2013 წლის 30 ივლისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ, განაცხადა, რომ ბოლო წლებში საპატიმროებში სულ 650-ზე მეტი პატიმარია გარდაცვლილი და რომ ყოველ წელს 140-145 პატიმრის გარდაცვალების ფაქტი ფიქსირდებოდა.
ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა გადაემოწმებინა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ბოლო წლებში გარდაცვლილი პატიმრების რაოდენობა.
ჩვენს მიერ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2010, 2011 და 2012 წლების სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:
დასკვნა
ზემოთ მოყვანილი მონაცემებიდან ჩანს, რომ 2006-2012 წლებში საქართველოში გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობა იყო 89, 101, 90, 91, 144, 140 და 67 პატიმარი წლების შესაბამისად. რაც შეეხება დეპუტატის განცხადებას, რომ ყოველ წელს გარდაცვლილთა რაოდენობა 140-145 იყო, ეს მაჩვენებელი მხოლოდ 2010 და 2011 წლებში დაფიქსირდა. მთლიანობაში, 2006 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, 722 ბრალდებული/მსჯავრდებულია გარდაცვლილი.
შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ ეკა ბესელიას განცხადება, რომ ბოლო წლებში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 650-ზე მეტი პატიმარი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველ წელს 140-145 იყო, არის მეტწილად სიმართლე.
- 2010 წელი - 144 ბრალდებული/მსჯავრდებული;
- 2011 წელი - 140 ბრალდებული/მსჯავრდებული:
- 2012 წელი - 67 ბრალდებული/მსჯავრდებული.
