• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლები 2024 წელს კიდევ უფრო გაუარესდა

ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლები 2024 წელს კიდევ უფრო გაუარესდა

2024 წელს საქართველოში შობადობა ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა

31/03/2025
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

2024 წელს საქართველოში შობადობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა. ამასთან, წინა წელთან შედარებით, გაზრდილია სიკვდილიანობის მაჩვენებელიც. შედეგად, უკვე მეხუთე წელია, რაც საქართველოში უარყოფითი ბუნებრივი მატება ფიქსირდება, ანუ უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება. 2020-2024 წლებში გარდაცვლილთა რიცხოვნობამ ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობას ჯამში 31 806-ით გადააჭარბა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 1994-2024 წლების მონაცემებით, საქართველოში შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2024 წელს დაფიქსირდა. 2015 წლიდან მოყოლებული ქვეყანაში შობადობის მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდება (იხილეთ გრაფიკი 1). შობადობის შემცირება ძირითადად ქვეყანაში რეპროდუქციული ასაკის ქალების შემცირებას უკავშირდება, რაც ამ ასაკის ქალების ემიგრაციის მაღალი მაჩვენებლით და ასევე, 90-იან წლებში შობადობის კლებით არის განპირობებული.

გასულ წელს ქვეყანაში 39 483 ბავშვი დაიბადა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 1.8%-ით ნაკლებია. 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, გარდაცვალების მაჩვენებელი 2.8%-ით გაიზარდა და გარდაცვლილთა რიცხოვნობამ 43 971 შეადგინა.

გრაფიკი 1: ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობა, 2014-2024 წლებში


წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ქვეყანაში შობადობის შემცირებას და გარდაცვალების მატებას მოსახლეობის ბუნებრივი კლება მოჰყვა. 2024 წელს საქართველოში უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გარდაცვლილთა რაოდენობამ ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობას 4 488 ერთეულით გადააჭარბა. თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონის გარდა, ყველა სხვა რეგიონში ბუნებრივი მატების უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

2015-2019 წლებში ქვეყანაში ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდებოდა, რაც თავის მხრივ შობადობის შემცირებით იყო გამოწვეული. 2020 წელს ქვეყანაში ბუნებრივი მატების უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა, 2021 წელს კი ეს მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. 2020-2021 წლებში ბუნებრივი მატების უარყოფითი მაჩვენებელი განპირობებული იყო, როგორც შობადობის შემცირებით, ასევე სიკვდილიანობის ზრდით, ეს უკანასკნელი COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევებით იყო გამოწვეული. 2022-2023 წლებში ქვეყანაში სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ბუნებრივი მატების უარყოფითი დინამიკა გაგრძელდა, რაც ცალსახად შობადობის შემცირებით იყო განპირობებული. 2024 წელს უარყოფითი ბუნებრივი მატების მაჩვენებელზე გავლენა იქონია როგორც შობადობის შემცირებამ, ასევე სიკვდილიანობის ზრდამ.

გრაფიკი 2: ბუნებრივი მატების მაჩვენებლები, 2014-2024 წლებში


წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილიარდია და მზარდი ტენდენციით გამოირჩევა

    სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილია...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ ნაწილს აქვს ეკონომიკური ვარდნა, ეკონომიკური რეცესია

    ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა