ამჟამად უკვე ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "გასულ წელს დაიწყო პროგრამა "აწარმოე საქართველოში", რომელიც წარმატებით გრძელდება. დღეის მდგომარეობით, ჩვენ უკვე 123 პროექტი გვაქვს დაფინანსებული. ჯამში, ეს არის ქართული წარმოების განვითარებაში ჩადებული დაახლოებით 350 მლნ ლარის ინვესტიცია".
ფაქტ-მეტრმა ირაკლი ღარიბაშვილის ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
პროგრამას - "აწარმოე საქართველოში" (პროგრამის შესახებ ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა, იხ: ბმული 1, ბმული 2), ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ერთობლივად ახორცილებენ. პროგრამა წარმოებაზე ორიენტირებული ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს. განსაკუთრებით პრიორიტეტულია სოფლის მეურნეობის მიმართულება. პროგრამის ბიუჯეტი 46 მლნ ლარით განისაზღვრა. აქედან, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავებაზე 30 მლნ ლარი, ინდუსტრიული პროდუქციის წარმოებაზე კი 16 მლნ ლარი გამოიყო. პროგრამა სამი კომპონენტისგან შედგება:
- ფინანსური ხელმისაწვდომობა;
- ინფრასტრუქტურაზე (უძრავი ქონება) ხელმისაწვდომობა;
- საკონსულტაციო მომსახურება.
თეგები: