• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
„ფაქტების გადამმოწმებელთა საერთაშორისო ქსელის“ (IFCN) განცხადება ფაქტების გადამმოწმებლების მიმართ აშშ-ის სავიზო შეზღუდვების შესახებ

„ფაქტების გადამმოწმებელთა საერთაშორისო ქსელის“ (IFCN) განცხადება ფაქტების გადამმოწმებლების მიმართ აშშ-ის სავიზო შეზღუდვების შესახებ

ახალი სავიზო დირექტივები ჟურნალისტიკას ცენზურასთან არასწორად აკავშირებს

10/12/2025
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

„ფაქტების გადამმოწმებელთა საერთაშორისო ქსელი“ (IFCN) ღრმად შეშფოთებულია ცნობებით, რომლის მიხედვითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საკონსულო ოფიცრებს დაავალა, უარი უთხრან ვიზებზე პირებს, რომლებიც ფაქტების გადამოწმების, მასალის მოდერაციისა და ნდობისა და უსაფრთხოების სფეროში მუშაობენ.

ფაქტების გადამოწმება არის ჟურნალისტიკა. ეს არის სამუშაო, რომელიც საჯაროდ გაჟღერებული მტკიცებების საუკეთესო ხელმისაწვდომ მტკიცებულებებთან შედარებასა და შედეგების ყველასთვის გაცნობას ითვალისწინებს. აღნიშნული სამუშაო არ ახდენს ცენზურას, არამედ აძლიერებს საზოგადოებრივ დისკუსიას. ის აშშ-ში კონსტიტუციის პირველი შესწორებითაა დაცული, ხოლო აშშ მედიის თავისუფლებას საერთაშორისო მასშტაბით დიდი ხანია მხარს უჭერს. ამ სამუშაოს დაკავშირება ცენზურასთან ფაქტების გადამოწმების არასწორად გაგებას ან მის განზრახ დამახინჯებას ნიშნავს.

IFCN-ის გლობალური ქსელი 80-ზე მეტ ქვეყანაში 170-ზე მეტ ორგანიზაციას მოიცავს. ყოველი მათგანი მიუკერძოებლობის, წყაროების გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერი შესწორების პოლიტიკის მიმართ ერთგულია. ეს არის იგივე სტანდარტები, რომლებიც თაობების განმავლობაში მაღალი ხარისხის ჟურნალისტიკას განსაზღვრავდა. ჩვენი პრინციპების ხელმომწერები ინტერნეტიდან კონტენტს არ შლიან, ისინი საჯარო მტკიცებებს ინფორმაციას მატებენ.

ჩვენ ასევე გვაწუხებს შესაძლო შედეგები ნდობისა და უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის, რომელთა მუშაობა ბავშვებს ექსპლუატაციისგან იცავს, ახდენს თაღლითობების პრევენციას და ინტერნეტში კოორდინირებულ შევიწროებას ებრძვის. აღნიშნული ყველასთვის, მათ შორის ამერიკელებისთვის, ინტერნეტს უფრო უსაფრთხოს ხდის. ტექნოლოგიური კომპანიების მიერ მასალის მოდერაცია და ჟურნალისტური ფაქტების გადამოწმება გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკაა.

თავისუფალი მედია და ინფორმირებული საზოგადოება დემოკრატიის საფუძველია. პოლიტიკა, რომელიც სიზუსტისკენ სწრაფვას განიხილავს, როგორც უარყოფით საქმიანობას, მთელ მსოფლიოში გზავნის მსუსხავ მესიჯს ჟურნალისტებისთვის და არა მხოლოდ.


„ფაქტების გადამმოწმებელთა საერთაშორისო ქსელის“ (IFCN) შესახებ

„ფაქტების გადამმოწმებელთა საერთაშორისო ქსელი“, მთელ მსოფლიოში მზარდი ფაქტების გადამმოწმებელთა საზოგადოების გაერთიანების მიზნით, 2015 წელს შეიქმნა. ის დეზინფორმაციის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის ფარგლებში ფაქტობრივი ინფორმაციის გავრცელებას უწყობს ხელს.

ის ფაქტების გადამმოწმებლებს ერთმანეთთან კავშირების დამყარების, საკუთარი შესაძლებლობების განვითარებისა და ერთმანეთთან თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობას აძლევს. IFCN მის პრინციპების კოდექსზე ხელმომწერებს - 80-ზე მეტ ქვეყანაში 170-ზე მეტ ორგანიზაციას - ადვოკატირებით, ტრენინგებითა და გლობალური ღონისძიებებით, ეხმარება ფაქტების გადამოწმების განვითარებასა და სრულყოფაში.

IFCN-ის გუნდი აკვირდება ფაქტების გადამოწმების სფეროში არსებულ ტენდენციებს, რათა შესთავაზოს ფაქტების გადამმოწმებლებს რესურსები, წვლილი შეიტანოს საზოგადოებრივ დისკურსში და მხარი დაუჭიროს ახალ პროექტებსა და ინიციატივებს, რომლებიც ჟურნალისტიკაში ანგარიშვალდებულების ზრდას უწყობენ ხელს.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • „ფაქტების გადამმოწმებელთა საერთაშორისო ქსელის“ (IFCN) განცხადება ფაქტების გადამმოწმებლების მიმართ აშშ-ის სავიზო შეზღუდვების შესახებ

    „ფაქტების გადამმოწმებელთა საერთაშორისო ქ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • 2020 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 4300 დოლარს შეადგენდა, 2025 წელს 10 000-ს გადააჭარბებს

    2020 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 4300 დოლ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • მიუსაფარი ცხოველების ბიუჯეტი შემცირდა, არ გაზრდილა ავარიული სახლების ბიუჯეტი, ისევ 1.70 თეთრია დღიური ულუფა უფასო სასადილოების

    მიუსაფარი ცხოველების ბიუჯეტი შემცირდა, ა...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა