ვერდიქტი: GeoDigest-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ყალბი.
რეზიუმე: GeoDigest-მა გაავრცელა ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძის Facebook სტატუსი, რომლის მიხედვითაც, ევროპარლამენტმა აშშ-ის მოქალაქეებს ევროპის ქვეყნებში ვიზალიბერალიზაცია გაუუქმა, რაც არასწორი ინფორმაციაა. ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია და მოუწოდა ევროკომისიას, რომ დროებით შეზღუდულიყო ამერიკის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა, რადგან აშშ-ს ჯერ კიდევ სავიზო მოთხოვნები აქვს ევროკავშირის წევრ ხუთ სახელმწიფოსთან, რაც ორმხრივი სავიზო (Visa Reciprocity) მექანიზმის პრინციპს არღვევს. თუმცა, აღნიშნულ რეზოლუციას სავალდებულო ხასიათი არ აქვს და არც ევროპარლამენტს აქვს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების უფლება. ევროპარლამენტის რეზოლუციას უარყოფითად უპასუხა ევროკომისიამ, რადგან მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და სავიზო მოთხოვნების შემოტანა ამ პროცესს მხოლოდ გაართულებდა. შესაბამისად, აშშ-სა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლა კვლავ ძალაშია.
ანალიზი:
23 მაისს მედია პორტალმა GeoDigest გამოაქვეყნა ინფორმაცია სათაურით - „ევროპარლამენტმა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებისთვის ევროპის ქვეყნებში ვიზალიბერალიზაცია გააუქმა“. აღნიშნული ინფორმაციის ერთადერთ წყაროდ მედია საშუალება ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძის Facebook გვერდს ასახელებს. GeoDigest-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჟურნალისტ ფოფხაძის სტატუსის გარდა არაფერს მოიცავს.
ფაქტის გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტმა 2017 წლის 2 მარტს მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც პარლამენტი ევროკომისიას სთხოვს შესაბამისი ლეგალური ზომები მიიღოს აშშ-ის მიმართ ორმხრივი სავიზო თანამშრომლობის (Visa Reciprocity) შესახებ. ამერიკასა და ევროპის კავშირს შორის უვიზო მიმოსვლა მოქმედებს, ამდენად, ამერიკის მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე მოგზაურობა ვიზის გარეშე შეუძლიათ. ანალოგიურად, აშშ-ში უვიზოდ მოგზაურობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები, გარდა ხუთი სახელმწიფოსი: ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, პოლონეთი და რუმინეთი. ევროპარლამენტარებმა აღნიშნული რეზოლუცია სწორედ ამ ხუთი ქვეყნის შესახებ მოქმედი შეზღუდვების საპასუხოდ მიიღეს.
ევროკავშირის ორმხრივი სავიზო მექანიზმის თანახმად, უვიზო თანამშრომლობის შემთხვევაში, თუკი ორმხრივობის პრინციპის დარღვევის შეტყობინების შემდეგ კონკრეტული ქვეყანა (ამ შემთხვევაში აშშ) 24 თვის განმავლობაში არ ხსნის სავიზო მოთხოვნებს ევროკავშირთან/მის წევრ ქვეყანასთან, ევროკომისია ვალდებულია მიიღოს დელეგირებული აქტი ამ ქვეყანის მიმართ 12 თვიანი სავიზო შეზღუდვის შემოღების შესახებ (დელეგირებულ აქტზე შეპასუხების/უარყოფის უფლება აქვს პარლამენტსა და საბჭოს).
2014 წლის აპრილში ევროკომისიას გადაეცა შეტყობინება, რომლის მიხედვითაც, ავსტრალია, ბრუნეი, კანადა, იაპონია და აშშ არ აკმაყოფილებდნენ ორმხრივი სავიზო მექანიზმის პირობებს. ავსტალიამ, იაპონიამ და ბრუნეიმ უკვე მოუხსნეს სავიზო მოთხოვნები ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას, კანადა კი ორმხრივობის პრინციპებთან შესაბამისობაში იმოქმედებს 2017 წლის 1 დეკემბრიდან. 24 თვიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც აშშ-ს სავიზო მოთხოვნები უნდა გაეუქმებინა ევროკავშირის ზემოთჩამოთვლილი ხუთი წევრი ქვეყნისთვის, 2016 წლის აპრილში გავიდა.
ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, 2017 წლის 2 მაისს, ევროკომისიამ პარლამენტს უპასუხა და უარი განაცხადა ამერიკის მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნების ხელახალ შემოტანაზე. ევროკომისიის განცხადების თანახმად, იმ პროგრესისა და მოლაპარაკებების გათვალისწინებით, რაც ევროკავშირსა და აშშ-ს შორის მიმდინარეობს სავიზო საკითხებთან დაკავშირებით, კონტრპროდუქტიული იქნება შეზღუდვების დაწესება ამერიკის მოსახლეობისთვის. იმავე განცხადების თანახმად, აშშ-სა და ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს შორის 2017 წლის ივნისში გაიმართება შეხვედრა, სადაც განიხილება სავიზო შეზღუდვების საკითხები. შესაბამისად, ევროკავშირს აშშ-ისთვის უვიზო რეჟიმი არ გაუუქმებია.
ევროპარლამენტმა აშშ-ის მოქალაქეებისთვის ევროპის ქვეყნებში უვიზო რეჟიმი გააუქმა
30/05/2017
Ложная информация
- Ложная или манипулятивная информация, распространяемая теми или иными СМИ, политиком или страницей в социальной сети
Персоны
-
Дезинформация: ВЭФ заявил, что пандемия...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные -
Дезинформация: Японские ученые утверждаю...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные -
Дезинформация: Спортсменка внезапно умер...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные