გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ საგარეო შოკების შერბილების მიზნით, ბიუჯეტის დეფიციტი 300 მლნ ლარით შეამცირა.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ბიუჯეტის პროექტით, 2014 წელს 1 038 მლნ ლარის დეფიციტი იყო დაგეგმილი, რაც მშპ-ის 3.5% უნდა ყოფილიყო. წლის განმავლობაში ბიუჯეტის გეგმა არათანაბრად სრულდებოდა. წლის დასაწყისში, ინფრასტრუქტურული ხარჯების ნაწილში ჩამორჩენა იყო, ხოლო წლის ბოლოს ბიუჯეტის ხარჯები საკმაოდ სწრაფი ტემპით გაიზარდა. ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა ლარის გაუფასურების ერთ-ერთი წამახალისებელი ფაქტორი აღმოჩნდა.გასული წლის ბოლოს მშპ-ის ზრდაც შემცირდა. დაგეგმილი 5%-იანი ზრდის ნაცვლად, საქსტატის წინასწარი შეფასებით, მშპ-ის რეალური ზრდა 4.8%-ია, ნომინალურმა მშპ-მა კი 29 187 მლნ ლარი შეადგენა. სახელმწიფო ხაზინის მონაცემების მიხედვით, 2014 წლის ბიუჯეტის ფაქტიური დეფიციტი 863 მლნ ლარია, რაც მშპ-ის მიმართ 2.9%-ს შეადგენს. შესაბამისად, ბიუჯეტის დეფიციტი მართლაც შემცირდა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება მთავრობის მიერ მიზანმიმართული მოქმედების შედეგი არ იყო. მთავრობას ბიუჯეტის ხარჯების შემცირების კუთხით ბიუჯეტის კანონში ცვლილებები არ შეუტანია, რის შესახებ პრემიერ-მინისტრიც აცხადებდა.ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება ძირითადად ხარჯების არასრულად ათვისებით იყო გამოწვეული. ამას, თან დაერთო საგადასახადო შემოსავლების გადაჭარბებით შესრულებაც, რის შედეგადაც წლის ბოლოს ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილზე ნაკლები აღმოჩნდა, რაც თავისთავად დადებითი ფაქტია.
2014 წელს ბიუჯეტი არათანაბრად სრულდებოდა.ძირითადი ჩამორჩენა ინფრასტრუქტურული ხარჯების ნაწილში შეინიშნებოდა, რომელიც მნიშვნელოვანწილად საგარეო ვალით ფინანსდება. 2014 წლის მესამე კვარტლის ბოლოს, დაგეგმილი პროექტების შეუსრულებლობის გამო, საგარეო ვალის მხოლოდ ნახევარი იყო ჩარიცხული, წლის ბოლოს კი 478 მილიონი ლარი გადმოირიცხა.
ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე სახელმწიფო ხარჯები კვარტლების მიხედვითაა მოცემული. როგორც გრაფიკიდან ჩანს, წლის განმავლობაში ხარჯვა (განსაკუთრებით საინვესტიციო პროექტების ნაწილში) არათანაბარი იყო. ამ თემაზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა.გრაფიკი 1:
ბიუჯეტის კვარტალური ხარჯები
წყარო: სახელმწიფო ხაზინა
ასევე, უნდა აღვნიშნოთ, რომ 2014 წლის დეკემბერში, როდესაც ლარმა საკმაოდ სწრაფი ტემპით დაიწყო გაუფასურება, მთავრობას ხარჯები არ შეუმცირებია. პირიქით, 2014 წლის ბოლო კვარტალში ბიუჯეტიდან ხარჯვა საკმაოდ სწრაფი ტემპით გაზარდა. მაგალითად, იანვარ-სექტემბრის პერიოდში ბიუჯეტის დეფიციტი 274 მლნ ლარი იყო, რომელიც მეოთხე კვარტალში 863 მლნ ლარამდე (588 მლნ ლარით) გაიზარდა, საიდანაც მხოლოდ დეკემბრის თვეში ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა 288 მლნ ლარი იყო, რამაც შემდგომში ვალუტის კურსის ვარდნას შეუწყო ხელი.
გრაფიკი 2: ბიუჯეტის დეფიციტი[1] 2014წლის იანვარ-დეკემბერი
წყარო: სახელმწიფო ხაზინადასკვნა 2014 წლის ბიუჯეტის პროექტით დაგეგმილი დეფიციტი 1 038 მლნ ლარს შეადგენდა, რაც მშპ-ის 3.5% იყო. წლის ბოლოს ბიუჯეტის ფაქტიური დეფიციტი 863 მლნ ლარი იყო, რაც მშპ-ის 2.9%-ია. შესაბამისად, ბიუჯეტის დეფიციტი 2014 წელს მართლაც შემცირდა. თუმცა, ის, რომ მთავრობამ ბიუჯეტის დეფიციტი მიზანმიმართულად შეამცირა, სიმართლეს არ შეესაბამება. 2014 წლის ბიუჯეტში მთავრობას არანაირი ცვლილება არ განუხორციელებია. ბიუჯეტის დეფიციტის კლება ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯების არასრულად ათვისებამ და საგადასახადო შემოსავლების გადაჭარბებით შესრულებამ გამოიწვია.
ასევე, უნდა აღვნიშნოთ, რომ წლის ბოლოს, როდესაც ლარმა გაუფასურება დაიწყო, ბიუჯეტიდან საკმაოდ მაღალი ხარჯვა განხორციელდა. ბიუჯეტის დეფიციტი წლის ბოლო სამ თვეში 588 მლნ ლარით გაიზარდა, საიდანაც დეკემბრის თვეში ბიუჯეტის დეფიციტი 288 მლნ ლარი იყო, რამაც ლარის კურსის ვარდნას შეუწყო ხელი.
შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის განცხადება: საგარეო შოკების შერბილების მიზნით, მთავრობამ 2014 წლის ბიუჯეტის დეფიციტი შეამცირა არის მეტწილად მცდარი.
აღნიშნულ მონაცემებში ნაშთის ცვლილება გათვალისწინებული არ არის