016 წლის 5 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებაგამოდგება, რომლის საფუძველზეც იუსტიციის სამინისტროდან ორი თანამშრომლის გათავისუფლება უკანონოდ იქნა მიჩნეული.
ფაქტ-მეტრი საჯარო სამსახურებიდან თანამშრომელთა უკანონოდ გათავისფლების საკითხს მომავალში კვლავ დაუბრუნდება, ამ ეტაპზე კი ასკვნის, რომ ლევან ხაბეიშვილის განცხადება არის სიმართლე.