2015

წლის 31 მარტს, პრეზიდენტის ყოველწლიური საპარლამენტო გამოსვლის შემდეგ, უმრავლესობის წევრმა, გიგა ბუკიამ სასამართლო სისტემის შესახებ ისაუბრა. გამოსვლისას მან წინა ხელისუფლების დროს ამ სისტემაში არსებულ ხარვეზებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა: "მე მინდა ერთი მაგალითი მოვიყვანო, თუ რა ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს სასამართლოში. 2008 წელს, 18 000 განხილული საქმიდან გამამართლებელი განაჩენი მხოლოდ ერთი იყო".

ფაქტ-მეტრი გიგა ბუკიას ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

სასამართლოს სტატისტიკაზე საუბრისას, დეპუტატმა სისხლის სამართლის საქმეები იგულისხმა და ჩვენც სწორედ ეს სტატისტიკა გავაანალიზეთ. უზენაესი სასამართლოს სტატისტიკური

 მონაცემების თანახმად, 2008 წელს პირველი ინსტანციის სასამართლოებში 21 287 პირის მიმართ, სულ 17 978 სისხლის სამართლის საქმე განიხილეს.

ამათგან, არსებითად (სასამართლო პროცესზე) 8 432 საქმე (9 361 პირის მიმართ) იქნა განხილული. მათ შორის, გამამართლებელი განაჩენი 21 საქმეზე (30 პირის მიმართ), ხოლო ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი კი 183 საქმეზე (234 პირის მიმართ) იქნა გამოტანილი.

2004-2012 წლებში სისხლის სამართლის საქმეების განხილვის შედეგად გამამატყუნებელი განაჩენების რაოდენობა შემდეგნაირად გამოიყურება:

წელი

სასამართლოს მიერ არსებითად განხილული საქმეები (პირი)

გამამტყუნებელი განაჩენი

გამამტყუნებელი განაჩენის პროცენტული მონაცემი

2004
9 109
9 071
99.6
2005
7 978
7 899
99.0
2006
1 2101
12 063
99.7
2007
10 787
10 774
99.9
2008
9 361
9 331
99.7
2009
7 365
7 347
99.8
2010
4 089
4 081
99.8
2011
2 415
2 359
97.7
2012
1 332
1 215
91.2

ქვემოთ მოყვანილი ცხრილი კი 2013-2014 წლების სტატისტიკას გვიჩვენებს:

წელი

სასამართლოს მიერ არსებითად განხილული საქმეები (პირი)

გამამტყუნებელი განაჩენი

გამამტყუნებელი განაჩენის პროცენტული მონაცემი

2013
1 707
1 587
92.9
2014
5 098
4 830
94.7

სასამართლოების მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებზე ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა (იხილეთ: ბმული 1ბმული 2ბმული 3).

დასკვნა 
2004

–2012 წლებში სასამართლოების მიერ პირების მიმართ არსებითად განხილული საქმეებიდან გამამართლებელი განაჩენის ყველაზე მცირე რაოდენობა 2007 წელს - 0.1%, ხოლო ყველაზე მეტი 2012 წელს (8.8%) დაფიქსირდა. 2008 წელს 17 978 საქმიდან (21 787 პირის მიმართ) გამამართლებელი გადაწყვეტილება 21 საქმეზე (30 პირის მიმართ) იქნა გამოტანილი.

გიგა ბუკია არასწორად აღნიშნავს, რომ გამამართლებელი განაჩენი მხოლოდ ერთი იყო. თუმცა, აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ განცხადების კონტექსტი, რაც გამამართლებელი განაჩენების ძალიან მცირე რაოდენობაზე მიუთითებს, მართებულია.

ფაქტ-დასკვნით, გიგა ბუკიას განცხადება: "2008 წელს, 18 000 ათასი განხილული საქმიდან გამამართლებელი მხოლოდ 1 იყო", არის მეტწილად მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5665 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია