ჩილინგარაშვილმა.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
2012 წელს დაკავებულ ადიგენის გამგებელსა და მის მოადგილეს ბრალისსკ-ის 332-ე მუხლით ედებოდათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობდა. თუმცა, მოგვიანებით, საქმე გადაკვალიფიცირდა, მათ ბრალი 342-ემუხლით წაუყენეს და სამსახურებრივ გულგრილობაში დაადანაშაულეს. საბოლოოდ, მათ 3 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ და სახელმწიფო სამსახურსა და ადგილობრივ თვითმმართველობაში მუშაობა 1 წლით აეკრძალათ.
ბრალდებულმა პირებმა აღნიშნული განაჩენი გაასაჩივრეს, რის შედეგადაც, სააპელაციო სასამართლომ ისინი გაამართლა. თავის მხრივ, ეს განაჩენი ბრალდების მხარემ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა, სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო. ამის შემდეგ, 2015 წლის 29 სექტემბერს, აღნიშნულმა პირებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართეს, რაზეც მათ უარი მიიღეს.მუნიციპალიტეტმა განაცდურის ანაზღაურებაზე უარი შემდეგნაირად განმარტა: "ადიგენის ხელმძღვანელობის ბრალელულობა არ იკვეთება და შესაბამისად ადგილობრივ ხელისუფლებას მათთვის არანაირი ფინანსური ზიანი არ მიუყენებია".
აღსანიშნავია, რომ განაცდური ხელფასის ანაზღაურების ვალდებულებაზე კონკრეტულად არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაშია რაიმე ნათქვამი. თუმცა, ხსენებული პირები მიიჩნევენ, რომ ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ პარუნაშვილი, მისი მოადგილე და საფინანსო სამსახურის უფროსი გაამართლა, მათ კი დიდი ხნის განმავლობაში (ადგილობრივი სასამართლოს გადაწყვეტილების გამო) დაკავებულ თანამდებობებზე მუშაობა და შესაბამისი ანაზღაურების მიღება ვერ შეძლეს, მუნიციპალიტეტმა განაცდური უნდა აანაზღაუროს. აღნიშნულ საკითხზე ახალციხის სასამართლოში ამჟამად დავა მიმდინარეობს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, გათავისუფლებულები პირვანდელ მდგომარეობას უნდა დაბრუნებოდნენ, ანუ სამსახურებში აღდგენილიყვნენ. თუმცა, ადიგენის ყოფილი გამგებელი სიმონ პარუნაშვილი ახლა მხოლოდ განაცდური ხელფასის მიღებაზე დავობს. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, გათავისუფლებულ პირს სამსახურში აღდგენის მოთხოვნის უფლება აქვს, თუ მისი უფლებამოსილების ვადა გასული არ არის. მოცემულ შემთხვევაში, ვადა, რომელიც პარუნაშვილის სამსახურში აღდგენას ითვალისწინებს, გასულია. თუმცა, თანამდებობებზე აღდგენის მოთხოვნას გათავისუფლებული გამგებლის მოადგილე და საფინანსო სამსახურის უფროსი აპირებენ, ოღონდ მას შემდეგ, რაც განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე დავა მორჩება. მათთვის კანონი სამსახურში აღდგენის კონკრეტულ ვადებს არ აწესებს.
რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეს, ის აღნიშნულ პოზიციაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, კოალიციური მთავრობის პირობებში აირჩიეს, შემდგომ კი ისევ თავისმა გუნდმა გადააყენა. სასამართლომ საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გაამართლა და სხვების მსგავსად ახლა ისიც განაცდურს ითხოვს.
დასკვნა
ადიგენის გამგებელს, მის მოადგილესა და საფინანსო სამსახურის უფროსს 2012 წელს ბრალად სამსახურებრივი გულგრილობა წაუყენეს, 3 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს და სახელმწიფო სამსახურსა და ადგილობრივ თვითმმართველობაში მუშაობა 1 წლით აუკრძალეს. თუმცა, მოგვიანებით, სააპელაციო სასამართლომ ეს პირები უდანაშაულოდ სცნო. ახლა ყოფილი თანამდებობის პირები განაცდური ხელფასის მიღებას, ხოლო გამგებლის მოადგილე და საფინანსო სამსახურის უფროსი თანამდებობებზე აღდგენას ითხოვენ.
გამგებლის მიერ განაცდური ხელფასის აღდგენის მოთხოვნის კანონიერებას თვითმმართველობის კოდექსის 56-ე მუხლის, მე-6 ნაწილი არეგულირებს, რომლის მიხედვითაც, დაკავების ან დაპატიმრების ვადა მუშაობის საერთო ვადაში ითვლება და განაცდური ხელფასი შესაბამისად უნდა ანაზღაურდეს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ თემაზე სასამართლოში დავა მიმდინარეობს. შესაბამისად, ჯერჯერობით შეუძლებელია დაზუსტებით იმის თქმა, დაეკისრება თუ არა მუნიციპალიტეტს აღნიშნული პირებისთვის განაცდურის ანაზღაურება, თუმცა, სასამართლოს მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილების მიღება გამორიცხული არ არის.
შესაბამისად, ამ ეტაპზე, ფაქტ-მეტრი ზურაბ ჩილინგარაშვილის განცხადებას უვერდიქტოდ ტოვებს.