ფაქტ-მეტრის გუნდთან შეხვედრისას, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის წევრმა, მამუკა კაციტაძემ, საარჩევნო სისტემის შესახებ ისაუბრა. შეხვედრაზე კაციტაძემ განაცხადა, რომ საარჩევნო თემატიკის მნიშვნელობიდან გამომდინარე, რამდენიმე თვის წინ, ამ საკითხზე სასაუბროდ საეთერო დროის დათმობის თხოვნით ინტერპარტიულმა ჯგუფმა საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართა, თუმცა მაუწყებელმა ეს მიმართვა რეაგირების გარეშე დატოვა.

ფაქტ-მეტრი ამ საკითხით დაინტერესდა და 2016 წლის 3 მარტს საზოგადოებრივ მაუწყებელს შემდეგი კითხვებით მიმართა:
  • მოგმართათ თუ არა არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულმა ჯგუფმა საარჩევნო საკითხებზე თქვენი საეთერო დროის დათმობის თხოვნით?
  • ასეთი თხოვნის არსებობის შემთხვევაში, რა რეაგირება მოახდინეთ მასზე?
2016 წლის 22 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლისგან საპასუხო წერილი

მივიღეთ. წერილში აღნიშნულია, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფს საარჩევნო საკითხებზე საეთერო დროის დათმობის მოთხოვნით საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის არ მიუმართავს.

მამუკა კაციტაძის თქმით კი, წერილი საზოგადოებრივ მაუწყებელს ინტერპარტიული ჯგუფის წევრების, ზურაბ ხარატიშვილის და გიორგი ახვლედიანის ხელმოწერით ნამდვილად ჩაბარდა. მოგვიანებით, ზურაბ ხარატიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიმართვის თაობაზე ფაქტ-მეტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ხარატიშვილის განცხადებით, ინტერპარტიულმა ჯგუფმა საზოგადოებრივ მაუწყებელს 2015 წლის 23 ოქტომბერს მიმართა და ეს ტელევიზიებმაც გააშუქეს. 23 ოქტომბერს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე გასულ სიუჟეტში აღნიშნულია, რომ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე სასაუბროდ ინტერპარტიული ჯგუფი საზოგადოებრივ მაუწყებელს დებატების გამართვას სთხოვს. სიუჟეტში ასევე არის მიმართვის ავტორების, ზურაბ ხარატიშვილის და გიორგი ახვლედიანის კომენტარები, რომლებიც აღნიშნავენ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საარჩევნო თემებზე სასაუბროდ ტელევიზიის მიერ დროის გამოყოფა. ზურაბ ხარატიშვილმა შესაბამისი მიმართვის წერილის

სამუშაო ვერსიაც მოგვაწოდა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის სახელზეა მომზადებული.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ჩვენთვის განკუთვნილი საპასუხო წერილი დაახლოებით 15 დღე მზადდებოდა. ნიშანდობლივია, რომ ამ პერიოდში ტელევიზიიდან ფაქტ-მეტრს ჩვენი წერილის თაობაზე ორჯერ დაუკავშირდნენ და დააზუსტეს, კონკრეტულად რომელი თვეების ინფორმაციას ვითხოვდით. სატელეფონო საუბრისას ჩვენ დავუკონკრეტეთ, რომ ბოლო 6 თვის ინფორმაცია გვაინტერესებდა.

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მეორე მუხლის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია. შესაბამისად, მასზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 40-

ე მუხლის ჩანაწერი, რომლითაც, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა. ბუნებრივია, საჯარო დაწესებულების მიერ გაცემული საჯარო ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს სიმართლეს.

  დასკვნა

ფაქტ-მეტრის კვლევიდან ჩანს, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულმა ჯგუფმა ნამდვილად მიმართა საზოგადოებრივ მაუწყებელს და საარჩევნო საკითხებზე სასაუბროდ საეთერო დროის დათმობა სთხოვა. ამას ადასტურებენ როგორც ინტერპარტიული ჯგუფის წევრები, ისე ტელევიზიით გასული სიუჟეტი და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის სახელზე მომზადებული წერილის ასლი.

ფაქტ-მეტრს ჰქონია შემთხვევები, როდესაც საჯარო უწყებებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია დაგვიანებით, ან საერთოდ არ მოდიოდა, თუმცა ჩვენი შეცდომაში შეყვანის მცდელობის ასეთი პირდაპირი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა. ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ რა მოტივაცია შეიძლება ჰქონოდა საზოგადოებრივ მაუწყებელს, თუმცა ფაქტია, რომ არასწორი ინფორმაცია მოგვაწოდეს, არასაპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნა კი რეაგირების გარეშე დატოვეს.

შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფს საარჩევნო საკითხებზე საეთერო დროის დათმობის მოთხოვნით მათთვის არ მიუმართავს, არის ტყუილი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია