მიმდინარე წლის 22 თებერვალს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ "ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ენერგეტიკაში არცერთი ახალი ინვესტორი არ შემოსულა".
ფაქტ-მეტრი ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
საქსტატი და ენერგეტიკის სამინისტრო არ აწარმოებენ ყოველწლიურ სტატისტიკას იმის შესახებ, თუ რომელი ახალი ინვესტორები შემოვიდნენ ენერგეტიკის სფეროში და რა მოცულობის ახალი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა ამ სექტორში.
ენერგეტიკის სამინისტრომ იმ კომპანიების ჩამონათვალი მოგვაწოდა, რომლებთანაც ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ მემორანდუმი 2013 და 2014 წლებში გააფორმა.
- შპს "ჰიდროლეა" - (მემორანდუმის ხელმოწერის თარიღი 11.09.2013)
- შპს "ავსტრიან-ჯორჯიან დეველოპმენტი" - (12.09.2013)
- Georgian Hydro power LLC - (22.10.2013)
- Royal Haskoning DHV (Pty) Ltd - (30.10.2013)
- Ahlatci Enerji Sanayi ve Ticaret A.S. - (11.10.2014)
- Calik Enerji Sanayi ve Ticaret A.S. - (11.10.2014)
- სს "სვანეთი ჰიდრო" - (31.10.2014)
- Bugato Energy LLC - (07.02.2014)
- სს "სუფსა ენერჯი" - (12.03.2014)
- სს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი" - (08.04.2014; 22.09.2014; 17.07.2014)
- შპს "თრიალეთი 2013" – (16.05.2014)
- შპს "მარდიჰოუსი" - (19.05.2014)
- Energo Windpower LLC - (23.05.2014)
- შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია - (16.06.2014)
- შპს "ეგ" - (16.06.2014)
- შპს "ფშავი ჰიდრო" - (19.06.2014)
- სს "იორი ენერჯი" - (19.08.2014)
- შპს "ჯჯპ - LTD GGP" - (22.09.2014)
თეგები: