რომ NDI-ს კვლევების ობიექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს: „ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, თუ როგორი კვლევები იდებოდა წინა საპარლამენტო არჩევნების დროს. კარგად გვახსოვს, როცა მთავრობაში „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, "ქართული ოცნების" 12%-ანი რეიტინგი, რეალურად კი 65% ავიღეთ. ამიტომ, მე დადებით შეფასებას ვერ მივცემ NDI-ს კვლევებს, რადგან ამ ორგანიზაციის მოღვაწეობა ბოლო წლების განმავლობაში ცალსახად ჩანს, რომ ტენდენციურია. ისიც საინტერესოა, რომ ბატონ ნავაროს მხოლოდ ახლა გაახსენდა მოსმენები. 9 წელი ამ მიმართულებით ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია ამ ადამიანს“.
ფაქტ-მეტრი კახა კალაძის განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
NDI-ს კვლევა,რომელზეც ვიცე–პრემიერმა ისაუბრა 26 მარტიდან 18 აპრილამდე ჩატარებულ გამოკითხვას შეეხებოდა. გამოკითხული 3 942 ინტერვიუერიდან, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის, 39% მხარს დავით ნარმანიას (კოალიცია „ქართული ოცნება“) უჭერს, ხოლო 10% ნიკა მელიას („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“). ამავე კვლევის თანახმად, კამპანია „ეს შენ გეხებას,“ რომელიც არასამთავრობოებმა უკანონო მოსმენების გამო წამოიწყეს, ინტერვიუერთა 62% ამართლებს.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, NDI-ს ჯამში 4 კვლევააქვს ჩატარებული. აქედან 3 კვლევა პარტიების რეიტინგებს ეხებოდა და სამივე მათგანში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობდა.
პირველი კვლევა 2012 წლის 22 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდს მოიცავდა. აქ შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა – „ნაციონალური მოძრაობა“ 47%, „ქართული ოცნება“ 10%.
2012 წლის ივნისში ჩატარებული კვლევისმიხედვით, პარტიების რეიტინგში „ნაციონალური მოძრაობა“ 36%-ით ლიდერობდა. „ქართული ოცნებას“ კი გამოკითხულთა 18% უჭერდა მხარს. მოსახლეობის 22%-მა კი უპასუხა, რომ იმ დროისთვის გადაწყვეტილი არ ჰქონდა თუ ვის მისცემდა ხმას.
მესამე კვლევაNDI-მ 2012 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნა, რომელიც 31 ივლისიდან 12 აგვისტომდე პერიოდს მოიცავდა. გამოკითხული 2 038 ინტერვიუერიდან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს 37% უჭერდა, ხოლო კოალიცია „ქართულ ოცნებას“ კი - 12% . პასუხზე უარი 21%-მა განაცხადა.
ზემოთ მოცემული შედეგების ანალიზისას გასათვალისწინებელია ერთი ნიუანსი, კონკრეტულად ის, რომ ორგანიზაციის მიერ გამოკითხულთა 21 პროცენტმა თავი შეიკავა თავისი ფავორიტი საარჩევნო სუბიექტის დასახელებისგან. ზოგადი პრაქტიკით, როცა თავის აზრს გამოკითხულთა საკმაოდ მაღალი პროცენტი (როგორც ამ შემთხვევაში მოხდა) არ ასახელებს, ისინი პოტენციურად ოპოზიციის მხარდამჭერად მოიაზრებიან, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო, პოლიტიკურ სიმპათიებს ღიად არ გამოხატავენ.
ფაქტ-მეტრმა კახა კალაძის განცხადების მეორე ნაწილიც გადაამოწმა, სადაც ის აღნიშნავდა, რომ NDI-ს ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი, მოსმენების საკითხით ადრე არ დაინტერესებულა და 9 წლის განმავლობაში ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია.
როგორც NDI-ს წარმომადგენელმა თეონა ყუფუნიამ, ფაქტ-მეტრთან განაცხადა, მოსმენებთან დაკავშირებით, მათ მიერ ჩატარებულ არც გასულ კვლევებში და არც ზემოთ აღნიშნულში, რომელზეც კალაძემ გაამახვილა ყურადღება, არ დაუსვამთ შეკითხვები მოსმენებთან დაკავშირებით. ის, რაც მიმდინარე წლის 26 მარტიდან 18 აპრილამდე ჩატარებულ კვლევაში იყო, მხოლოდ კამპანია „ეს შენ გეხებას“ ცნობადობას/გამართლებას შეეხებოდა და არა მოსმენებს.
ფაქტ-მეტრი NDI-ს მიერ საქართველოში ჩატარებულ ყველა კვლევას გაეცნო. გასული წლების კვლევებიდან ჩანს, რომ მსგავსი მიმართულებით ინტერვიუერებთან შეკითხვები მართლაც არ ყოფილა დასმული. თუმცა, აქ ისიც აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით ისეთი ფართომასშტაბიანი კამპანია, როგორიც დღეს „ეს შენ გეხებაა“, არ ყოფილა და მისი კვლევაში მოხვედრაც ნაკლებ სავარაუდო იყო. კამპანია „ეს შენ გეხებას“ აქტიური მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და “სამართლიანი არჩევნები“ ფაქტ-მეტრთან საუბარში აღნიშნავენ, რომ ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით, წინა წლებში მათ არ ჰქონიათ „ეს შენ გეხებას“ მსგავსი ფართომასშტაბიანი კამპანია, თუმცა ისინი, ისევე როგორც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, გარკვეულ განცხადებებსა და აქტივობებს ყოველთვის მიმართავდნენ.
კამპანიამ „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“ უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით აქტივობები, მხოლოდ 2014 წლის 6 მარტს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებები განახორციელა - მოსმენების თემაზე ვიდეორგოლის გადაღება/კონკურსი; აქცია, რომელიც რამდენიმე საათით ტელეფონის გათიშვას ისახავდა მიზნად, მშვიდობიანი გამოსვლები და რაც მთავარია - ახალი კანონპროექტის მომზადება, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, თუმცა არასამთავრობოების შენიშვნები ბოლომდე არ გაითვალისწინა.
აქვე უნდა ითქვას, რომ აღნიშნული კამპანიის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გააქტიურება ლოგიკურიცაა, რადგან მას შემდეგ, რაც წინა ხელისუფლების მიერ ფარული მიყურადების ტენდენცია დოკუმენტურად დადასტურდა, არასამთავრობო სექტორს უფრო დასაბუთებული და არგუმენტირებული პოზიციის წარმოდგენის საშუალება მიეცა. თუ წინა წლებში მათი პროტესტი ძირითადად გონივრულ ეჭვებს ემყარებოდა, ახლა მათ აქვთ მტკიცებულება, რომ ყოფილი ხელისუფლების დროს უკანონო თვალთვალი ხდებოდა და მიიჩნევენ, რომ ამ მხრივ საკანონმდებლო მიდგომა არც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ შეცვლილა. ეს გარემოება კი ხელისუფლებისადმი მათ უნდობლობას იწვევს.
დასკვნაკახა კალაძის განცხადების გადამოწმებისას გაირკვა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, NDI-ს კვლევების მიხედვით, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად ჰქონდა 12%-ანი რეიტინგი. მიუხედავად ამისა უნდა აღინიშნოს, რომ გამოკითხვა ჩატარდა მანამ, სანამ ე.წ. ციხის კადრები გავრცელდებოდა, რომელმაც ქვეყანაში წინასაარჩევნო სიტუაცია მნიშვნელოვნად შეცვალა.
თავისი განცხადების მეორე ნაწილში კახა კალაძე NDI-ის აკრიტიკებს, რომ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ აქტივობებს იგი ყურადღებას არ უთმობდა. ფაქტ-მეტრის მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, გასულ წლებში ორგანიზაციას თავის კვლევებში მართლაც არ ჰქონია შეკითხვები ამ თემასთან დაკავშირებით. მსგავსი შეკითხვით ორგანიზაციამ ინტერვიუერებს პირველად, 2014 წლის 26 მარტიდან 18 აპრილამდე ჩატარებული კვლევისას მიმართა. აქ იგი 2 შეკითხვით შემოიფარგლა - „ამართლებთ თუ არა კამპანია „ეს შენ გეხებას“ და იცოდით თუ არა კამპანია „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში მოთხოვნილ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გასულ წლებში ფარულს მოსმენებთან/მიყურადებასთან დაკავშირებით მსგავსი აქტიური, ცენტრალიზებული კამპანია არ განხორციელებულა. შესაბამისად, NDI-ის მიერ ამ თემაზე ყურადღების არგამახვილებაში გარკვეული ლოგიკა არსებობს.
ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ კახა კალაძის განცხადება: „ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, თუ როგორი კვლევები იდებოდა წინა საპარლამენტო არჩევნების დროს. გვახსოვს "ქართული ოცნების" 12%-ანი რეიტინგი, როცა რეალურად 65% აიღო. საინტერესოა ისიც, რომ ბატონ ნავაროს ახლა გაახსენდა მოსმენები. 9 წელი ამ მიმართულებით, მას ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია ,“ არის მეტწილად სიმართლე.