მიმდინარე წლის 5 დეკემბერს, გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას გიგლა აგულაშვილმა ლარის კურსის ცვლილების შესახებ განაცხადა: "წინა ხელისუფლების დროსაც და ჩვენი ხელისუფლების დროსაც, მუდმივად ხდებოდა დამატებითი ინტერვენციები ლარის კურსის გასამყარებლად".

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

ჩვენ დავინტერესდით, თუ რა ტენდენციით ხასიათდებოდა 2003 წლიდან დღემდე ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილება, როგორც დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებაში.

გრაფიკი 1:

ლარის კურსი დოლარის და ევროს მიმართ

image001

2003

წლიდან 2007 წლამდე ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში ყოველწლიურად მყარდებოდა. თუ 2003 წლის მდგომარეობით ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.1 ლარი იყო, ამ მაჩვენებელმა 2007 წელს 1.59 ლარი შეადგინა. 2008 წლიდან კურსმა გაუფასურება დაიწყო და 2010 წელს 1.77-ს მიაღწია. 2011-2012 წლებში კურსი სტაბილური იყო, ხოლო 2013 წლიდან მნიშვნელოვნად გაუფასურდა.

რაც შეეხება ლარის კურსის ტენდენციას ევროსთან მიმართებაში, მან  ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2005 და 2011 წლებში მიაღწია.

ეროვნული ბანკი ლარის კურსის გასამყარებლად (საჭიროების შემთხვევაში) გარკვეულ ზომებს მიმართავს, მაგალითად, ინტერვენციებს სავალუტო ბაზარზე. სავალუტო აუქციონები ეროვნული ვალუტის დასარეგულირებლად მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია, სადაც ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტის რეზერვებით ვაჭრობს. ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე დოლარს ყიდის, როდესაც ლარის კურსის გაუფასურების ტენდენციაა და პირიქით, დოლარს ყიდულობს, როდესაც ლარის კურსის გამყარების ტენდენციაა.

ცხრილი 2: 

ეროვნული ბანკის ინტერვენციები სავალუტო აუქციონზე

სებ-ის მიერ ვალუტის გაყიდვა

 სებ-ის მიერ ვალუტის ყიდვა

2009

 116 700 000

5000 000

2010

331 200 000

126 000 000

2011

80 000 000

380 000 000

2012

65 000 000

220 000 000

2013

240 000 000

575 000 000

2014 (2 დეკ)

300 000 000

200 000 000

ჩვენ, საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე აშშ დოლარით ვაჭრობის დინამიკას გავეცანით. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკი ვალუტის გასამყარებლად დამატებითი ინტერვენციებს 2009 წლიდან მიმართავს. 2009 წლის ეკონომიკურმა კრიზისმა უარყოფითი გავლენა იქონია ლარის კურსზეც. ლარის კურსის გაუფასურების ტენდენციის შესამცირებლად, 2009-2010 წლებში ეროვნულმა ბანკმა 317 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. 2011, 2012 წლებში და 2013 წლის ნოემბრამდე, ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტის რეზერვებს ზრდიდა და სამი წლის განმავლობაში 790 მლნ აშშ დოლარი იყიდა. რაც შეეხება 2014 წელს, 2 დეკემბრის მდგომარეობით, 100 მლნ აშშ დოლარია გაყიდული.

აღსანიშნავია, რომ  ეროვნულმა ბანკმა უცხოური ვალუტის რეზერვების გაყიდვა 2013 წლის ნოემბრიდან დაიწყო და დღემდე, საერთო ჯამში, 320 მლნ აშშ დოლარია გაყიდული. 2014 წლის 25 ნოემბრიდან დღემდე კი 80 მლნ დოლარი გაიყიდა.

ნებისმიერი ქვეყნისთვის უცხოური ვალუტის რეზერვების საჭირო რაოდენობა ქვეყანაში განხორციელებული იმპორტის დონით განისაზღვრება. ბოლო სამი თვის განმავლობაში განხორცილებული იმპორტის ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს უცხოური ვალუტის რეზერვების რაოდენობას.

გრაფიკი 2:

უცხოური ვალუტის რეზერვები (მლნ აშშ დოლარი)

image002

2014

წლის მდგომარეობით, ქვეყანაში არსებული უცხოური ვალუტის რეზერვების დონე 1.1-ჯერ მეტია ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოში განხორციელებულ იმპორტზე. 2012 წელს ეს რიცხვი 1.3 -ჯერ აღემატებოდა ბოლო სამი თვის განმავლობაში განხორციელებულ იმპორტს.

მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ 2003 წლიდან 2012  წლის ჩათვლით, უცხოური ვალუტის რეზერვები ყოველწლიურად იზრდებოდა. 2013 - 2014 წლები კი, ამ მიმართულებით კლების ტენდენციით ხასიათდება. აღსანიშნავია, რომ  2003 წელს უცხოური ვალუტის რეზერვები 191 მლნ აშშ დოლარი იყო. ეს რიცხვი 2012 წელს 2 652 მლნ დოლარს უდრიდა, ხოლო მიმდინარე წელს კი 2 397 მლნ დოლარია.

დასკვნა 2009-2010

წლებში ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად სავალუტო აუქციონზე 317 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. წინა ხელისუფლების პერიოდში, სხვა წლებში, მსგავსი ფაქტი აღარ დაფიქსირებულა. ეს კი განსხვავდება დეპუტატი განცხადების იმ ნაწილისგან, სადაც ის აღნიშნავს, რომ წინა ხელისუფლების დროს მუდმივად ხდებოდა ინტერვენციები ლარის კურსის გასამყარებლად.

2013

წლის ნოემბრიდან ლარის კურსის სტაბილურობისთვის ეროვნულმა ბანკმა 320 მილიონი დოლარი გაყიდა. აღსანიშნავია, რომ 2003 წლის შემდეგ სავალუტო რეზერვები პირველად მხოლოდ 2013 წელს შემცირდა. შემცირების ტენდენცია 2014 წელსაც გაგრძელდა.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ გიგლა აგულაშვილის განცხადება: "წინა ხელისუფლების დროსაც და ჩვენი ხელისუფლების დროსაც მუდმივად ხდებოდა დამატებითი ინტერვენციები ლარის კურსის გასამყარებლად," არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი