„საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)" 2013 წლის აპრილიდან ახორციელებს ინოვაციურ საინფორმაციო-ანალიტიკურ პროექტს FactCheck, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაცია ამოწმებს პოლიტიკოსების განცხადებების სიზუსტეს. 27 მაისიდან პროექტს აქვს ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელ ფეისბუქზე - https://www.facebook.com/Factcheck.ge. 1 აგვისტოდან კი ამუშავდა ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდი www.factcheck.ge. პროექტის ფარგლებში ხდება საპარლამენტო სხდომებისა და საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში გაკეთებული განცხადებების სიზუსტის შემოწმება.
ორგანიზაციისთვის ახლახანს ცნობილი გახდა, რომ სოციალურ ქსელ ფეისბუქზე შეიქმნა პროექტის „კლონი", ყალბი ანალოგი, რომელიც პროექტის ლოგოს გამოყენებით, ფაქტ-მეტრის სახელით ავრცელებს სხვადასხვა სტატიებს - https://www.facebook.com/Checkfactge. გვერდზე, ასევე, არაკანონიერად არის მითითებული „საქართველოს რეფორმების ასოციაციის" სახელი და მისამართი. აღნიშნულ ქმედებას შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი და წარმოადგენს ორგანიზაციის საავტორო უფლებების დარღვევას. გვერდზე აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული შერჩევითი პრინციპით იდება www.factcheck.ge-დან აღებული სტატიები. ჩვენი სტატიების პარალელურად, ყალბი გვერდის შემქმნელები ავრცელებენ სხვა სახის ინფორმაციასაც და ფაქტ-მეტრის სახელით აფასებენ მათ სიზუსტეს. აღნიშნული ინფორმაციების გავრცელება ხდება პოლიტიკურად ანგაჟირებული, არაობიექტური და მიკერძოებული ფორმით და კონკრეტული პიროვნებების პოლიტიკური სიმპატიების გამოხატვას ემსახურება, რაც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ფაქტ-მეტრის შექმნისა და მუშაობის მთავარ პრინციპს - სრული ნეიტრალურობის დაცვასა და მკითხველისთვის კვლევების სახით ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას.
არაერთ ჩვენს თხოვნას, დაუყოვნებლივ გაეუქმებინათ ეს გვერდი, შედეგი არ მოჰყოლია. ფაქტ-მეტრი აპირებს კანონით გათვალისწინებული ყველა საშუალების გამოყენებას აღნიშნული საკითხის გადასაჭრელად. ჩვენს მკითხველს კი შევახსენებთ, რომ FactCheck.ge-ს ავთენტური ფეისბუქ გვერდის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.factcheck.ge განთავსებულ შესაბამისი ბმულის/ღილაკის გამოყენებით.
ბმული Factcheck.ge ავთენტურ Facebook გვერდზე https://www.facebook.com/Factcheck.ge
ბმული კლონ Facebook გვერდზე https://www.facebook.com/Checkfactge
„საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS)” განცხადება Factcheck.ge-ს Facebook გვერდის კლონის შესახებ
15/10/2013
Газета Факт-Метр
Газета Факт-Метр
-
Дезинформация: ВЭФ заявил, что пандемия...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные -
Дезинформация: Японские ученые утверждаю...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные -
Дезинформация: Спортсменка внезапно умер...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные