ვერდიქტი: „ალტ-ინფოს“ მიერ გავრცელებული ამბავი არის ყალბი.
რეზიუმე: ინტერნეტგამოცემა „ალტ-ინფოს“ მიერ გამოქვეყნებული სტატია - „ბრიტანეთის ნაციონალური ჯანდაცვის სამსახურის განცხადებით, ქალები, რომლებიც თავს კაცებად მიიჩნევენ, აღარ შემოწმდებიან მკერდის და საშვილოსნოს კიბოზე“, - მიზანმიმართულად ავრცელებს ყალბ ცნობებს ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის მიერ გავრცელებული გზამკვლევის შესახებ. სინამდვილეში, მკერდის კიბოზე სკრინინგი ჩაუტარდებათ როგორც ტრანსგენდერ ქალებს (ბიოლოგიური კაცი, რომელიც თავს ქალად აღიქვამს), ასევე ტრანსგენდერ კაცებს, სარძევე ჯირკვლის არსებობის შემთხვევაში (ბიოლოგიური ქალი, რომელიც თავს კაცად აღიქვამს). საშვილოსნოს ყელის სკრინინგის პროგრამის ფარგლებში კი მიწვეულნი იქნებიან ტრანსგენდერი კაცები (იმ შემთხვევაში, თუ საშვილოსნო სრულად არ აქვთ ამოკვეთილი) და არა ტრანსგენდერი ქალები, ვინაიდან მათ არ აქვთ საშვილოსნოს ყელი. მედიასაშუალება მიზანმიმართულად ახდენს ინგლისის ეროვნული ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გავრცელებული გზამკვლევის ტექსტის არასწორ ინტერპრეტირებას და შეცდომაში შეჰყავს მკითხველი.
„ალტ-ინფოს“ წყაროდ მოჰყავს breitbart.com-ზე გავრცელებული სტატია. აღნიშნული მედია სააგენტო არაერთხელ ყოფილა მხილებული სპეციფიური ვორდინგის გამოყენებით არასწორი შთაბეჭდილების შექმნასა და ყალბი ამბების გავრცელებაში.
ანალიზი:
ინტერნეტგამოცემა „ალტ-ინფომ“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „ბრიტანეთის ნაციონალური ჯანდაცვის სამსახურის განცხადებით, ქალები, რომლებიც თავს კაცებად მიიჩნევენ, აღარ შემოწმდებიან მკერდის და საშვილოსნოს კიბოზე“. სტატიაში აღნიშნულია, რომ „ბრიტანეთის ნაციონალური ჯანდაცვის სამსახურის განცხადებით, ტრანსგენდერები, რომლებიც ბიოლოგიურად ქალები არიან, მაგრამ თავს კაცებად მიიჩნევენ და ეს სტატუსი იურიდიულად აქვთ დაფიქსირებული, აღარ შემოწმდებიან მკერდის და საშვილოსნოს კიბოზე. სამაგიეროდ, კაცები, რომლებიც თავს ქალებად მიიჩნევენ, ასეთ შემოწმებას გაივლიან იმის მიუხედავად, რომ კაცებში საშვილოსნოს კიბოს არსებობა შეუძლებელია“. აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს ინგლისის ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის განცხადების არასწორ ინტერპრეტაციას.
მკერდისა და საშვილოსნოს ყელის სკრინინგი წარმოადგენს ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის მიერ შემოთავაზებულ უფასო მომსახურებას, რომლის მიღებაც მოქალაქეებს სკრინინგ ცენტრებში შეუძლიათ. ინგლისის ეროვნული ჯანდაცვის სამსახურმა გაავრცელა გზამკვლევი (გვ. 5-7 და გვ. 11-13) სკრინინგ პროგრამების შესახებ ტრანსგენდერი ადამიანებისათვის. მასში აღნიშნულია, რომ მკერდის კიბოზე სკრინინგი ჩაუტარდებათ როგორც ტრანსგენდერ ქალებს (ბიოლოგიური კაცი, რომელიც თავს ქალად აღიქვამს) ასევე ტრანსგენდერ კაცებს, სარძევე ჯირკვლის არსებობის შემთხვევაში (ბიოლოგიური ქალი, რომელიც თავს კაცად აღიქვამს). საშვილოსნოს ყელის სკრინინგის პროგრამაში მონაწილეობა კი მხოლოდ ტრანსგენდერ კაცებს შეუძლიათ.
გზამკვლევის თანახმად, ოჯახის ექიმთან რეგისტრირებული 50-დან 70 წლამდე ქალები, მათ შორის ქალად რეგისტრირებული ტრანსგენდერი კაცები, ავტომატურად არიან მიწვეულნი მკერდის სკრინინგ პროცედურაზე. თუმცა, ის ტრანსგენდერი კაცები, რომლებიც თავიანთ ოჯახის ექიმთან კაცად არიან რეგისტრირებულნი, ავტომატურად არ იქნებიან მიწვეულნი. აღნიშნული დაკავშირებულია იმასთან, რომ კაცად რეგისტრაციისას ხშირ შემთხვევაში მათ ჩატარებული აქვთ მკერდის რეკონსტრუქციის ოპერაცია. გზამკვლევი განმარტავს, რომ იმ ტრანსგენდერმა კაცებმა, რომლებსაც არ აქვთ ჩატარებული აღნიშნული ოპერაცია ან აქვთ სარძევე ჯირკვალი, სკრინინგ პროგრამაში ჩართვის თაობაზე უნდა მიმართონ თავიანთ ოჯახის ექიმს, რომელიც საქმის კურსში ჩააყენებს შესაბამის უწყებებს და უზრუნველყოფს პაციენტის სკრინინგ პროცედურით მომსახურებას.
რაც შეეხება საშვილოსნოს ყელის სკრინინგს, პროცედურაზე ავტომატურად არიან მიწვეულნი 25-დან 64 წლამდე რეგისტრირებული ქალები, მათ შორის ქალად რეგისტრირებული ტრანსგენდერი კაცები. კაცად რეგისტრირებული ტრანსგენდერი კაცები კი ავტომატურად არ არიან მიწვეულნი სკრინინგის ჩასატარებლად. იმ შემთხვევაში, თუ ტრანსგენდერ კაცს ჰისტერექტომია (საშვილოსნოს ამოკვეთა) სრულად არ აქვს ჩატარებული და აქვს საშვილოსნოს ყელი, მაშინ უნდა დაუკავშირდეს ოჯახის ექიმს, რათა ჩაუტარდეს სკრინინგი. გარდა ამისა, გზამკვლევში აღნიშნულია, რომ ტრანსგენდერი ქალები არ საჭიროებენ საშვილოსნოს სკრინინგ პროცედურის ჩატარებას, ვინაიდან მათ არ აქვთ საშვილოსნოს ყელი.
ავტორი მიზანმიმართულად ახდენს ინგლისის ეროვნული ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გავრცელებული გზამკვლევის ტექსტის არასწორ ინტერპრეტირებას და შეცდომაში შეჰყავს მკითხველი. ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „ალტ-ინფოს“ მიერ გავრცელებულ სტატიას წყაროდ მოჰყავს breitbart.com-ზე გავრცელებული ახალი ამბავი, რომელიც, თავის მხრივ, სპეციფიური ვორდინგის გამოყენებით ცდილობს მკითხველისათვის არასწორი შთაბეჭდილების შექმნას. Media bias/Fact Check-ის მიერ, breitbart.com ულტრამემარჯვენე მედია სააგენტოდ სახელდება, რომელიც არაერთხელ ყოფილა მხილებული რასიზმსა და ყალბი ამბების გავრცელებაში.
ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურის განცხადებით, ქალები, რომლებიც თავს კაცებად მიიჩნევენ, აღარ შემოწმდებიან მკერდისა და საშვილოსნოს კიბოზე
20/02/2018
Ложная информация
- Ложная или манипулятивная информация, распространяемая теми или иными СМИ, политиком или страницей в социальной сети
Персоны
-
Дезинформация: ВЭФ заявил, что пандемия...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные -
Дезинформация: Японские ученые утверждаю...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные -
Дезинформация: Спортсменка внезапно умер...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные