• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
გიორგი გახარიაზე თავდასხმა - რა გავიგეთ იმედის ვიდეოდან

გიორგი გახარიაზე თავდასხმა - რა გავიგეთ იმედის ვიდეოდან

ტელეკომპანია „იმედმა“ ინციდენტთან დაკავშირებით ვიდეო გაავრცელა. „იმედის“ ეთერში გასული სიუჟეტის მიხედვით, „ფიზიკური დაპირისპირება გიორგი გახარიამ დაიწყო, რასაც დიმიტრი სამხარაძის მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა“

15/01/2025
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

2025 წლის 15 იანვარს ბათუმში, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სასტუმრო შერატონში, პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი გიორგი მანველიძე თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ტელეკომპანია „იმედმა“ ინციდენტთან დაკავშირებით ვიდეო გაავრცელა. „იმედის“ ეთერში გასული სიუჟეტის მიხედვით, „ფიზიკური დაპირისპირება გიორგი გახარიამ დაიწყო, რასაც დიმიტრი სამხარაძის მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა“. იმავეს იმეორებენ „ქართული ოცნების“ წევრები და პარტიასთან აფილირებული „ექსპერტები“. მეტიც, ისინი აღნიშნული ინციდენტის გამოძიებასა და გიორგი გახარიას დასჯას ითხოვენ. მაგალითად, გია აბაშიძე წერს: „გიორგი გახარია სამართალდამცველებმა უნდა დაკითხონ და პასუხი უნდა აგებინონ ჩხუბის წამომწყებ ამ ვიგინდარას.“ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მაჭავარიანიც სწორედ გიორგი გახარიას ბრალეულობაზე საუბრობს: „გუშინდელ კადრებში მე რაც ვნახე ის იყო, რომ ბატონმა გახარიამ დაიწყო ფიზიკური ძალადობა ბატონ დიმიტრი სამხარაძეზე და შემდეგ უკვე რეაგირებაც ბატონი დიმიტრისგან მოულოდნელი არ იყო. ამ თემაზე რა თქმა უნდა გამოძიება დაწყებულია.“

TV იმედის სიუჟეტში სხვადასხვა დროსა და ადგილას გადაღებული ვიდეოს 2 მონაკვეთი/ნაწყვეტია გამოყენებული. ვიდეოებში ინციდენტი სრულად, უწყვეტად დაფიქსირებული არ არის, შესაბამისად, ისინი არც ცალ-ცალკე და არც ერთობლიობაში მხარეებს შორის კომუნიკაციის დაწყების, კომუნიკაციის ფიზიკურ ძალადობაში გადაზრდისა და დასრულების სრულ სურათს არ წარმოაჩენენ.

პირველი ვიდეო სასტუმროს მიმღებშია გადაღებული. მასალის მიხედვით, დიმიტრი სამხარაძე თანმხლებ პირებთან ერთად გიორგი გახარიას პირისპირ დგას და აგრესიული ტონით ეკითხება „მიცანი?“, ხოლო, გახარია პასუხად მას მის ხელთ არსებულ ჭიქას ესვრის, რაზეც სამხარაძე ფიზიკურ ძალადობის მიზნით მუშტს იღერებს გახარიას წინააღმდეგ - ვიდეო კი, სწორედ ამ მომენტში წყდება. გარდა ამისა, ვიდეო არ აღწერს, თუ რა მოვლენები უსწრებდა წინ პირთა შეხვედრას, რა სახის კომუნიკაცია წარიმართა მათ შორის და სხვ.

აღნიშნულის მიუხედავად, TV „იმედი“ საკუთარი ვერსიის გასამყარებლად ინციდენტის აღწერას გიორგი გახარიას ქმედებაზე აპელირებით იწყებს - „[ვიდეოში ინციდენტის] დასაწყისია ასახული და მკაფიოდ ჩანს გიორგი გახარიას ქმედება. კადრებში ჩანს, რომ სასტუმრო „შერატონის“ შესასვლელში სიტყვიერი დაპირისპირებისას სამხარაძეს გახარიამ სახეში პლასტმასის ჭიქა ჩაარტყა, რასაც დიმიტრი სამხარაძის მხრიდან პასუხი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა“ - ვისმენთ იმედის სიუჟეტში. იმედის რეპორტაჟი ხაზს უსვამს „ინციდენტის დასაწყისს“. სინამდვილეში, წარმოდგენილი ვიდეომტკიცებულებები არ იძლევა სრულ სურათს იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყო კომუნიკაცია და როგორ გადაიზარდა იგი ფიზიკურ დაპირისპირებაში. ამასთან, სიუჟეტში ერთმანეთისგან გამიჯნულია „სამხარაძის მხრიდან პასუხი“ და „ფიზიკური დაპირისპირება“, თითქოს სამხარაძის პასუხი გიორგი გახარიასადმი არა - ფიზიკურ დაპირისპირებაში, არამედ რაღაც სხვაში გამოიხატა.

მეორე ვიდეო უკვე სასტუმროს გარეთ, შესასვლელთან არის გადაღებული, სადაც გიორგი გახარია უკვე ნაცემია, ხოლო დიმიტრი სამხარაძე მას უშვერი სიტყვებით უყვირის „შენ მე როგორ დამარტყი შე ბო*ო, შენ დედას შევე*ი მე, ხელი როგორ დამარტყა ამ ბო*იშვილმა“. ვიდეოს დასასრულს ჩანს, რომ სამხარაძე თანმხლებ პირებთან ერთად ტერიტორიას ტოვებს. ვიდეოში ჩანს ისიც, რომ სამხარაძე ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღითაა.

ამრიგად, სიუჟეტში გამოყენებული ორი ვიდეომონაკვეთი არ შეიცავს სრულ და უწყვეტ კადრებს ინციდენტის მიმდინარეობის შესახებ.

TV იმედის სიუჟეტსა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების კომენტარებში სრულად იგნორირებულია მცირე დროით ადრე, დიმიტრი სამხარაძისა და მის თანმხლებ პირთა მონაწილეობით მომხდარი სხვა ინციდენტი. ამავე დღეს და ამავე სასტუმროში, გიორგი გახარიას ინციდენტამდე სავარაუდოდ, რამდენიმე წუთით ადრე, დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვა პირები „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" რეგიონული ოფისების მენეჯერ ზვიად ქორიძეს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ზვიად ქორიძის ინფორმაციით, მას ჯერ გიორგი მანველიძე გამოელაპარაკა (სავარაუდოდ, ვინაობის დაზუსტების მიზნით), ხოლო რამდენიმე წუთის შემდეგ, მას დიმიტრი სამხარაძე დაუპირისპირდა „გადავიდა გინებაზე, შეურაცხყოფაზე, ურტყამდა ფეხს მაგიდას. აქ მართლა არ დაურტყამს არაფერი ჩემთვის. რომ დავინახე, აიშალა ყველა მაგიდა და წამოვიდა ჩემი მიმართულებით, დავიძარი ლობისკენ, დაცვას ვთხოვე მხარდაჭერა, დაცვა ჩაერთო საქმეში. ამ დროს რაღაც ნივთი, რომელიმე მათგანმა დამარტყა. სათვალე მთლიანად დაიმსხვრა” - ამბობს ზვიად ქორიძე ჟურნალისტთან.

ზვიად ქორიძე შემთხვევის ადგილიდან სასტუმროს დაცვამ გაიყვანა, რის შემდეგაც ნომერში დაბრუნდა, დაახლოებით ოც წუთში კი კოლეგებისგან შეიტყო, რომ სასტუმროში თავს დაესხნენ გიორგი გახარიასაც.

სიუჟეტში და განცხადებებში ამ დეტალის განზრახ უგულებელყოფა საზოგადოებისათვის სრულ სურათს ამახინჯებს. ქორიძის შემთხვევა ცხადყოფს, რომ სამხარაძისა და მისი თანმხლები პირების აგრესიული და პროვოკაციული ქცევა არ წარმოადგენდა ერთჯერად, იზოლირებულ და შემთხვევით ეპიზოდს. ამის საპირისპიროდ კი ტელეკომპანია „იმედი“ გვთავაზობს „ვიდეომტკიცებულებას“, რომელიც იმგვარადაა დამონტაჟებული, რომ შეუძლებელია გაირკვეს, თუ როგორ დაიწყო ინციდენტი, რა უძღოდა წინ სამხარაძესა და გახარიას შორის შელაპარაკებას და მთავარი - როგორ აღმოჩნდა ვიდეოს დასაწყისში სასტუმროს ფოიეში მდგომი გახარია ნაცემი სასტუმროს გარე ტერიტორიაზე. ამგვარად, ვიდეო ისეთი ფორმითაა სახეცვლილი, რომ ის არ წარმოადგენს წამყვანის ტექსტში მოყვანილი ფაქტების დამადასტურებელ კადრებს.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთლიანობაში ვაკის პარკის განახლება 61 მლნ ლარი დაჯდება

    მთლიანობაში ვაკის პარკის განახლება 61 მლ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2025 წლის I კვარტალში ქვეყანაში დასაქმება/უმუშევრობის მაჩვენებლები გაუარესდა

    2025 წლის I კვარტალში ქვეყანაში დასაქმებ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილიარდია და მზარდი ტენდენციით გამოირჩევა

    სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილია...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა