„გასულ წელს, მთავრობამ აიღო ვალდებულება და ეს ვალდებულება სრულად შეასრულა, ვგულისხმობ მოსამართლეების ხელფასების მატებას 70-80%-ით, ასევე მოსამართლეთა აპარატის თანამშრომელთა ხელფასების მატებას, რამაც ძალიან დადებითი ეფექტი იქონია სასამართლოზე. ბოლო 5 წლის განმავლობაში პრაქტიკულად არ მომხდარა მოსამართლეთა ხელფასების მატება“.
ფაქტ-მეტრი პრემიერის განცხადებაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტით დაინტერესდა.
საქართველოში მოსამართლეთა შრომის ანაზღაურებას „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი და „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“კანონი განსაზღვრავს. ამასთან, საერთო სასამართლოების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით ხორციელდება.
სხვა საჯარო მოხელეების მსგავსად მოსამართლის შრომის ანაზღაურება შედგება თანამდებობრივი სარგოსა და დანამატისაგან (მუხ. 69 (1)). თითოეული ინსტანციის მოსამართლისთვის კანონმდებლობა განსხვავებული ოდენობის თანამდებობრივ სარგოს ადგენს, რომელთა შემცირება მოსამართლეთა უფლებამოსილების მთელი ვადის განმავლობაში დაუშვებელია (მუხ. 69 (2)). „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონი კი საერთო სასამართლოების (პირველი ინსტანციის, სააპელაციო სასამართლოებისა და უზენაესი სასამართლოს) მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობას პირდაპირ დადგენილი სახელფასო განაკვეთით განსაზღვრავს.
საქართველოს კანონში, „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ,“ მოსამართლეთა თანამდებობრივ სარგოს ზრდასთან დაკავშირებით რამდენიმე ძირითადი ცვლილება შევიდა. 2005 წლის ცვლილებების შესაბამისად, კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს 1996 წლის 20 სექტემბრის კანონი „საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების თაობაზე“ და საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 15 თებერვლის №82 ბრძანებულება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოების, თანამდებობრივი სარგოს დანამატებისა და სოციალური დაცვის გარანტიების განსაზღვრის შესახებ“.აღნიშნული ცვლილებების შესაბამისად, ჩამოყალიბდა კანონის ერთიანი სახე –„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“. კანონის მიღებიდან დღემდე, მასში ოთხი ძირითადი ცვლილება განხორციელდა.
- 2007 წლის 20 ივნისი;
- 2007 წლის 28 დეკემბერი;
- 2008წლის 19 დეკემბერი;
რომელზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობს, საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის 26 დეკემბერს მიიღო და 2014 წლიდან ამოქმედდა.
შესაბამისად, 2003-2014 წლებში თანამდებობრივი სარგოს ოდენობა შემდეგნაირად გამოიყურება:
თანამდებობა |
სარგო 2003-2005 წლის მონაცემებით |
სარგო 2006-2007 წლის მდგომარეობით |
სარგო 2008 წლის მდგომარეობით |
სარგო 2009-2013 წლის მდგომარეობით |
სარგო 2014 წლის მდგომარეობით |
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე |
700 |
4 100 |
5 450 |
5 650 |
7 000 |
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე |
665 |
3 700 |
4 900 |
5 100 |
6 500 |
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე |
630 |
3 400 |
4 600 |
4 800 |
6 300 |
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე |
595 |
3 100 |
4 200 |
4 400 |
6 000 |
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე |
- |
3 100 |
4 000 |
4 200 |
5 800 |
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე |
- |
2 400 |
3 100 |
3 300 |
5 600 |
სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარე |
- |
2 100 |
2 700 |
2 900 |
5 300 |
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე |
- |
1 750 |
2 300 |
2 500 |
5 000 |
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე |
625 |
1 750 |
2 300 |
2 500 |
4 600 |
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე |
- |
1 650 |
2 200 |
2 400 |
4 300 |
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, მაგისტრატი მოსამართლე |
600 |
1 550 |
2 100 |
2 300 |
4 000 |
რეზერვში მყოფი მოსამართლე |
- |
500 |
500 |
500 |
500 |
როგორც ცხრილიდან ჩანს, ახალი რედაქციით გათვალისწინებული ცვლილებებით, საერთო სასამართლოების მოსამართლეებს ნამდვილად მოემატათ თანამდებობრივი სარგო და ისიც ნათელია, რომ 2009-2013 წლების განმავლობაში უცვლელი იყო შრომის ანაზღაურების ოდენობა, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ ბოლო 5 წელია ხელფასები არ გაზრდილა. რაც შეეხება პროცენტულ მაჩვენებელს, ყველაზე დიდი ზრდა სააპელაციო პალატის მოსამართლეთა ხელფასებზე აღინიშნება, რომელიც 38%-დან 100%-მდე მერყეობს. მთლიანობაში კი, საერთო პროცენტული მაჩვენებელის მიხედვით, საერთო სასამართლოების მოსამართლეებს თანამდებობრივი სარგო 24%-დან 100%-მდე გაეზარდათ.
თანამდებობა |
სარგოს ოდენობა 01.01.2014-მდე |
სარგოს ოდენობა 01.01.2014 შემდეგ |
სარგოს ზრდის პროცენტული მაჩვენებელი |
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე |
5 650 |
7 000 |
24 % |
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე |
5 100 |
6 500 |
27 % |
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე |
4 800 |
6 300 |
31 % |
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე |
4 400 |
6 000 |
36 % |
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე |
4 200 |
5 800 |
38 % |
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე |
3 300 |
5 600 |
70 % |
სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარე |
2 900 |
5 300 |
83 % |
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე |
2 500 |
5 000 |
100 % |
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე |
2 500 |
4 600 |
84 % |
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე |
2 400 |
4 300 |
79 % |
,რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, მაგისტრატი მოსამართლე |
2 300 |
4 000 |
74 % |
რეზერვში მყოფი მოსამართლე |
500 |
500 |
0 % |
გარდა უშუალოდ მოსამართლეთა ხელფასებისა, ირაკლი ღარიბაშვილი მოსამართლეთა აპარატის თანამშრომელთათვის ხელფასების მატების ფაქტზეც საუბრობს. ჩვენ საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამის უფლებამოსილ პირებთან საუბრისას ეს ფაქტი გადავამოწმეთ და მათ აღნიშნული ინფორმაციის სიზუსტეც დაგვიდასტურეს.
დასკვნა 2014
წლიდან ძალაში შევიდა თანამდებობრივი სარგოს მატებასთან დაკავშირებული ცვლილებები საქართველოს კანონში „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“. ამ ცვლილებების შესაბამისად, სხვადასხვა ინსტანციის მოსამართლეებს ხელფასები მართლაც მოემატათ. ასევე, თანამდებობრივი სარგოს მატება მოსამართლეთა აპარატის თანამშრომლების ხელფასებზეც დაფიქსირდა. სიმართლეა ისიც, რომ 2009-2013 წლებში მოსამართლეთა ხელფასების ზრდა არ მომხდარა და იგი ბოლო 5 წლის განმავლობაში უცვლელი იყო.
2014წლის ცვლილებების შედეგად, შრომის ანაზღაურების ზრდის საერთო პროცენტული მაჩვენებელი 24%-დან 100%-მდე მერყეობს. ზემოთ მითითებული ხუთი კატეგორიის მოსამართლეებს ხელფასები 24%-დან 38%-მდე მოემატათ, დანარჩენ ექვს კატეგორიას - 70%-დან 100%-მდე. ჩვენ ასევე გამოვთვალეთ პროცენტული ზრდის საშუალო მაჩვენებელი, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ ის 59%-ს შეადგენს. შესაბამისად, პრემიერის მიერ დასახელებული 70–80%–ანი ზრდა ბოლომდე არ ემთხვევა რეალურ მონაცემებს.
ჩვენ ვასკვნით, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: „გასულ წელს, მთავრობამ აიღო ვალდებულება და ეს ვალდებულება სრულად შეასრულა, ვგულისხმობ მოსამართლეების ხელფასების მატებას 70-80%-ით, ასევე მოსამართლეთა აპარატის თანამშრომელთა ხელფასების მატებას, რამაც ძალიან დადებითი ეფექტი იქონია სასამართლოზე. ბოლო 5 წლის განმავლობაში პრაქტიკულად არ მომხდარა მოსამართლეთა ხელფასების მატება“, არის მეტწილად სიმართლე.