რომ დაგეგმილი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში მშპ-ის გაორმაგებას 50 წელი დასჭირდება.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა და მისი გადამოწმება გადაწყვიტა.
GDP Per Capita (შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე) არის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი გაყოფილი ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობაზე. GDP Per Capita ხშირად ქვეყნის ცხოვრების დონის შესაფასებლად გამოიყენება.
2013წელს საქართველოს ნომინალური მშპ 26.8 მილიარდი ლარი იყო. მშპ-მ ერთ სულ მოსახლეზე ნომინალურ მაჩვენებლებში 5983 ლარი (3597 აშშ დოლარი) შეადგინა, ხოლო რეალურ მაჩვენებელში (2003 წლის ფასებში) 3345 ლარი (2011 აშშ დოლარი). 2003 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1972 ლარს (919 აშშ დოლარი) შეადგენდა, შესაბამისად 2003 წელთან შედარებით რეალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1.7-ჯერ, ხოლო ნომინალური 3-ჯერ გაიზარდა.
GDP Per Capita-ს ზრდა დამოკიდებულია, როგორც მშპ-ს, ასევე მოსახლეობის ზრდის ტემპზე. საქსტატის მონაცმების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 2003 წლიდან 2013 წლამდე 3.4%-ით გაიზარდა, ხოლო რეალური მშპ 2003 წელთან შედარებით 1.75-ჯერ არის გაზრდილი. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ GDP Per Capita-ს ზრდა ეკონომიკური ზრდით იყო გამოწვეული.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მიმდინარე წელს მშპ-ს 5%-იანი რეალური ზრდაა დაგეგმილი, ხოლო მოსახლეობის საშუალო ზრდის ტემპი ბოლო ათი წლის განმავლობაში 0.34% იყო. თუ დავუშვებთ, რომ მოსახლეობის საშუალო ზრდის ტემპი მომავალში უცვლელი დარჩება, მშპ-ს 5%-იანი რეალური ზრდის პირობებში GDP Per Capita-ს (რეალური მაჩვენებლის) გაორმაგებას 16-17 წელი, ხოლო მშპ-ს 7-8%-იანი ზრდის შემთხვევაში, 11-12 წელი დაჭირდება.
ევროპის მაღალშემოსავლიან ქვეყნებს შორის ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დაბალი მშპ ლატვიას აქვს – 15 187 აშშ დოლარი. საქართველოს 5%-იანი რეალური ზრდის პირობებში, ლატვიის დონემდე მისაღწევად მინიმუმ 33 წელი დასჭირდება და არა 50, როგორც ეს დეპუტატმა განაცხადა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ 33 წლის შემდეგ ევროპის ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი კიდევ უფრო მაღალი იქნება, ვიდრე დღეს არის, 50 წლიანი პერიოდი რეალისტურია.
ქვეყნის კეთილდღეობის გადასაანგარიშებლად უფრო მრავლისმეტყველი მაჩვენებელია მსყიდველობითი უნარის პარიტეტის საფუძველზე (PPP)დაანგარიშებული GDP Per Capita. აღნიშნული მეთოდოლოგიის გამოყენებისას, ყველა ქვეყანაში დახარჯული ერთი დოლარის მსყიდველობითი უნარი ერთნაირია. შესაბამისად, მსყიდველობითი უნარის პარიტეტით დათვლილი შემოსავლების შედარებისას გამორიცხულია ვალუტის კურსებს და ფასების დონეებს შორის არსებული სხვაობა. აქედან გამომდინარე, უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებთ ქვეყნის კეთილდღეობაზე და სხვა ქვეყნებთან შედარებისას მისი გამოყენება უფრო მართებულია, ვიდრე ნომინალური მაჩვენებლების.
გრაფიკი-1 გვიჩვენებს ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებული მშპ-ს დინამიკას 2003-2014 წლამდე პერიოდში. როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2003 წელთან შედარებით მშპ ერთ სულ მოსახლეზე მართლაც 2-ჯერაა გაზრდილი.
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
საერთაშორისო ორგანიზაციები ადგენენ ქვეყნების რეიტინგებს მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშების მიხედვით. გაანგარიშების მეთოდსა და მონაცემების წყაროს შორის განსხვავების გამო, სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში შესაძლოა მცირედი განსხვავება არსებობდეს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს განსხვავება უმნიშვნელოა და საერთო სურათს არ ცვლის.
მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, 2003 წელს საქართველო ნომინალურ მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით 166-ე ადგილზე იყო, თუმცა ნელ-ნელა რეიტინგში მაღალ პოზიციაზე ინაცვლებდა და 2013 წელს, 3602 აშშ დოლარით 136-ე ადგილი დაიკავა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე 3597 აშშ დოლარის მშპ-თი საქართველო 116 ადგილს იკავებდა, ხოლო 2003 წელს, აღნიშნული მაჩვენებლის მიხედვით საქართველო 129-ე ადგილზე იყო.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქვეყნების კეთილდღეობის შესადარებლად უფრო მართებულია მსყიდველობითი უნარის პარიტეტის საფუძველზე დაანგარიშებული GDP Per Capita. აღნიშნული მაჩვენებლის მიხედვით 2003 წელს საქართველო 123-ე ადგილზე იყო (3429 აშშ დოლარი), ხოლო 2013 წელს 118-ე ადგილზე გადაინაცვლა (7156 აშშ დოლარი). ქვემოთ მოცემული გრაფიკი გვიჩვენებს საქართველოს რეიტინგის ცვლილებას 2003 წლიდან დღემდე.
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
დასკვნა 2013
წელს საქართველოს ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე 5983 ლარს (3597 აშშ დოლარი) შეადგენდა. ამ მაჩვენებლით ქვეყანა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეიტინგში 116-ე ადგილს იკავებდა. მსყიდველობითი უნარის პარიტეტის საფუძველზე დაანგარიშებული GDP Per Capita-ს მიხედვით (7156 დოლარი) კი, საქართველო მსოფლიო ქვეყნებს შორის 118-ე ადგილზე იყო.
რაც შეეხება რეალურ GDP Per Capita-ს, 2013 წელს ის 3345 ლარს (2011 აშშ დოლარი) შეადგენდა. მიმდინარე წელს მშპ-ს 5%-იანი რეალური ზრდაა დაგეგმილი, აღნიშნული ეკონომიკური ზრდის პირობებში, ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ-ს გაორმაგებას 16-17 წელი დასჭირდება, ხოლო 7-8%-იანი ზრდის პირობებში კი 11-12 წელი.
ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ევროპის მაღალშემოსავლიან ქვეყნებს შორის ერთ სულ მოსახლეზე აქვს მინიმალური მშპ ლატვიას აქვს – 15 187 აშშ დოლარი. საქართველოს 5%-იანი რეალური ზრდის ფონზე მინიმუმ 33 წელი დასჭირდება, რომ ლატვიის დღევანდელ დონემდე მიაღწიოს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი გაბაშვილის განცხადება „საქართველო დღესაც ღარიბი ქვეყანაა, GDP Per Capita არის 6 ათასი. 118 ქვეყანა დგას საქართველოს წინ, ჩვენ 119-ე ვართ. ჩვენ გავაორმაგეთ GDP Per Capita 2003 წლიდან მოყოლებული. იმისათვის, რომ არსებული GDP Per Capita (6000) გაორმაგდეს და გახდეს 12000 საჭიროა მინიმუმ 7-8 %-იანი ზრდა შემდეგი ათი წლის განმავლობაში, რაც სახეზე არ არის და გეგმაშიც არ არის. იმისათვის, რომ მივაღწიოთ ევროპულ მინიმალურ სტანდარტს, ამ ტემპით 50 წელი დაგვჭირდება,“ არის სიმართლე.