ზე მეტი საჯარო მოხელეა მიცემული პასუხისგებაში წინა წლებში ჩადენილი დანაშაულობების გამო, 2013-2014 წლებში იყო 100-ზე მეტი საქმე, რომელზეც უკვე განაჩენი დადგა, მათ შორის უკანონო მოპყრობის, ღირსების შემლახავი და წამების ფაქტებზე".
ფაქტ-მეტრი ეკა ბესელიას განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
განცხადების ზუსტად შეფასებისთვის აუცილებელია განვსაზღვროთ, თუ რას ნიშნავს ცნება "პასუხისგებაში მიცემა". მსგავს ტერმინს სისხლის სამართალი არ იცნობს, თუმცა არსებობს ტერმინი "პასუხისმგებლობის დაკისრება". სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი დანაშაულია. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისმე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით არ დამტკიცდება. შესაბამისად, სამართლებრივად, პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება მის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას გულისხმობს. პროკურატურის მიერ კონკრეტულ ფაქტზე გამოძიების ან პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება პასუხისმგებლობის დაკისრებას არ გულისხმობს.
აქედან გამომდინარე, ჩვენ ეკა ბესელიას განცხადებას მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენების სტატისტიკით შევაფასებთ. იმისთვის, რომ გაგვერკვია, თუ რამდენი პირის მიმართ გამოიტანა სასამართლომ განაჩენი 2004-2012 წლებში ჩადენილი დანაშაულების გამო, საქართველოს უზენაეს სასამართლოს მივმართეთ.
უზენაესი სასამართლოდან მიღებული ინფორმაციისთანახმად, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2015 წლის 1 მარტამდე საქართველოს სასამართლოებმა ყოფილი საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით 201 პირის საქმე განიხილეს. განხილული საქმეებიდან გამამტყუნებელი განაჩენი 183 პირთან დაკავშირებით დადგა.
საქართველოს I ინსტანციის სასამართლოებში 2012 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის 1 მარტამდე საჯარო მოხელეების (რომელთაც დანაშაული 2004-2012 წლებში ჩაიდინეს) მიმართ გამოტანილი განაჩენები | |||
სსკ მუხლები | განაჩენი | მათ შორის | |
გამამტყუნებელი | გამამართლებელი | ||
პირი | პირი | პირი | |
სულ | 201 | 183 | 18 |
განზრახ მკვლელობა (108 მუხლი) | 1 | 1 | |
განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში (109) | 2 | 2 | |
ცემა (125) | 3 | 3 | |
სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება (138) | 3 | 3 | |
თავისუფლების უკანონო აღკვეთა (143) | 9 | 6 | 3 |
წამება (1441) | 19 | 10 | 9 |
დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა (1443) | 21 | 21 | |
ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა (154) | 1 | 1 | |
დევნა (156) | 2 | 2 | |
თაღლითობა (180) | 8 | 8 | |
მითვისება ან გაფლანგვა (182) | 10 | 10 | |
ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება (210) | 3 | 3 | |
საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა (214) | 3 | 3 | |
ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება (236) | 3 | 3 | |
ხულიგნობა (239) | 2 | 2 | |
ქრთამის აღება (338) | 17 | 17 | |
ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება (260) | 4 | 4 | |
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთოხების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა (276) | 9 | 9 | |
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (332) | 21 | 21 | |
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება (333) | 21 | 21 | |
განმარტების, ჩვენების, ან დასკვნის მიცემის იძულება (335) | 6 | 6 | |
ქრთამის აღება (338) | 6 | 6 | |
სამსახურებრივი სიყალბე (341) | 8 | 8 | |
სამსახურებრივი გულგრილობა (342) | 16 | 16 | |
ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება (362) | 1 | 1 | |
აღწერილ, დაყადაღებულ ან ჩამორთმევას დაქვემდებარებულ ქონებასთან დაკავშირებული უკანონო ქმედება (376) | 2 | 2 |
ეკა ბესელია განცხადების მეორე ნაწილში ხაზს უსვამს, რომ უკანონო მოპყრობის, ღირსების შემლახავ და წამების ფაქტებზე 100-ზე მეტი განაჩენი დადგა.
უკანონო და ღირსების შემლახავი მოპყრობა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულები არ არის. ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება სხვა დანაშაულის, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ერთ-ერთი ელემენტია. შესაბამისად, შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ ეკა ბესელია დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობასთან და წამებასთან დაკავშირებულ განაჩენებს გულისხმობს. აღნიშნული დანაშაულები სისხლის სამართლის კოდექსის 1441 და 1443მუხლებითაა გათვალისწინებული. როგორც უზენაესი სასამართლოს მიერ მოწოდებული სტატისტიკიდან ჩანს, ასეთ ფაქტებზე 40 პირის მიმართ განიხილეს საქმე, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი კი 31 მათგანის მიმართ დადგა.
მიუხედავად იმისა, რომ ეკა ბესელიას განცხადება მხოლოდ იმ პირებს გულისხმობს, ვის მიმართაც გამამტყუნებელი განაჩენი უკვე დადგა, ფაქტ-მეტრმა პროკურატურას იმის გასარკვევად მაინც მიმართა, თუ რამდენი ყოფილი საჯარო მოხელის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. პროკურატურიდან დეტალური სტატისტიკა დღემდე არ მიგვიღია.
დასკვნა
გამომდინარე იქიდან, რომ ეკა ბესელია ტერმინს - "პასუხისმგებლობაში მიცემა", იყენებს, ნათელია, რომ მისი განცხადება უშუალოდ იმ პირებს გულისხმობს, ვის მიმართაც გამამტყუნებელი განაჩენი უკვე დადგა. საქართველოს უზენაესი სასამართლოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ყოფილი საჯარო მოხელეების მიმართ 2004-2012 წლებში ჩადენილ დანაშაულებზე 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 201 საქმე განიხილეს, გამამტყუნებელი განაჩენი კი 183 პირის მიმართ დადგა. წამებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის საქმე 40 პირის მიმართ განიხილეს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი 31 მათგანის მიმართ იქნა გამოტანილი. შესაბამისად, დეპუტატი ცდება როგორც გამოტანილი განაჩენების ჯამურ, ასევე წამებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის დასჯილი პირების რაოდენობაში.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ეკა ბესელიას განცხადება არის მეტწილად მცდარი.