2014 წლის 17 ივლისს ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემას „ბიზნეს-კონტაქტი“ მაშინდელი რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი (ამჟამად უკვე გარემოს დაცვის მინისტრი) სტუმრობდა, რომელმაც რეგიონებში, მათ შორის წყალტუბოში, მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა: „წყალტუბოში ჩვენ ვახორციელებთ 42 მლნ. ლარის ღირებულების სამუშაოებს, რომელიც ისტორიული შენობა-ნაგებობების, გზის და სანიაღვრე არხების მოწესრიგებას ითვალისწინებს და წლის ბოლომდე ეს პროექტები დასრულდება“.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე 2014 წლის სამოქმედო გეგმა რეგიონების მიხედვითაა განთავსებული, წყალტუბოში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვემოთ ცხრილის სახის გთავაზობთ:
დასახელება
პროექტის მთლიანი ღირებულება(ათასი ლარი)
პრორქტის მიმდინარეობის პერიოდი
განმახორციელებელი
დაფინანსების წყარო
წყალტუბოს წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია
5323,7
2012-2014
მუნიციპალური განვითარების ფონდი
ევროპის საინვესტიციო ბანკი
წყალტუბოს კურორტის მართვის ოფისის, პარკში და ცივი ტბის ტერიტორიაზე მცირე ზომის ტურისტული შენობა-ნაგებობების მშენებლობა
6304,23
2012-2014
მუნიციპალური განვითარების ფონდი
მსოფლიო ბანკი
წყალტუბოს ცენტრალურ ნაწილში არსებული შენობების და მცირე ზომის საფეხმავლო ხიდის რესტავრაცია
296,18
2012-2013
მუნიციპალური განვითარების ფონდი
მსოფლიო ბანკი
"ცივი" ტბის და ცენტრალირი პარკის გზების, ბილიკების და სანიაღვრე-სადრენაჟე სისტემის რეაბილიტაცია
8997,03
2012-2014
მუნიციპალური განვითარების ფონდი
მსოფლიო ბანკი
წყალტუბოს წრიული გზის სანიაღვრე სისტემის და საფარის რეაბილიტაცია
5497,1
2012-2014
მუნიციპალური განვითარების ფონდი
მსოფლიო ბანკი
"ცივი" ტბის და ტბიდან გამყვანი არხრბის რეაბილიტაცია
3870,1
2012-2014
მუნიციპალური განვითარების ფონდი
მსოფლიო ბანკი
წყალტუბოს ცენტრალური პარკის და "ცივი" ტბის გამწვანება-კეთილმოწყობა
3161,92
2013-2014
მუნიციპალური განვითარების ფონდი
მსოფლიო ბანკი
წყალტუბოს წრიული გზის , ცენტრალური პარკის და "ცივი" ტბის ტერიტორიაზე გარე განათების რეაბილიტაცია
2660,79
2013-2014
მუნიციპალური განვითარების ფონდი
მსოფლიო ბანკი
წყალტუბოს საკრებულოს და რკინიგზის სადგურის შენობებისა და მცირე ზომის საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაცია
---
2014
მუნიციპალური განვითარების ფონდი
მსოფლიო ბანკი
წყალტუბოს გამგეობის და კინოთეატრის შენობის რესტავრაცია
---
2014
მუნიციპალური განვითარების ფონდი
მსოფლიო ბანკი
ამ მონაცემის მიხედვით წყალტუბოში განსახორციელებელი პროექტების ჯამური ღირებულება 36.1 მილიონი ლარია, ორი პროექტის ღირებულება კი მითითებული არ არის.
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე წყალტუბოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაციაცაა განთავსებული. ინფორმაციის მიხედვით, ამ ეტაპზე რაიონში „ცივი“ ტბის დასასვენებელი კომპლექსის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. უკვე დასრულებულია ტბის გაწმენდითი სამუშაოები და უახლოეს მომავალში გარე ინფრასტრუქტურის მოწყობა მოხდება. პროექტს, 5 მილიონი ლარით, მსოფლიო ბანკი აფინანსებს. ამავე ინფორმაციით, რამდენიმე დღეში წყალტუბოს ცენტრალური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება, რისთვისაც მსოფლო ბანკმა 7 მილიონი ლარი გამოყო. აღნიშნული პროექტის განხორციელება ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა, რადგან ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „სანიმ“ აღებული ვალდებულებები არ შეასრულა და სამუშაოების ჩასატარებლად ხელახალი ტენდერი გამოცხადება გახდა საჭირო.
ჩვენ წყალტუბოში განსახორციელებელ პროექტეზე ინფორმაცია ქ.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზეც მოვიპოვეთ. ინფორმაციის მიხედვით, პირველი ივლისიდან ქ. წყალტუბოს წრიული გზის საფარისა და სანიაღვრე სისიტემის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ქ. წყალტუბოს წრიული გზის (სიგრძით 5430მ) დაგება, სანიაღვრე დრენაჟის სისტემის მოწყობა (სიგრძით 197 მ), ბილიკების, მოედნების და ტროტუარების კეთილმოწყობა, აგრეთვე ორი ხიდის კაპიტალური შეკეთება იგეგმება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ცეკური“ და შპს „საქმილსადენმშენი“ აწარმოებენ. პროექტის საწყისი ღირებულება 5.9 მილიონი ლარია.
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიმდინარე პროექტების ჩამონათვალში წყალტუბოში მიმდინარე პროექტების დეტალური აღწერილობაა მოცემული, კერძოდ: წყალტუბოს წრიული გზის საფარის და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციის(ფაზა 2) პროექტის დონორია მსოფლიო ბანკი, სამუშაოებს შპს „ცეკური“ და „საქმილსადენმშენი“ ახორციელებს. დაწყება 01/07/2014, დასრულება 01/12/2014. პროექტის საწყისი ღირებულება 5.9 მილიონი ლარი.
წყალტუბოს „ცივი“ ტბის და ცენტრალური პარკის გზების, ბილიკების და სანიაღვრე-სადრენაჟე სისტემის რეაბილიტაციის(ფაზა 2). პროექტის დონორია მსოფლიო ბანკი, სამშენებლო სამუშაოებს შპს „დაგი“ ახორციელებს, პროექტის საწყისი ღირებულება 7.4 მილიონი ლარია (დაწყება 28/05/2014 – დასრულება 28/05/2015).
მუნიციპალური განვითარების ფონდის დასრულებულ პროექტებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტში განხორციელებული 2 პროექტია შესული:
- წყალტუბოს ცენტრალურ ნაწილში მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის სახურავის რეაბილიტაცია. სამუშაო შპს „ქართლმა“ განახორციელა. პროექტის საბოლოო ღირებულება 266,796 ლარია.
- წყალტუბოს წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია. სამუშაო შპს „ ინ-სიმ“ და შპს „სერვისმა“ განახორციელა. პროექტის საბოლოო ღირებულება 3,900.194 ლარია.
დასკვნა
ფაქტ-მეტრის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად წყალტუბოში დაგეგმილი პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 36.1 მილიონი ლარია, ორი პროექტის ღირებულება კი მითითებული არ არის. ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებით კი წყალტუბოში 42 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები უნდა განხორციელდეს. წყალტუბოში გზის საფარის და სანიაღვრე სისიტემის რეაბილიტაცია, "ცივი" ტბის დასასვენებელი კომპლექსის კეთილმოწყობა, წყალმომარაგების და საკანალიზაციო სისტემების, გარე განათებების, საფეხმავლო ხიდების და შენობების რეაბილიტაცია იგეგმება. 2 პროექტი უკვე დასრულებულია, რამდენიმე პროექტის განხორციელება მიმდინარეობს და სამუშაოების დასრულება წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. წყალტუბოს ცენტრალური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სავარაუოდოდ, მოკლე ხანში დაიწყება, ამ პროექტის განხორციელება ამ დრომდე იმის გამო ვერ მოხეხრდა, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „სანიმ“ აღებული ვალდებულება ვერ შეასრულა.
ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ ელგუჯა ხორიშვილის განცხადება: : „წყალტუბოში ჩვენ ვახორციელებთ 42 მლნ. ლარის ღირებულების სამუშაოებს, რომელიც ისტორიული შენობა–ნაგებობების, გზის და სანიაღვრე არხების მოწესრიგებას ითვალისწინებს და წლის ბოლომდე ეს პროექტები დასრულდება“, არის სიმართლე.