• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
გაუქმდება თუ არა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა 2016 წლის არჩევნებისთვის?

გაუქმდება თუ არა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა 2016 წლის არჩევნებისთვის?

12/04/2016
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print
2015 წლის 28 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც საარჩევნო ოლქებში ამომრჩევლის რაოდენობას შორის განსხვავება 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, თუმცა ასეთ შემთხვევებშიც სხვაობა არ უნდა იყოს 15%-ზე მეტი. ამ გადაწყვეტილებას საარჩევნო ოლქების ხელახლა დაყოფა მოჰყვა. ფაქტ-მეტრთან საუბარში არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის წევრმა და "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, რომ მმართველ გუნდს ამ ცვლილების მზაობა არ ჰქონდა, უბრალოდ ისინი იძულებულნი იყვნენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღესრულებინათ. 2016 წლის 14 მარტს ვენეციის კომისიამ საქართველოს საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესახებ დასკვნა და რეკომენდაციები გამოაქვეყნა. კომისიამ ერთმანდატიან ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობის გათანაბრება დადებითად შეაფასა. ამასთან, ვენეციის კომისიამ განმარტა, რომ საარჩევნო კოდექსი კვლავ საჭიროებს გადახედვას, რათა ის სრულად მოვიდეს შესაბამისობაში ეუთოს  და სხვა საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებთან. მთავრობის მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების ძირითად ნაკლად კომისიამ ოლქების შექმნის კონკრეტული მეთოდის არქონა დაასახელა. დასკვნაში ასევე აღინიშნა ფართო პოლიტიკური სპექტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პრეტენზია, რომ პროცესს აკლდა გამჭვირვალობა, სხვა პოლიტიკური სუბიექტების ჩართულობა და მიუკერძოებლობა. ვენეციის კომისიამ ხელისუფლებას შემდეგი მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მისცა:
  • ძირითადი დებულებების, მათ შორის საზღვრების გადასინჯვის დასრულება, არჩევნებამდე არანაკლებ ერთი წლით ადრე;
  • ერთმანდატიანი ოლქების განაწილების მეთოდის კანონით განსაზღვრა და მომავალში ამ საზღვრების გადახედვის მეთოდი;
  • საარჩევნო ოლქებს შორის მაქსიმალური ნებადართული გადახრის კანონით განსაზღვრა;
  • ინკლუზიური კონსულტაციის უზურნველყოფა, რომ გაიზარდოს საზოგადოების ნდობა საზღვრების დანაწილების პროცესის მიმართ.
საარჩევნო სისტემის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ე.წ. შერეული (პროპორციული და მაჟორიტარული ერთად) საარჩევნო სისტემა რჩება. პრეზიდენტმა, ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციების გათვალისწინებითაც, მთავრობას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საარჩევნო სისტემის შეცვლისკენ არაერთხელ მოუწოდეს. მათი პოზიციის თანახმად, 75 საპარლამენტო მანდატი პროპორციული სისტემით და 75 კი რეგიონალურ-პროპორციული სისტემით უნდა განაწილებულიყო. საარჩევნო სისტემის ცვლილება "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებაც იყო, რაზედაც ფაქტ-მეტრი უკვე წერდა. მიუხედავად ამისა, საპარლამენტო უმრავლესობამ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება 2020 წლისათვის გადადო. საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, 2016 წლის არჩევნებისთვის დღემდე არსებული შერეული საარჩევნო სისტემა დარჩება. კითხვაზე, თუ რატომ იცვლება საარჩევნო სისტემა 2020 წლისთვის და არა 2016 წელს, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა  შემდეგი პასუხი გასცა: "უმრავლესობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ცვლილებები 2016 წლის შემდეგ უნდა განხორციელდეს… მოცემულობა არის ასეთი". აქვე აღსანიშნავია, რომ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნამ (2015 წლის 30 დეკემბერი) და წინამორბედისგან განსხვავებით კონფრონტაციული რიტორიკის შეცვლამ საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფს პოზიტიური მოლოდინები გაუჩინა. მათ პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციების გამართვა მოითხოვეს. 2016 წლის 25 იანვარს ოპოზიცია გიორგი კვირიკაშვილთან საარჩევნო საკითხებზე ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდა. აღსანიშნავია, რომ პრემიერთან აღნიშნული დიალოგის მოსალოდნელი შედეგი წინასწარ განსაზღვრა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ. მისი 4 იანვრის განცხადებით, ოპოზიციის ინიციატივას მაჟორიტარული სისტემის 2016 წლის არჩევნებისთვის გაუქმების შესახებ პერსპექტივა არ ექნება. ვოლსკიმ ოპოზიციას კვლავ არსებული შერეული საარჩევნო სისტემით არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. ოპოზიციურ პარტიებს არსებულ რეალობასთან შეგუებისკენ მოუწოდა პარლამენტის თავმჯდომარემაც. დავით უსუფაშვილმა, რომელიც საკონსტუტიციო კომისიის თავმჯდომარე იყო და თავის დროზე საარჩევნო სისტემის ცვლილებას ემხრობოდა, მიმდინარე წლის 15 თებერვალს განაცხადა: "იმედია, ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან ბოლო-ბოლო დაინახავენ იმის საჭიროებას, რომ ჩვენ მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს სჭირდება მხარდაჭერა, სანამ სულ გვიან არ არის". 19 მარტს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფსა და პრემიერ-მინისტრს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა. მამუკა კაციტაძემ აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა: "ხელისუფლებას უკვე აქვს თავისი ნება გაცხადებული, ეს ჩვენ ვიცით, მაგრამ სამუშაო ჯგუფი იმიტომ იქმნება, რომ ჩვენ, ჩვენი მხრივ, ხელისუფლებამ კი თავის მხრივ გარკვეული კომპრომისული ნაბიჯები გადავდგათ, რათა მოვხსნათ კითხვის ნიშნები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით და ვუპასუხოთ ვენეციის კომისიის ერთგვარად უარყოფით დასკვნას". არასაპარლამენტო ოპოზიციას დამატებითი მოლოდინი გაუჩინა კოალიცია "ქართული ოცნების" დაშლის დაწყებამაც. მამუკა კაციტაძის განცხადებით, კოალიციის დაშლის შემდეგ, მოხდა ის, რაც 1.5 წლის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა, ყოფილი კოალიციის ოთხმა პარტიამ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე დიალოგის სურვილი გამოთქვა. ინტერპარტიული ჯგუფის კიდევ ერთი წევრი, გიორგი ახვლედიანი კი იმედოვნებს, რომ პარტია "ქართული ოცნება" ზეწოლას ვეღარ გაუძლებს და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოუწევს. საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების თარიღად 2016 წლის 8 ოქტომბერი განსაზღვრა. 11 აპრილს, ფაქტ-მეტრთან საუბარში პარლამენტარმა გია ჟორჟოლიანმა აღნიშნა, რომ მართალია დიალოგი კვლავ მიმდინარეობს, თუმცა, მისი აზრით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ვეღარ მოესწრება.
თეგები:
გიორგი ცაგარეიშვილი
კოოპერატიული ბინათმშენებლობა
გვანცა კვარაცხელია
პაატა ბურჭულაძე
ციფრული მაუწყებლობა
დემურ გიორხელიძე
სახელმწიფო ვალი
აგრარული პროდუქცია
ახმედ იმამყულიევი
ინფრასტურქტურა
მშენებლობა
თამარ მოდებაძე
Giorgi Kvirikashvili
Nodar Chachanidze
elections
Mamuka Katsitadze
Gia Zhorzholiani
Giorgi Akhvlediani
ნოდარ ჩაჩანიძე
ნოდარ ჩაჩანიძე

ყველა სიახლე

  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა