წლის აგვისტოდან მოყოლებული, უკვე ზედიზედ შვიდი თვეა, კლებულობს ექსპორტი. 2015 წლის იანვარ-თებერვალში ექსპორტში 26%-იანი ვარდნა გვაქვს. ასევე, შემცირებულია იმპორტი. საქართველოს 530 000 მოქალაქეს მნიშვნელოვნად გაუძვირდა სესხი. ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს ეროვნული ვალუტა - ლარი 35%-ით გაუფასურდა. 2014 წლის ბოლო კვარტალში, თუ შევადარებთ 2013 წლის ბოლო კვარტალს, საქართველოს ეკონომიკა დოლარში შემცირდა 35 მილიონით. ანუ, ჩვენი ქვეყანა გაღარიბდა".
ფაქტ-მეტრმა ზურაბ ჯაფარიძის ეს განცხადება გადაამოწმა.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2014 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 4.8% შეადგინა. აქედან, მეოთხე კვარტალში ზრდა მხოლოდ 1.8% იყო. 2015 წელს საქართველოში 2%-იანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი. მშპ-ის ზრდის ტემპის შემცირებაზე ძირითადი გავლენა საგარეო ვაჭრობაში არსებულმა უარყოფითმა ტენდენციამ მოახდინა.
2014წლის დასაწყისში ექსპორტი საკმაოდ სწრაფი ტემპით იზრდებოდა, თუმცა აგვისტოდან კლება დაიწყო და ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება. მთლიანობაში, 2014 წელს ექსპორტი 2%-ით (იხ. გრაფიკი 1), ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 36%-ით შემცირდა.
გრაფიკი 1:
ექსპორტის მაჩვენებლები 2013-2014 წლებში
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურიექსპორტის შემცირების მიზეზად, საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები დასახელდა. აღნიშნულ თემაზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა.
საქართველოს ექსპორტის ძირითადი ნაწილი დსთ-ის ქვეყნებში გადის და შესაბამისად, რეგიონში არსებული ეკონომიკური პროცესები ჩვენს ქვეყანაზეც ახდენს გავლენას. 2014 წელს ექსპორტი დსთ-ის ქვეყნებში 10%-ით შემცირდა, ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში კი - 53%-ით. აქვე აღსანიშნავია, რომ ექსპორტი არა მარტო დსთ-ის, არამედ სხვა ქვეყნებშიც შემცირდა.
ცხრილი 1:
ექსპორტის ზრდა ქვეყნების ჯგუფების მიხედვით, 2014-2015 წწ. იანვარ-თებერვალი
2014 |
2015 |
|
ევროკავშირის ქვეყნები (28) |
2% |
9% |
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნები |
-10% |
-52.8% |
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნები |
-6% |
-48.6% |
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ქვეყნები (34) |
12% |
1.5% |
სუამ-ის ქვეყნები |
-25% |
-53.8% |
ექსპორტის კლების ფონზე უარყოფითი სავაჭრო სალდო კიდევ უფრო გაიზარდა. უარყოფითი სავაჭრო სალდოს კომპენსირება საზღვარგარეთიდან შემოსავლების სხვა წყაროებიდან არ მოხდა, რამაც წლის ბოლოს ლარის კურსის ვარდნას შეუწყო ხელი. 2014
წელს ლარის კურსი 12%-ით დაეცა, ხოლო 2015 წლის პირველ ოთხ თვეში ლარი დოლართან მიმართებაში 21%-ით გაუფასურდა.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ 21 აპრილს საქსტატმა ქვეყნის საგარეო ვაჭრობის პირველი კვარტლის მონაცემები გამოაქვეყნა. სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 28%-ით, ხოლო იმპორტი კი 3%-ით შემცირდა.საქართველოში ხელისუფლება 2012 წლის ოქტომბერში შეიცვალა. ამ დროს ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 1.6688 იყო. ამჟამად, გაცვლითი კურსი 2.2539-ია. შესაბამისად, 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში დაახლოებით 35%-ით გაუფასურდა.
იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი ქვეყანა ძირითადად იმპორტზეა დამოკიდებული, ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ იმპორტულ პროდუქციაზე ფასების ზრდა გამოიწვია. გარდა ამისა, სესხების მაღალი დოლარიზაციის გამო, ლარი კურსის გაუფასურებამ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს სესხი გაუძვირა, რაზეც ფაქტ-მეტრი უკვე წერდა. გაცვლითი კურსის ზრდამ საქართველოში იმპორტირებული პროდუქცია გააძვირა, რამაც 2015 წლის დასაწყისში იმპორტის შემცირება გამოიწვია. ფასები განსაკუთრებით მედიკამენტებსა და სასურსათო პროდუქციაზე გაიზარდა, რამაც ძირითადად დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის მდგომარეობა დაამძიმა.რაც შეეხება მშპ-ის შემცირებას დოლარში, ნომინალური მშპ მეოთხე კვარტალში 8 177 მლნ ლარი იყო, რაც დეკემბრის გაცვლითი კურსით 4 388 მლნ დოლარს უდრიდა. 2013 წლის ბოლო კვარტალში მშპ 7 691 მლნ ლარი იყო, რაც იმჟამინდელი კურსით 4 429 მლნ ლარს შეადგენდა. შესაბამისად, მშპ დოლარში 41 მილიონით შემცირდა. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ნომინალური მშპ-ის დოლარში გამოსახვაზე უფრო მნიშვნელოვანი მაჩვენებელი რეალური ეკონომიკური ზრდაა, რომელიც 2015 წლისთვის 5% უნდა ყოფილიყო, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და საქართველოს მთავრობის პროგნოზით, ის დაახლოებით 2% იქნება.
დასკვნასაქართველოში ექსპორტის კლება 2014 წლის აგვისტოდან დაიწყო და ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება. ექსპორტი 2014 წელს 2%-ით, 2015 წლის იანვარ-თებერვალში 36%-ით, ხოლო 2015 წლის პირველ კვარტალში 28%-ით შემცირდა. ექსპორტის შემცირებამ საქართველოს უარყოფითი სავაჭრო სალდოს ზრდა გამოიწვია, რაც სხვა დანარჩენ ფაქტორებთან ერთად, ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზი გახდა. საქართველოს იმპორტზე მაღალი დამოკიდებულებისა და სესხების მაღალი დოლარიზაციის გამო, ლარის კურსის ვარდნამ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა შეამცირა. ფასები ძირითადად მედიკამენტებსა და სურსათზე გაიზარდა. ლარის კურსის ცვლილების გამო მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს სესხი გაუძვირდა. ასევე, 41 მლნ-ით შემცირდა ნომინალური მშპ დოლარში.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება არის სიმართლე.