ვერდიქტი: „ანტილიბერალური კლუბის“ მიერ გავრცელებული ახალი ამბავი არის ყალბი.
რეზიუმე: „ანტილიბერალური კლუბის“ მიერ გავრცელებული ვიდეო, რომელშიც აღწერილია როგორ არბევს მუსლიმი მაღაზიაში ალკოჰოლის სექციას და ყვირის, რომ რამადანის დროს ალკოჰოლი არ უნდა იყიდებოდეს არის იუმორისტის მიერ დადგმული შოუ. ე.წ. იუთუბერი Hasnaoui აღნიშნული ვიდეოთი მუსლიმი მიგრანტების წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას დასცინის. კლუბის მიერ გავრცელებული ვიდეო და აღწერა განეკუთვნება ყალბი ამბების იმ კატეგორიას, როდესაც გამყალბებელი ცდილობს ხუმრობის რეალურ ფაქტად გავრცელებას.
ანალიზი
ფეისბუქ გვერდმა „ანტილიბერალური კლუბი“ გაავრცელა ვიდეო, შემდეგი აღწერით: „საფრანგეთში მუსლიმი მაღაზიაში ყვირის, რომ რამადანის (ისლამური მარხვის თვე) განმავლობაში ალკოჰოლი არ უნდა იყიდებოდეს და ალკოჰოლის ბოთლებს ამტვრევს“. კლუბის მიერ გავრცელებულ ამბავს 2 800 ნახვა აქვს. რაც შეეხება კომენტარებს, ისინი ძირითადად უარყოფითი კონტექსტის მატარებელია. აშკარაა, ვიდეომ გაღიზიანება და აგრესია გამოიწვია ქართველ ფეისბუქ მომხმარებელთა გარკვეულ ნაწილში. ვიდეოს თან ახლავს ინგლისური სუბტიტრები, რომლიდანაც ვიგებთ, რომ „აგრესორი“ მაღაზიაში ბოთლების მტვრევისას აპროტესტებს რამადანის მარხვაში ალკოჰოლის გაყიდვას და ითხოვს მენეჯერთან გასაუბრებას. ფაქტ-მეტრი დაინტერესდა აღნიშნული ვიდეოს სიზუსტით და მისი რეალური წარმომავლობა გადაამოწმა.
აღმოჩნდა, რომ „ანტილიბერალური კლუბის“ გავრცელებული ვიდეო სინამდვილეში არ ასახავს მუსლიმის მიერ მაღაზიის დარბევის რეალურ ფაქტს. სინამდვილეში, აღნიშნული პიროვენება, ცნობილია, როგორც ე.წ. იუთუბერი, იუმორისტი Hasnaoui. იგი მართავს საკმაოდ პოპულარულ იუთუბ არხს Hasnaoui officiel-ს, რომელსაც 177 552 გამომწერი ჰყავს, ასევე ფეისბუქ გვერდს Hasnaoui حسناوي -ს თითქმის 380 ათასი გამომწერით და ინსტაგრამ გვერდს hasnaoui.officiel-ს 105 ათასი გამომწერით. იუზერი Hasnaoui იუმორისტული და ხშირად, უცნაური ვიდეოებით ონლაინ სივრცეს 2015 წლის მაისში შემოუერთდა. მისივე გაცხადებულ მისიაში წერია, რომ არის კომედიანტია და აპირებს პარიზელები გაამხიარულოს საკუთარი „ოინებით“ (Prank - იუთუბერების ტერმინი, რომელიც სხვადასხვა ფორმით გამოხატულ სახალისო ხუმრობებს გულისხმობს. ეს შეიძლება იყოს სიმულაცია, თამაში, სარკასტული ვიდეოები და ა.შ.). 2015 წლიდან გამოქვეყნებულ ვიდეოებში სასაცილოდ არის გამოხატული და ამავე დროს გაკრიტიკებული საფრანგეთში არსებული სხვადასხვა პრობლემა თუ საზოგადოებრივი დისკურსი. მისი ხუმრობები მიემართება სხვადასხვა ეთნოსის, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულების და ა.შ. ჯგუფებს. იგი დადის ქალაქის განსხვავებულ დაწესებულებებში და სასაცილო ვიდეოებს ავრცელებს. ხშირადაა მაღაზიაში გადაღებული ვიდეოები, მაგალითად ერთ-ერთ ვიდეოში ის მუსლიმანური რელიგიის წარმომადგენელს სთავაზობს ღორის ხორცის ძეხვს და ეუბნება, რომ ეს კარგია ან აშარჟებს "მაკდონალდსის" მომსახურე პერსონალს და ა.შ. ამ კონკრეტულ ვიდეოში, რომელიც „ანტილიბერალურმა კლუბმა“ გაავრცელა, Hasnaoui ეხმაურება გარკვეული წრეების მიერ მუსლიმი მიგრანტების წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას, კერძოდ, 2015-2016 წლებში მთელი საფრანგეთის მასშტაბით ვრცელდებოდა ახალი ამბები თითქოს რამადანის დროს (ისლამური კალენდრის მეცხრე თვის სახელწოდება. მუსლიმთა წმინდა თვე. ამ თვეში მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე ყველა მუსლიმი მარხულობს) მუსლიმები აპროტესტებდნენ ბარებში სასმლის გაყიდვას. გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაცია, ძირითადად, მიგრანტი მუსლიმების დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული. იუმორისტის ვიდეო, როგორც რეალური და ნამდვილად მომხდარი ამბავი 2015 წლის ივლისში გაავრცელა ონლაინ გვერდმა LiveLeak-მა. ამის შემდგომ იგი სხვადასხვა ფორმით და დროს ტრიალებდა ინტერნეტ სივრცეში. „ანტილიბერალურმა კლუბმა“ კი მიმდინარე წლის 28 იანვარს გაავრცელა იგი როგორც რეალური და ამ დროს მომხდარი ფაქტი.
საფრანგეთში მუსლიმი მაღაზიაში ყვირის და ალკოჰოლის ბოთლებს ამტვრევს
07/02/2018
Ложная информация
- Ложная или манипулятивная информация, распространяемая теми или иными СМИ, политиком или страницей в социальной сети
Персоны
-
Дезинформация: ВЭФ заявил, что пандемия...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные -
Дезинформация: Японские ученые утверждаю...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные -
Дезинформация: Спортсменка внезапно умер...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные