მიმდინარე წლის 7 აპრილს პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა შედგა. გიორგი მარგველაშვილმა ქვეყანაში არსებული ვითარება შეაფასა. ცალკეულ საკითხებზე მთავრობის მიმართ პრეზიდენტის კრიტიკას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. მან, სხვადასხვა საკითხებთან ერთად, ქვეყნის მთავარი ავტომაგისტრალის მშენებლობაზეც გაამახვილა ყურადღება. „წინა ხელისუფლების დროს ავტობანზე წელიწადში საშუალოდ 10 კმ გზა იგებოდა, დღეს კი ყოველწიურად 28 კმ გზა იგება“, -
განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (თბილისი-სენაკი-ლესელიძის) მშენებლობა 2006 წლის მარტში
დაიწყო. აღნიშნული ავტომაგისტრალი E-60 (ფოთი-თბილისი-წითელი ხიდი) და E-70 (ფოთი-ბათუმი-სარფი) მაგისტრალებისგან შედგება. მისი საერთო სიგრძე 390 კილომეტრია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2006 წლიდან დღემდე მოძრაობა ავტობანის 164 კილომეტრ გზაზეა გახსნილი. აქედან, 2006-2012 წლებში მოძრაობა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 68 კილომეტრზე, 2013 წლიდან დღემდე კი 96 კილომეტრ გზაზე გაიხსნა. რაც შეეხება დაგებული გზის ფართობს, 2006-2012 წლებში 1 567 450 მ
2 ფართობის, 2013-2016 წლებში (გასული წლის ივლისამდე) კი 1 215 900 მ
2 ფართობის გზა
დაიგო.
ცხრილი 1: 2006-2012 წლებში ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე გახსნილი გზის სიგრძე (კმ) და ფართობი (მ
2)
წელი |
გახსნა (კმ) |
გახსნა (მ2) |
2006 |
0.0 |
0.0 |
2007 |
13.7 |
315 100 |
2008 |
20 |
460 000 |
2009 |
15.2 |
349 600 |
2010 |
6 |
138 000 |
2011 |
11.8 |
271 400 |
2012 |
1.45 |
33 350 |
სულ |
68.15 |
1 567 450 |
ცხრილი 2: 2013-2016 წლებში ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე გახსნილი გზის სიგრძე (კმ) და ფართობი (მ
2)
წელი |
გახსნა (კმ) |
გახსნა (მ2) |
2013 |
15.40 |
183 300 |
2014 |
41.40 |
502 100 |
2015 |
16.50 |
379 500 |
2016-2017 |
22.7 |
151 000 (2016 წლის ივლისამდე) |
სულ |
96 |
1 215 900 |
როგორც აღვნიშნეთ, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა 2006 წლის მარტში დაიწყო. მაგრამ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პირველ წელს გზის საფარის დაგების სამუშაოები არ დაწყებულა. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 2007-2012 წლებში, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე წელიწადში საშუალოდ 11.3 კმ სიგრძის და 261 242 მ
2 ფართობის გზა იხსნებოდა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი - წელიწადში საშუალოდ 24 კმ სიგრძის (თუ 2017 წლის სამ თვეს არ ჩავთვლით) და 347 400 მ
2 ფართობის (2016 წლის ივლისამდე) გზა იხსნება.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის ბოლოს სამშენებლო სამუშაოები 2 187 500 მ
2 ფართობის გზაზე მიმდინარეობდა, ანუ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლისას ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აღნიშნული ფართობის გზაზე სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებული იყო. 2016 წლის ივნისის მდგომარეობით კი, სამშენებლო სამუშაოები 3 118 000მ
2 ფართობის გზაზე მიმდინარეობდა.
ასევე, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე დასრულებული მონაკვეთების ნაწილის მშენებლობა 2012 წლის ოქტომბრამდე დაიწყო. შესაბამისად, ახალ მთავრობას ზოგ შემთხვევაში ასფალტის დასაგებად გამზადებული გზა დახვდა, რამაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის ტემპი დააჩქარა.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზოგიერთი მონაკვეთის მშენებლობის პირვანდელი ვადები შეიცვალა გარკვეული დროით
გადაიწია.
დასკვნა
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა 2006 წლის მარტში, უშუალოდ საგზაო საფარის მოწყობის სამუშაოები კი 2007 წლიდან დაიწყო. "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მოძრაობა 68.15 კილომეტრ გზაზე გაიხსნა. შესაბამისად, წელიწადში საშუალოდ 11.3 კმ გზა იხსნებოდა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, დღემდე, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მოძრაობა 96 კილომეტრ გზაზე გაიხსნა, ანუ წელიწადში საშუალოდ 24 კილომეტრ გზაზე, თუ 2017 წლის სამ თვეს არ ჩავთვლით. ხოლო, თუ აღნიშნულ მონაცემში მიმდინარე წლის სამ თვესაც გავითვალისწინებთ, დაგებული გზის სიგრძე დაახლოებით 23 კმ-მდე გამოდის. შესაბამისად, ირაკლი კობახიძის მიერ დასახელებული რიცხვები ბოლომდე ზუსტი არ არის.
ასევე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე დასრულებული მონაკვეთების ნაწილის მშენებლობა წინა ხელისუფლების დროს იყო დაწყებული, რამაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზოგიერთი მონაკვეთის დასრულება დააჩქარა. ასევე აღსანიშნავია, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზოგიერთი მონაკვეთის მშენებლობის პირვანდელი ვადები შეიცვალა და გარკვეული დროით გადაიწია.
ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის
ნახევრად სიმართლე.