2012 წელს ზუგდიდის გამგეობის მიერ მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებების საექსპლუატაციო ხარჯებისთვის დაიხარჯა 480 000 ლარი, წარმომადგენლობით ხარჯებზე კი 45 000-მდე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან თორიამ ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სარესტორნო და სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-შენახვის ხარჯებზე ისაუბრა.

"ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხელისუფლების სარესტორნო ხარჯები დაფინანსდა და მან წელიწადისა და ექვსი თვის განმავლობაში 70 821 ლარი შეადგინა. ადგილობრივი ხელისუფლების ბალანსზე არსებული ავტომობილების მომსახურების ხარჯები, საწვავის გარეშე, არის 1 699 434 ლარი. ასეთ მცირე დროში, თან ისეთი პატარა ქალაქისთვის როგორიც ზუგდიდია, ეს არის კოლოსალური თანხა".

ლევან თორიას განცხადებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, მამუკა წოწერიამრიცხვებით მანიპულაცია უწოდა და მსგავსი მომსახურების 2012 წლის მაჩვნებლები დაასახელა.

"მათ მიერ მოყვანილი ციფრები არ ემთხვევა გამგეობის მიერ ფაქტიურად გაწეულ ხარჯებს... შედარებისთვის მინდა მოგიყვანოთ 2012 წლის მონაცემები იგივე სახის ხარჯებთან დაკავშირებით: 2012 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებების საექსპლუატაციო ხარჯებისთვის დაიხარჯა 480 000 ლარზე მეტი, ხოლო წარმომადგენლობითი ხარჯები იყო 45 000 ლარამდე".

ფაქტ-მეტრიამგანცხადებების სიზუსტით დაინტერესდა.

ლევან თორიას განცხადებით, მის მიერ დასახელებული მონაცემები მოიცავს 2015 წლის სექტემბრიდან 2017 წლის მარტის თვის ჩათვლით პერიოდს.აღნიშნული ფაქტის გადასამოწმებლად ჩვენ სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაცია მოვიძიეთ.

2015 წლის სექტემბრიდან 2017 წლის მაისამდე ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ სარესტორნო მომსახურებისთვის დადებული ხელშეკრულების ღირებულება 78 319 ლარია. ამავე პერიოდში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა იგივე მომსახურების შესყიდვაზე 10 633 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. ამდენად, ორივე მუნიციპალიტეტმა სარესტორნო მომსახურების შესასყიდად ჯამში 88 952 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ01.09.2015 - 31.03.2017 პერიოდში, ორივე მუნიციპალიტეტის მიერ, სარესტორნო მომსახურებისათვის ფაქტობრივად 41 010 ლარი დაიხარჯა. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი -37 228 ლარი, ხოლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი -3 782 ლარი.

უმეტესად, შემსყიდველი ორგანიზაციების (მუნიციპალიტეტები) მიერ სარესტორნო მომსახურებაზე სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების დადება ხდება წლის I -II კვარტალში, სადაც მომსახურების გაწევის ბოლო ვადა საბიუჯეტო წლის დასასრულს ემთხვევა (31 დეკემბერი). ამ პერიოდში შემსყიდველს შეუძლია ხელშეკრულების ღირებულების ფარგლებში შეისყიდოს მომსახურება.თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტების მიერ სარესტორნო მომსახურების ფაქტობრივი ხარჯი ნაკლებია ხელშეკრულების ღირებულებაზე, ხოლო ბიუჯეტიდან ხარჯების ანაზღაურება ხდება არა ხელშეკრულების ღირებულების მიხედვით, არამედ ფაქტობრივად გაწეული ხარჯის შესაბამისად.

​რაც შეეხება ავტომობილების თემას, ზემოაღნიშნულ პერიოდში ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების შეკეთებისა და სხვა ტექნიკური მომსახურებისთვის ფაქტობრივმა ხარჯმა 55 817 ლარი შეადგინა, რეცხვის მომსახურებისთვის კი 5 794 ლარი დაიხარჯა. მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დასაზღვევად 2016 წელს 6 789 ლარი დაიხარჯა, ხოლო 2017 წელს დაზღვევისთვის ხელშეკრულების ღირებულება 6 265 ლარია. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერავტოსატრანსპორტო საშუალებების მოვლა-შენახვისთვის გაწეულმა ფაქტობრივმა ხარჯმა ჯამში 69 966 ლარი შეადგინა (მოიცავს მიმდინარე წლის დაზღვევის 3 თვის ხარჯს).

ამავე პერიოდში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ სატრანსპორტო საშუალებების შეკეთებისთვის და სხვა ტექნიკური მომსახურებისთვის 101 594 ლარი დაიხარჯა, ხოლო რეცხვისთვის590 ლარი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის ხარჯი 2016 წელს 6 750 ლარი იყო. 2017 წელს კი, მუნიციპალიტეტს 5 229 ლარის ღირებულების ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. ჯამში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 01.09.2015 - 31.03.2017 პერიოდში სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-შენახვისთვის 110 241 ლარი დახარჯა (მოიცავს მიმდინარე წლის დაზღვევის 3 თვის ხარჯს).

შესაბამისად, ორივე მუნიციპალიტეტის მიერ 2015 წლის სექტემბრიდან 2017 წლის მაისამდე სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-შენახვისათვის(საწვავის გარეშე) გაწეულმა ხარჯებმა 180 207 ლარი შეადგინა (იხ.ბმული).

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2012 წლის სარესტორნო და სასტუმროს მომსახურების (წარმომადგენლობით) ხარჯი 47 865 ლარს შეადგენს, სადაც სარესტორნო მომსახურება 42 455 ლარია. ამავე წელს, მუნიციპალიტეტმა საწვავისთვის 296 613 ლარი დახარჯა, ხოლო სატრანსპორტო საშუალებების შეკეთების და სხვა ტექნიკური მომსახურებისთვის 29209 ლარი, რეცხვისა და დაზღვევისთვის კი - 13 128 ლარი.2012 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ სატრანსპორტო საშაულებების ექსპლუატაციისთვის ჯამში 338950 ლარი დაიხარჯა (იხ.ბმული).

დასკვნა

ლევან თორიას განცხადება იმის შესახებ, რომ წელიწადი და ექვსი თვის განმავლობაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ სარესტორნო მომსახურებისთვის 70 821 ლარი და ავტომობილების მოვლა-შენახვისთვის 1 699 434 ლარი დახარჯა, ზუსტი არ არის, რადგან ორივე მუნიციპალიტეტის მიერ სარესტორნო მომსახურებისთვის41 010 ლარი და ავტომობილების მოვლა-შენახვისთვის180 207 ლარი დაიხარჯა.

მამუკაწოწერიასგანცხადება იმის შესახებ, რომ 2012 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის ხარჯი 480 000 ლარზე მეტი და წარმომადგენლობითი ხარჯი 45 000 ლარამდე იყო მეტწილად სიმართლეა, რადგან ამავე წელს მუნიციპალიტეტმა სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისთვის (საწვავის ჩათვლით)338950 ლარი დახარჯა, ხოლო წარმომადგენლობითი ხარჯი47 865 ლარი იყო.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ლევან თორიას განცხადება არის მცდარი, ხოლო მამუკა წოწერიას განცხადება კი - მეტწილად სიმართლე.