2013 წლის 28 ივნისს გამართულ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ 2012 წლის აუდიტორული ანგარიში წარადგინა. ანგარიშის წარდგენის შემდეგ მომხსენებელს შეკითხვები დაუსვეს. ერთ-ერთი შეკითხვა პრეზიდენტის ფონდის აუდიტორულ შემოწმებას შეეხებოდა, რაზეც ლაშა თორდიამ უპასუხა, რომ „პრეზიდენტის ფონდის შემოწმება ხდება სხვაგვარად. პრეზიდენტის ფონდში არის თანხა, რომელიც პრეზიდენტის განკარგულებით მიემართება კონკრეტულ ღონისძიებებზე. მანდ არის განსხვავებული სისტემა და შემოწმება ვერ განხორციელდება. პრეზიდენტის ფონდს არ ჰყავს ბუღალტერი, არ დგება მიღება-ჩაბარების აქტი. ჩვენ შეგვიძლია, გამოვითხოვოთ კონკრეტული ინფორმაცია. კონკრეტულად პრეზიდენტის ფონდის შემოწმება ვერ მოხერხდება, იმიტომ, რომ სისტემურად განსხვავებული მექანიზმია“.
ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა განცხადებაში მოყვანილი ფაქტები გადაემოწმებინა.
სახელმწიფო აუდიტის უფლებამოსილება რეგულირდება „სახელმწიფო აუდიტის შესახებ“ კანონის V თავის, მე-17 მუხლით, რომლის მიხედვით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება მისი კომპეტენციის ფარგლებში ვრცელდება საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებზე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებზე, საქართველოს ეროვნულ ბანკზე, სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ 50 პროცენტიანი და მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებზე, სხვა იურიდიულ პირებზე, ფიზიკურ პირებზე, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებზე.
საქართველოს კონსტიტუციით და ამ კანონით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს: სახელწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ხარჯვას და შესრულებას; ბიუჯეტში შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობასა და კანონიერებას.
საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს განეკუთვნება და მისი შექმნა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის IV თავის 28-ე მუხლით რეგულირდება. აღნიშნული მუხლის თანახმად, პრეზიდენტის ფონდი არ არის დარეგისტრირებული, როგორც მხარჯავი დაწესებულება (ყველა სამინისტრო თუ სხვა დაწესებულება არის ასეთი ორგანო და მათ აქვთ შესაბამისი სარეგისტრაციო კოდი. ასეთი კოდი ფონდს არ აქვს). ფონდი არ ახორციელებს თავის ბუღალტერიას. მას ბიუჯეტით გარკვეული თანხა აქვს გამოყოფილი და ამ თანხის განკარგვა ფინანსთა სამინისტროს მეშვეობით ხორციელდება. პრეზიდენტი გამოსცემს განკარგულებას, უგზავნის ფინანსთა სამინისტროს და გადარიცხვას კონკრეტულ მხარჯავ დაწესებულებაზე, თუ სხვა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირზე უკვე ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს.
აუდიტის სამსახური ჩვეულებრივი აუდიტის დროს დაწესებულებაში შედის, ან დოკუმენტაციას ითხოვს და სწავლობს მას. პრეზიდენტის ფონდის შემთხვევაში, ვინაიდან ბუღალტერია არ არსებობს, შესასწავლი ნაკლებია, გარდა განკარგულებებისა.
მიუხედავად ამისა, აუდიტის სამსახურს მაინც შეუძლია განახორციელოს ფონდის ხარჯვითი ნაწილის ზედამხედველობა და შეისწავლოს ფონდის მიერ განხორციელებული ხარჯის მიზნობრიობა თუ კანონიერება. თუმცა, ამგვარი შემოწმება ტრადიციული აუდიტისგან განსხვავდება (პროცედურა სხვაგვარია). კერძოდ, უნდა მოხდეს განკარგულებების ამოღება და ინფორმაციის გამოთხოვა ფინანსთა სამინისტროდან, იმის თაობაზე, თუ სად გადაირიცხა თანხა გარკვეულ პერიოდში. თუ სახელმწიფო სახსრები სახელმწიფო ორგანომ განკარგა, ამის შემოწმება ჩვეულებრივი აუდიტის ჩატარებით ადვილად ხორციელდება. თუ სახელმწიფო სახსრები კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კერძო პირს გადაეგზავნა, ასეთ შემთხვევაში, აუდიტის სამსახურს შეუძლია ისარგებლოს კანონის მე-17 მუხლით და იურიდიული და ფიზიკური პირებისგან საჭირო ინფორმაცია გამოითხოვოს.
ამგვარად, „სახელმწიფო აუდიტის შესახებ“ კანონის შესაბამისად, აუდიტის სამსახურის უფლებამოსილებაა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოწმება. რადგან პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტის სარეზერვო ნაწილს წარმოადგენს, ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის შემოწმება სახელმწიფო აუდიტორული სამსახურის კომპეტენციაში შედის.
ბიუჯეტის შესრულების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებში ასახულია მხოლოდ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ბიუჯეტის მოცულობა და საკასო ხარჯები. ამ ხარჯების მიზნობრიობა ამ ანგარიშებით დადგენილი არ არის.
დასკვნა
კანონის შესაბამისად, აუდიტორულ სამსახურს უფლება აქვს, შეამოწმოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, რადგან ის შეადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს და ბიუჯეტის შემოწმება კი აუდიტორული სამსახურის უფლებამოვალეობაა. თუმცა, პრეზიდენტის ფონდს არა აქვს ბუღალტერია, ფონდს აქვს გამოყოფილი გარკვეული თანხა, რომლის განკარგვა პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად ხორციელდება. ამის გამო ტრადიციული აუდიტი ვერ ჩატარდება, მაგრამ ხარჯების მიზნობრიობის და კანონიერების შემოწმება შესაძლებელია. აქედან გამომდინარე, ლაშა თორდიას განცხადება: „პრეზიდენტის ფონდი არის განსხვავებული მექანიზმი და მისი აუდიტორული შემოწმება ვერ ხორციელდება“, არის ნახევრად სიმართლე.
„პრეზიდენტის ფონდი არის განსხვავებული მექანიზმი და მისი აუდიტორული შემოწმება ვერ განხორციელდება“
14/07/2013
Полуправда
заявление частично точное, но в нем отсутствуют детали или некоторые вопросы расмотрены без контекста
Персоны
-
Дезинформация: ВЭФ заявил, что пандемия...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные -
Дезинформация: Японские ученые утверждаю...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные -
Дезинформация: Спортсменка внезапно умер...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные