2013 წლის 15 ოქტომბერს ორგანიზაციამ განცხდება გაავრცელა სოციალურ ქსელ Facebook-ზე შექმნილი პროექტის „კლონის“, ყალბი ანალოგის შესახებ, რომელიც პროექტის ლოგოს გამოყენებით, ფაქტ-მეტრის სახელით ავრცელებდა სხვადასხვა სტატიას – http://www.facebook.com/Checkfact.ge. აგრეთვე, არაკანონიერად იყო მითითებული „საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS)” სახელი და მისამართი, რასაც შეცდომაში შეჰყავდა მომხმარებელი და წარმოადგენდა ორგანიზაციის საავტორო უფლებების დარღვევას. გარდა ამისა, გვერდზე აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული შერჩევითი პრინციპით იდებოდა www.factcheck.ge - დან აღებული სტატიები. ამის პარალელურად, გვერდი ავრცელებდა სხვა სახის ინფორმაციასაც და ფაქტ-მეტრის სახელით აფასებდა მათ სიზუსტეს.
ინფორმაციის გავრცელება ხდებოდა პოლიტიკურად ანგაჟირებული, არაობიექტური და მიკერძოებული ფორმით და კონკრეტული პიროვნების პოლიტიკური სიმპათიის გამოხატვას ემსახურებოდა, რაც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ფაქტ-მეტრის შექმნისა და მუშაობის მთავარ პრინციპს - სრული ნეიტრალურობის დაცვასა და მკითხველისთვის კვლევების სახით ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას.
ჩვენს არაერთ თხოვნას, გაეუქმებინათ ეს გვერდი, შედეგი არ მოჰყოლია. მას შემდეგ, რაც ფაქტ-მეტრმა მედიის საშუალებით შესაბამისი განცხადება გაავრცელა და გვერდი სიყალბეში ამხილა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მათ Facebook გვერდზე აქტივობები შეწყვიტეს.
ფაქტ-მეტრისთვის ცნობილი გახდა, რომ ზემოხსენებული კლონი კვლავ გააქტიურდა. მათ, შეცლილი ლოგოთი და სახელით (Checkfact.ge), განაახლეს აქტივობები და ჩვენი ოფიციალური გვერდიდან, წყაროს მითითების გარეშე, დააკოპირეს და საკუთარი სახელით გაავრცელეს სხვადასხვა მასალა. მათ შორის, ფაქტ-მეტრის ნოვატორული პროექტის - ფაქტ-მეტრ TV-ის სიუჟეტი. აღსანიშნავია, რომ კლონის მიერ მასალის შერჩევა ხდება პოლიტიკური ნიშნით და ემსახურება ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესების გამოხატვას.
ფაქტ-მეტრი მკითხველს შეახსენებს, რომ FactCheck.ge-ის ავთენტური Facebook გვერდის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე www.factcheck.ge განთავსებული შესაბამისი ბმულის/ღილაკის გამოყენებით.
ბმული Factcheck.ge ავთენტურ Facebook გვერდზე https://www.facebook.com/Factcheck.ge
ბმული კლონ Facebook გვერდზე https://www.facebook.com/Checkfactge
„საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS)” განცხადება
29/04/2014
Газета Факт-Метр
Газета Факт-Метр
-
Дезинформация: ВЭФ заявил, что пандемия...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные -
Дезинформация: Японские ученые утверждаю...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные -
Дезинформация: Спортсменка внезапно умер...
Ложьзаявление не точное и предоставленные в нем утверждения абсурдные