საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 4 სექტემბერის პლენარულ სხდომაზე, საშემოდგომო სესიის პირველ დღეს, დეპუტატებმა სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივა განიხილეს და რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტის მიერ წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის ანგარიში მოისმინეს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა, საკუთარი კომიტეტის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ „[ჭიათურაში] არის შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა ეკოლოგიური თვალსაზრისით. მეწარმე-სუბიექტები, რომლებიც იქ საქმიანობენ, არა მხოლოდ მანგანუმის გადამუშავების კუთხით, არამედ ხე–ტყის გადამუშავების კუთხით, არღვევენ კანონს, ფაქტობრივად ყოველ ფეხის ნაბიჯზე. ჩვენ შევამოწმეთ მათი საქმიანობა და სამწუხაროა რომ აღმოჩნდა ძალიან დიდი დარღვევები. გადაგზავნილია საქმეები შესაბამისად საქართველოს მთავარ პროკურატურაში, მიმდინარეობს ამ საქმეების გამოძიება.[...] მილიონობით ლარზეა საუბარი, მიყენებულ ზარალზე გარემოსთვის".
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა დეპუტატის განცხადებაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტით და მათი გადამოწმების მიზნით საჯარო ინფორმაცია პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტიდან და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან გამოვითხოვეთ.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის ანგარიშის თანახმად, კომიტეტმა საანგარიშო პერიოდში 32 სხდომა ჩაატარა, მათ შორის 4 გასვლითი, რომლებზეც 67 კანონის პროექტი განიხილა. კომიტეტი გასვლით სხდომებზე (თბილისი, ტყიბული, ლაგოდეხი, ჭიათურა) ადგილზე გაეცნო გარემოს დაცვის სფეროში არსებულ პრობლემებს.
ანგარიშის მიხედვით, 2013 წლის 13 ივნისს კომიტეტის გასვლით სხდომაზე განხილულ იქნა ჭიათურაში შექმნილი მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა, რაც მეწარმის მიერ ლიცენზიის პირობების დარღვევითაა გამოწვეული. კერძოდ, კომიტეტის ინფორმაციით, ბუნებრივი რესურსის, მანგანუმის მოპოვება ხდება ღია კარიერიული წესით, მოპოვების ტერიტორიის რეკულტივაციის გარეშე. არასახარბიელო მდგომარეობაა შახტური მოპოვების შემთხვევაშიც, დარღვეულია უსაფრთხოების ნორმები და არ ხდება შემდგომში შახტების დაკონსერვება. კომიტეტმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მისცა რეკომენდაცია ჭიათურასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე წიაღით მოსარგებლე კომპანია „ჯორჯიან მანგანიზის“ ლიცენზიის პირობების შემოწმებასა და, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ზომების გატარებასთან დაკავშირებით.
ჩვენი წერილის საფუძველზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შპს „ჯორჯიან მანგანიზზე“ გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების N100330 ლიცენზიით (მანგანუმის მოპოვება) გათვალისწინებული პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმება განახორციელა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევისაში და სოფელ რგანში „ჯორჯიან მანგანიზის“ მიერ 2007-2013 წლებში წიაღის მოპოვებითი სამუშაოები გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევით განხორციელდა. კერძოდ, სამინისტროს ინფორმაციით, კარიერის დამუშავებისას 9,36 ჰა ფართობიდან მოხსნილი და დასაწყობებული იქნა ნიადაგის ნაყოფიერი ფენა, რამაც ნიადაგის დეგრადაცია და განადგურება გამოიწვია. გარემოსადმი მიყენებული ზიანის ოდენობამ, უწყების შეფასებით, 2 079 582,34 ლარი შეადგინა. შესაბამისად, ამჟამად მიმდინარეობს მასალების მომზადება სამართალდამცავ ორგანოებში გადასაგზავნად.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ასევე შეამოწმა შპს „Wood Export-ზე” გაცემული ხე-ტყის დამზადების N1000013 ლიცენზიებითა და გარემოსდაცვითი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესრულების მდგომარეობა. შემოწმებით გამოვლინდა ხე-ტყის უკანონო ჭრებისა და ტყეკაფების გაუწმენდაობის ფაქტები. სამინისტროს შეფასებით, გარემოსთვის მიყენებული ზიანის საერთო თანხამ 191 701,25 ლარი შეადგინა. მასალები ჭიათურის რაიონულ პროკურატურაში გადაიგზავნა.
სამინისტრომ ასევე გამოავლინა ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიანტის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებისა და სპეციალური ფირნიშის აღრიცხვა-ანგარიშგების წესების დარღვევის 1 ფაქტი, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი. ამ უკანასკნელის შედეგად, უწყების შეფასებით, გარემოზე მიყენებული ზიანი 333,0 ლარს შეადგენს.
აღნიშნულ პუნქტებში დარღვევების შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის საერთო თანხამ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შეფასებით, 2 271 316,59 ლარი შეადგინა. ჭიათურის რაიონულ პროკურატურაში გადაიგზავნა შპს „Wood Export-თან“ დაკავშირებული ერთი საქმე. ასევე, მიმდინარეობს მასალების სამართალდამცავ ორგანოებში გადაგზავნის პროცესი შპს „ჯორჯიან მანგანიზთან“ დაკავშირებულ კიდევ ერთ საქმეზე. სულ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ ჭიათურის რაიონში შემოწმებული იქნა 2 მეწარმე-სუბიექტი - შპს „ჯორჯიან მანგანიზი“ და შპს „Wood Export”. ასევე, მათ გამოავლინეს სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიის პირობების დარღვევის, ყოველწლიური ანგარიშის წარმოუდგენლობის, 10 ფაქტი.
დასკვნა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჭიათურის რაიონში ამჟამად ფუნქციონირებს გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მქონე 18 საწარმო და 15 მრგვალი მორის სახერხი საამქრო. გაცემულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 31 ლიცენზია და ხე-ტყის დამზადების 2 სპეციალური ლიცენზია. მიმდინარე წლის მანძილზე, სამინისტრომ ჭიათურის რაიონში შეამოწმა 2 მეწარმე-სუბიექტი - შპს „ჯორჯიან მანგანიზი“ და შპს „Wood Export”. ასევე, უწყებამ გამოავლინა სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიის პირობების დარღვევის, ყოველწლიური ანგარიშის წარმოუდგენლობის, 10 ფაქტი.
სამინისტრომ გამოავლინა ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიანტის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებისა და სპეციალური ფირნიშის აღრიცხვა-ანგარიშგების წესების დარღვევის 1 ფაქტი და ხე ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შეფასებით, ჭიათურაში გამოვლენილი დარღვევების შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის საერთო თანხამ 2 271 316,59 ლარი შეადგინა.
ამასთან ერთად, ჭიათურის რაიონულ პროკურატურაში გადაიგზავნა შპს „Wood Export-თან“ დაკავშირებული ერთი საქმე და მიმდინარეობს მასალების სამართალდამცავ ორგანოებში გადაგზავნის პროცესი შპს „ჯორჯიან მანგანიზთან“ დაკავშირებულ კიდევ ერთ საქმეზე
აქედან გამომდინარე, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ცაგარეიშვილის განცხადება: „[ჭიათურაში] არის შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა ეკოლოგიური თვალსაზრისით, მეწარმე-სუბიექტები, რომლებიც იქ საქმიანობენ, არა მხოლოდ მანგანუმის გადამუშავების კუთხით, არამედ ხე–ტყის გადამუშავების კუთხით, არღვევენ კანონს, ფაქტობრივად ყოველ ფეხის ნაბიჯზე. ჩვენ შევამოწმეთ მათი საქმიანობა და სამწუხაროა, რომ აღმოჩნდა ძალიან დიდი დარღვევები. გადაგზავნილია საქმეები შესაბამისად საქართველოს მთავარ პროკურატურაში, მიმდინარეობს ამ საქმეების გამოძიება.[...] მილიონობით ლარზეა საუბარი, მიყენებულ ზარალზე გარემოსთვის“, არის სიმართლე.
„ჭიათურაში არის რთული მდგომარეობა. მეწარმე-სუბიექტები, რომლებიც იქ საქმიანობენ, არა მხოლოდ მანგანუმის გადამუშავების, არამედ ხე–ტყის გადამუშავების კუთხით არღვევენ ყოველ ფეხის ნაბიჯზე კანონს. [...] მილიონობით ლარზეა საუბარი, გარემოსთვის მიყენებულ ზარალზე“
14/10/2013
Правда
заявление точное и ажные детали в нем не отсутствуют
Персоны
-
Дезинформация: ВЭФ заявил, что пандемия...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные -
Дезинформация: Японские ученые утверждаю...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные -
Дезинформация: Спортсменка внезапно умер...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные