• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

2024 წელს წინა წლებთან შედარებით სამუშაო ძალის/დასაქმების მაჩვენებლები გაუმჯობესდა, თუმცა უმუშევრობა და დასაქმების დაბალი დონე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება.

15/05/2025
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

2024 წელს წინა წლებთან შედარებით სამუშაო ძალის/დასაქმების მაჩვენებლები გაუმჯობესდა, თუმცა უმუშევრობა და დასაქმების დაბალი დონე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს უმუშევრობის დონე 16.4%-დან 13.9%-მდე შემცირდა, ეს მოსახლეობის ის კატეგორიაა, ვინც აქტიურად ეძებს სამუშაოს, მაგრამ ამ ეტაპზე არ არის დასაქმებული. რაც შეეხება დასაქმების დონეს, ქვეყანაში 15+ მოსახლეობის მხოლოდ 47.1% არის დასაქმებული, რაც წინა წლის მაჩვენებელს 2.6 პროცენტული პუნქტით აღემატება. ქვეყანაში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე 1.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 54.8% შეადგინა. ეს არის 15+მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც დასაქმებულია ან აქტიურად ეძებს სამუშაოს, დანარჩენი 45.2% (1,345.8 ათასი ადამიანი) სამუშაო ძალის გარეთაა.

გრაფიკი 1: სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე, უმუშევრობის დონე, დასაქმების დონე, 2019-2024 წლებში


წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2024 წელს წინა წელთან შედარებით ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა დაახლოებით 2%-ით (33.2 ათასით) გაიზარდა და 1 629.5 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში 5%-ით (67.9 ათასით) გაიზარდა და 1 402.5 ათასი შეადგინა. საქსტატის მეთოდოლოგიით, დასაქმებულები ძირითადად ორ კატეგორიად იყოფიან: დაქირავებით დასაქმებულები და თვითდასაქმებულები. აქვე აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა მთლიან ოდენობაში დაქირავებით დასაქმება უფრო ეფექტიანია. თვითდასაქმებულების შემთხვევაში, დასაქმების ეფექტიანობა გაცილებით ნაკლებია, მათი საქმიანობა დიდწილად დაბალშემოსავლიანი ან/და არასტაბილურია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ვნახოთ, როგორ გადანაწილდა დასაქმებულთა რაოდენობა. 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, დასაქმების საერთო მაჩვენებელში დაქირავებით დასაქმებულთა წილი 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 68.5% შეადგინა, ხოლო თვითდასაქმებულთა წილი 0.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 31.5% შეადგინა. გასულ წელს დაქირავებით დასაქმებულთა რიცხოვნობა 40 ათასით (4.3%-ით), ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა 27.9 ათასით (6.7%-ით) არის გაზრდილი.

გრაფიკი 2: დასაქმებულთა განაწილება დასაქმების სტატუსის მიხედვით


წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რაც შეეხება დასაქმებულთა განაწილებას საკუთრების ფორმების მიხედვით (სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორი), 2024 წლის მონაცემებით, დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია როგორც სახელმწიფო, ასევე არასახელმწიფო სექტორში. დაქირავებით დასაქმებულთა 33.6%, ანუ ყოველი მესამე, სახელმწიფო სექტორშია დასაქმებული. ხოლო დასაქმებულთა საერთო რაოდენობის (მათ შორის თვითდასაქმებულების ჩათვლით) 23% სახელმწიფო სექტორშია დასაქმებული. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა წილი წინა წელთან შედარებით შემცირდა, მაინც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

გრაფიკი 3: დასაქმებულთა განაწილება საკუთრების ფორმების მიხედვით


წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რაც შეეხება დასაქმება/უმუშევრობის მხრივ ბოლო წლებში არსებულ ტენდენციას, 2020-2021 წლებში, ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებლები მკვეთრად გაუარესდა, რაც პანდემიის პერიოდში არსებული მკაცრი და ხანგრძლივი ეკონომიკური შეზღუდვებით იყო განპირობებული. 2022 წელს დასაქმების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებელი ჯერ კიდევ სრულად აღდგენილი არ იყო. 2023 და 2024 წლებში გაიზარდა სამუშაო ძალა და დასაქმებულთა რაოდენობა, ხოლო უმუშევრობის დონე შემცირდა. ქვეყანაში დასაქმებულთა ზრდა რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული: ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, როგორც კერძო სექტორში, ასევე სახელმწიფო სექტორში, ასევე თვითდასაქმებულთა რაოდენობის ზრდა. დასაქმების ზრდაზე გარკვეული გავლენა სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამამაც იქონია, რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე ამოქმედდა. პროგრამის მიზანი სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების დასაქმების წახალისებაა, რაც ძირითადად ხელოვნურად შექმნილ საზოგადოებრივ სამუშაო ადგილებზე დასაქმებას გულისხმობს და შრომის ანაზღაურება 300 ლარს შეადგენს. 2022-2024 წლებში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 39.7 ათასი სოციალურად დაუცველი დასაქმდა. აღნიშნული პროგრამა უნდა განვიხილოთ, არა როგორც რეალური დასაქმების პროგრამა, არამედ როგორც სოციალური პროგრამა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელს სამუშაო ძალის მაჩვენებლები გაუმჯობესდა, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (54.8%), ასევე დასაქმების დონე (47.1%) ჯერ კიდევ დაბალ ნიშნულზეა. იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც სამუშაო ძალის გარეთაა, ანუ 15+ ასაკისაა, არ არის დასაქმებული და არ ეძებს სამუშაოს, 1.3 მლნ.ზე მეტია.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა