ოჯახს, რომელთაც აგვისტოს ომის შემდეგ, წინა მთავრობის დროს, სახლები აუშენეს, სოზარ სუბარმა ისინი პრაქტიკულად ხელახლა გაურემონტა. მათ არც იატაკი ჰქონდათ და არც სახურავი".
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრომ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საერთო ჯამში 5 903 საცხოვრებელი სახლი (4 379 კოტეჯი და 1 524 ბინა) ააშენა, ხოლო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, 2008 წლიდან დღემდე, დევნილთათვის 3 899 საცხოვრებელი სახლი აშენდა. მათ შორის 1 375 სახლი და 2 524 ბინა, რომელთა საერთო ღირებულებაც 129 750 785 ლარია.
რაც შეეხება სარემონტო სამუშაოებს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით,აღნიშნული სამუშოები მხოლოდ 2015 წელს (2013-2015 წლების პერიოდში), შემდეგ დასახლებებში ჩატარდა:
- თიღვის მუნიციპალიტეტი - სოფელი დოღლაურა, 4 კოტეჯის სახურავის რეაბილიტაცია;
- ერედვის მუნიციპალიტეტი - სოფელი თელიანი, 4 კოტეჯის იატაკის აღდგენითი სამუშაო. სოფელი სკრა, 5 კოტეჯის იატაკის აღდგენის სამუშაო. სოფელი ხურვალეთი, 31 კოტეჯის იატაკის აღდგენის სამუშაო;
- ქურთის მუნიციპალიტეტი - სოფელი კარალეთი, 84 კოტეჯის იატაკის აღდგენის სამუშაო.
და 2015 წლებში ფონდს სარემონტო სამუშაოები არ ჩაუტარებია. მაშასადამე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ჯამში 128 საცხოვრებელი სახლი გაარემონტა.
დასკვნა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წელს სარემონტო სამუშაოები ჯამში 128 საცხოვრებელ კოტეჯში (ოჯახში) ჩატარდა, ხოლო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს 2013, 2014 და 2015 წლებში სარემონტო სამუშაოებისთვის თანხა არ გამოუყვია, ვინაიდან დეფექტების აღმოფხვრა სარეზერვო თანხებიდან, კონტრაქტორი კომპანიების მიერ განხორციელდა. ფაქტია, რომ მოპოვებული ინფორმაციით, განცხადებაში გაჟღერებული მონაცემები არ დასტურდება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მიერ გაანალიზებული ინფორმაცია არასრულია და რეალურად 128 სახლზე მეტი გარემონტდა, მზად ვართ სტატიაში შესაბამისი ცვლილებები შევიტანოთ.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, მთავრობის განცხადება არის მეტწილად მცდარი.