2013 წლის 26 ივნისს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს აუდიტის სამსახურის 2012 წლის საქმიანობის შემმოწმებელი დროებითი კომისიის ანგარიშის წარდგენისას, მთავარმა მომხსენებელმა, ნოდარ ებანოიძემ (ხარაგაულის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ფრაქცია „ქართული ოცნება“), წინა ხელისუფლების დროს დიდი ოდენობით გაცემული პრემიების თემაზე ისაუბრა. აღნიშნულ საკითხს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა და ნოდარ ებანოიძეს მიმართა: „პრემირებასთან დაკავშირებით საუბარი, მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ორ კვირაში კანცელარიის უფროსმა 22 თუ 25 ათასი ლარი აიღო პრემია, ცოტათი უხერხულია”.
ფაქტ-მეტრი კანცელარიის უფროსის პრემიის საკითხით დაინტერესდა და გიორგი ვაშაძის განცხადება გადაამოწმა.
2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, დღის წესრიგში მთავრობის სრული შემადგენლობის ცვლილების საკითხი დადგა. 2012 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა 88 ხმით 54-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. ახალი მთავრობა უფლება-მოვალეობის ოფიციალურად შესრულებას 2012 წლის 26 ოქტომბრიდან შეუდგა. აღმასრულებელი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის თანამდებობა მაია ცქიტიშვილს უკავია.
გიორგი ვაშაძის მიერ გაცხადებული ფაქტის გადასამოწმებლად ჩვენ საქართველოს მთავრობის კანცელარიას მივმართეთ და კანცელარიის თანამშრომლებისათვის გაცემული პრემიების ამსახველი ოფიციალური დოკუმენტი გამოვითხოვეთ. დოკუმენტში მითითებულია, რომ ახალი მთავრობის პირობებში პირველი პრემია 2012 წლის ნოემბრის თვეში გაიცა და აღნიშნულ თვეში მთავრობის კანცელარიის უფროსს პრემიის სახით 6195 ლარი აქვს მიღებული.
დასკვნა
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, მთავრობის კანცელარიაში პრემიების გაცემა 2012 წელს, ახალი მთავრობის დაკომპლექტებიდან პირველივე თვეს მოხდა და კანცელარიის უფროსმა, მაია ცქიტიშვილმა პრემიის სახით 6195 და არა 22 (თუ 25) ათასი ლარი მიიღო, როგორც ეს დეპუტატმა გამოსვლისას გააჟღერა.
შესაბამისად, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ გიორგი ვაშაძის განცხადება: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ორ კვირაში კანცელარიის უფროსმა 22 თუ 25 ათასი ლარი აიღო პრემია“, არის ნახევრად სიმართლე.
“ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ორ კვირაში კანცელარიის უფროსმა 22 თუ 25 ათასი ლარი პრემია აიღო”
06/08/2013
Полуправда
заявление частично точное, но в нем отсутствуют детали или некоторые вопросы расмотрены без контекста
Персоны
-
Дезинформация: ВЭФ заявил, что пандемия...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные -
Дезинформация: Японские ученые утверждаю...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные -
Дезинформация: Спортсменка внезапно умер...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные